This website uses cookies or similar technologies, to enhance your browsing experience and provide personalized recommendations. By continuing to use our website, you agree to our Privacy Policy
Affiliation: PhD student of the faculty of law at the Caucasus InternaƟ onal University, Department of Law and AdministraƟ on at the Shota Rustaveli NaƟ onal Science FoundaƟ on of Georgia
Abstract: The article discusses about the smart contract, its concept and legal nature, as well as the place of smart contracts in the Technology Law, which means a discussision on the important issues covered by this topic. At the same time, smart contracts are compared to the usual standard contract, where their pros and cons are discussed. The importance and necessity of both types of contractsin relation to the current reality will also be discussed. At the same time, the article discusses about the revolutions – from where they begin and how long the world has passed before today"s reality, why blockchain is considered as the fourth generation revolution and how important it is to develop and implement it. The article also discusses about the types of contracts, which means how a standard contract can be divided, in the other words, we talk about consensual and real contracts. The defi nitions of each of them and their need related to the smart contracts are analysed in the article. Therefore, we use the relevant chapters and articles of civil law to be able to explain what is meant and to what extent it is possible to follow the same norms in the case of the smart contract.
@article {Tezelashvili: 2021,
doi = {10.36475/7.5.11},
url = {https://doi.org/10.36475%2F7.5.11},
year = 2021,
month = {dec},
publisher = {European University Institute of Law},
volume = {7},
number = {5},
pages = {165--175},
author = {S. Tezelashvili},
title = {The Legal Nature of Smart Contracts},
journal = { Law and World }
}
×
TY – JOUR
AU - Tezelashvili S.
DO - 10.36475/7.5.11
UR - http://dx.doi.org/10.36475/7.5.11
TI - The Legal Nature of Smart Contracts
T2 - Law and World
PY - 2021
DA - 2021/12/20
PB - European University Institute of Law
SP - 165-175
IS - 5
VL - 7
SN - 2587-5043
SN - 2346-7916
ER -
×
Tezelashvili, S. (2021). The Legal Nature of Smart Contracts. Law and World, 7(5), 165–175. https://doi.org/10.36475/7.5.11
×
Tezelashvili S, (2021) The Legal Nature of Smart Contracts. Law and World , 7(5), pp.165–175. Available at: http://dx.doi.org/10.36475/7.5.11.
×
Tezelashvili, Salome. “The Legal Nature of Smart Contracts.” Law and World 7.5 (2021): 165–175. Crossref, https://doi.org/10.36475/7.5.11.
×
[1] S. Tezelashvili, “The Legal Nature of Smart Contracts,” Law and World , vol. 7, no. 5, pp. 165–175, Dec. 2021. doi:10.36475/7.5.11.
×
Tezelashvili S, The Legal Nature of Smart Contracts. Law and World [Internet]. European University Institute of Law; 2021 Dec 20; [cited YYYY Mon DD]; 7(5):165–175. Available from: http://dx.doi.org/10.36475/7.5.11
×
Salome Tezelashvili, “The Legal Nature of Smart Contracts.” Law and World 7, no. 5 (December 20, 2021): 165–175. doi:10.36475/7.5.11.
სმარტ კონტრაქტებზე მსჯელობა აქტუალური გახდა ინტერნეტ სივრცეში ბლოქჩეინისა და კრიპტოვალუტის გამოჩენის შემდეგ, ბლოქჩეინი და სმარტ კონტრაქტი განიხილება, როგორც მონაცემთა შენახვის იურიდიულად აღიარებული მეთოდი, იმ პირობით, რომ ისინი წინააღმდეგობაში არ მოვლენ არსებულ წესებთან და კანონებთან.
×
ხახაძე, ლ., 2019. ბლოქჩეინ ტექნოლოგიებია და ციფრული კომუნიკაციების განვითარების მომავალი თანამედროვე გლობალურ ბიზნესში. თბ., გვ. 485. https://dspace.tsu.ge/
მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ფინანსური ტექნოლოგიების გაციფრულება და დანერგვა იწვევს კარდინალურ ტრანსფორმაციას ეკონომიკის ფინანსურ ბაზრებზე. ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბევრი ოპერაციის დახმარებით, რომელიც ადრე მოითხოვდა პირად დასწრებას და დიდ დროს, ახლა შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაცია თითის მხოლოდ ერთი დაჭერით სულ რამოდენიმე წუთში განხორცილდეს
სმარტ კონტრაქტების იდეა პირველად 1994 წელს წამოაყენა ვინმე საბომ, იგი გახლდათ მეცნიერი ინფორმატიკის, კრიპტოგრაფიისა და სამართლის სფეროში. მან აღწერა სმარტ კონტრაქტები, როგორც ციფრული წარმოსახვა მხარეებს შორის. შესაბამისად, სმარტ კონტრაქტები შეიძლება განსაზღვრული იყოს, როგორც მოლაპარაკება ორ ან მეტ მხარეს შორის, იურიდიული უფლებების განსაზღვრის, ცვლილების და შეწყვეტის შესახებ, რომელშიც ნაწილი ან ყველა პირობა იწერება და სრულდება.
