This website uses cookies or similar technologies, to enhance your browsing experience and provide personalized recommendations. By continuing to use our website, you agree to our Privacy Policy
Affiliation: Iv. Javakhishvili Tbilisi State University, Master of Law, German Society for International Cooperation (GIZ), Lawyer – Member of the LEPL Georgian Bar Association
Abstract: The goal of the present article is to give the reader an insight in the problems of regulating pet issues in Georgia, as well as ongoing trends and up-to-date views in the European countries, to identify the causes of problems of legal regulation and management in the given field and to give an impetus to those interested in the topic
and problems to find ways to address the problem. The source of the article was the effective legislation of Georgia, which was duly studied, including the normative acts adopted by the central authority and municipal bodies, as wellas the national legislations of the European countries, international legal documents and the managerial practice of the branch in Georgia. Following the study of the problem considered in the article, it was found that Georgia lacks a single legal framework to systematically and thoroughly regulate pet issues. Neither does the country have
a legislative act that would define the status of pets. Consequently, there is no quality and comprehensive legal document at the municipal level derived from the nationwide legislative act. There have been attempts at the levels of both, the central government and concrete municipalities, to address pet issues. However, such attempts are fragmental and non-systemic and fail to cover complex measures. As a result, it is impossible to obtain a desirable outcome in respect of safety of people and animals and protection of animal rights.
@article {Ioseliani: 2021,
doi = {10.36475/7.5.7},
url = {https://doi.org/10.36475%2F7.5.7},
year = 2021,
month = {dec},
publisher = {European University Institute of Law},
volume = {7},
number = {5},
pages = {109--123},
author = {K. Ioseliani},
title = {Legal Status and Rights of the Pet (companion) Animals and
Ensuring Their Harmonious Coexistence with Citizens According to
Legislation of Georgia},
journal = { Law and World }
}
×
TY – JOUR
AU - Ioseliani K.
DO - 10.36475/7.5.7
UR - http://dx.doi.org/10.36475/7.5.7
TI - Legal Status and Rights of the Pet (companion) Animals and
Ensuring Their Harmonious Coexistence with Citizens According to
Legislation of Georgia
T2 - Law and World
PY - 2021
DA - 2021/12/20
PB - European University Institute of Law
SP - 109-123
IS - 5
VL - 7
SN - 2587-5043
SN - 2346-7916
ER -
×
Ioseliani, K. (2021). Legal Status and Rights of the Pet (companion) Animals and
Ensuring Their Harmonious Coexistence with Citizens According to Legislation of
Georgia. Law and World, 7(5), 109–123. https://doi.org/10.36475/7.5.7
×
Ioseliani K, (2021) ‘Legal Status and Rights of the Pet (companion) Animals and Ensuring Their Harmonious Coexistence with Citizens According to Legislation of Georgia’. Law and World , 7(5), pp.109–123. Available at: http://dx.doi.org/10.36475/7.5.7.
×
Ioseliani, Kakhaber. “Legal Status and Rights of the Pet (companion) Animals and Ensuring Their Harmonious Coexistence with Citizens According to Legislation of Georgia.” Law and World 7.5 (2021): 109–123. Crossref. https://doi.org/10.36475/7.5.7.
×
[1] K. Ioseliani, “Legal Status and Rights of the Pet (companion) Animals and Ensuring Their Harmonious Coexistence with Citizens According to Legislation of Georgia,” Law and World , vol. 7, no. 5, pp. 109–123, Dec. 2021. doi:10.36475/7.5.7.
×
Ioseliani K, Legal Status and Rights of the Pet (companion) Animals and Ensuring Their Harmonious Coexistence with Citizens According to Legislation of Georgia. Law and World [Internet]. European University Institute of Law; 2021 Dec 20; [cited YYYY Mon DD]; 7(5):109–123. Available from: http://dx.doi.org/10.36475/7.5.7
×
Kakhaber Ioseliani, “Legal Status and Rights of the Pet (companion) Animals and Ensuring Their Harmonious Coexistence with Citizens According to Legislation of Georgia.” Law and World 7, no. 5 (December 20, 2021): 109–123. doi:10.36475/7.5.7.
