This website uses cookies or similar technologies, to enhance your browsing experience and provide personalized recommendations. By continuing to use our website, you agree to our Privacy Policy
Affiliation: PhD candidate in Law at Caucasus
InternaƟ onal University
Abstract: The inheritance right is one of the basic human rights, which is protected and guaranteed by the Constitution. This fact implies that the state has certain obligations to recognize this right. The article deals with the case where the heir does not want to receive the inheritance because the testator has creditors who
seek to meet the obligations left by the testator. This issue has become more frequent in recent years, as it is not yet regulated at the legislative level, so I will offer recommendations to the public. The study reveals the diffi culties associated with this case of inadmissibility of the estate, when the main purpose of the heir is to avoid liability to the creditors of the testator, both by will and by law. The study discusses in each case, the inadmissibility of the entire estate, as well as the inadmissibility of part of it, as well as the case of liability to several creditors of the heir. I think the discussion of this issue will be really new for the Georgian legislation, because the Civil Code does not fully regulate this topic and it can be boldly said that the research issue will not lose its relevance in practice.
@article {Gelashvili: 2021,
doi = {10.36475/7.5.9},
url = {https://doi.org/10.36475%2F7.5.9},
year = 2021,
month = {dec},
publisher = {European University Institute of Law},
volume = {7},
number = {5},
pages = {145--157},
author = {Kh. Gelashvili},
title = {The Case of Avoidance to Accept the Inheritance in the
Existence of the Heir Creditor},
journal = { Law and World }
}
×
TY – JOUR
AU - Gelashvili Kh.
DO - 10.36475/7.5.9
UR - http://dx.doi.org/10.36475/7.5.9
TI - The Case of Avoidance to Accept the Inheritance in the
Existence of the Heir Creditor
T2 - Law and World
PY - 2021
DA - 2021/12/20
PB - European University Institute of Law
SP - 145-157
IS - 5
VL - 7
SN - 2587-5043
SN - 2346-7916
ER -
×
Gelashvili, Kh. (2021). The Case of Avoidance to Accept the Inheritance in the Existence of the Heir Creditor. Law and World, 7(5), 145–157. https://doi.org/10.36475/7.5.9
×
Gelashvili Kh, (2021) ‘The Case of Avoidance to Accept the Inheritance in the Existence of the Heir Creditor’. Law and World , 7(5), pp.145–157. Available at: http://dx.doi.org/10.36475/7.5.9.
×
Gelashvili, Khatia. “The Case of Avoidance to Accept the Inheritance in the Existence of the Heir Creditor.” Law and World 7.5 (2021): 145–157. Crossref, https://doi.org/10.36475/7.5.9.
×
[1] Kh. Gelashvili, “The Case of Avoidance to Accept the Inheritance in the Existence of the Heir Creditor,” Law and World , vol. 7, no. 5, pp. 145–157, Dec. 2021. doi:10.36475/7.5.9.
×
Gelashvili Kh, The Case of Avoidance to Accept the Inheritance in the Existence of the Heir Creditor. Law and World [Internet]. European University Institute of Law; 2021 Dec 20; [cited YYYY Mon DD]; 7(5):145–157. Available from: http://dx.doi.org/10.36475/7.5.9
×
Khatia Gelashvili, “The Case of Avoidance to Accept the Inheritance in the Existence of the Heir Creditor.” Law and World 7, no. 5 (December 20, 2021): 145–157. doi:10.36475/7.5.9.
მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს ადამიანის ძირითად უფლებათაგან ერთ-ერთს, რომელიც დაცული და გარანტირებულია კონსტიტუციით. ეს ფაქტი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს ეკისრება გარკვეული ვალდებულებები ამ უფლების აღიარებისთვის
სტატია დაკავშირებულია ისეთ შემთხვევასთან, როდესაც მემკვიდრეს არ სურს სამკვიდროს მიღება, რადგან მამკვიდრებელს ჰყავს კრედიტორები, რომლებიც მამკვიდრებლის მიერ დატოვებულ ვალდებულებათა დაკმაყოფილებას ითხოვენ. ეს საკითხი ბოლო წლებში კიდევ უფრო ხშირად გვხვდება, რადგან კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგებული ჯერ არ არის, ამიტომ საზოგადოებას რეკომენდაციებს შევთავაზებ. აღნიშნული საკითხის განხილვა, ვფიქრობ, ნამდვილად სიახლე იქნება ქართული კანონმდებლობისთვის, რადგან სამოქალაქო კოდექსი სრულყოფილად ვერ აწესრიგებს ამ თემას და შეიძლება თამამად ითქვას ისიც, რომ საკვლევი საკითხი აქტიურად იქნება გამოყენებული როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში.
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, მემკვიდრეს შეუძლია სამკვიდროს მიღება, რისთვისაც წარადგენს განცხადებას სანოტარო ბიუროში
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
, თუმცა, მასზე უარის თქმის უფლებაც აქვს.