×
თეზელაშვილი, ს., 2021. სამართალი და მსოფლიო, (#17) ეთერიუმის, როგორც, გონიერი კონტრაქტის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი საკითხი. თბ., გვ. 168
დაახლოებით ასევეა ჩვეულებრივი, სტანდარტული კონტრაქტის (ხელშეკრულების) შემთხვევაშიც, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კონკრეტული მუხლები განსაზღვრავს, თუმცა ჩვეულებრივი კონტრაქტის შემთხვევაში საჭიროა მხარეების უშუალო დასწრება, რათა ხელმოწერის საშუალებით მოხდეს კონტარქტის დადება და ძალაში შესვლა, რაც, ხშირ შემთხვევაში, დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. სმარტ კონტრაქტის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კომპიუტერული ალგორითმით, რომელიც სპეციალური პროგრამის საშუალებით ახდენს ქმედების განხორციელებას.
სმარტ კონტრაქტების სამართლებრივი ბუნება
როგორც აღვნიშნეთ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ციფრული კომუნიკაციების სისტემების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულად იზრდება ინტერესი სმარტ კონტრაქტის (Smart Contract), როგორც აღნიშნული ტექნოლოგიის ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტის, მიმართ.
×
გაბისონია, ზ., 2020. გონიერი კონტრაქტის“ (Smart Contract) სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი კონცეპტუალური საკითხი. თბ., გვ. 45. http://lawjournal.ge/wp
გონიერ კონტრაქტებზე მსჯელობისას აუცილებელია განვიხილოთ მისი სამართლებრივი ბუნება, რით განსხვავდება და რა აქვს საერთო სტანდარტულ გარიგებასთან, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველ თავში ვხვდებით. ასევე უნდა განვსაზღვროთ, რამდენმხრივია ხელშეკრულება და ვინ არიან ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით „გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ“.
×
სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები. თბ., 2017. გვ. 287. http://lawlibrary.info/ge
კოდექსის მიხედვით, „ცალმხრივია გარიგება, რომლის ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი ნების გამოვლენის არსებობა, მაგალითად, ანდერძი ან ხელშეკრულების შეწყვეტა (მოშლა)“
„ორმხრივია გარიგება, რომლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელია, სულ ცოტა, ორი შინაარსობრივად ერთმანეთის თანამთხვევადი ნების გამოვლენა. ორმხრივი გარიგების კლასიკური მაგალითია ხელშეკრულება“
რაც შეეხება მრავალმხრივ გარიგებებს, მრავალმხრივი გარიგების გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება არა გამოვლენილ ნებათა კონსენსუსის, არამედ გამოვლენილ ნებათა უმრავლესობის მიერ მრავალმხრივი გარიგებების საფუძველზე, თავისებურება შესაძლოა იმაშიც გამოიხატოს, რომ ისინი შეიძლება მბოჭავი და სავალდებულო გახდეს იმ პირთათვისაც, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
×
სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი. თბ., 2019. გვ. 108, 109. http://lawlibrary.info/ge
რაც შეეხება გონიერ კონტრაქტებს, უნდა განისაზღვროს, რა იგულისხმება მასში, განვსაზღვროთ მისი სამართლებრივი ბუნება და ვნახოთ რა განსხვავებაა სტანდარტულ გარიგებასა და გონიერ კონტრაქტს შორის.
გონიერი კონტრაქტი ეს არის ელექტრონული პროტოკოლი, რომელიც იქმნება კომპიუტერული კოდის გამოყენებით. მისი მიზანია, კონტრაქტის მონაწილე მხარეების მიერ ინფორმაციის გადაცემა და უზრუნველყოფა ხელშეკრულებების პირობების შესრულებისას.
