This website uses cookies or similar technologies, to enhance your browsing experience and provide personalized recommendations. By continuing to use our website, you agree to our Privacy Policy
Affiliation: PhD student at the Faculty of Law and Social Sciences of East European University
Abstract: In 2017, Georgia has ratified the Council of Europe Convention
on Preventing and Combating Violence against Women and Domestic Violence (Istanbul Convention) and has taken the responsibility to
evaluate the form of gender discrimination such as sexual harassment
as the act of violence against women and to take all appropriate measures to ensure that any form of unwanted sexual behavior (verbal,
non-verbal or physical) which intended to cause or interferes with a
persons dignity and in particular which to create an intimidating, hostile, degrading or abusive environment, is subject to an appropriate
legal sanction.
Sexual harassment is a widespread phenomenon, often based
on gender stereotypes prevalent in society. This form of gender
discrimination not only violates the rights and interests of the victim
but also creates an environment that can be restrictive and damaging to any person.
In order to approximate the Convention, the Parliament of Georgia made a number of legislative changes in 2019, including establishing administrative liability for sexual harassment conducted
in public places, although by that time Georgian legal space was
not familiar with the definition of the public place, which raises the
problems for assessing the fact. The article tries to resolve the ambiguous issues related to this subject.
@article {Gelovani: 2022,
doi = {10.36475/8.1.7},
url = {https://doi.org/10.36475%2F8.1.7},
year = 2022,
month = {mar},
publisher = {European University Institute of Law},
volume = {8},
number = {1},
pages = {117--135},
author = {N. Gelovani},
title = {Sexual Harassment in Public Place {\textendash} Existing
Administrative Regulation and Problematic Aspects},
journal = { Law and World }
}
×
TY – JOUR
AU - Gelovani N.
DO - 10.36475/8.1.7
UR - http://dx.doi.org/10.36475/8.1.7
TI - Sexual Harassment in Public Place – Existing Administrative
Regulation and Problematic Aspects
T2 - Law and World
PY - 2022
DA - 2022/03/30
PB - European University Institute of Law
SP - 117-135
IS - 1
VL - 8
SN - 2587-5043
SN - 2346-7916
ER -
×
Gelovani, N. (2022). Sexual Harassment in Public Place – Existing Administrative Regulation and Problematic Aspects. Law and World , 8(1), 117–135. https://doi.org/10.36475/8.1.7
×
Gelovani N, (2022) ‘Sexual Harassment in Public Place – Existing Administrative Regulation and Problematic Aspects’. Law and World , 8(1), pp.117–135. Available at: http://dx.doi.org/10.36475/8.1.7
×
Gelovani, Nati. “Sexual Harassment in Public Place – Existing Administrative Regulation and Problematic Aspects.” Law and World 8.1 (2022): 117–135. Crossref. doi.org/10.36475/8.1.7
×
[1] N. Gelovani, “Sexual Harassment in Public Place – Existing Administrative Regulation and Problematic Aspects,” Law and World , vol. 8, no. 1, pp. 117–135, Mar. 2022. doi.org/10.36475/8.1.7
×
Gelovani N, Sexual Harassment in Public Place – Existing Administrative Regulation and Problematic Aspects. Law and World [Internet]. European University Institute of Law; 2022 Mar 30; [cited YYYY Mon DD]; 8(1):117–35. Available from: http://dx.doi.org/10.36475/8.1.7
×
Nati Gelovani, “Sexual Harassment in Public Place – Existing Administrative Regulation and Problematic Aspects.” Law and World 8, no. 1 (March 30, 2022): 117–135. doi:10.36475/8.1.7 doi.org/10.36475/8.1.7
სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად განიხილება, ის ფართოდ გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს, რომელსაც ხშირად საფუძვლად უდევს საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები. გენდერული დისკრიმინაციის აღნიშნული ფორმა ვნებს არა მხოლოდ მსხვერპლის უფლებებსა და ინტერესებს, არამედ სხვა პირთა უფლებებსაც, სწორედ მისი სპეციფიკური ბუნება სძენს აღნიშნულ საკითხს აქტუალურობას.
მოეცემული სტატია შეეცდება საკითხის სრულყოფილად შესწავლის გზით, მოახდი ნოს ყველა მნიშვნელოვანი პრობლემური ასპექტის თაობაზე რელევანტური განმარტე ბების გაკეთებას. ნაშრომი შედგება შესავა ლი, ძირითადი და დასკვნითი ნაწილებისგან. შესავალი ნაწილი ეთმობა იმ საერთაშორი სო სამართლებრივი საფუძვლების შეფასე ბას, რომელთა შესაბამისად შემუშავებული იქნა ქართული ნორმები, ძირითად ნაწილი სრულად ფარავს საზოგადოებრივ ადგილას განხორციელებულ სექსუალურ შევიწროება სთან დაკავშირებულ ყველა პრობლემურ სა კითხს, დასკვნაში შეჯამებულია განხილული პრობლემური საკითხები და შემოთავაზებუ ლია საზოგადოებრივ ადგილას განხორციე ლებულ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავ შირებული რელევანტური დასკვნები
1. სექსუალური შევიწროების არსი და საერთაშორისოსამართლებრივი რეგულირება
საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმა, აზრი თუ სტერეოტიპი არ უნდა განსაზღვრავდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საზღვრებს, მათ შორის ისეთი უფლების, როგორიცაა სექსუალური შევიწროებისაგან დაცვის უფლება ნებისმიერ სივრცეში, მით უფრო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
სექსუალური შევიწროება გლობალურად გავრცელებული მოვლენაა, რომლის მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც კაცი, ისე ქალი, თუმცა ძირითად შემთხვევაში აღნიშნული ქმედების მსხვერპლები მაინც ქალები არიან.მისი ლატენტური ბუნებისა და მავნე შედეგების გამო სექსუალური შევიწროება საკმაოდ რთულ და კომპლექსურ მოვლენას წარმოადგენს. საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სექსუალური შევიწროება ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს მსხვერპლთა ჯანმრთელობაზე და მათ კეთილდღეობაზე.
×
საქართველო, გაეროს ქალთა ორგიზაცია, (2021, 20 სექტემბერი). კვლევის ანგარიში, სექსუალუ რი შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართვე ლოს საჯარო სამსახურში, https://georgia.unwomen.org/sites/default/files/Field%20Office%20Georgia/Attachments/Publications/2021/Workplace%20Sexual%20Harassment%20in%20the%20Civil%20Service%20in%20Georgia%20GEO%20renewed.pdf [ბოლო წვდომა: 21.02.2022]
სასამართლოებში უცხოური ელემენტით დატვირთული საქმეების განხილვისას, შესაძლებელია, კოლიზიური ნორმის მითითებისშედეგად, გააქტიურდეს უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენების საკითხი. როცა კოლიზიური ნორმა, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის გადასაწყვეტად, მიუთითებს უცხო ქვეყნის კანონის გამოყენებას, მაშინ სასამართლომ უნდა გამოიყენოს ის. უცხოური სამართლის შინაარსის განსაზღვრა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად არის აღიარებული სხვადასხვა ქვეყნის კოლიზიურ კანონმდებლობაში. ამ კუთხით, განსაკუთრებით გამორჩეულია ფრანგული იურისპრუდენცია. წლების განმავლობაში საფრანგეთის სასამართლოები მერყეობდნენ – უცხოური სამართალი გამოეყენებინათ სავალდებულო სახით, როგორ „სამართალი“, თუ ნებაყოფლობითი წესით – როგორც „ფაქტი“. ფრანგულმა პრეცედენტურმა სამართალმა გაიარა რთული და წინააღმდეგობრივი გზა, სანამ გადამწყვეტ პოზიციას ჩამოაყალიბებდა ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული პრობლემის გადაჭრა განსაკუთრებით აქტუალური იყო საფრანგეთისთვის, რადგან ამ ქვეყნის სასამართლოებს დიდი რაოდენობის საერთაშორისო სამართალწარმოების საქმეების განხილვა უწევთ.