თანამედროვე ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ცხოველთა უფლებების დაცვას, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მიუსაფარ შინაურ ბინადარ (კომპანიონ) ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობა, რომელიც ადგენს სხვადასხვა ტიპის სასჯელს, თუ იძულების სხვა ღონისძიებებს, მმართველობითი საქმიანობის მეთოდებს, მიდგომებს, სტანდარტებს, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე პერიოდულად იხვეწებოდა; საკანონმდებლო რეგულაციებით მყარდებოდა შინაური ბინადარი ცხოველების უფლებები და გარანტიები, რაც განპირობებული იყო ცხოველის, როგორც ბუნების უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის ობიექტად აღიარებით და მისი, როგორც ცოცხალი არსებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებით. თანამედროვე კანონმდებელმა ცხოველი ჩათვალა არა მხოლოდ საკუთრების ობიექტად, რომელზეც ადამიანი ბატონობს, არამედ არსებად, რომელსაც აქვს უფლება სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოში ყოფნაზე.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიო და რეგიონალური (ევროპა) მასშტაბით, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს (უფლებები, გარანტიები, უსაფრთხოება), გარდა ეროვნული კანონმდებლობებისა, არეგულირებს შინაური ცხოველების დაცვის ევროპული კონვენცია (სტრასბურგი, 13.XI.1987), ხოლო მსოფლიო მასშტაბით მოქმედებს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის მიერ შემუშავებული ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველო არ წარმოადგენს შინაური ცხოველების დაცვის ევროპული კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოს, თუმცა, საქართველო გაწევრიანებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც შეიმუშავებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის ნორმატივებს და სტანდარტებს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ზემოაღნიშნული ევროკონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობები, ცხოველთა უფლებების დაცვის ნაწილში, მთლიანად ეფუძნება რეგიონში აღიარებულ სტანდარტებს. ცხოველთა უფლებების მყარი სამართლებრივი საფუძვლების არსებობიდან და მკაფიო რეგულირებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილია შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული სხვა საკითხების, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხების რეგულირება. მაგალითად, ნორვეგიასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია მებრძოლი ჯიშის ძაღლების გასხვისება, გამრავლება, ქვეყნის ტერიტორიაზე შეყვანა და ა.შ. ამავე ქვეყნის კანონმდებლობებით დადგენილია მკაცრი სანქციები, როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე, ადმინისტრაციულსამართლებრივი კუთხით.
×
Regulations on dogs. https://lovdata.no/dokument/SF/ forskrift/2004-08-20-1204
ამით დაცულია ე.წ. თანაზომიერების პრინციპი, რაც გულისმობს სახელმწიფოს იძულების ღონისძიებების (სახელმწიფოს ჩარევა უფლებებში) და ცხოველთა, ასევე, მათზე მზრუნველ პირთა, უფლებების და გარანტიების პროპორციულობას.
შინაური ბინადარი ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოში
საქართველო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ არის შინაური ცხოველების დაცვის ევროპული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო, თუმცა, საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და ამ შეთანხმების ფარგლებში ე.წ. „კარგი მმართველობის” შესახებ ვალდებულების აღების შემდგომ, დაიწყო ეროვნული კანონმდებლობის ევროპული კანონმდებლობასთან მისადაგების, ევროპის ქვეყნების მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის და დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესი. 2018 წლის 23 მარტს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელთა თანახმად, ზემოაღნიშნული ე.წ. „კარგი მართველობის“ მიზნის მისაღწევად, კონსტიტუციაში ცალკე მუხლებად აისახა „სამართლებრივი სახელმწიფოს“, „სოციალური სახელმწიფოს“, „სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების“ პრინციპები
×
საქართველოს კონსტიტუციის მე-4, მე-5 და მე-18 მუხლები.
. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფოებრივი ნება და მიზანი აისახა კონსტიტუციის 78-ე მუხლში, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ნება, პოლიტიკური მიმართულება და საჯარო მმართველობის მაღალი კულტურისკენ მისწრაფება განისაზღვრა შემდეგნაირად:
„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“
აღნიშნული ვალდებულება – ევროკავშირში სრული ინტეგრაცია, თავის თავში მოიცავდა, ასევე, შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკის და მმართველობის სტანდარტების ევროპის ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას. სწორედ, სამართლებრივი, სოციალური სახელმწიფოს და „კარგი მმართველობის“ პრინციპების განხორციელების მიზნით, საქართველომ, ერთგვარად, დაიწყო შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების და შემუშავებული რეგულაციების ევროპის ქვეყნების კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან მისადაგების პროცესი. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, დღეის მდგომარეობით, საკანონმდებლო ბაზა არ არის სრულყოფილი. შესაბამისად, აღნიშნული სფეროს სამართლებრივი რეგულირება არ არის სისტემატიზებული და სათანადოდ მოწესრიგებული. საქართველოში მიმდინარე ეტაპზე, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს შემდეგი ნორმატიული აქტები:
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტი
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის #345 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები“
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის #348 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესები“
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის #551 დადგენილებით დამტკიცებული „შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესი”
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე, 104-ე, 172-ე მუხლები.
აღნიშნული აქტების მოქმედების სფეროები და რეგულირების საგანი შეიძლება დაიყოს შემდეგ სეგმენტებად, რომელიც თავისი სპეციფიკურობით ხასიათდება:
ცხოველთა უფლებები, სამოქალაქო წესრიგი და უსაფრთხოება
სამოქალაქო წესრიგი და უსაფრთხოება;
დაავადებების გავრცელების კონტროლი.