გონიერი კონტრაქტების ერთ-ერთი დადებითი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვეულებრივ სტანდარტულ შემთხვევაში გარიგების დადების დროს, საჭიროა ხელშეკრულება დადებული იქნას შესაბამისი პირის თანდასწრებით, ეს უნდა იყოს ნოტარიუსი ან იურისტი, რომელიც უფლებამოსილი იქნება გააფორმოს ხელშეკრულება კანონით გათვალიწინებული წესით. ასეთი ფორმით დადებული ხელშეკრულებები კი ხშირად ხდება დავის საგანი, თუ რომელიმე მხარემ არ შეასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულება. შემდეგ მხარეებს წლობით უწევთ დავა სასამართლოში, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებსა და დროსთან არის დაკავშირებული. გონიერი კონტრაქტების უპირატესობა უკეთ რომ გამოვკვეთოთ, იგი მოკლედ განვიხილოთ მაგალითის საფუძველზე, კერძოდ სავაჭრო პლატფორმასთან მიმართებაში, ანუ ონლაინ გაყიდვების კუთხით, როდესაც პირს სურს შეიძინოს რაიმე ნივთი საზღვარგარეთ ონლაინ, თუმცა ნივთს არ აქვს აღწერა და ბრმად გვიწევს მისი შეძენა. ასევე, აქ საკამათოა ნდობის ფაქტორიც, რადგან შესაძლოა ამ ნაწილში წარმოიშვას პრობლემა როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის მხრიდანაც, რაც იმაში იგულისხმება, რომ თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ავტომატურად ხდება ჯარიმების დაკისრება. სწორედ გონიერი კონტრაქტები უზრუნველყოფს გარიგების უსაფრთხოებას და თავისუფალი პირობების ორაზროვან ინტერპრეტაციის თავიდან აცილებას.
მოკლე მიმოხილვის შემდეგ, კარგი იქნება, შევაჯამოთ გონიერი კონტრაქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე, განსხვავება და საერთო მისსა და სტანდარტულხელშეკრულებას შორის.
დავიწყოთ იმით, რომ ორივე კონტრაქტი თავისებურებად საინტერესო და მისაღებია საზოგადოების განსაზღვრული ნაწილისათვის. თუ ვიტყვით, რომ გონიერი კონტრაქტი საერთოდ უშეცდომოა, რადგან იგი კრიპტოგრაფიაზეა დაფუძნებული, ესეც ტყუილია, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამის მსგავსად, გონიერ კონტრაქტებშიც არსებობს შეცდომების რისკი, რაც, შესაძლოა გამოწვეული იყოს პროგრამების შეცდომით, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ იმუშავეს სწორად.
ასევე, როდესაც რაიმე ხელშეკრულება დადებულია არა სტანდარტული, არამედ გონიერი კონტრაქტების გამოყენებით, სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში, ძალიან ძნელი იქნება მისი განხილვა, რადგან, ელემენტარულად, დიდ პრობლემა წარმოიშობა კონტრაქტის იმ ნაწილში, რომ დადგენილი იქნეს, თუ როდის გაფორდა ხელშეკრულება, ან საერთოდ გაფორმდა თუ არა იგი და შემდგომ უკვე იმის გარკვევა, რა ვალდებულბა დაირღვა ან არ დარღვეულა საერთოდ.
სმარტ კონტრაქტის ცნება
ცივილიზაციის ისტორია ათწლეულებს ითვლის. ამ დროის განმავლობაში კაცობრიობამ დიდი გზა განვლო უძველეს დროში გამოყენებული პრიმიტიული მეთოდებიდან და პრაქტიკიდან, ურთულეს თანამედროვე ტექნოლოგიებამდე. სწორედ ერთ-ერთ ასეთს წარმოადგენს სმარტ კონტრაქტები.
×
ციხილოვი, ა., 2020. ბლოქჩეინი პრინციპები და საფუძვლები. თბ., გვ. 10.
როგორც ცნობილია, ისტორიულად ხელშეკრულება (კონტრაქტი) უძველესი ინსტიტუტია, რომელსაც პირველად რომის სამართალში ვხვდებით. კონტრაქტის წარმოშობის ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ეპოქის განვითარების შესაბამისად. ამ სფერომაც განიცადა რიგი ცვლილებები და განვითარება. დღეს ხელშეკრულების განმარტება შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ხელშეკრულება წარმოადგენს პიროვნების მიერ გამოვლენილი ნების რეალიზაციის საშუალებას. იგი, როგორც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ინსტრუმენტი, პიროვნების თავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. მისი ცნების თაობაზე შესაძლებელია გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ასპექტი, რომელთა მიხედვითაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ხელშეკრულების ცნების ის განმარტება, რაც გაბატონებულია იურიდიულ მეცნიერებაში, ხოლო, მეორე მხრივ, იგი განიმარტოს უშუალოდ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე. ხელშეკრულების ცნების დეფინიცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ან რომელიმე სხვა სამართლებრივ ნორმაში არ არის მოწესრიგებული.