×
შენგელია, რ., შენგელია, ე., 2011. მემკვიდრეობითი სამართალი, მერიდიანი, თბილისი, გვ. 158-159.
ასეთი უარი თითქოს შემთხვევით ელემენტს წარმოადგენს სამემკვიდრეო სამართალში, მაგრამ მემკვიდრის მხრიდან შეიძლება სხვა მიზანსაც ისახავდეს, შესაძლოა მემკვიდრე სამკვიროს მიღებას სულაც არიდებდეს თავს. ჯერ განვიხილოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც მეკვიდრე მთლიანი სამკვიდროს მიღებაზე ამბობს უარს. რიგ შემთხვევაში, სამკვიდროს მიღებაზე თავის არიდებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტიც, როცა მემკვიდრე არ მიმართავს ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად, რა დროსაც ივარაუდება, რომ მას არ სურს მისი მიღება. თუმცა, მემკვიდრის ასეთი ქცევა ხშირად გაურკვეველ ვითარებაში აყენებს როგორც მამკვიდრებლის სხვა მემკვიდრეებს, ასევე, მის კრედიტორებსაც. ამიტომაც უმჯობესია, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სამკვიდროს მიღებაზე ამბობს უარს მემკვიდრე, თუ უბრალოდ თავს არიდებს მის მიღებას.
×
იქვე, გვ. 158.
აქედან გამომდინარე, ვასკვნით ერთ ფაქტს, რომ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს, თუმცა არაფერია ნათქვამი სამკვიდროს მიღებისაგან თავის არიდების ფაქტზე, რაც ძალიან ბუნდოვანი საკითხია და დღემდე მოუწესრიგებელი. სწორედ, სამკვიდროს მიუღებლობის შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ხოლმე მამკვიდრებლის კრედიტორების არსებობა, რაც მამკვიდრებლის მემკვიდრეს აბრკოლებს სამკვიდროს მიღებისგან, რადგან მამკვიდრებლის ვალები სამკვიდროს აღემატება, მას კი ამ ფაქტების მტკიცების არც დრო აქვს და არც სურვილი, ან არსებობს სულაც სხვა მიზეზი, თუმცა სულ უნდა გვახსოვდეს – ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ადრე თუ გვიან პირი გარდაიცვლება, „სიკვდილის კანონი უკვდავია“,
×
Adam J. Hirsch, American History of Inheritance Law, OXFORD INTERNATIONAL ENCYCLOPEDIA OF LEGAL HISTORY, Stanley N. Katz ed., 2009, 235. https:// papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=982428 [22.08.2020].
ხოლო მისგან დარჩენილ შესასრულებელ ვალდებულებებზე კრედიტორების წინაზე აუცილებლად უნდა ვაგოთ პასუხი, რადგან მამკვიდრებლის ვალები, თანაბრად მისი აქტივებისა, შედის სამკვიდრო მასის შემადგენლობაში.
×
ბაგრატიონი, ლ., 2015. უფლებამონაცვლეობის საკითხები მემკვიდრეობის სამართალში,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური მაცნე, სამართალი #4, ISSN 2346-8483 (Online), თბილისი, 101
ახლა განვიხილოთ მამკვიდრებლის მთლიანი სამკვიდროსაგან თავის არიდების ფაქტი, სწორედ მამკვიდრებლის ვალების გამო.
სამკვიდროს მიუღებლობის შემთხვევას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აქვს თავის მიზეზები, ამიტომ მემკვიდრე ხშირად ან მთლიან სამკვიდროზე აცხადებს უარს ან სამკვიდროს გარკვეულ ნაწილზე. უცხოური იურიდიული ლიტერატურა განიხილავს ოჯახური ურთიერთქმედების მოტივებს და ნიმუშებს, ასევე დეფინიციებსაც. სამკვიდროს მისაღებად გვთავაზობს მოტივების დაჯგუფებასაც შემდეგი სახით: ალტრუიზმი, თანასწორობა, გაცვლა და ეგოიზმი. თითოეულს უკავშირებს თავის მოტივს, თუ რა მიზნით შეიძლება მიიღოს მემკვიდრემ სამკვიდრო მასა, ბოლო მოტივად ასახელებს ეგოიზმს, სადაც ერთ-ერთ სამკვიდროს მისაღებ მიზნად განხილული აქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც მემკვიდრის ერთადერთი მიზანი არის სამკვიდროდან სარგებლის მიღება,
×
Sousa, L. The family inheritance process: motivations and patterns of interaction, 2010. https://www.researchgate. net/publication/226734632_The_family_inheritance_ process_Motivations_and_patterns_of_interaction [11.06.2020].
როდესაც მემკვიდრე სამკვიდროს მიღებას თავს არიდებს, ეს უკავშირდება იმ ფაქტს რომ ის არ მოელის სარგებელს სამკვიდროდან, რადგან მამკვიდრებლის კრედიტორები ჰყავს დასაკმაყოფილებელი. მაგალითად, ლუიზიანას შტატში იყო მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით ორი გამოსავალი, პირველი გულისხმობდა უარს სამკვიდროს მიღებაზე, ხოლო მეორე – სამკვიდროს მიღებას ისე, რომ მემკვიდრის პასუხისმგებლობა შეზღუდულიყო მამკვიდრებლის ვალების წინაშე.