უცხოური სამართლის გამოყენება არ გულისხმობს სახელმწიფოთა მიერ გამოჩენილ თავაზიანობის აქტს ან რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების შელახვას, ის, უბრალოდ, მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი პირობაა. მსგავს დამოკიდებულებას იზიარებს ფრანგული სამართლებრივი სისტემაც. როგორც ერთმა ფრანგმა იურისტმა აღნიშნა: „როდესაც საფრანგეთის სამართალი კონკრეტულ საქმეში გამოსაყენებლად აღიარებს უცხოურ სამართალს, ამას აკეთებს იმიტომ, რომ ჯერ ერთი მიმართავს თავისი ქვეყნის საერთაშორისო კერძო სამართლის სისტემას და მეორე, მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი შემთხვევა უცხო ქვეყნის კანონმდებლობით მოწესრიგებას ექვემდებარება...“ ფრანგული სამართალი ამით მსხვერპლს კი არ იღებს, ის უბრალოდ ახორციელებს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულებას, რადგან ჰიპოთეტურად სწორი გამოსავალი სწორედ უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენება იქნებოდა.
1.1. სექსუალური შევიწროების არსი
სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად განიხილება, ის ფართოდ გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს, რო მელსაც ხშირად საფუძვლად უდევს საზოგა დოებაში გავრცელებული გენდერული სტერე ოტიპები. სექსუალურ შევიწროებას ფარული, ლატენტური ხასიათი აქვს, ძირითად შემთხვე ვაში მისი ჩადენა ხორციელდება სხვა პირთა მხრიდან შეუმჩნევლად, ისეთ ადგილებში, სა დაც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი და სამართალდამრღვევი მარტო იმყოფებიან.
სამართლის დოქტორი და ფემინისტი მკვლევარი – დებორა თურქჰეიმერი აღნიშნავს, სექსუალური შევიწროება წარმოა დგენს კაცების მხრიდან ქალების, როგორც ობიექტების მიმართ საკუთარი უფლებების დეკლარირებას. მკვლევარის აზრით, ეს ყვე ლაფერი კეთდება, რათა ქალი წარმოჩინდეს „როგორც ობიექტი, ხოლო კაცი, როგორც სუბიექტი, რომელსაც მასზე [ქალზე] ძალა უფლება გააჩნია.
×
Tuerkheimer, D. 1997, Street harassment as sexual sub ordination: the phenomenology of gender-specific harm. Wisconsin Women’s Law Journal, Vol. 12, 167
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) გათვა ლისწინებული ნეგატიური ვალდებულება სახელმწიფოს უკრძალავს ამ მუხლით დაცულ სფეროში უკანონო ჩარევას. თუმცა, ამავდ როულად, ეს ნორმა სახელმწიფოს ავალდე ბულებს იმოქმედოს პოზიტიური ვალდებუ ლებების ჭრილში და მოახდინოს ამ მუხლით დაცული უფლების ეფექტიანი დაცვა.
×
ECtHR, Y v. Slovenia, no. 41107/10, 28/05/2015, § 101
სექ სუალური შევიწროების მავნე შედეგები აი სახება არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერ პლებზე, არამედ ის უარყოფით გავლენას ახდენს სხვა პირთა უფლებრივ მდგომარე ობაზეც.
1.2. საერთაშორისო-სამართლებრივი რეგულირება
საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ყველა პირი დაცული უნდა იყოს სექსუალური შევიწროებისგან განურჩე ვლად იმ სივრცისა, სადაც მას უწევს ყოფნა. არაერთი საერთაშორისო აქტი მოუწოდებს ქვეყნებს შექმნან ისეთი სამართლებრივი სი ვრცე, სადაც სრულყოფილად მოახდენენ სექ სუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირების განხორციელებას და აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემას, იქნება ეს სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მეშვეობით.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კომიტეტი სექსუალურ შევიწროებას მიიჩნევს ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმად.
×
UN 2000. Committee on the Elimination of Discrimination against Women (CEDAW), General Recommendation No. 12, Violence against women, 1989, §1, http://www.un.org/womenwatch/daw/cedaw/recommendations/recomm.htm#recom12 [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
მოცემული დასკვნა ეფუძნება თეზის, რომლის თანახმადაც „თანასწორობას რეალური საფრთხე ექმნება, როდესაც ქალი ექვემდებარება გენდერული ნიშნით ძალადობის ისეთ ფორმას, როგორიც არის სექსუალური შევიწროება.
×
UN 2000. Committee on the Elimination of Discrimination against Women (CEDAW), General Recommendation No. 19: Violence against women, 1992, §17, https://www.un.org/womenwatch/daw/cedaw/recommendations/recomm. htm#recom19 [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
ქალთა უფლებების დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტები
×
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (CEDAW), პე კინის დეკლარაცია და ქმედების პლატფორმა, ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ და სხვა.
სახელმწიფოებს მოუწოდებენ შესაბამისი ზომებს გატარებას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის განხორციელების მიზნით.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-40 მუხლი სექსუალურ შევიწროებას ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლინებად მოიაზრებს და სახელმწიფოს ავალდებულებს განახორციელოს შესაბამისი ქმედითი პოლიტიკა, რათა სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას, კონკრეტულად კი მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან აგრესიული გარემოს შექმნას, დაექვემდებაროს შესაბამის რეაგირებას.
×
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2017, 19 აგვისტო). ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, https://matsne.gov. ge/ka/document/view/3789678?publication=0 [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მიხედვით: „სექსუალური შევიწროება მოი ცავს არასასურველ, სექსუალური ხასიათის ქცევას, მათ შორის, ფიზიკურ კონტაქტსა და სხვა მცდელობებს, სექსუალური შინაარსის მქონე განცხადებებს, პორნოგრაფიის ჩვე ნებასა და სექსუალური ხასიათის მოთხო ვნებს, მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ქცევა გამოხატული იქნება ვერბალურად თუ ქმე დებით. ამგვარი პრაქტიკა დამამცირებე ლია და შესაძლოა, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრო ბლემები გამოიწვიოს.
×
საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (2018, 18 სექტემბერი). დოკუმენტების კრებული, გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმი ნაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კონვენციის ფაკულტატური ოქმი და ზოგადი რეკომენდაციები, https://georgia.unwomen.org/sites/ default/files/Field%20Office%20Georgia/Attachments/ Publications/2018/convention%20on%20elimination%20 of%20violence.pdf [ბოლო წვდომა: 25.02.2022]
გენდერული თანასწორობის შესახებ ევრო კავშირის განახლებული 2006/54/EC დირექტი ვის მე-6 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სქესის ნიშნით შე ვიწროება და სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნის დისკრიმინაციას წარმოადგენს.