×
ჯორბენაძე, ს., 2016. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლები სამოქალაქო სამართალში. თბ., გვ 60-61. http://press.tsu.ge/ იხ. Enders ,C., Wiederin, E., Rainer, P., Sodan, H., Der Sozialstaat in Deutschland und Europa, Peter M. Huber (Red.), De Gruyter Rechtswissenschaften Verlags-GmbH, Berlin, 2005, 365, Kittner M., Schuldrecht, Rechtliche Grundlagen – Wirschaftliche Zusammenhänge, 3. Auflage, Verlag Franz Vahlen, München, 2003, 161.
რაც შეეხება გონიერ კონტრაქტებს, არსებობს ელექტრონული პროტოკოლი, რომელიც კომპიუტერული კოდის გამოყენებით იწერება. მისი მიზანია, ორივე მხარის მიერ ინფორმაციის გადაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფა. მას ასევე ეძახიან ჭკვიან კონტრაქტს. გონიერი კონტრაქტის იდეა პირველად 1994 წელს გაჩნდა. ამ იდეის ავტორმა ნიკ საბომ, რომელიც იურისტი და კრიტპოგრაფი იყო, გააცნობიერა, რომ დეცენტრალიზებული რეესტრის გამოყენებით შესაძლებელია ელექტრონული თვითდამოკიდებულების ხელშეკრულებების გაფორმება. აღნიშნული იწერება კოდის სახით და დავალებას ასრულებს პროგრამა, რომელსაც კონტროლს უწევს ბლოკები.
2008 წლიდან უკვე შესაძლებელი ხდება გონიერი კონტრაქტების იდეის პრაქტიკაში განხორციელება, ხოლო 2013 წელს გონიერი კონტრაქტების ამოქმედება დაიწყო ე.წ. „ეთირიუმ“ (Ethereum) პროექტის შექმნის წყალობით
×
ეთირიუმის სამართლებრივი ბუნების შესახებ იხ. თეზელაშვილი, ს., 2021. ეთირიუმის, როგორც გონიერი კონტრაქტის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი საკითხი, ჟურ. „სამართალი და მსოფლიო“, N17, თბ., გვ. 163.
. გონიერი კონტრაქტები (ანუ სმარტ კონტრაქტები) არის ორ მხარეს შორის შეთანხმება, რომელიც ინახება ბლოკჩეინ მონაცემთა ბაზაში. სმარტ კონტრაქტები იძლევა ავტომატიზებულად გადახდის შესაძლებლობას შეთანხმებული პირობების საფუძველზე. როგორც კი სმარტ კონტრაქტში მოცემული პირობა შესრულდება, შეთანხმება ავტომატურად აღსრულდება და აქტივები (მაგალითად: ფულადი სახსრები, ციფრული ვალუტა, საკუთრების უფლება) ურთიერთ გაიცვლება კონტრაჰენტებს შორის.
×
კანდელაკი, ნ., 2019. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების პერსპექტივები ელექტრონულ მმართველობაში. გვ. 15 http://shromebi.gtu.ge/ (იხ. Iansiti, M., Lakhani, K. R., 2017. The truth about blockchain. Harvard Business Review. 118-127 pp;) (https://www.forbes.ru/tehnologii/343843-programmyblokcheyna-chtoprepyatstvuet-massovomuvnedreniyusmart-kontraktov).
სმარტ კონტრაქტები დაფუძნებულია „ბლოკჩეინ“ (Blockchain) ტექნოლოგიაზე. ეს განაწილებული რეესტრია, რომელიც დეცენტრალიზებული სისტემას წარმოადგენს. იგი არსებობს ერთ ქსელში დაკავშირებული მრავალი კომპიუტერის წყალობით. ბლოკჩეინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ოპერაციები, გადაიტანონ ინფორმაცია და მატერიალური ღირებულება, ბანკებისა და შუამავლების გარეშე
სმარტ კონტრაქტები არსებითად პროგრამებია, რომლებიც იქმნება კომპიუტერული ლოგიკის საფუძველზე და გადაეცემა კოდის ფორმით. სწორედ ამიტომ, გარიგების ან ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლით დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ხელშეკრულების ყველა პირობა შესრულდება და ვერც ერთი მონაწილე ვერ შეძლებს შეცვალოს პირობები ან მოახდინოს მათი ინტერპრეტაცია საკუთარი თავის სასარგებლოდ. კოდი არის ჭკვიანი ხელშეკრულებების კანონი.