×
Cavanaugh K.W., Problems In The Law of Succession: Creditors’ Rights, 48 La. L. Review, 1988, 1100-1101.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით“.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლი.
აქედან გამომდინარეობს ის, რომ მემკვიდრემ ან მთლიანად უარი უნდა თქვას სამკვიდროს მიღებაზე, ან მთლიანად მიიღოს ის. აქ განხილულია ისეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად, მემკვიდრე უარს ამბობს სამკვიდროს ნაწილის მიღებაზე იმ მოტივით, რომ სხვა მემკვიდრეები შეჰპირდნენ მისი ღირებულების გადახდას გაზრდილი ოდენობით
×
შენგელია, რ., შენგელია, ე., 2011. მემკვიდრეობითი სამართალი, მერიდიანი, თბილისი, 159
, ან უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე იმ დრომდე, სანამ სხვა მემკვიდრე მუშაობას დაიწყებს, თუ სამკვიდროს ნაწილზე ამბობს უარს, ე.ი. მსგავსი დათქმით, ითვლება, რომ უარს ამბობს მთლიანად სამკვიდროს მიღებაზე.
×
იქვე, გვ. 159-160.
რამდენიმე მემკვიდრის არსებობისას საქმე უფრო რთულადაა, მაგალითად თუ მამკვიდრებელს დარჩა მეუღლე და ერთი შვილი, ხოლო სამკვიდრო ქონება არის 5000 ლარის ღირებულების და მეუღლემ უარი განაცხადა შვილის წილის მიღებაზე, ეს არ ჩაითვლება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმად, რადგან მას თავისი წილი ეკუთვნის, მაგრამ თუ იგი იტყვის უარს თავისი წილი სამკვიდროდან მხოლოდ 700 ლარის ღირებულების ქონების მიღებაზე, ხოლო 1800 ლარის ქონების ღირებულებას მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ ეს ქონება არ დააკმაყოფილებს მამკვიდრებლის კრედიტორის ვალს – 2000 ლარს, მაშინ გამოდის რომ მან უარი თქვა მთელ სამკვიდროზე, ვინაიდან მან გააკეთა გარკვეული დათქმა და ამით ითვლება, რომ იგი მთელ სამკვიდროზე ამბობს უარს, სწორედ აქ ივარაუდება, რომ მას არ სურდა მამკვიდრებლის კრედიტორის დაკმაყოფილება და ამიტომ მოიქცა ასე. ამას ამბობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსიც.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლი.
მარტივია შემთხვევა, როდესაც არსებობს ერთი კანონით ან ანდერძით მემკვიდრე და მას სურს მამკვიდრებლის დანატოვარ მთლიან ქონებაზე უარის თქმა. ის, როგორც უკვე აღვნიშნე, უარს განაცხადებს სათანადო წესით, შესაბამის ვადაში, სანოტარო ბიუროში. მაგალითად, თუ მამკვიდრებლის მთელი ქონება შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო პასუხისმგებლობის ფარგლები კრედიტორის წინაშე 55 000 ლარია, ასეთ შემთხვევაში მემკვიდრე ხშირად უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, რადგან არ სურს მამკვიდრებლის მიერ დანატოვარი ვალის გასტუმრება, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია მხოლოდ მიღებული სამკვიდროს პროპორციულად აგოს მის წინაშე პასუხი, ე.ი. დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორი 20 000 ლარით.
×
იქვე, 1484-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და 1485-ე მუხლი.
ამ დროს გამოდის, რომ თუ იგი იყო ერთადერთი მემკვიდრე ამ რიგის მემკვიდრეთა შორის, მაშინ სამკვიდრო გადავა შემდგომი რიგის მემკვიდრეებზე, თუ შემდგომი რიგიც უარს იტყვის მის მიღებაზე, მაშინ მომდევნო რიგზე და ასე ბოლო რიგამდე.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი მეხუთე, სამართალი, თბილისი 2000, 485.