×
სახალხო დამცველი (2017, 3 მაისი). რეკომენდა ცია შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ, https://www.ombudsman.ge/res/docs/2019111312451520835.pdf [ბოლო წვდომა: 10.02.2022]
საერთაშორისო მექანიზმების მიერ მიღებული განმარტება განსხვავებულად არის ინტეგრირებული უშუალოდ ქვეყნების შიდა კანონმდებლობაში, მაგალითად ევროპის რამდენიმე ქვეყანა (ბელგია, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო) სრულად იზიარებს ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწი ნებულ სექსუალური შევიწროების დეფინი ციას, ქვეყნების ნაწილს (ავსტრია, სლოვაკეთი და შვედეთი) აღნიშნული განმარტებიდან ამოღებული აქვთ სიტყვები “მიზნად ისახავს” ამასთან, არიან ქვეყნები (საფრანგეთი, უნ გრეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და სლო ვაკეთი), რომლებსაც სექსუალური შევიწროე ბის განმარტებიდან ამოღებული აქვთ სიტყვა “არასასურველი.
×
Publications office of the European Union (2013, 15 No vember). European Commission, Harassment related to Sex and Sexual Harasment law in 33 European Countries, §13-14, https://op.europa.eu/en/publication-detail/-/ publication/e06dcc86-b7bf-459e-8241-47502ef379c4 [ბოლო წვდომა: 22.02.2022] 11 Publications office of the European Union (2013, 15 November). European Commission, Harassment related to Sex and Sexual Harasment law in 33 European Countries, §19, https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/e06dcc86-b7bf-459e-8241-47502ef379c4 [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
მიუხედავად არაერთგვა როვანი ცნებისა, უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული ქმედება ექვემდებარებოდეს სა ხელმწიფოს კონტროლს.
რაც შეეხება ამ ქმედების შეფასება და მისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლო ბის ზომას, ევროპის ძირითადი ქვეყნების კა ნონმდებლობა ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების განმახორციელებლის მიმართ სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყებასა და შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნას, თუ მცა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად ბულგარეთი, მალტა და სხვა, სექსუალური შე ვიწროების მსუბუქი შემთხვევები დასჯადია ადმინისტრაციული წესით, ხოლო შედარებით მძიმე შემთხვევები – სისხლის სამართლის წესით.
×
Publications office of the European Union (2013, 15 November). European Commission, Harassment related to Sex and Sexual Harasment law in 33 European Countries, §19, https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/e06dcc86-b7bf-459e-8241-47502ef379c4 [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
2. სექსუალური შევიწროების სამართლებრივი განმარტება
საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, პირის ღირსება არის აბსოლუტური უფლება, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია. სექსუალური შევიწროება წარმოადგენს პირის უფლებებში უხეშ ჩარევას, მის მიმართ არასასურველი და ხშირ შემთხვევაში შურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას, რაც ლახავს ადამიანის ღირსებას. სექსუალური შევიწროება ეს არის პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
2.1. სექსუალური შევიწროების სამართლებრივი განმარტება ქართული კანონმდებლობის მიხედვით
სექსუალური შევიწროება რთული სამართლებრივი საკითხია, რომელიც თავის თა ვში მოიაზრებს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმების არსებობას. ის შეიძლება განხორციელდეს, როგორც საზო გადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე ყველა სხვა – არა საჯარო და არა საზოგა დოებრივი თავშეყრის სივრცეებში, მათ შო რის შრომითი ურთიერთობის მქონე პირებს შორის.
ქართულმა კანონმდებელმა სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირების ადმინისტრაციული სამართლებრივი მექანიზმი აირჩია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სექსუალური შევიწროება ეს არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
შესაბამისად, სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევის შეფასებისას რამდენიმე გარემოებას ექცევა ყურადღება, რომლებიც მოითხოვენ უფრო ფართოდ მსჯელობას, თუმცა გარდა აღნიშნული გარემოებებისა, შევიწროების ფაქტებზე მსჯელობისას საჭი როა ასევე იმ სოციალური კონტექსტის გათ ვალისწინება, რომელშიც ხდება შევიწროება და სწორედ ამ სოციალური კონტექსტისადმი შესაბამისი დამოკიდებულება იძლევა საშუა ლებას, რომ ობიექტურად შეფასდეს, რამდე ნად გონივრულად მოხდა სექსუალური ქცე ვის აღქმა მსხვერპლის მიერ.
×
Supreme court of the Unated States, Josef Oncale, Petitio nes v. Sundownet offshore service. N96-568, 1998.
საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზ ნით, აუცილებელია განვიხილოთ როგორც სექსუალური შევიწროების ფორმები, ისე სექ სუალური შევიწროების შემადგენლობის თი თოეული ელემენტი
2.1.1. სექსუალური შევიწროების სუბიექტი და ობიექტი
საქართველოს ასკ-ის
×
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, [ბოლო წვდომა: 30.12.2021.
1661-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი ფიზიკური პირი, რომელიც სა მართალდარღვევის ჩადენის მომენტისათ ვის თექვსმეტი წლის ასაკს არის მიღწეული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებ ლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც სასკ-თ ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევე ბისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებ ლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება ჩაიდინა აუ ცილებელი მოგერიების ან უკიდურესი აუცი ლებლობის მდგომარეობაში
სექსუალური შევიწროების ამსრულებელი სუბიექტი (სამართალდამრღვევი) და ობიექტი (ადრესატი) შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერისა, გენდერული იდენტობისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, მოქალაქეობისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნისა.
აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტი შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთი სქესის თუ სექსუალური ორიე ნტაციის მქონე პირთა შორის, ასევე განსხვა ვებული სქესის, სექსუალური ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობის მქონე პირთა შო რის (მაგ. ქალმა შეავიწროვოს ქალი, ლესბოსელმა შეავიწროვოს ლესბოსელი, ტრანსგე ნდერი ქალი შეავიწროვოს ტრანსგენდერმა ქალმა და ა.შ.). მცდარია შეხედულება, რომ სექსუალური შევიწროება მხოლოდ ქალის მი მართ შეიძლება განხორციელდეს, ისევე რო გორც შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ სექსუალური შევიწროება მხოლოდ გან სხვავებული სქესის მქონე პირებს, მაგ. ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება მოხდეს.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ პირის ქმედება შეიცავს დანაშაულის (მაგ. სექსუალუ რი ძალადობის) ნიშნებს, ქმედების შეფასება მოხდება სისხლისსამართლებრივი წესით. ქართული სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად პასუხისმგებლობის ასაკად განსა ზღვრულია 14 წელი.