ზემოაღნიშნული ჩამონათვალიდან გამომდინარე, შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და კონტროლი – საჯარო მართლწესრიგის დაცვა ხორციელდება, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბერკეტებით, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობის მეშვეობით, როგორც მუნიციპალურ, ასევე, სახელმწიფოს ცენტრალურ მმართველობით დონეზე.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კონტროლის უფლებამოსილება სახელმწიფოს მიერ გადანაწილებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შედის შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციების მართვის წესების შემუშავება, აღნიშნული წესების დაცვის კონტროლი და აღსრულება
×
საქართველოს თვითმმართველობის კოდექსისმე-16 მუხლის, მეორე ნაწილი, „რ“ ქვეპუნქტი.
. ცენტრალური ხელისუფლება, უფლებამოსილი უწყებების მეშვეობით, უზრუნველყოფს ცხოველთა მიმართ კრიმინოგენული მდგომარეობის და დაავადებების გავრცელების კონტროლს. თუმცა, აღსანიშნავია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციათა კვეთა ზემოაღნიშნულ სფეროებში. ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეული ღონისძიებები ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერდახმარების გზით და კოორდინირებულად ხორციელდება. მაგალითად, ადმინისტრაციული გადაცდომების კონტროლის მიმართულებით იკვეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციები – სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლის სფეროში (ცხოველის ფეკალიებით, ლეშთ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება)
×
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი, 33-ე და 47-ე მუხლები.
.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოები და სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკურ და საკარანტინე ღონისძიებებს სწორედ მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების გზით ახორციელებს, მაგალითად, საკარანტინე ზონიდან ცხოველის გაყვანა-იზოლაციას და შემდგომ დაკვირვებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ხოლო საკარანტინე ღონისძიებების შემუშავებას და განხორციელებას (ტერიტორიის შეწამვლა, ცხოველების გადაცრა) უზრუნველჰყოფს ცენტრალური ხელისუფლების ორგანო – სამი ნისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო
×
ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის N348 დადგენილება, დანართი N5, მე-3 და მე-4 მუხლები.
შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის დეტალური წესები, რომელიც მოიცავს ცხოველის პატრონის ვალდებულებებს (ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ცხოველის ფლობისას სპეციფიკური სამოქალაქო მართლწესრიგის დაცვა – სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, უსაფრთხოება, ვეტერინარული მკურნალობა და ვაქცინაცია) დადგენილია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ. მუნიციპალიტეტებს, ასევე, მინდობილი აქვთ უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და გადაწყვეტა. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკუთარი (ექსკლუზიური) უფლებამოსილებები. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად განსაზღვრულია: „შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მხოლოდ თერთმეტ მუნიციპალიტეტში (თბილისი, მცხეთა, ხაშური, გორი, რუსთავი, ახალქალაქი, დუშეთი, ვანი, ჩხოროწყუ, წყალტუბო, ჩოხატაური, ფოთი), მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტში, მიღებულ იქნა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის წესი.
მიუხედავად შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით არაერთი ნორმატიული აქტის არსებობისა, სფეროს ეფექტური მართვა მაინც ვერ ხორციელდება, რაც უმეტესწილად განპირობებულია ზემდგომი, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით სტრატეგიული, პოლიტიკის დოკუმენტის, ან ნორმატიული აქტის არარსებობით. კერძოდ
საქართველოში შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით არ არსებობს საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაადგენდა საერთო მიზნებს, სახელმძღვანელო სტანდარტებს, მეთოდებს, მიდგომებს; განსაზღვრავდა სფეროს სპეციფიკურ ცნებებს და აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობების ბრუნვის მონაწილეთა სტატუსს და უფლება-მოვალეობებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სფეროს ეფექტური რეგულირებისა და მართვისთვის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მიერ საჯარო მმართველობის დეცენტრალიზაციის მიმართულების არჩევის გამო მთელი რიგი საკითხების რეგულირება და გადაწყვეტა, მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხებისა, მინდობილი აქვთ მუნიციპალიტეტებს. ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიღებული ადგილობრივი მნიშვნელობის წესები ნაწილობრივ ეხება და არეგულირებს შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს, შეიცავს უამრავ ხარვეზს და რიგი საკითხები რეგულირების მიღმაა დარჩენილი ან არასათანადოდ, არარელევანტურად არის მოწესრიგებული
საკანონმდებლო აქტის არარსებობა პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ შინაური ბინადარი ცხოველების საკითხი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რა თქმა უნდა, აისახება მუნიციპალიტეტებზე, თუმცა ეს პრობლემები და თავად რეგულირების ობიექტი – შინაური ბინადარი ცხოველი, თავისი მნიშვნელობით წარმოადგენს არა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხს, არამედ, მისი მნიშვნელობა და გამომწვევი პრობლემები ცდება ერთი კონკრეტული მუნიციპალიტეტის საზღვრებს. შინაური ბინადარი ცხოველების საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების ფონზე, დაუშვებელია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განსხვავებული მიდგომები, პრაქტიკა და მართვის მეთოდოლოგია არსებობდეს.