×
https://www.blockchain-partners.com/ [4.12.2021].
სმარტ კონტრაქტების გამოყენების უმარტივესი მაგალითია მრავალხელმოწერა. ამ ხელმოწერით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ გაყინონ გარკვეული რაოდენობის მონეტები ბლოკჩეინზე. ხელშეკრულების ეს პირობა უზრუნველყოფს პროექტში ინვესტირებული სახსრების უსაფრთხოებას. წარუმატებლობის შემთხვევაში, თანხები ავტომატურად დაუბრუნდება ინვესტორს. თუ დეკლარირებული თანხის შეგროვება წარმატებული იყო, მაშინ მრავალხელმოწერის მონაწილეები ააქტიურებენ თავიანთ კლავიშებს, რაც დაადასტურებს იმ პროექტის მთლიანობას, რომელშიც ინვესტიციას ასრულებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტექნოლოგიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს რადიკალური ცვლილებები და ქვეყანა განვითარდეს ტექნოლოგიური სამართლის კუთხით, შესაძლოა ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდეთ, რის გადასაწყვეტადაც საჭირო იქნება სხვადასხვა უწყებების ჩართულობა. ერთი მხრივ, სმარტ კონტრაქტების გამოყენება ხელშეკრულებების დადების დროსა და სხვადასხვა სახის რისკს ამცირებს და ითვლება, რომ იგი, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრად უსაფრთხოა იმ მიზეზის გამო, რომ საქმე გვაქვს არა სტანდარტულად შექმნილ ხელეკრულებასთან, არამედ მათემატიკურ ალგორითმთან, მეორე მხრივ კი, ამ ალგორითმის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა დავალება თანმიმდევრულად უნდა შესრულდეს და, ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, იგი დავალებას ვეღარ ასრულებს. შესაბამისად. ამ ნაწილში ვაწყდებით გარკვეული სახის პრობლემას.
სმარტ კონტრაქტების ადგილი ტექნოლოგიების სამართალში
პირველ რიგში, განვიხილოთ, რა არის ტექნოლოგიების სამართალი. ეს არის პირობითი სამართლის დარგების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიების სამართლებრივ რეგულაციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამართლის დარგს (მაგ., ინტერნეტ სამართალი, ბლოკჩეინ სამართალი, ენერგეტიკის სამართალი და ა.შ.). ამ შემთხვევაში, სიტყვა „პირობითს“ ვიყენებთ იმიტომ, რომ ეს გამოიყენება იმ დარგების გასაერთიანებლად, რომელიც ტექნოლოგიებს სამართლებრივად არეგულირებს. ესენი შეიძლება იყოს მატერიალური ტექნოლოგიები მაგ., ინჟინერია, ენერგეტიკა და ა.შ.
ადამიანები ყოველთვის იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ ტექნოლოგიას, რაც ხელს შეუწყობდა მათი ცხოვრების გამარტივებას და, ამავდროულად, ცდილობდნენ მის სრულყოფას და აყვანას უფრო მაღალ დონეზე. ასე დაიწყო ინდუსტრიული რევოლუციის კონცეფცია
×
https://ied.eu/ [01.12.2020].
.
ცივილიზაციის ევოლუციის უკან დგას უმნიშვნელოვანეს გამოგონებათა ჯაჭვი, რომლებმაც თავის დროზე დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე და ხელი შეუწყო განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლას.
×
ციხილოვი, ა., 2020. ბლოქჩეინი პრინციპები და საფუძვლები. თბ., გვ. 10.
თანამედროვე ევროპის განვითარების საფუძველი 1780-იან და 1849 წლებში იყო უპრეცედენტო ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელმაც მოიცვა დიდი ინდუსტრიული რევოლუციის პირველი ეტაპები და კომერციული საქმიანობის კიდევ უფრო ზოგადი გაფართოება.