2.1.2. სექსუალური შევიწროების სუბიექტური გარემოებები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდა რღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწი ნააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი (პირდაპი რი განზრახვა) ან შეგნებულად უშვებდა მათ (არაპირდაპირი განზრახვა). ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციუ ლი სამართალდარღვევა გაუფრთხილებლო ბით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდე ნი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას (თვითიმედოვნება) ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ეს შედეგები უნდა გაეთვალისწინებინა (დაუდევრობა)
სექსუალური შევიწროებისათვის დამახა სიათებელ სუბიექტურ გარემოებებს წარმო ადგენს: სექსუალური ხასიათის ქცევა ად რესატისთვის უნდა იყოს არასასურველი, ის მიზნად უნდა ისახავდეს ან/და იწვევდეს პირის ღირსების შელახვას. „შევიწროების საქმის განხილვისას, ასევე ჩნდება შემავიწ როებლის განზრახვის საკითხი. აღსანიშნა ვია, რომ შევიწროების ქცევა არ საჭიროებს ადამიანის ღირსების შემლახავი ან დამაში ნებელი, მტრული, დამამცირებელი ან შეურა ცხმყოფელი გარემოს შექმნის განზრახვის არსებობის დადასტურებას.
×
ახობაძე, ქ., (2015). სექსუალური შევიწროება – ქა ლთა უჩინარი დისკრიმინაცია, კვლევის ანგარიში, თბილისი, ქალთა ფონდი საქართველოში, გვ. 9.
„სექსუალურ შევიწროებას არ სჭირდება მოტივი, სექსუალური ხასიათის ქცევა თავისთავად შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს სავარაუდო მსხვერპლისთვის, შემავიწროებლის განზრახვის მიუხედავად. საკმარისია, რომ ქმედებას ჰქონდეს დისკრიმინაციული გავლენა, რამდენადაც, ყურადღება უნდა გამახვილდეს არა განზრახვაზე, არამედ ქმედების შედეგზე.
×
Ontario Human Rights Commission 2013. Policy on pre venting sexual and gender-based harassment, Burden of Proof, Evidentary Issues, https://www.ohrc.on.ca/en/policy-preventing-sexual-and-gender-based-harassment-0 [Last Seen:10.02.2022]
ამრიგად, სექსუალური შევიწროება სუბიექტური მხრივ არ მოითხოვს განზრახვის აუცილებლად არსებობას, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებლობით. შემავიწროებლის ნება, ამ შემთხვევაში, ქმედების კვალიფიკაციას არ განსაზღვრავს
2.1.2.1. სექსუალური ხასიათის ქცევა ადრესატისთვის უნდა იყოს არასასურველი
აუცილებელია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევა ადრესატისთვის იყოს არასა სურველი. თუ სექსუალური ხასიათის ქცევა ადრესატისთვის სასურველი, მოსაწონი ან/ და მისაღებია, სექსუალური შევიწროების ფაქტის არსებობა გამოირიცხება.
სექსუალური შევიწროების დასადგენად ქცევის არასასურველობას გადამწყვეტი მნიშ ვნელობა ენიჭება, თუმცა, ეს არ გულისხმობს ქმედების „იძულებითობას.“ მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას ქმედების არასასურველობის განჭვრეტადობასაც. მსხვერპლი შესაძლოა ეთანხმებოდეს კონკრეტულ ქცევას და აქტი ურადაც მონაწილეობდეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მისთვის ქმედება უსიამოვნო და შეურაცხმყოფელი იყოს.
×
UN 2010. What is Sexual Harassment? P. 1, https://www. un.org/womenwatch/osagi/pdf/whatissh.pdf [ბოლო წვდომა: 10.02.2022]
ამ დროს მისი დუმილი ან უმოქმედობა, არ უნდა გახდეს სექ სუალური შევიწროების გამომრიცხავი გარე მოება
შევიწროების ფაქტის დადგენისას, ევროპული სასამართლო ხელმძღვანელობს მოქნილი ობიექტური და სუბიექტური მიდგომით,რომელიც უპირველეს ყოვლისა ინტერესდე-ბა მსხვერპლის აღქმით, იმის დასადგენადადგილი ჰქონდა თუ არა შევიწროებას. თუმცა,ამასთან, შესაძლებელია, შევიწროება დადგინდეს მსხვერპლის აღქმის მიუხედავად.
×
European Union Agency for Fundamental Rights and Council of Europe 2018. Handbook of European Non-Discrimination Law, 2018 edition, Luxembourg: Publi cations Office of the European Union, 64, https://fra. europa.eu/sites/default/files/fra_uploads/fra-2018-handbook-non-discrimination-law-2018_en.pdf [ბოლო წვდომა: 22.02.22022
შეფასება იმისა სექსუალური ხასიათის ქცევა სასურველია თუ არა, უნდა მოხდეს მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლისა და ადგილზე მყოფი სხვა პირების მიერ მოწო დებული ინფორმაციის საფუძველზე. თუმცა მთავარი არის ადრესატის აღქმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი მსხვერპლმა სიტყვიერად გამოხატოს სექ სუალური ხასიათის ქცევის არასასურველო ბა, მიუღებლობა. ხშირად მიუღებლობა მისი დამოკიდებულებიდანაც ჩანს – არ პასუხობს კომენტარებს, რეპლიკებს, ცდილობს განე რიდოს სავარაუდო შემავიწროებელს და ა.შ. სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემ თხვევის შესახებ მსჯელობისას „საჭიროა ასე ვე იმ სოციალური კონტექსტის გათვალისწი ნება, რომელშიც ხდება ქცევა და სწორედ ამ სოციალური კონტექსტისადმი შესაბამისი დამოკიდებულება იძლევა საშუალებას, რომ ობიექტურად შეფასდეს, რამდენად გონივრულად მოხდა სექსუალური ქცევის აღქმა მსხვერპლის მიერ.
×
Supreme Court of the United States, Josef Oncale, Petitioner v. Sundowner Offshore Services, Incorporater, et al., No. 96-568, 1998, II.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „საქმეების განხილვისას გამო ყენებული უნდა იქნეს ქალის მიერ გონივ რული აღქმის სტანდარტი (reasonable woman standard), რომელიც მხედველობაში იღებს სექსუალური შევიწროების ფაქტის თაობაზე ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ აღქმე ბს. აღნიშნული სტანდარტი, სექსუალური შე ვიწროების ფაქტს განიხილავს ქალის პერ სპექტივიდან და წარმოადგენს გენდერულად სენსიტიურ მიდგომას“.
×
სახალხო დამცველი (2018, 1 ოქტომბერი). რეკომენდაცია სექსუალური შევიწროებით გამო ხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგე ნის თაობაზე, გვ. 4, https://www.ombudsman.ge/res/ docs/2019110716515195006.pdf [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
აღსანიშნავია, რომ „იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი მონაწილეობს მისთვის არასასუ რველ ქმედებაში, მაგალითად, იღებს სექსუ ალურ ხუმრობას, ეს არ ნიშნავს და არ მოი ცავს მისი მხრიდან ქცევის მიმღებლობას/ თანხმობას.
×
Harrison v. Nixon Safety Consulting and others (No. 3), 2008 BCHRT 462 (CanLII)
„გადამწყვეტია ის, რომ პირი სათვის, მისკენ მიმართული სექსუალური ქცევა იყო არასასურველი და არა ის, რომ სექსუალურ ქცევაში მონაწილეობას ნებაყო ფლობით დათანხმდა.