აღნიშნულის საილუსტრაციოდ, მაგალითად, „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები და სხვა კომპანიონი ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 30 მაისის N13/22 დადგენილებით
დამტკიცებული მოვლა-პატრონობის წესი არ მოიცავს ევთანაზიის საფუძვლებს სრულად, მათ შორის, არ ითვალისწინებს ცხოველის ევთანაზიას ცხოველისა და ადამიანისათვის საშიში დაავადების არსებობის შემთხვევაში. მასში განსაზღვრულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებები შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში, რომელიც ცდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული კონტროლის კომპეტენციის ფარგლებს და მისი ადმინისტრირებისთვის არ არის გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ნორმები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანი საკითხების კონტროლი მინდობილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას, თუმცა არ არის ნორმატიულ აქტში – ტერმინთა განმარტებაში მითითებული, თუ ვინ იგულისხმება ამ ორგანიზაციაში. ამავე ნორმატიულ აქტში აღრეულია უფლებამოსილ სუბიექტთა კომპეტენციები და ა.შ. რაც მიზანშეუწონელია და არ ეხმიანება „კარგი მმართველობის“ პრინციპებს და სტანდარტებს.
ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილია ცხოველის ევთანაზიის სხვადასხვა საფუძვლები, მათ შორის, ზოგიერთი საფუძველი შესაძლოა იყოს სადავო, მაგალითად, ქმნის თუ არა აღნიშნული ევთანაზიის საფუძველი (დაავადება) მომეტებულ რისკს ადამიანებისათვის ან/და სხვა ცხოველებისათვის და არის, თუ არა ეს საფუძველი ევთანაზიისთვის ლეგიტიმური. ამ ნიშნით, აღსანიშნავია რუსთავის მუნიციპალიტეტი. კერძოდ, „ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობისდა მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N10 დადგენილებით დამტკიცებული მოვლა-პატრონობის წესში, ევთანაზიის საფუძვლად მითითებულია რამდენიმე იმგვარი ტიპის დაავადება, რომელიც მარტივად განკურნებადია ან/და ნაკლებად საშიშია და ექვემდებარება მკურნალობას.
ამასთან, შინაური ბინადარი ცხოველისათვის დადგენილი საერთაშორისო ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე
×
European Convention for the Protection of Pet Animals,Universal Declaration of Animal Rights.
, დაუშვებელია ქვეყნის შიგნით შინაური ცხოველების ევთანაზიის განსხვავებული საფუძვლები არსებობდეს
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული მოვლა-პატრონობის წესები შეიცავს უამრავ ხარვეზს, ხარისხის, ასევე, მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის კუთხით.
რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს, სადაც შინაური ბინადარი ცხოველების საკითხი მეტად პრობლემურია, რაც დედაქალაქის მასშტაბებითა და მოსახლეობის სიმჭიდროვით არის განპირობებული, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის #7-28 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“. აღნიშნული აქტი სხვა მუნიციპალიტეტების მიერ მიღებულ აქტებთან შედარებით სრულყოფილია, თუმცა საჭიროებს ცვლილებებს – რიგი საკითხების დაზუსტებას, ახალი საკითხების რეგულირების სფეროში მოქცევას და დამატებითი კონტროლის მექანიზმების განსაზღვრას.
შინაური ცხოველებისგან მომდინარე დაავადებების გავრცელების რისკების მართვის საკითხებს არეგულირებს:
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის #345 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები“
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის #348 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესები“
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი.
საქართველოს მთავრობის #345 დადგენილებით დამტკიცებული ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირე ბული წესებით დადგენილია ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების მიერ – ვეტერინარული პრეპარატების საწარმოს, ვეტერინარული აფთიაქის, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტის, ვეტერინარული სამკურნალოს (კლინიკის), ვეტერინარული კოსმეტიკური კაბინეტის, ზოომაღაზიის მოწყობისა და ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნები
აღნიშნული მოთხოვნები ეხება დაავადებების გავრცელების პრევენციას, რისთვისაც ადგენს ტექნიკურ რეგლამენტს – ტექნიკური ხასიათის მოთხოვნებს და სტანდარტებს, თუ როგორ და რა მასალით უნდა მოეწყოს კონკრეტული ობიექტი, რაც შემდგომში უზრუნველყოფს პრევენციული, მათ შორის, დასუფთავების ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას. აღნიშნული ნორმატიული აქტის თანახმად, უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.