მაგრამ თუ ბოლომდე გავყვებით ამ ჩამონათვალს, რა მოხდება იმ დროს, როცა ყველა მემკვიდრის უარს იტყვის მთლიანი სამკვიდროს მიღებაზე მამკვიდრებლის კრედიტორთა არსებობის დროს? ეს საკითხი საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული არ არის, თუმცა კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა სახელმწიფო პასუხს აგებს იმ ქონებაზე რომელიც მასზე გადავიდა. უმეტეს შემთხვევაში ასეთი სამკვიდრო „უმკვიდრო ქონების“ სახელითაა ცნობილი და განხილულია ისეთი შემთხევევები, როდესაც არც კანონით და არც ანდერძით არ არსებობენ მემკვიდრეები.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
ასეთ დროს ქონება გადავა სახელმწიფოზე და მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე მიღებული წილის პროპორციულად ის აგებს პასუხს, ხოლო მას ამ ქონების მიღებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1444-ე და 1492-ე მუხლი
ხომ არ უნდა გავაიგივოთ ეს შემთხვევა სწორედ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევასთან – როდესაც ყველა რიგის მემკვიდრემ მთლიანად თქვა უარი სამკვიდრო ქონების მიღებაზე? ვინაიდან, არ გვაქვს კანონმდებლობით მოწესრიგებული ეს ფაქტი, ამიტომ მიზანშეწონილია, თუ ასეთ შემთხვევას გავაიგივებთ „უმკვიდრო ქონებასთან“, რათა მამკვიდრებლის კრედიტორები დაუკმაყოფილებელნი არ დარჩნენ, რადგან, რეალურად, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემდეგ აღარც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები გვეყოლება. თუ მსგავსი შემთხვევები ამგვარად იქნება მოწესრიგებული, გაცილებით დაზღვეული ვიქნებით მოსალოდნელი რისკისგან, შესაბამისად, მამკვიდრებლის კრედიტორი და სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები მარტივად დარეგულირდება, რადგან სახელმწიფოს უმკვიდრო ქონების მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობა არ გააჩნია და მამკვიდრებლის კრედიტორიც დაკმაყოფილდება სახელმწიფოს მიერ მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად.
საინტერესოა, როგორ რეგულირდება მსგავსი საკითხები უცხო ქვეყნებში. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით იურიდიულ ლიტერატურაში მთელ მსოფლიოში მემკვიდრეების კანონიერი უფლებები ფართოდ განსხვავდება.
×
Ellul, A., Pagano, M., Panunzi, F., Inheritance Law and Investment in Family Firms, 2010.
განვიხილოთ გერმანიის მაგალითი. გერმანიის კანონმდებლობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სამკვიდროს მიღებაზე უარის შემთხვევას კანონით მემკვიდრეობის დროს და ამბობს, რომ მამკვიდრებლის ნათესავებსა და მეუღლეს შეუძლიათ უარი თქვან კანონით მემკვიდრეობაზე მამკვიდრებელთან შეთანხმებით
×
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 2346-ე მუხლი
, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ უარის თქმა ხდება მხოლოდ მამკვიდრებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მამკვიდრებლის სიცოცხლეშივე, რაც თავისთავად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ამ ხელშეკრულებით მემკვიდრე ამოირიცხება კანონით მემკვიდრეთა სიიდან და აღარც მამკვიდრებლის კრედიტორებთან მოუწევს პასუხისმგებლობა. სამკვიდროზე უარის თქმა როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე, გერმანიის კანონმდებლობით უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
×
იქვე, 2348-ე მუხლი
სამკვიდროზე უარის თქმის ძირითად მიზეზად გერმანიის კანონმდებლობაც განიხილავს უარს სხვა მემკვიდრეთა სასარგებლოდ.
×
იქვე, 2350-ე მუხლი
თუმცა საინტერესოა ის, რომ თუ საქართველოს კანონმდებლობა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას შეუქცევადად მიიჩნევს სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის ან სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ, გერმანიის კანონმდებლობა ამას დასაშვებად მიიჩნევს.
×
იქვე, 2351-ე მუხლი
საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად, აქაც არაფერია ნათქვამი სამკვიდროზე უარის თქმის შემთხვევაზე მამკვიდრებლის კრედიტორთა არსებობის დროს და, შესაბამისად, არც უარის თქმაზე სამკვიდროს ნაწილობრივ ან/და მთლიან მიღებაზე.
განვიხილოთ ისეთი შემთხვევაც, როცა მემკვიდრეს სურს უარის თქმა მხოლოდ სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც აკმაყოფილებს მამკვიდრებლის კრედიტორის მოთხოვნას, ხოლო სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე არ ამბობს უარს. აქ ისმის შეკითხვა: როგორ უნდა დავარეგულიროთ მსგავსი ფაქტი? არის თუ არა მოწესრიგებული მემკვიდრის ამგვარი ქცევა საქართველოს კანონმდებლობით? აქ შეიძლება განხილულ იქნას კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არშეიძლება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარი ნაწილობრივ.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლი
შესაბამისად, იგულისხმება, რომ მემკვიდრეს არ აქვს უარის თქმის უფლება სამკვიდროს მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე. მაგალითისთვის, თუ სამკვიდრო მასა შეადგენს ქ. თბილისში მდებარე ერთ აგარაკს, ორ მანქანას და წილს ერთ-ერთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში და მამკვიდრებელს ჰქონდა სესხი აღებული ერთ-ერთი პირისგან, რის სანაცვლოდაც იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება (კერძოდ ქ. თბილისში მდებარე აგარაკი), მემკვიდრეს არ აქვს უფლება უარი თქვას ამ კონკრეტულ აგარაკზე და მიიღოს ორი ავტომობილი და წილი შპს-ში. ასეთი შემთხვევის დროს, თუ მემკვიდრეს სურს, რომ მიიღოს სამკვიდრო, მაშინ მთლიანად უნდა მიიღოს ის, როგორც აქტივებით, ისე პასივებით
×
შენგელია, რ., შენგელია, ე., 2011. მემკვიდრეობითი სამართალი, მერიდიანი, თბილისი, 10
, დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ის ორი ავტომობილისა და შპს-ში წილის მესაკუთრე, სხვა შემთხვევაში სამკვიდროს ნაწილობრივ მიღება ან მასზე უარი დაუშვებელია. თუ აღმოჩნდა ისე, რომ მან უარი თქვა მხოლოდ აგარაკზე, ესეც გულისხმობს იმას, რომ მან მთლიანად განაცხადა უარი სამკვიდროზე და არა მის ნაწილზე.