ტერმინი „ინდუსტრიული რევოლუცია“ პირველად გამოიყენა ინგლისელმა ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბიმ (1852-83 წწ.) ბრიტანეთის ეკონომიკური განვითარების აღსაწერად 1760-იდან 1840 წლამდე. ტოინბის დროიდან ეს ტერმინი უფრო ფართოდ გამოიყენებოდა. ინდუსტრიული რევოლუციის ძირითადი მახასიათებლები იყო ტექნოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული. პირველი ინდუსტრიული რევოლუცია 1765 წლიდან დაიწყო, რის შემდეგაც ყველაზე დიდი ცვლილებები მოხდა ინდუსტრიებში, კერძოდ, მექანიზაციის სახით. იმ დროსთვის ადამიანები ნახშირს მასიურად მოიპოვებდნენ, ასევე, ამ პერიოდში გამოგონებულ იქნა ახალი ტიპის ენერგია, რაც მოგვიანებით მსოფლიოს რკინიგზას წარმოების დაჩქარებაში დაეხმარა და ამით ეკონომიკის განვითარება უზრუნველყო. ჯეიმზ ჰარგრივსმა, რომელიც ინგლისელი ფეიქარი გახლდათ, 1765 წელს ძაფის სართავი მექანიზმი გამოიგონა, რაც შემდგომ, მექანიკური საქსოვი დაზგის მუშაობის პრინციპს დაედო საფუძვლად.
რაც შეეხება მეორე ინდუსტრიულ რევოლუციას, იგი იყო სწრაფი განვითარების პერიოდი ინდუსტრიაში, მეორე ინდუსტრიული რევოლუცია 1870 წლიდან იწყება, პირველი ინდუსტრიული რევოლუციიდან თითქმის საუკუნის მერე და მოიტანა მასიური ტექნოლოგიური მიღწევები ინდუსტრიების სფეროში, რამაც ენერგიის ახალი წყაროს გაჩენას შეუწყო ხელი (ელექტროენერგია, გაზი და ნავთობი). მესამე ინდუსტრიული რევოლუცია 1969 წელს დაიწყო და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა კიდევ ერთი, ადრე უცნობი, ენერგიის წყარო – ბირთვული ენერგია!
რაც შეეხება ბოლო, მეოთხე რევოლუციას,
×
გაგნიძე, ი., 2019. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია – უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საქართველოში. თბ., გვ. 2. www.researchgate.net
სწორედ ბლოქჩეინი ითვლება მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციად. ძალიან მოკლედ განვიხილოთ, თუ რატომ ითვლება იგი ბოლო თაობის ინდუსტრიულ რევოლუციად. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ სმარტ კონტრაქტის მუშაობა და ფუნქციონირება პირდაპირაა დაკავშირებული ბლოქჩეინ ტექნოლოგიასთან. სწორედ ბლოქჩეინის და კრიპტოვალუტის გამონეჩენამ განაპირობა სმარტ კონტრაქტის აქტუალობა.
ბლოქჩეინი (Blockchain) ინგლისური სიტყვიდან მოდის, რაც ქართულად „ბლოკების ჯაჭვს“ ნიშნავს. ეს არის მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, რომელსაც ბლოკებს უწოდებენ. ბლოკჩეინ სისტემის შექმნის თარიღად 2008 წელს ასახელებენ და მის შექმნას მიაწერენ ვინმე სატოში ნაკამოტოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოკჩეინი – ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელიც იმართება ავტონომიურად, ერთიანი ცენტრის გარეშე. ინფორმაცია ახლდება და ინახება ერთდროულად სხვადასხვა მოწყობილობებში. გარდა იმისა, რომ ბლოკჩეინი არის მონაცემთა უსაფრთხო შენახვის საშუალება, ის ასევე აწვდის სმარტ კონტრაქტს საკვანძო ინფორმაციას. ბლოქჩეინის მეშვეობით შესაძლებელია გადავჭრათ გარიგების – მხარეთა შორის ნდობის საკითხი – ერთგვაროვანი დოკუმენტის არსებობა რამდენიმე პირის ხელში უზრუნველყოფს მონაცემთა უცვლელობას და გამორიცხავს ტექნიკურ თავდასხმებს.
×
ხიხაძე, ლ., 2019. ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ციფრული კომუნიკაციების განვითარების მომავალი თანამედროვე გლობალურ ბიზნესში. თბ., გვ. 485. https://dspace.tsu.ge/ (იხ. “8 ways blockchain can be an environmental game-changer”, Celine Herweijer, Jahda Swanborough, Lead, Environment Initiatives, World Economic Forum www.weforum.org).
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბლოქჩეინ სამართალი არის ტექნოლოგიური სამართლის ერთ-ერთი დარგი და, შესაბამისად, ტექნოლოგიების ქვედარგშია სმარტ, იგივე გონიერი კონტრაქტები, როგორც ერთ-ერთი ინსტიტუტი.