უშუალოდ დაავადებების გავრცელების პრევენციის და კონტროლის საკითხებს ეხება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის #348 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესები“, რომელიც განსაზღვრავს ცხოველებისგან მომდინარე დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს და მეთოდებს, განსაზღვრავს უფლებამოსილ სუბიექტებს და მათ როლსა და კომპეტენციებს აღნიშნული დაავადებებთან ბრძოლის პროცესში. ამავე წესებით განსაზღვრულია ზოონოზური დაავადებების, მათ შორის, ცოფის პროფილაქტიკურ-საკარანტინე ღონისძიებები. აღნიშნული წესის მიზნებისთვის, დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად მონაწილეობს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც ევალება საკარანტინე ღონისძიებების ნაწილობრივ აღსრულება, კერძოდ, ცხოველების იზოლაცია და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, მათი ევთანაზია (მოკვდინება ჰუმანური – უმტკივნეულო მეთოდით). აღნიშნული წესების თანახმად, ზოონოზური დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, პროფილაქტიკურ-საკარანტინე ღონისძიებების გატარების და შესაბამის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო მიმართავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან სახელმწიფო რწუნებულს რეგიონში და ეს უკანასკნელი აცხადებს კარანტინს ტეროტორიაზე, სადაც დაფიქსირდება ზოონოზური დაავადება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2015 წლის 14 ივლისის #348 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესები“ საჭიროებს ცვლილებებს და დახვეწას. კერძოდ, აქტში მკაფიოდ არ არის განმარტებული ცხოველთა კატეგორიები, რომლებიც ექვემდებარეობიან ამა თუ იმ საკარანტინე ღონისძიებას, მაგალითად, არ არის განმარტებული რას გულისხმობს „დაავადებაზე საეჭვო ცხოველი, რომელიც ექვემდებარება ევთანაზიას“, არ არის გამიჯნული და დაკონკრეტებული რომელ საკარანტინო ღონისძიებას ახორციელებს ცენტრალური ხელისუფლებიდან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო და რომელს – მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო და ა.შ. და ღონისძიებების გატარება დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ ზეპირი კოორდინაციის გზით ხორციელდება.
სანიტარულ-ჰიგიენური მართლწესრიგის კონტროლი ხორციელდება როგორც მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული მოვლა-პატრონობის წესების, ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე-34-ე მუხლების საფუძველზე. მაგალითად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესით განსაზღვრულია ცხოველის პატრონის ვალდებულება – დაასუფთავოს მის მფლობელობაში არსებული ცხოველის მიერ დაბინძურებული საზოგადოებრივი სივრცე. მსგავსი აკრძალვა და საჯარიმო სანქცია გათვალისწინებულია საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე-34-ე მუხლებით, კერძოდ, „ადმინისტრაციულ ჯარიმას ექვემდებარება:
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველისმცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება
ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება“
ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-6-7, მე-8, მე-11 და მე-12 ნაწილების თანახმად, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქმის განხილვისა და საჯარიმო სანქციის გამოყენების უფლება აქვთ: მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების თანამშრომლებს.
მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ არის მიღებული ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე-34-ე მუხლების საფუძველზე შესაბამისი ნორმატიული აქტი, რითაც განისაზღვრება კონტროლის განმახორცილებელი უფლებამოსილი ორგანო და ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების პროცედურა და არ არის შემუშავებული და დამტკიცებული ადმინისტრაციული საჯარიმო ოქმის ფორმები (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები). შესაბამისად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირება ხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის საფუძვლით და გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს განსხვავებული ოდენობის (გაცილებით მცირე) ფულად ჯარიმას, რაც თავის მხრივ, ადმინისტრირების ნაკლებეფექტიან შედეგს იძლევა.
ცხოველებისგან მომდინარე რისკების მართვის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის #551 დადგენილებით დამტკიცებული „შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესი”, რომელიც ადგენს
შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების დროს ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს და ასეთი გადაადგილების დროს შესაბამისობის შემოწმების წესებს. ამ წესით დადგენილ პროცედურებს და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური. აღნიშნული წესის თანახმად, ხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე შესამოსაყვანი შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რათა თავიდან იქნეს არიდებული დაავადებული ან არაიდენტიფიცირებული ან/და არაუფლებამოსილი პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველის შემოყვანა.
შინაური ბინადარი ცხოველების უფლებები და მათი დაცვის გარანტიები
მსოფლიოს ცივილური ნაწილის მიერ შინაური ბინადარი ცხოველების განსაკუთრებულ უფლებრივ რანგში აყვანის და მისი როგორც არა მხოლოდ საკუთრების ობიექტად, არამედ უფლების მქონე სუბიექტად განხილვის პროცესმა განაპირობა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ცხოველებთან დაკავშირებული რისკების მართვის ღონისძიებები შეიზღუდა მათ მიმართ ნებისმიერი ღონისძიებების ჰუმანურად განხორციელების ვალდებულებებით და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, მათი მოვლა-პატრონობის მავალდებულებელი ნორმების დადგენით.