×
The U.S. Supreme Court, Meritor Savings Bank v. Vin son, 477 U.S. 57 1986
„თუ მსხვერპლი არ ამბობს, რომ მისთვის ქცევა არასასურველია, ეს არ გამორიცხავს შემავიწროებელი პირის პასუხისმგებლობას, ვინაიდან გონივრულობის ფარგლებში, შემავიწროებელს უნდა სცოდნოდა, რომ კონკრეტული სექსუალური ხასიათის ქცევა მიუღებელი იქნებოდა მსხვე რპლისათვის.... სექსუალური შევიწროების საქმეებში არამხოლოდ არასასურველობის საკითხი დგება, არამედ მნიშვნელობა ენიჭე ბა ქმედების არასასურველობის განჭვრეტა დობასაც.
×
Ontario Human Rights Commission 2013. Policy on pre venting sexual and gender-based harassment, Burden of Proof, Evidentary Issues, https://www.ohrc.on.ca/en/policy-preventing-sexual-and-gender-based-harassment-0 [ბოლო წვდომა: 10.02.2022]
არასასურველობის დადგენა ხდება მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თუმცა ყურადღე ბა უნდა გამახვილდეს, რომ „სექსუალური შე ვიწროების მსხვერპლი არ არის ვალდებული, რომ ამტკიცოს მის მიერ აგრესიულად გამო ხატული წინააღმდეგობა, ან ის, რომ აშკარად გამოხატა ქმედების არასასურველობა. საკმა რისია მსხვერპლმა მიუთითოს, რომ კონკრე ტული სექსუალური შინაარსის კომენტარები ან ქმედება არასასურველი იყო, ან შემავიწ როებელს გონივრულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ის მიუღებელი იქნებოდა.
×
Human Rights Commission, Willis v. Blencoe, 2001 BCHRT 12 (CanLII), §58; Potapczyk v. MacBain, 1984 CanLII 11 (CHRT), §45.
არასასურველობის გამომხატველად მიიჩნევა: „მაგალითად, ჟესტი, სახის გამომეტყვე ლება, სხეულის ენა ან/და სხვა მინიშნება, რო მელიც საკმარისად უნდა ჩაითვალოს ქცევის არასასურველობისა და უარყოფისათვის.
×
სახალხო დამცველი (2021, 24 იანვარი). პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ, 2020 წელი, გვ. 20, https://www.ombudsman. ge/geo/sakhelmdzghvaneloebi-da-kvlevebi/praktikulisakhelmdzghvanelo-seksualuri-shevitsroebis-shesakheb [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუ ალურად უნდა შეფასდეს არასასურველობის ელემენტი.
2.1.2.2. სექსუალური ხასიათის ქცევა მიზნად უნდა ისახავდეს ან/და იწვევდეს პირის ღირსების შელახვას
სექსუალური შევიწროების აღნიშნული კრიტერიუმის არსებობისთვის, ქმედება უნდა შეფასდეს სუბიექტური და ობიექტური ტე სტის გამოყენების მეშვეობით. „სექსუალუ რი შევიწროებისათვის სუბიექტურობისა და ობიექტურობის ტესტს, რომელშიც სუბიექტუ რობის კომპონენტი არის შემავიწროებლის დამოკიდებულება მისი ქცევის მიმღებლობა სთან დაკავშირებით, ხოლო ობიექტურობის კომპონენტი კი ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იქნებოდა კონკრეტული ქცევა მიღე ბული, გონივრულობის ფარგლებში, მესამე პირის მიერ.
×
Ontario Human Rights Commission 2013. Policy on pre venting sexual and gender-based harassment, Burden of Proof, Evidentary Issues, https://www.ohrc.on.ca/en/policy-preventing-sexual-and-gender-based-harassment-0 [ბოლო წვდომა: 10.02.2022]
სექსუალური შევიწროება შეიძლება განხორციელდეს, როგორც განზრახ, ის გაუფრ თხილებლობით, კერძოდ: შესაძლოა შემა ვიწროებელი მიზნად ისახავდეს ადრესატის ღირსების შელახვას ან შესაძლოა შემავიწ როებელი ადრესატის ღირსების შელახვას საერთოდ არ ისახავდეს მიზნად, თუმცა, ად რესატში შემავიწროებლის ქცევამ გამოიწვი ოს ღირსების შელახვა. ორივე შემთხვევაში სახეზე იქნება სექსუალური შევიწროება.
ზოგადად სექსუალური შევიწროება უარყოფით გავლენას ახდენს მსხვერპლზე, მსხვერპლს უჩნდება შიში იმ ადგილის მიმა რთ, სადაც სექსუალური შევიწროების მსხვე რპლი გახდა, მისი ღირსება შელახულია და ამ დროს ყველანაირად ცდილობს არ მოხ ვდეს სამართალდარღვევის განხორციელე ბის ადგილას, ფაქტობრვად იცვლის ცხოვრე ბის წესს.
ღირსების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია პირის მიმა რთ განხოციელებული სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც ამ უკანასკნელისთვის არასა სურველია, შეფასდეს, როგორც გაუგებრობა, „კომპლიმენტის“ თქმა ან სხვა შემთხვევითობა.
2.1.2.3. სექსუალური ხასიათის ქცევა ადრესატისთვის უნდა ქმნიდეს დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ან ღირსების შემლახველ გარემოს
ქართული კანონმდებლობა სექსუალური შევიწროების ქმედების რამდენიმე ალტერნა ტიული შედეგის დადგომის შესაძლებლობას ითვალისწინებს, კერძოდ: ქმედებამ ადრესა ტს უნდა შეუქმნას დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან/და ღირსების შემლახავი გარემო. ფაქტობრი ვად ამ ქმედების განხორციელების შედეგად მსხვერპლს არ აქვს სურვილი იმ ადგილზე იმყოფებოდეს, სადაც მის მიმართ სექსუალუ რი ხასიათის ქმედება განხორციელდა
დამაშინებელი იქნება ისეთი გარემო, ს დაც მსხვერპლს გაუჩნდება ყოფნის შიში. მაგ.: სკვერი, პარკი, სადაც შემავიწროებელი იმყოფება, მსხვერპლს უჩნდება შიში, რომ მის მიმართ გაგრძელდება სექსუალური ხასიათის ქცევა, ასევე, აქვს შიში, რომ შეიძლება ქმედება სხვა უფრო მძიმე ფორმაში, მაგალითად გაუპატიურებაში გადაიზარდოს. შიშის გამო ის ტოვებს შემთხვევის ადგილს და ცდილობს შეხება არ ჰქონდეს მასთან.
მტრულია გარემო, სადაც სექსუალური შევიწროების ფაქტის გამო მსხვერპლის მიმართ ცუდად არიან განწყობილნი გარშემომყოფ ნი. მაგ.: შემსწრე პირები მას ადანაშაულე ბენ (სიტყვიერად ან/და არა არასიტყვიერად) მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაში სხვადასხვა მიზეზის გამო, გა მოთქვამენ მოსაზრებას, რომ სწორედ მსხვე რპლის „მაპროვოცირებელი“, „გამომწვევი“ ჩაცმულობა გახდა მის მიმართ ამგვარი ქმე დების განხორციელების საფუძველი. ასეთ გარემოში მსხვერპლი თავს ვერ გრძნობს დაცულად, ეშინია იქ ყოფნა, მიაჩნია, რომ იქ მყოფი პირები უარყოფითად არიან მის მი მართ განწყობილებები და მას ადანაშაულე ბენ მომხდარში, შესაბამისად, მსხვერპლს არ უნდა ამ გარემოში ყოფნა.
დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან ღირსების შემლახველი იქნება გარემო, სადაც მსხვერპლი თავს იგრძნობს დამცირებულად, შეურაცხყოფილად, ღირსებაშელახულად. გარემო, სადაც მსხვერპლი თავს დამცირებუ ლად გრძნობს მომხდარის გამო, მისთვის იქ დარჩენა იწვევს დამცირებას და აღნიშნული დან გამომდინარე ტანჯვის განცდას. ამგვარ გარემოში მსხვერპლი ვერ ჩერდება, ეს დაკა ვშირებულია მის განცდებთან, მსხვერპლი მი იჩნევს, რომ ქმედება, რომელიც მის მიმართ განხორციელდა, ლახავს მის ღირსებას, მის პიროვნებას და ყველანაირად ცდილობს გა ნერიდოს ამ გარემოს. მართალია ქმედების შემადგენლობაში აღნიშნული შედეგები ალტერნატივების სა ხით არის ჩამოთვლილი, თუმცა ეს არ გა მორიცხავს რამდენიმე შედეგის კუმულაცი ურ არსებობას. სექსუალურმა შევიწროებამ მსხვერპლს შეიძლება შეუქმნას როგორც და მაშინებელი, ისე მტრული, შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი ან/და დამამცირებელი გარემო. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სექსუალური შევიწროება ყოველთვის იწვევს პირის ღირსების შელახვასა და და მცირებას. განსაკუთრებით, თუ სექსუალური შევიწროება გამოხატულია ინტიმურ ადგი ლებზე ფიზიკური შეხებით.
×
სახალხო დამცველი (2020, 13 აპრილი). რეკომენდაცია სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ, გვ.12 https://www.ombudsman.ge/res/ docs/2020041612511084117.pdf [ბოლო წვდომა: 10.02.2022]
აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში, სექსუალური შევიწროების განხორციელების შედეგად, მსხვერპლი აღმოჩნდება ისეთ გა რემოში, სადაც მას არ სურს ყოფნა და მისი პირველადი მოთხოვნილება ამ დროს არის ის, რომ განერიდოს ამ გარემოს და თავი უკეთ იგრძნოს.
2.1.3. სექსუალური შევიწროების ობიექტური ელემენტები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვე ვათა კოდექსით გათვალისწინებულ სექ სუალურ შევიწროებას გარდა სუბიექტური ელემენტებისა, აუცილებელია თან ახლდეს ობიექტური ელემენტებიც, კერძოდ: სახეზე უნდა იყოს სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც განხორციელდა საზოგადოებრივ ადგილას და ის მიმართული იყო კონკრეტუ ლი პირის მიმართ
2.1.3.1. საზოგადოებრივი ადგილი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამა რთალდარღვევათა კოდექსის 1661-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა აუცილებლად უნდა განხორციელდეს საზოგა დოებრივ ადგილას. 2015 წელს ჩატარებული კვლევა ხაზს უსვამს, რომ სექსუალური შევიწროება ძი რითადად ხალხით სავსე სივრცეებში ხდება, „გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესო ბა აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად ისინი შევიწროების ობიექტები გამხდარან ქუჩაში – 44%, ტრანსპორტში – 33%, პარკში – 8% და უნივერსიტეტში – 2%“.
×
ახობაძე, ქ., (2015). სექსუალური შევიწროება – ქა ლთა უჩინარი დისკრიმინაცია, კვლევის ანგარიში, თბილისი, ქალთა ფონდი საქართველოში, გვ. 116.
არცერთი საკანონმდებლო აქტი არ იც ნობს საზოგადოებრივი ადგილის განმარტე ბას, თუმცა არსებობს განსაზღვრული კრიტე რიუმები, რომლებიც მხედველობაში მიიღება ამა თუ იმ სივრცის საზოგადოებრივი ადგი ლისადმი კუთვნილების განსაზღვრისათვის. ”საჯარო ადგილი ან სივრცე” ნიშნავს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ პეიზაჟებს, სტრუქტურებს და ინფრასტრუქტურას. სა ზოგადოებრივი ადგილები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ პარკებით, პლაზებით, ქუჩებით და სხვა სივრცით.
×
Burgess S., (2016). RESULTS ANNUAL TOWN MEETING May 2, 4, 9, 11, 16, 18, 23, 25 & June 6, 2016, P. 8, https://amherstma.gov/DocumentCenter/ View/34714/2016-ATM-Results---UNOFFICIAL?bidId. [ბოლო წვდომა: 10.02.2022]
საკითხის შესწავლის კუთხით, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტება, რომლის თანახმადაც: “ბრალდებულის ეზო, რომლის დანახვაც შესაძლებელი იყო როგო რც დაზარალებულისათვის, ასევე გზიდან, მი ჩნეულ იქნა საზოგადოებრივ ადგილად.
×
საქართველოს უზენაესი სასამართლო (2020, 2 თებერვალი). სტამბოლის კონვენციის 34-ე მუხლის (ადევნება) სასამართლო პრაქტიკა, გვ. 37, https:// www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/adevneba. pdf [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში სა ზოგადოებრივ ადგილად, საჯარო სივრცედ მხოლოდ ქუჩა განიმარტება. ერთ-ერთი გან მარტების თანახმად “ქუჩაში შევიწროება ქა ლის ან ქალების მიმართ უცხო კაცის ან კაცე ბის მიერ ხორციელდება, რომლებიც ერევიან ან ცდილობენ ჩაერიონ ქალის პირად სივ რცეში ისეთი ქცევით, რომელიც არის ქალი სათვის არასასურველი.
×
Bowman G., (1993). Street harassment and the infor mal Ghettoization of Women, Harvard Law Review Vol. 106, No. 3, https://www.jstor.org/stable/1341656?origin=crossref [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
მიუხედავად საზოგადოებაში დამკვირდე ბული ამგვარი არასწორი განმარტებისა, სა ზოგადოებრივი ადგილად უნდა ჩაითვალოს ისეთი საჯარო ადგილი და სივრცე, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა. თავის მხრივ, ასეთი სივრცე შესაძლოა იყოს ღია, დახურული ან/და ვირტუალური. ღია საზოგადოებრივი სივრცე, ადგილი შე იძლება იყოს: ქუჩა, ეზო, სტადიონი, სკვერი, პარკი, ნებისმიერი დაწესებულების ეზო ან/და სხვა გარე ტერიტორია. დახურული საზოგადოებრივი სივრცე, ადგილი შეიძლება იყოს: კაფე, რესტორა ნი, თეატრი, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმო და სხვა. მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ დახურულ საზოგადოებრივ სივრცეს განეკუთვნება ნებისმიერი სახის სა ზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსი, მე ტრო, სადგურების შიდა ტერიტორია და სხვა. ვირტუალური საზოგადოებრივი სივრცე, ადგილი შეიძლება იყოს – სოციალური ქსე ლები (facebook,; Messenger და ა.შ) ინტერნეტ სივრცე ( yahoo.com; gmail.com და ა.შ.), ამასთან, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ თუ შემავიწროებელმა სექსუალური ხასიათის შეტყობინება, ვიდეო, ფოტო გაგზავნა ერთი კონკრეტული პირისთვის, პირად შეტყობი ნებაში, ეს ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილზე განხორციელებულ სექსუალურ შე ვიწროებად. ვირტუალურ საზოგადოებრივი სივრცე სთან დაკავშირებით სახალხო დამცველი გა ნმარტავს, რომ: „ საზოგადოებრივი ადგილის განმარტებისას, გვერდს ვერ ავუვლით, სხვა დასხვა სოციალურ სივრცეში გამოკვეთილ სექსუალურ შევიწროებას. დღესდღეობით, არსებობს მოსაზრება, რომ ვირტუალური სივ რცეები, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერ ნეტის მეშვეობით, ახალი ტიპის საჯარო სივ რცეა.