ერთადერთი შემთხვევა, რა დროსაც მემკვიდრეს შეუძლია სამკვიდროს ნაწილზე თქვას უარი და ეს ჩაითვლება ნამდვილად, არის ის ფაქტი, როდესაც მემკვიდრე უარს ამბობს სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღებაზე.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი მეხუთე, სამართალი, თბილისი 2000, 482.
ამ დროს, უნდა გამოირკვას მისდევს თუ არა იგი სოფლის მეურნეობას. თუ დადასტურდება, რომ იგი არ მისდევს სოფლის მეურნეობას, მაშინ მას შეუძლია თქვას უარი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და პირუტყვის მიღებაზე, მაგრამ ეს არ ჩაითვლება საერთოდ უარის თქმად სამკვიდროს მიღებაზე“.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1436-ე მუხლი
შესაბამისად, თუ მამკვიდრებელს გააჩნდა ვალდებულება კრედიტორის მიმართ და ეს ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით, ხოლო მემკვიდრემ უარი თქვა მის მიღებაზე, რომ არ დაეკმაყოფილებინა მამკვიდრებლის კრედიტორი და თან, საამისოდ გააჩნდა დადასტურებული მიზეზი (არ მისდევდა სოფლის მეურნეობას), კრედიტორი დარჩება დაუკმაყოფილებელი ამ სამეურნეო ნაკვეთით და სასამართლოს გზით მოუწევს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მაგრამ თუ ეს ნაკვეთი არ იყო ერთადერთი ქონება, რაც შედიოდა მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში, მაშინ კრედიტორს შეუძლია მემკვიდრეს მოსთხოვოს დაკმაყოფილება სამკვიდრო მასაში შემავალი სხვა ქონებითაც, თუ მემკვიდრე ამაზეც არ იქნება თანახმა, მაშინ – მხოლოდ სასამართლოს გზით.
საინტერესოა, რას ამბობს გერმანიის სამოქალაქო კოდექსი აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა სამკვიდროს ნაწილზე უარის თქმა, კერძოდ იმ ნაწილზე, რომლითაც კანონის ან ხელშეკრულების ძალით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მამკვიდრებლის კრედიტორი უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც ჩანს, ქართული კანონმდებლობის მსგავსად, გერმანიის კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს სამკვიდროს ნაწილზე უარის თქმას ან მხოლოდ ნაწილის მიღებას: „სამკვიდროს მიღება ან მასზე უარი არ შეიძლება შემოიფარგლებოდეს მისი ნაწილით. ნაწილის მიღება ან მასზე უარი სამართლებრივი ძალის არმქონეა“.
×
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1950-ე მუხლი
საკითხი აქაც ქართული კანონმდებლობის მსგავსად მოწესრიგდება, როგორც ზემოთ საუბრისას აღვნიშნე.
რომაული სამართლის მიხედვით, თავდაპირველად მემკვიდრეობას განიხილავდნენ, როგორც უნივერსალურს,
×
Domingo, R., The Roman Law of Succession. An Overview, University of Navarra – School of Law, 2017, 2-3.
თუმცა ეს იყო იმ გაგებით, რომ მოიცავდა გარდაცვლილის ყველა უფლებას და ამასთანავე მოვალეობას.
×
იქვე, გვ 2-3.
უნივერსალური იყო იმ გაგებით, რომ გარკვეული ნაწილის ან კვოტის უფლება ჰქონდათ მთელ ქონებაზე და არა მხოლოდ
ქონების ცალკეულ საგნებზე.
×
იქვე, იქვე გვ. 2.
შესაბამისად, რომაული სამართალიც ქონების ცალკეულ ნაწილებზე მოთხოვნის უფლებას არ ცნობდა და კრედიტორების დაკმაყოფილების ნაწილიც მთელი ქონებიდან განისაზღვრებოდა.
×
იქვე, გვ. 2-3.