ულებელი ნორმების დადგენით. საქართველოში შინაური ბინადარი ცხოველების უფლებების და გარანტიების რეგლამენტირება უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციების მართვის წესებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე-104-ე და 172-ე მუხლებით.
საქართველოში მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული მოვლა-პატრონობის წესებით დადგენილია ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საშუალებები და აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები, მათ შორის: კვება-დაწყურვება, სათანადო საცხოვრისის გამოყოფა, ფიზიკური აქტივობა, ვეტერინარული მკურნალობა, ცხოველის პატრონის ანგარიშვალდებულება და ა.შ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ვალდებულებები და კანონმდებლობით დადგენილი სანქციები და იძულების ღონისძიებები არ ეხმიანება ერთმანეთს და არ არსებობს აღნიშნული ვალდებულების დაცვის კონტროლის ან/და იძულებითი ღონისძიებების გატარების ეფექტიანი მექანიზმები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ფულადი ჯარიმა) ექვემდებარება „ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს „ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი:
ჯგუფურად
არაერთგზის
მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე.“
მიზანი, რასაც მოცემულ სფეროში აღნიშნული კანონმდებლობა ემსახურება და შედეგი, სასურველ და თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებულ ნიშნულამდე არ არის მიყვანილი, რაც განპირობებულია, როგორც ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის ხარვეზებით, ასევე, ცხოველების მიმართ საზოგადოებაში არსებული მანკიერი ცნობიერებით და არასწორი დამოკიდებულებებით.
მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული მოვლა-პატრონობის წესები ძირითადად ადგენენ შესაბამის სტანდარტებს ცხოველების საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისათვის და მხოლოდ ირიბად, შესაბამისი წესების დადგენით უზრუნველყოფს ცხოველებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და მათი სიცოხლის და ჯანმრთელობის დაცვას, რაც არასაკმარისი ინსტრუმენტია მიზნის მისაღწევად.
მიუხედავად ცხოველის ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებისა, სათანადოდ ვერ ხერხდება დანაშაულის პრევენცია. რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საქართველოში აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პრობლემით და ამ მხრივ საგამოძიებო პრაქტიკა მეტად მწირია. პრობლემას ქმნის თავად სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის ბუნდოვანება, რაც ართულებს ნორმის სუბსუმციას, ანუ არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას და კანონის შესაბამისი ნორმის სწორად შეფარდებას. კერძოდ, მუხლში მითითებული დანაშაულის შემადგენლობა ჩამოყალიბებულია ქმედების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს ცოცხალ არსებასთან, რომელსაც განსაკუთრებული დანიშნულება აქვს საზოგადოებაში და თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში ის უკვე უფლებების მქონე სუბიეტად არის მიჩნეული, ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული სანქცია არ არის ადეკვატური და მისი მეშვეობით მოცემულ სფეროში კრიმინოგენული მდგომარეობის გამოსწორება ვერ ხერხდება. საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2019 წლის 29 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილება და აღნიშნული კოდექსის 259-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახლებური რედაქციით, რომ-ლის თანახმად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ან მოკვდინების შემთხვევისათვის სასჯელი ზომა გამკაცრდა, ასევე, მოხდა სასჯელის ზომების დიფერენცირება ქმედების სიმძიმის მიხედვით. თუმცა, ვერც აღნიშნული ცვლილება აღმოჩნდა ეფექტური, რადგან ბუნდოვანია მუხლის შინაარსი. მაგალითად, 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულად ითვლება ცხოველის დასახიჩრება, მაგრამ მუხლში არ არის მითითებული რა იგულისხმება დასახიჩრებაში. ამასთან, გაუგებარია, რა რეაგირება მოჰყვება ცხოველის სხეულის სხვაგვარად დაზიანებას: დაჭრას და ა.შ, რომელიც რეალურად ცხოველის სიცოცხლეს გაცილებით მეტ საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს
div
აუცილებელია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმა იყოს მკაფიო, ზუსტი და იძლეოდეს მისი აღსრულების ეფექტურ საშუალებას.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2019 წლის 29 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებასთან ერთად, ცვლილება შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104 მუხლში, რომელიც ასევე ეხება ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას. ცვლილების განხორციელება განაპირობა აღნიშნული მუხლის და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის შინაარსობრივმა კვეთამ, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის ანალოგიური ჰიპოთეზა და დისპოზიცია, ანუ ქმედების შინაარსი და საფუძვლები, რაც იწვევდა პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, რაც წარმოადგენდა ნონსენსს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში მოქმედი კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქცია სხვადასხვა სიმძიმისაა და ქმედების ჩამდენ პირს სხვადასხვა სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს, შესაბამისად, დაუშვებელია სამართლის ეს ორი, პრინციპულად განსხვავებული, დარგი ითვალისწინებდეს ერთი და იმავე ქმედების სანქცირებას. აღნიშნული ფაქტიც მიუთითე
ბს, რომ საქართველოში ცხოველების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაფიქსირება და პრევენცია ვერ ხორციელდებოდა ეფექტურად. პრებლემური იყო ფაქტის დაფიქსირებისას მისი კვალიფიცირება, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ გატარებულიყო სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები. მართალია, აღნიშნული ცვლილება აღმოიფხვრა, თუმცა, კვლავ პრობლემურია სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის ზოგადი შინაარსი და დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის ნაკლებ კონკრეტულობა. მაგალითად, საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, „ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობა (ტანჯვა) ან ძლიერი ტანჯვის მიყენება, ასევე სექსუალური ძალადობა ან სისასტიკის ჩადენა შინაური ან მოშინაურებული ცხოველის მიმართ, ასევე, მისი დატყვევება, ისჯება თავისუფლებისაღკვეთით, ვადით 2 წლამდე და 30 000 ევროს ოდენობის ჯარიმით. სასამართლოს შეუძლია დამატებით სასჯელის სახით გამოიყენოს პირისათვის ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვა ან სხვაგვარი აკრძალვა“.