×
სახალხო დამცველი (2021, 24 იანვარი). პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ, 2020 წელი, გვ. 15, https://www.ombudsman. ge/geo/sakhelmdzghvaneloebi-da-kvlevebi/praktikulisakhelmdzghvanelo-seksualuri-shevitsroebis-shesakheb [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
2.1.3.2. სექსუალური შევიწროების ადრესატი
სექსუალური შევიწროება ხორციელდება კონკრეტული პირის მიმართ, ქმედებას უნდა ჰყავდეს კონკრეტული ადრესატი. იმ შემთხვე ვაში თუ სექსუალური ხასიათის ქცევა, მაგა ლითად გაშიშვლება ან გენიტალიების დემო ნსტრირება, ხორციელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და ის არ არის მიმართუ ლი კონკრეტული პირის ან პირების მიმართ, აღნიშნული ქმედება ვერ ჩაითვლება სექსუა ლურ შევიწროებად, ასეთი ქმედებისათვის პა სუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს სასკ-ის 171-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საზოგადოებრივ ადგი ლებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადო ებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის.
სექსუალური შევიწროების ადრესატი შეიძლება იყოს პირი განურჩევლად სქესისა, ასა კისა, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა, ეროვნებისა, რასისა და სხვა მახასიათებლებისა. აღნიშნული ქმედების ადრესატები არ არიან მხოლოდ კონკრეტუ ლი ჯგუფის წარმომადგენლები, ამგვარ ქმე დებას შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიე რი პირი.
2.1.3.3. სექსუალური ხასიათის ქცევა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661-ე მუხლის შენიშვნის თანახმად „ამ კოდექსის მიზნე ბისთვის სექსუალური ხასიათის ქცევად მიი ჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/ და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.”
სექსუალური შევიწროება არის „ნებისმიერი შეურაცხყოფა, შენიშვნა, ხუმრობა, ინსინუ აცია ან კომენტარი პირის ჩაცმულობაზე, გა რეგნობაზე, ასაკზე, ოჯახურ მდგომარეობაზე და ა.შ. ასევე, ქედმაღლური ან მამობრივი და მოკიდებულება, რომელსაც სექსუალური ხა სიათის შედეგები აქვს და ადამიანის ღირსე ბას აკნინებს, არასასურველი შეთავაზება ან მოთხოვნა, რომელსაც თან ერთვის ფარული ან ღია მუქარა, ნებისმიერი უხამსი მზერა ან ჟესტი, რომელიც სექსუალურობასთან არის დაკავშირებული და ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა, შეხება, მოფერება, ჩქმეტა ან ფიზიკური თავდასხმა“.
×
UN 2000. Committee on the Elimination of Discrimination against Women (CEDAW), General Recommendation No. 19: Violence against women, 1992, §17, https://www.un.org/womenwatch/daw/cedaw/recommendations/recomm. htm#recom19 [ბოლო წვდომა: 22.02.2022]
არსებული რეგულაცია არ შეიცავს სექსუალური ხასია თის ქცევის ამომწურავ ჩამონათვალს, რაც მართებულად უნდა შეფასდეს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუა ლურად უნდა შეფასდეს აქვს თუ არა ადგილი სექსუალური ხასიათის ქცევას. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად, სექსუალური შევიწ როება მრავალი ფორმით შეიძლება იქნეს განხორციელებული მათ შორის: სიტყვიე რად ან არასიტყვიერად, ან ფიზიკური ქცე
ვით. ამასთან, აღნიშნული ქმედებები ადრესატისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და ლახავდეს მის ღირსებას.
×
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2017, 19 აგვისტო). ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, https://matsne.gov. ge/ka/document/view/3789678?publication=0 [ბოლო წვდომა: 22.02.2022].
სექსუალურ შევიწ როებად უნდა ჩაითვალოს ასევე მითითებები გარეგნობაზე, სხეულის ნაწილებზე, ზეწოლა სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით და სხვა.
×
UN 2010. What is Sexual Harassment? P. 1-2, https:// www.un.org/womenwatch/osagi/pdf/whatissh.pdf [ბოლო წვდომა: 10.02.2022]
არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა შესაძლოა განხორციელდეს სოცია ლურ ქსელშიც, რისი ნათელი მაგალითი შე იძლება იყოს საჯაროდ (როცა კომენტარი ხელმისაწვდომია 2-ზე მეტი პირისათვის) სექ სუალური ხასიათის კომენტარის დაწერა, ან მსგავსი შინაარსის ვიდეოს გაგზავნა (ხმო ვანი შეტყობინების სახით) და სხვა. ყველა შემთხვევაში სექსუალური ხასიათის ქცევაზე წვდომა ორ ადამიანზე მეტს უნდა ჰქონდეს, რომ ეს ადგილი შეფასდეს საზოგადოებრივ ადგილად. სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმასა ან/და მიმართვაში იგულისხმება სიტყვიერი ფორმით სექსუალური ხასიათის ქცევის გა ნხორციელება, სექსუალური კომენტარები პი რის ანატომიის ან ფიზიკური მახასიათებლის შესახებ და სხვა.
×
UN 2010. What is Sexual Harassment? P. 2, https:// www.un.org/womenwatch/osagi/pdf/whatissh.pdf [Last Seen:10.02.2022]
სექსუალური ფრაზების თქმა/მიძახება, კომენტარები, ფრაზები პირის სხეულის ფორმების, გარეგნობის, სექსუალუ რი ორიენტაციის, გენდერული იდენტობის შე სახებ (მაგალითად: „რა სექსუალური მკერდი გაქვს“, „რა სურნელოვანი კანი გაქვს“ და ა. შ.). სექსუალური ხასიათის ფიზიკური ქცევა იქნე ბა თვალის ჩაკვრა, კოცნა ან ტუჩების გახვე ვა, სექსუალური ჟესტების გაკეთება ხელით ან სხეულის მოძრაობებით.
×
UN 2010. What is Sexual Harassment? P. 2-3, https:// www.un.org/womenwatch/osagi/pdf/whatissh.pdf [ბოლო წვდომა: 10.02.2022]
მოფერება, ხელის გადასმა, ჩქმეტა, გენიტალიების ჩვენება, გე ნიტალიებით შეხება, სხვა სახის სექსუალური ფიზიკური ქცევა.