ისტორიულად, ანგლო-ამერიკულ სამართალში და მის ქვეყნებში სასამართლო დანიშნავს ქონების ადმინისტრატორს, ან, თუ ანდერძით მემკვიდრეობაზეა საუბარი, – ანდერძის აღმასრულებელს და ის განკარგავს ქონებას,
×
Wormser R. A., Burchard A., ADMINISTRATION OF GERMAN DECENTENTS’ ESTATES, 1934, 40-41
მას ევალება, ამ ქონების განკარგვის პერიოდში დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორი
×
იქვე
და თუ ქონებიდან რაიმე რჩება, მხოლოდ ამის შემდეგ გადასცეს იგი მემკვიდრეებს.
×
იქვე
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოვართვი ნოტარიუს დავით ოყროშიძის ყოფილ თანაშემწე არჩილ ხუციძესთან, რომელმაც განაცხადა, რომ „ზოგადად, სამკვიდროს მიუღებლობასთან დაკავშირებით, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორები არიან დასაკმაყოფილებელი, მემკვიდრეები იშვიათად მიმართავენ ხოლმე სანოტარო ბიუროებს კონსულტაციისთვის და ისეთი ფაქტებიც იშვიათია, როდესაც უარის თქმა სურთ სწორედ ამ მოტივით, თუმცა გვქონია შემთხვევა, როდესაც დავამოწმეთ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ბანკსა და ერთ-ერთ პირს შორის. გარკვეული ხნის შემდეგ ეს პირი გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრემ მოგვმართა კონსულტაციისთვის. ის ამბობდა, რომ უარი უნდა ეთქვა სამკვიდროს მიღებაზე, რადგან სამკვიდრო მასა არ იყო საკმარისი ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ჩვენგანაც მიიღო შესაბამისი კონსულტაცია, თუ როგორ უნდა ემოქმედა აღნიშნულ სიტუაციაში. კონსულტაციის სახით ვუთხარით, რომ უარის თქმას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან ბანკი სასამართლოს გზით მაინც შეეცდებოდა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ და კიდევ მსგავს სხვა შემთხვევებში, კრედიტორები მაინც შეიტანენ სასამართლოში სარჩელს თავიანთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მემკვიდრეების მიერ სამკვიდროზე უარის თქმა კი უბრალოდ დროის გადავადება იქნებოდა“.
×
ინტერვიუ ნოტარიუს დავით ოყროშიძის ყოფილ თანაშემწესთან არჩილ ხუციძესთან (ამჟამად ნოტარიუსის შემცვლელთა სიაში, ნოტარიუსობის კანდიდატი), [21.08.2020].
მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ისეთი შემთხვევაც, როდესაც მამკვიდრებელს ჰყავს არა ერთი, არამედ რამდენიმე კრედიტორი. როგორ უნდა მოვაწესრიგოთ ამ შემთხვევაში ასეთი ფაქტები, როდესაც მემკვიდრეს თავს არ სურს სამკვიდროს მიღება, რადგან არ უნდა მამკვიდრებლის კრედიტორების მიმართ ვალდებულების შესრულება? როგორც ვიცით, „მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად“,
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი.
სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრეები აკმაყოფილებენ მამკვიდრებლის კრედიტორებს (იქნებიან ისინი ანდერძით თუ კანონით მემკვიდრეები) სამკვიდროდან თავიანთი მიღებული წილის პროპორციულად, ამიტომ უნდა გამოანგარიშდეს თითოეული მემკვიდრის მიერ გადასახდელი თანხა მამკვიდრებლის კრედიტორისადმი.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი მეხუთე, სამართალი, თბილისი 2000, გვ. 514.
შესაბამისად, თუ მამკვიდრებლის კრედიტორების ვალი უფრო მეტია, ვიდრე სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება, კრედიტორების მოთხოვნების ნაწილი დარჩება დაუკმაყოფილებელი.
თუ მემკვიდრეებისთვის ცნობილია მამკვიდრებლის ვალების შესახებ, მათ უნდა შეატყობინონ კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, ამ ვალდებულებას მათ კანონი პირდაპირ აკისრებთ.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლი
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამის შესახებ მემკვიდრეებმა არ იციან და შესაბამისად, არ ატყობინებენ მამკვიდრებლის კრედიტორებს, ან იციან და განზრახ არ ატყობინებენ მათ. აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულება სანოტარო ორგანოებს ან დაინტერესებულ პირებს აქვთ.
×
შენგელია, რ., შენგელია, ე., 2011. მემკვიდრეობითი სამართალი, მერიდიანი, თბილისი, გვ. 185
არსებობს შემთხვევებიც, როდესაც მემკვიდრეები მამკვიდრებლის მიერ კრედიტორების წინაშე ვალდებულების შესახებ იტყობენ სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანისას, ამის შემდეგ კი მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის უფლება აღარ აქვთ.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1445-ე მუხლი.