×
French Penal Code, Article 521-1.
ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, უნგრეთის კანონმდებლობით ცხოველის უმართებულო მიტოვებაც კი დანაშაულად ითვლება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით არაუმეტეს 2 წლისა, ხოლო თუ თუ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ატარებს განსაკუთრებულ ან პერმანენტულ ხასიათს ან ქმედება მიმართულია ერთზე მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით არაუმეტეს 3 წლისა
×
Hungarian Act on the Criminal Code Section 266/B.
. ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, პირი, რომელიც განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მეტისმეტად ტვირთავს ცხოველს, არ იჩენს საჭირო ზრუნვას, არ უზრუნველყოფს საკვებით, წყლით ან სხვაგვარად არღვევს კანონმდებლობას ცხოველების შესახებ, ასევე, პირი, რომელიც სასტიკად ეპყრობა ცხოველს, ურტყამს და გადამეტებულად ტანჯავს, აყენებს მძიმე ტკივილს – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე. თუ ცხოველისადმი დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებულად სასტიკი მეთოდით, ან ქმედება მიმართულია ცხოველთა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობისადმი ან ქმედება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ მიღებულ იქნას მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი, რაც საერთო ჯამში შეიძლება შეფასდეს როგორც დამამძიმებელი გარემოება, ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4 თვიდან 4 წლამდე.
ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის თანახმად, გამოყოფილია ცხოველის წინააღმდეგ მიმართული ქმედების ხუთი ძირითადი სახე:
ცხოველის მოკვლა
ცხოველის ტანჯვა
ცხოველისათვის ზიანის მიყენება
ცხოველზე ძალადობა ანუ ადამიანური შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება.
ცხოველის მოკვლა გულისხმობს ცხოველის ნებისმიერი მეთოდით ან ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით (მაგალითად: ცეცხლსასროლი/ცივი იარაღით, მოწამვლა და ა.შ.) მართლსაწინააღმდეგო მოკვდინებას; ცხოველის წამება – გულისხმობს ცხოველზე ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილის მიყენებას, ტანჯვას. ზიანის მიყენება – რაიმე სახის სხეულის დაზიანებას, როგორიცაა ჭრილობა, ძვლების დაზიანება და ა.შ.; ცხოველზე ძალადობა ანუ ადამიანური შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება კი გულისხმობს – ფიზიკური, გონებრივი და სექსუალური ძალადობის ნებისმიერ ფორმას.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ევროპული ქვეყნების კანონმდებლობისაგან განსხვავებით, ქართული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულად ითვლება მხოლოდ ცხოველის მოკვლა და დასახიჩრება. სხვა ტიპის ქმედება (სხეულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება) – მიმართული ცხოველის წინააღმდეგ – არ იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც არასწორი პრაქტიკაა, ვინაიდან, შინაური ცხოველი ცივილიზებულ მსოფლიოში განიხილება ცოცხალ, უფლებების მქონე სუბიექტად, შესაბამისად, მის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედებები საჭიროებს მკაფიოდ რეგლამენტირებას და ადეკვატური სანქციების განსაზღვრას ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით.
დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არ არის ერთიანი სამართლებრივი ბაზა, რომელიც სისტემურად, სრულყოფილად უზრუნველყოფდა შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. არ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შინაური ბინადარი ცხოველის სტატუსს. სწორედ სტატუსის განსაზღვრა განაპირობებს სუბიექტის, თუ ობიექტის – როგორც სამართლებრივი სიკეთის – უფლებების ობიექტის ან/და თავად სუბიექტის დაცვას და საჯარო წესრიგის, ბრუნვის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, შესაბამისი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას.