ფაქტობრივად სექსუალური ხასიათის ქცევის ამომწურავი ჩამონათვალი არ არსე ბობს, რაც სწორი სამართლებრივი რეგული რებაა, ვინაიდან არ არსებობს იმ ქმედებე ბის ამომწურავი ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც სექსუალური ხასიათის ქცევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფომ სექსუალური შევიწროების ფაქტები საკანონმდებლო რეგულირებას და უქვემდებარა, „ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი გა მოწვევის წინაშე დგას, რომელიც მოიცავს აღსრულების მექანიზმის გაუმჯობესებისათ ვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფას.
×
ბათიაშვილი, ი., (2020). ქალთა მიმართ ძალადობა 21-ე საუკუნის ტელესკოპში. სამართალი და მსო ფლიო, 6(1), გვ. 75, https://doi.org/10.36475/14.1.6>
სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს თა ნასწორობის უფლების რეალიზებას და აღ ნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგა დოების ცნობიერების ამაღლებას.
დასკვნა
სექსუალური შევიწროება არ არის მხოლოდ მსხვერპლის „პრობლემა“. მას უარყო ფითი შედეგები მოაქვს როგორც მსხვერ პლისთვის, ისე საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის. სექსუალური შევიწროების “კომპლიმენტად”, “მოცემულობად” და “ნორ მად” შეფუთვა პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს მსგავსი ქმედებების დაშვებას, გა ზრდას და მისი როგორც მიღებული ქცევის წესად ფორმულირებას. გენდერული დისკრიმინაციის აღნიშნული ფორმა ვნებს არა მხოლოდ მსხვერპლის უფლებებსა და ინტე რესებს, არამედ ქმნის გარემოს, რომელიც ნე ბისმიერი პირისთვის შეიძლება იყოს უფლე ბის შემზღუდავი და დამაზიანებელი. საზოგადოებრივ ადგილებში განხორციე ლებული სექსუალური შევიწროების ის ელემე ნტები, რომლებიც ქართულ საკანონმდებლო ნორმაშია მითითებული, სრულად შეესაბამე ბა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტე ბს, მისთვის დამახასიათებელი მნიშვნელო ვანი ელემენტებია:
აღნიშნული ქმედება ხორციელდება საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
სექსუალური შევიწროება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით (სიტყვიერად, არა სიტყვიერად, ფიზიკურად)
სექსუალური ხასიათის ქცევა აუცილებ ლად მიემართება კონკრეტულ პირს, რომლისთვისაც ეს ქცევა არის არასა სურველი და იწვევს ამ უკანასკნელის დამცირებას, დაშინებას, შეურაცხყო ფას და ახდენს მის ობიექტივიზაციას;
სექსუალური შევიწროება შეიძლება გა ნხორციელდეს სხვა პირებისგან შეუმ ჩნევლად, ან ისეთ საჯარო სივრცეში, სადაც არ იმყოფებიან გარეშე პირები;
ძირითად შემთხვევებში შემავიწრო ებელი არის კაცი, რომელიც არ იც ნობს მსხვერპლს, მსხვერპლი კი არის ქალი.
პირს უფლება აქვს დაცული იყოს სექსუ ალური შევიწროებისაგან როგორც პირად, ისე საჯარო სივრცეში. თუმცა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია, როდესაც საქმე ეხება საჯარო სივრცეში გა ნხორციელებულ სექსუალურ შევიწროებას, ვინაიდან, საჯარო სივრცე უფრო მაღალი დაცულობით ხასიათდება და როდესაც ამ სივრცეში პირს არ გააჩნია სექსუალური შევიწროებისაგან დაცულობის გარანტიე ბი, რა თქმა უნდა აღნიშნული აისახება სა ხელმწიფოს იმიჯზე, მის როლზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და სხვა მნიშ ვნელოვან ფაქტორებზე.
Bibliography:
Legal Acts
Administrative Offences Code of Georgia, (date last edited: 30.12.2021). (In Georgian)
Criminal Code of Georgia, (date last edited: 31.12.2021). (In Georgian)
Law of Georgia on the Elimination of All Forms of Discrimination. (In Georgian)
Researches and Manuals:
Akhobadze, K., Sexual Harassment – Invisible Discrimination against Women, Research Report, 2015 (In Georgian)
Commentaries on crimes against sexual freedom and inviolability, Group Authors, 2020 (In Georgian)
Supreme Court of Georgia (2020, 2 February).Judicial Practice on Article 34 (Stalking) of the Istanbul Convention; (In Georgian)
UN Women Georgia, Workplace Sexual Harassment in the Civil Service in Georgia, 2021 (In Georgian)
Batiashvili, I. 2020. Violence Against Women in the 21st Century Telescope. Law and World, 6(1), pp. 61-67. (In Georgian)
Documents prepared by the Public Defender
Practical Guide on Sexual Harassment, Public Defender, 2020 (In Georgian)
Public Defender’s 2017 Recommendation on Establishing Discrimination on the Basis of Sex Expressed in Harassment and Sexual Harass ment, (In Georgian)
Public Defender’s 2018 Recommendation on Establishing Discrimination on the basis of Sex Expressed in Sexual Harassment, (In Geor gian)
Public Defender’s 2020 Recommendation on Establishing Sexual Harassment, (In Georgian)
Foreign Literature:
Bowman G., (1993). Street Harassment and Informal Ghettoization of Women, Review of Harvard Law, Vol. 106, No. 3. (In English)
Burgess S., (2016) Results of Annual City Meetings, May 2, 4, 9, 11, 16, 18, 23, 25, June 6, 2016. (In English)
UN, What is Sexual Harassment? (Source:Preventing Sexual Harassment (BNA Communications, Inc.) SDC IP .73, 1992 manual). (In English
United Nations Committee on the Elimination of Discrimination against Women (CEDAW), General Recommendation No. 12: Violence Against Women, 1989
UN Committee on the Elimination of Discrimination against Women (CEDAW), General Recommendation No. 19: Violence Against Women, 1992. (In English)
UN Women, Collection of Documents, UN Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women, Optional Protocol to the Convention and General Recommendations, 2018. (In English)
European Commission, Sexual Harassment and Sexual Harassment Legislation in 33 European Countries, 2013. (In English)
European Anti-Discrimination Law Guide, 2018. (In English)
Turkheimer D., Street Harassment as Sexual Subordination: A Phenomenon of GenderSpecific Harm. Wisconsin Women’s Law Journal, 1997. (In English)
Ontario Human Rights Commission, Policy on the Prevention of Sexual and Gender-Based Harassment, Burden of Evidence, Evidence Issues, 2013. (In English)
International Decisions, Recommendations:
udgment of the European Court of Human Rights, ECtHR, v. Slovenia, no. 41107/10, 28/05/2015. (In English)
Human Rights Commission, Willis v. Blencoe, 2001 BCHRT 12 (CanLII). (In English)
The Supreme Court of the United States, Joseph Onkel, petitions against Sundownet’s offshore service. N96-568, 1998. (In English)
Supreme court of the Unated States, Josef Oncale, Petitiones v. Sundownet offshore service. N96-568, 1998. (In English)
Council of Europe Explanatory Report to the Council of Europe Convention on Preventing and Combating Violence against Women and Domestic Violence, 2011. (In English)
Harrison W. Nixon Safety Consulting et al. (N3), 2008 Human Rights Tribunal 462. (In English)