მამკვიდრებლის კრედიტორების შეტყობინებასთან დაკავშირებით, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი ამბობს შემდეგს: „სამკვიდრო ქონების კრედიტორებს შეიძლება შესთავაზონ თავიანთი მოთხოვნების შესახებ განცხადების გაკეთება გამოწვევითი წარმოების გზით“.
×
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1970-ე მუხლი.
მიუხედავად იმისა, მემკვიდრე მიიღებს თუ არა სამკვიდროს, მამკვიდრებლის კრედიტორებს თავიანთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უფლება აქვთ აცნობონ მემკვიდრეებს. კანონის თანახმად, მოთხოვნის წარდგენის ვადად განისაზღვრება ექვსი თვე „იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ“.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1445-ე მუხლი.
ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს მოთხოვნის ვადა დამდგარია თუ არა. მაგალითად, თუ მამკვიდრებელს კრედიტორთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ვალი უნდა გადაეხადა სამი წლის განმავლობაში, მაგრამ მამკვიდრებელი გარდაიცვალა ხელშეკრულების დადებიდან ორ წელში და მოთხოვნის ვადამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი, კრედიტორმა მაინც ექვს თვეში უნდა წარადგინოს მოთხოვნა იმ დღიდან, რაც შეიტყო სამკვიდროს გახსნის შესახებ.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი მეხუთე, სამართალი, თბილისი 2000, გვ. 516.
მამკვიდრებლის კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიან ვადასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ საქმეში აკეთებს საინტერესო განმარტებას: „პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისთვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა
კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, 1. სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და 2. ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს სსკის 1424- ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადის ბოლო დღეს, ან კრედიტორისათვის არაა ცნობილი იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც მემკვიდრის მიერ ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას ადასტურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ დროს, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე“.
×
ნაჭყებია, ა., სამოქალაქოსამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში (2015-2019), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2019, ISBN 978-9941-8-1948-3 (online), გვ:177, საქმე №ას303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი, ქ. თბილისი.
სხვა შემთხვევად განიხილება, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა გარკვეული მიზეზების გამო არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ და გაიგეს მოთხოვნის დადგომის დღეს ან უფრო ადრე. „მაშინ მათ მოთხოვნა მემკვიდრეებს უნდა წარუდგინონ მოთხოვნის ვადის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში“.
×
შენგელია, რ., შენგელია, ე., 2011. მემკვიდრეობითი სამართალი, მერიდიანი, თბილისი, 186
ხოლო თუ მამკვიდრებლის კრედიტორები აღნიშნულ წესს არ დაიცავენ – დაკარგავენ მოთხოვნის უფლებას.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი.
საინტერესოა, როგორ არიან პასუხისმგებელნი მამკვიდრებლის ვალებისთვის მემკვიდრეები სხვა ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ავიღოთ პოლონეთის ოლონეთის მაგალითი, აქ კანონმდებელი ამბობს, რომ მემკვიდრეებს ეკისრებათ შეუზღუდავი პასუხისმგებლობა გარდაცვლილის სესხებისათვის.
მემკვიდრეებს შეუძლიათ შეზღუდონ თავიანთი პასუხისმგებლობა ინვენტარიზაციას დაქვემდებარებული მემკვიდრეობის მიღებით.
×
იქვე.
ასეთ შემთხვევებში მემკვიდრეებმა უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება ნოტარიუსის ან კომპეტენტური სასამართლოს წინაშე ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მათ შეიტყვეს მემკვიდრეობის შესახებ. მემკვიდრეები პასუხისმგებლობით ეკიდებიან გარდაცვლილის სესხებს.
×
იქვე.
საყურადღებოა, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრე სამკვიდროს არ იღებს და მამკვიდრებლის რამდენიმე კრედიტორმა უკვე წარადგინა მოთხოვნა. ამ დროს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოთხოვნის დაკმაყოფილება კრედიტორებს კვლავ სასამართლო გზით მოუწევთ, უნდა შეიტანონ პირველ ინსტანციაში სარჩელი მოპასუხის (მემკვიდრის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
×
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი
და მოითხოვონ, რომ მამკვიდრებლის ქონებაზე ცნონ მესაკუთრედ და ამასთანავე, დაფარონ ის გადასახადი, რაც მათ გააჩნიათ მამკვიდრებლის კრედიტორების მიმართ. რაც შეეხება მამკვიდრებლის კრედიტორთა დაკმაყოფილების წესს და მათ რიგითობას, ამაზე კანონმდებლობა საუბრობს და ამბობს იმას, რომ „კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი“
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1494-ე მუხლი.
ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, მემკვიდრეები მიიღებენ თუ არა სამკვიდროს კანონით განსაზღვრულ ვადებში და პირობებში, კრედიტორებს მაინც შეუძლიათ სასამართლო გზით დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნა, რა დროსაც კრედიტორები უნდა დაკმაყოფილდნენ ერთჯერადი გადახდის გზით, ანუ ერთიანი გადახდით ან უნდა მოხდეს შეთანხმება კრედიტორებსა და მემკვიდრეებს შორის და განისაზღვროს გადახდის სხვანაირი პირობა, მაგალითად ან ნაწილ-ნაწილი გადახდა ან კიდევ სხვა სახით შეთანხმება.