სუბიექტის სტატუსის განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტის არსებობით შესაძლებელი ხდება სამართლებრივი სიკეთის დაცვა სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში. კერძოდ, დაცვა – დანაშაულებრივი ქმედებისაგან – სისხლისამართლებრივი კანონმდებლობით; დაცვა – გადაცდომებისგან – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონმდებლობით; დაცვა – სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში, როგორც უფლების სუბიექტის/ობიექტის. ამასთან, ეფექტური ადმინისტრირების, ასევე, მიუსაფარ შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების და პრობლემების ეფექტურად რეგულირებისთვის, აუცილებელია მუნიციპალურ დონეზე ხარისხიანი, ყოვლისმომცველი სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ნაწარმოები იქნება ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, საკანონმდებლო აქტისგან. მასში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის სპეციფიკასთან დაკავშირებული ფაქტორები. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტებში გათვალისწინებული იქნება ყველა ის საერთო პრინციპი, მიდგომა, მეთოდოლოგია და პოლიტიკა, რომელიც დადგენილია კანონით და აღიარებულია შესაბამისი საერთაშორისო მნიშვნელობის სამართლებრივი აქტებით და დამკვიდრებულია ევროპის და სხვა მოწინავე ქვეყნების მმართველობით საქმიანობაში, როგორც საუკეთესო პრაქტიკა.
კვლევის შედეგად მკაფიოდ გამოვლინდაარსებული პრობლემების ლოგიკური ჭაჯვი, რომლებიც ურთიერთგანპირობებულია. აღნიშნული პრობლემები არის როგორც მატერიალური შინაარსის (ფინანსური რესურსის უქონლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა), ასევე, არამატერიალური შინაარსის (გაუმართავი/არარსებული სამართლებრივი ბაზა, პროცესების, ადმინისტრირების, სტრუქტურის ნაკლოვანება). თუმცა, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არის პრობლემების აღმოფხვრის სრული მზაობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, დაწყებულია ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, როგორც სამართლებრივი რეგულაციების შემუშავების მიმართულებით, ასევე, პროცესების შესაბამისი სტანდარტების დაცვით მართვისათვის.
მოსახლეობაში არსებული სიტუაციის ანალიზმა ცხადყო, რომ მათი ცნობიერება ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება პრობლემებს, მუნიციპალიტეტებში მეტ-ნალებად მწვავედ დგას მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან არ არის ცენტრალურ დონეზე განსაზღვრული ერთიანი პოლიტიკა, რომელიც საფუძველი გახდებოდა ამ მიმართულებით პროცესების ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე – ვერტიკალური და ჰორიზონტალური კოორდინაციისა. მიმდინარე ეტაპზე, მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად, საკუთარი რესურსით და ცოდნით ცდილობენ პრობლემების გამკლავებას. აღნიშნული განაპირობა მმართველობის დეცენტრალიზაციის პროცესმა და ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტები აღმოჩნდნენ ისეთი პრობლემის წინაშე, რომელიც, თავისი გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, არ არის მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის. ამ პრობლემების გადაჭრა საჭიროებს ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას და ერთიანი სტანდარტით კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას. მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად ცდილობენ რეგულაციების შემუშავებას და ღონისძიებების გატარებისას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენებას, რაც ხშირ შემთხვევაში ნაკლოვანია და არაეფექტიანი. რაც შეეხება ადმინისტრაციული ზედამხედველობის პროცესებს, აღნიშნული ფრაგმენტულად, პერიოდულად ან/და ნაწილობრივ ხორციელდება, რაც არ იძლევა შესაბამის ეფექტს და შედეგს.
Bibliography:
The Constitution of Georgia
The World Declaration on Animal Rights
The European Convention for the Protection of Pet Animals
The Organic Law of Georgia
The Code of Local Self-Government of Georgia
The General Administrative Code of Georgia
The Civil Code of Georgia
The Administrative Offenses Code of Georgia
The Criminal Code of Georgia
The Requirements related to the activities of business operators performing veterinary activities approved by Resolution #345 of the Government of Georgia of June 28, 2018
The Rules for implementation of preventive and quarantine measures against animal transferrable diseases approved by Resolution #348 of the Government of Georgia of July 14, 2015
The Rule of non-commercial movement of pet animals across the customs border of Georgia approved by Resolution #551 of the Government of Georgia of November 16, 2018
The Rules for caring pets (dogs and cats) and controlling their populations in Rustavi Municipality, approved by Resolution #10 of the Municipality Council of August 8, 2014
Resolution N13/22 of May 30, 2018 on the approval of the Rules for caring pets (dogs, cats and other companion animals) and controlling their population on the territory of Poti Municipality
The Criminal Code of France
The Criminal Code of Hungary
The Royal Decree of Norway – the Regulation on Dogs