სმარტ კონტრაქტის შინაარსი
ხელშეკრულება ლათინური სიტყვაა (ლათ. Contractus, Convention, Pactum; ინგ. Agreement, Contract;) და კერძო სამართლში მიიჩნევა გარკვეულ შეთანხმებად ორ, ან რამდენიმე იურიდიულ ან ფიზიკურ პირს შორის, რომელიც წარმოშობს, ცვლის ან წყვეტს იმ კერძოსამართლებრივ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს თავად ამ დადებული ხელშეკრულებიდან და, ასევე, იმ სამართლებრივი ნორმებიდან, რომლებიც მოქმედებს იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადება, ასევე (უმრავლეს შემთხვევაში), შესაძლებელია წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების წერილობითი ფორმა გულისხმობს ხელშეკრულების შედგენას წერილობითად და ხელშეკრულების მხარეთა მიერ მის ხელმოწერას. ამ ხელშეკრულების ფორმას შესაძლებელია „მარტივი წერილობითი ფორმა“ ვუწოდოთ და მისი სამართლებრივი ვარგისიანობისთვის საკმარისია მხოლოდ მხარეთა ხელმოწერა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, ხელშეკრულების ტექსტი ხელითაა ნაწერი, საბეჭდი საბეჭდი მანქანითაა დაბეჭდილი, კომპიუტერული საშუალებით არის ამობეჭდილი, თუ სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებითაა შესრულებული.
×
თუმანიშვილი, გ., 2012. ხელშეკრულების შედ გენის ტექნიკა და ვალდებულებით-სამართ ლებრივი ნორმატიული რეგულირება. თბ., გვ. 5. http://eprints.iliauni.edu.ge/
ზოგადად, კონტრაქტი, ხელშეკრულება, პირობითად, შედგება ორი (ძირითადი) ნაწილისაგან, ესენია – ხელშეკრულების შესავალი
(პრეამბულა) და ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი. თავის მხრივ, ეს ორი ნაწილიც პირობითად შესაძლებელია დავყოთ ნაწილებად. შესავალი ნაწილი დავყოთ შემდეგ ნაწილებად: ხელშეკრულების ე.წ. „ქუდი“, ხელშეკრულების პრეამბულა (მხარეების განსაზღვრა), ტერმინთა განმარტება და ხელშეკრულების ზოგადი დებულებანი. ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი პირობითად ასევე შედგება შემდეგი ნაწილებისაგან, ესენია: ხელშეკრულების საგანი (ამ ნაწილში ერთი, ან რამოდენიმე წინადადებით მაქსიმალურად ზუსტად, კონკრეტულად და სრულყოფილად იწერება ის, თუ რაზე (რის შესახებ) იდება ხელშეკრულება), ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი და ძალაში შესვლის პირობები (ამ ნაწილს ხელშეკრულებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს), ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები (ვალდებულებები) (ხელშეკრულების ბირთვი), ასევე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები, ნაწილი სადავო საკითხების გადაწყვეტის შესახებ, ნაწილი ფორს მაჟორული სიტუაციის შესახებ და ხელშეკრულების დამატებითი პირობები/დებულებები.
×
თუმანიშვილი, გ., 2012. ხელშეკრულების შედ გენისტექნიკა და ვალდებულებით-სამართ ლებრივი ნორმატიული რეგულირება. თბ., გვ. 10. http://eprints.iliauni.edu.ge/
სტანდარტულ ხელშეკრულებაში ასე გამოიყურება ხელშეკრულების ნაწილები ანუ არსებობს ხელშეკრულების მონაწილე მხარეები, მათი უფლებები და შესასრულებლად სავალდებულო ვალდებულებები.