×
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი მეხუთე, სამართალი, თბილისი 2000, 520.
აქ განსახილველია ის შემთხვევაც, თუ როგორ შეიძლება დადგინდეს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა და ის შემთხვევაც, როდესაც მემკვიდრე ან არ აკმაყოფილებს არცერთ კრედიტორს ან აკმაყოფილებს ერთს ან რამდენიმეს. პირველ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე უარს ამბობს მამკვიდრებლის ყველა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და, შესაბამისად, სამკვიდროსაც საერთოდ არ იღებს, კრედიტორები იძულებულნი ხდებიან სასამართლო გზით მოითხოვონ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ გზით, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ხოლო მეორე შემთხვევაში, თუ მემკვიდრე თანახმაა, დააკმაყოფილოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კრედიტორი და არა ყველა, მაშინ როგორი სახით იქნება კრედიტორების დაკმაყოფილება სამართლიანი? ამაზე კანონმდებლობა არ გვაძლევს
ერთიან პასუხს, აქ შეიძლება გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი ნაწილიდან კრედიტორთა სიმრავლესთან დაკავშირებული მუხლები და კრედიტორთა დაკმაყოფილება მოვახდინოთ ამ გზით. „თითოეული კრედიტორი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე უნდა იყოს უფლებამოსილი. კანონმდებელი არ აკონკრეტებს, თუმცა მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ კრედიტორები მსგავსი შესრულების მოთხოვნაზე უნდა იყვნენ უფლებამოსილნი“.
×
რობაქიძე, ი. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 455, http://www.gccc.ge/ [20.05.2020].
დასკვნა
როგორც ვხედავთ, საჭიროა რომ აღნიშნული საკითხი მოწესრიგდეს საკანონმდებლო დონეზე, კერძოდ, სამოქალაქო ნორმებით დარეგულირდეს სამკვიდროს მიუღებლობის საკითხი, რა დროსაც მემკვიდრეს არ სურს სამკვიდროს მიღება, რათა არ დაკმაყოფილდეს კრედიტორი. ფაქტებზე მსჯელობისას მოყვანილი მაგალითები გვარწმუნებს წამოჭრილი საკითხის პრობლემატურობაში. გამოირკვა ისიც, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში სამკვიდროს მიუღებლობის შემთხვევები მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების გამო არცთუ ისე იშვიათია. შესაბამისად, არსებული რეალობა აჩვენებს იმას, რომ მემკვიდრეთა მიზანი სამკვიდროდან მხოლოდ სარგებლის მიღებაა და თუ მამკვიდრებელს აქვს ნაკისრი ვალდებულებები კრედიტორების წინაშე, მემკვიდრეები შეეცდებიან, არ მიიღონ სამკვიდრო. ჩემს მიერ გაკეთებულმა ანალიზმა კი აჩვენა, როგორ წყდება საკითხი თითოეულ შემთხვევაში.
Bibliography:
Abuladze, L., 2019. Inheritance Acceptance and Mechanisms for Protecting the Interests of Heirs, Master Thesis, Tbilisi
Bagrationi, L., 2015. Issues of Succession in Inheritance Law, Academic Herald of Grigol Robakidze University, Law #4, ISSN 2346-8483 (Online), Tbilisi
Nachkebia, A., Defi nitions of Civil Law Norms in the Practice of the Supreme Court (2015-2019), German Society for International Cooperation (GIZ), 2019, ISBN 978-9941-8-1948-3 (online)
Comments of the Civil Code of Georgia, Book Five, Law Publishing House, Tbilisi, 2000
Shengelia R., Shengelia E., 2011. Inheritance Law, Meridian Publishing House, Second Edition, Tbilis
Chubinidze, T., Terms of Acceptance and Rejection of Inheritance in Court Decisions, Master Thesis, Tbilisi, 2019
Adam J. Hirsch, American History of Inheritance Law, OXFORD INTERNATIONAL ENCYCLOPEDIA OF LEGAL HISTORY, Stanley N. Katz ed., 2009
Cavanaugh, K.W., 1988. Problems In The Law of Succession: Creditors’ Rights, 48 La. L. Review
Domingo, R., 2017. The Roman Law of Succession. An Overview, University of Navarra – School of Law
Ellul, A., Pagano, M., Panunzi, F., 2010. Inheritance Law and Investment in Family Firms
Sousa, L., 2010. The family inheritance process: motivations and patterns of interaction
Wormser R. A., Burchard A., 1934. ADMINISTRATION OF GERMAN DECENTENTS’ ESTATES
Civil Code of Georgia
Civil Procedure Code of Georgia
Civil Code of Germany
Interview with Archil Khutsidze (former on the list of notary substitutes, candidate for notary), assistant of former notary David Okroshidze, [21.08.2020]