რაც შეეხება გონიერ კონტრაქტს, აქაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სმარტ კონტრაქტი შედგება სხვადასვა ნაწილებისგან, კონკრეტულად, ალგორითმისაგან, ანუ ტექსტის ნაცვლად არის მათემატიკური ალგორითმი (ციფრები), რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ხელშეკრულებას. შესაბამისად, გონიერი კონტრაქტები დაყოფილია ვალდებულებებად, რომელიც სავალდებულოა შესასრულებად, რადგან მხარეები თუ არ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას, იგი ავტომატურად არ გადავა შემდეგ ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ვალდებულებს შეუსრულებლობაც კი გამოიწვევს სრულ კოლაფსს. პირველი ქვეყანა, რომელმაც სმარტ კონტრაქტები დაამუშავა, იყო ბელორუსია. მხარეები ხელს
აწერენ ჭკვიან კონტრაქტს, არსებული კრიპტოვალუტის ქსელებში სახსრების გაგზავნის ხელმოწერის მსგავსი მეთოდების გამოყენებით. მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ, ხელშეკრულება ძალაში შედის. სახელშეკრულებო ვალდებულებების ავტომატიზებული შესრულების უზრუნველსაყოფად, საჭიროა არსებობის გარემო, რაც საშუალებას იძლევა, სრულად ავტომატიზირება მოახდინოს საკონტრაქტო პუნქტების შესრულებაზე. ეს ნიშნავს, რომ ჭკვიანი კონტრაქტები შეიძლება არსებობდეს მხოლოდ გარემოში ჭკვიანური კონტრაქტის ობიექტებზე შესრულებადი კოდის შეუფერხებლად დაშვებით. ხელშეკრულების ყველა პირობას უნდა ჰქონდეს მათემატიკური აღწერა და შესრულების ნათელი ლოგიკა. ჭკვიანი კონტრაქტი აკონტროლებს ქულების მიღწევას ან დარღვევას განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დაპროგრამებულ პირობებზე დაყრდნობით იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ამრიგად, ჭკვიანი კონტრაქტის ძირითადი პრინციპია საკონტრაქტო ურთიერთობების შესრულების სრული ავტომატიზაცია და საიმედოობა.
×
https://milloin-money.webnode.com/
დასკვნა
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული თემა ძალზედ საინტერესო და აქტუალურია მისი შინაარსიდან გამომდინარე. ზემოთ ბევრი ვისაუბრე როგორც სანდარტულ ხელშეკრულებებზე ასევე გონიერ კონტრაქტებზე, განვიხილე რა მისი დადებითი და უარყოფოთი მხარეები, ასევე ვისაუბრე მის უპირატესობებზე, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ორივე სახის ხელშეკრულებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სტანდარტული კონტრაქტის გაფორმების დროს საჭიროა კომპეტენტური პირი, რომელიც მხარეებს დაეხმარება ხელშეკრულების მომზადებასა და დადებაში, რაც, ხშირ შემთხვევაში, დიდ დროსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება გონიერ კონტრაქტს, იგი თავისთავში მოიცავს პროგრამულ კოდს, რომელშიც შედის ნებისმიერი ინფორმაცია. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გამარტივდეს მხარეებს შორის განსახორციელებელი გარიგებები, რომლითაც მხარეები თავს იგრძნობენ მეტად დაცულად და უსაფრთხოდ. სმარტ კონტრაქტების გამოყენებით მხარეებს შეეძლებათ, შექმნან ერთიანი ქსელი, რომლითაც ხორციელდება მონაცემების გადაცემა შუამავლების გარეშე, რაც თავისთავად უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას და ინფორმაციის გაჟონვისაგან თავის არიდებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დადებითი მხარე იკვეთება გონიერი კონტრაქტის შემთხვევაში, მაინც არის რისკები იმისა, რომ სწორად ვერ მოხდეს რაიმეს გაკეთება – იმის გათვალისწინებით, რომ ამ ყველა0ფერს პროგრამული ალგორითმი აკეთებს და ერთი უნიშვნელო შეცდომაც კი მთლიანად ცვლის გარიგებას.
Bibliography:
https://dspace.tsu.ge/ Blockchain technologies and the future of development the digital communications in modern global business. Khakhadze, L.
Law and World, (# 17) Some Issues of Legal Regulation of Etherium as a Wise Contract, Tezelashvili, S. .
http://lawjournal.ge/wp Some Conceptual Issues of the Smart Contract` Legal Regulation. Gabisonia, Z.
http://lawlibrary.info/ge Commentary on the Civil Code. Book I General provisions of the Civil Code. Tbilisi 2017
Blockchain Principles and Fundamentals Tsikhilovi, A. Tbilisi 2020
http://press.tsu.ge/ Scope of freedom of contract in civil law Tbilisi 2016, Jorbendze. S Enders C., Wiederin E., Rainer P., Sodan H., Der Sozialstaat in Deutschland und Europa, Peter M. Huber (Red.), De Gruyter Rechtswissenschaften Verlags-GmbH, Berlin, 2005, 365, Kittner M., Schuldrecht, Rechtliche Grundlagen – Wirschaftliche Zusammenhänge, 3. Aufl age, Verlag Franz Vahlen, München, 2003