×

Cookie Consent

Digital Object Identifier
Abbreviated Title
Issue

In This Article

    Abstract - Journal Law and World

    Volume 8, Issue 1


    The Essence of the Blockchain Technology Used in the Smart Contract and Legal Problems


    Affiliation: PhD student of the faculty of law at the Caucasus International University, Specialist of the Department of Law and Administration at the Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

    Abstract: Blockchain and its practical realization as cryptocurrency in particular, is the subject of serious discussions both in the world of computer technology and in the financial industry. People who have been able to access the basic aspects of blockchain networking principles are quite quick to conclude that the origin and subsequent development of this technology could significantly change the picture of the modern world. A document created by Satoshi Nakamoto in 2008 whats more, the Bitcoin project was the first practical implementation, based on blockchain technology, which turned out to be unnoticed by the world at that time. However, during this period, there were still people who paid their attention to it, it was also because they had a professional interest. However after some time when the society noticed how fast the price of one Bitcoin was rising and reached thousands of dollars they realized that it was not funny and on the contrary had a great future1 . The real representation of interest in blockchain projects started in the first half of 20162 From this period Georgia joins this project and the Public Registry is one of the first to start the land registration through blockchain3 .

    Keywords: Smart contract, Blockchain, Bitcoin


    Language: GE

    Download





    ბლოქჩეინ ტექნოლოგიის ცნება და მისი წარმოშობა

    ბლოქჩეინზე საუბრისას აუცილებელია განვიხილოთ, რაში მდგომარეობს ამ ტექნოლოგიის უნიკალურობა, გავეცნოთ მისი წარმოშობის ისტორიას და დღევანდელ მდგომარეობას, რის გამოც ის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემადგენელ ნაწილად ითვლება. მეცნიერები და ამ და რგში მოღვაწენი ამტკიცებენ, რომ ბლოქჩეინ ტექნოლოგია აღიქმება, როგორც რევოლუ ციური ტექნოლოგია, რომელიც უზარმაზარ გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე მო მდევნო წლებსა თუ ათწლეულებში, შესაბამი სად, ბოლო პერიოდში იგი დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა. ბლოქჩეინზე იწერება უა მრავი წინგი თუ სტატია, სადაც გამოთქმული მოსაზრების მიხედვით იგი ერთ-ერთ ყველა ზე უსაფრთხო სისტემადაა დასახელებული. ბლოქჩეინ ტექნოლოგია ძალიან თამამი ინო ვაციური განაცხადია კაცობრიობის პროგრე სის კუთხით. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბლოქჩეინ ტექნოლოგიის პირველი ძირითა დი გამოყენება იწყება ბიტკოინის შექმნით, რომელიც განეკუთვნება ციფრულ კრიპტოვალუტას და მისი შემოღების თარიღად 2009 წელი სახელდება. ამას შემდეგ მოჰყვა 700-ზე მეტი ვირტუალური და ციფრული კრიპტოვა ლუტა, რომლებიც შექმნილია მსგავსი ტექნო ლოგიების გამოყენებით.
    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ტექნო ლოგიაზე საუბარი ბევრად ადრე იწყება და იგი ასე განიმარტება: კრიპტოგრაფიულად დაცული ბლოკჩეინის ტექნოლოგია, როგო რც რამდენიმე დოკუმენტის ერთ ბლოკში გა მაერთიანებელი სისტემა. იგი პირველად ჯერ კიდევ 1991 წელს, ჰაბერისა და სტორნეტის მიერ იქნა აღწერილი (Haber; Stornetta; 1991). 2008 წელს ბლოკჩეინის მეშვეობით აღირი ცხებოდა სატოში ნაკამოტოს მიერ შექმნილ კრიპტოვალუტის – ბიტკოინის – ტრანზაქცი ები. ბლოკჩეინი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, სადაც თითოეული ბლოკი შეიცავს წინა ბლოკთან დამაკავშირებელ ნიშანს და დაცუ ლია კრიპტოგრაფიულად. ბლოკჩეინის შემ სწავლელი კვლევითი ინსტიტუტის (Institute for Blockchain Studies) მკვლევარი მელანი სვონი განმარტავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კლასიფიკაციას მისი გამოყენების სამი სფეროს მიხედვით:
    1. ბლოქჩეინი არის ვალუტა (კრიპტოვალუტა), რომელიც გამოიყენება ოპერაციებში, რომლებსაც კავშირი აქვს ფინანსურ ტრანსაქციებთან (მაგალითად,ფულადი გზავნილები და ციფრული გადახდის სისტემები);
    2. ბლოქჩეინი მოიცავს ფინანსური ბაზრის სფეროში განხორციელებულ ოპერაციებს სხვადასხვა სახის ინსტრუმენტის (აქციები, აქტივები, ობლიგაციები)გამოყენებით;
    3. ბლოქჩეინი გულისხმობს ოპერაციებს,რომელთა დანიშნულებაც ვრცელდება არა მხოლოდ ფინანსური ტრანზაქციებზე, არამედ ისეთ სფეროებზეც, როგორიცაა: განათლება, მეცნიერება,ჯანდაცვა, საჯარო მმართველობა დასხვა.
    შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლოკჩეინი არის მონაცემთა სპეციალური ტიპის ტრუქტურა (ანუ მონაცემთა ბაზა), რო მელშიც მონაცემები დგინდება და თანმი მდევრულად იქმნება ბლოკები. მონაცემთა თითოეული ბლოკი მოიცავს მონაცემების მცირე ნაწილს, რომელიც ამოწმებს წინა ბლოკის შინაარსს. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლოკჩეინი არსები თად არის ჩანაწერების განაწილებული მონა ცემთა ბაზა, ყველა გარიგების ან ციფრულ მოვლენის ელექტრონული ჟურნალი, რომე ლიც შესრულებულია და ნაწილდება მასში მონაწილე მხარეებს შორის, შესაბამისად, თითოეული გარიგება დასტურდება ამ ელექტ რონულ ჟურნალში, სისტემაში მონაწილეთა უმრავლესობის თანხმობით, რაც ხორციე ლდება ელექტრონული ხელმოწერით. ამის შედაგად ვღებულობთ ასეთ სურათს: შეყვანილი მონაცემების წაშლა გახდება სრულიად შეუძლებელი და შესაბამისად, ნებისმიერი განხორციელებული ქმედება იქნება უსაფრ თხო. ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ მიერ ბლოქჩეინ ტექნოლოგიით განხორციე ლებული პროცედურა არ წარმოდგენს არანა ირ საფრთხეს კონტრაქტში მონაწილე პირე ბისათვის.
    ბლოქჩეინი ორი ტიპის არსებობს: ღია და დახურული ბლოქჩეინი. მოკლედ რომ განვ საზღვროთ, ღია სისტემაში იგულისხმება სა ზოგადოებრივი ქსელი, რომელიც ინარჩუნე ბს ოპერაციების უცვლელ ჩანაწერს. ყველას შეუძლია გამოაქვეყნოს გარიგება და მონაწილეობა მიიღოს ქსელში გამოქვეყნებული წესების დაცვით. მაგ. ბიტკოინის ბლოქჩეინი არის ღია, რაშიც იგულისხმება, რომ ნებისმი ერ ადამიანს შეუძლია ბიტკოინის ყიდვა, მი სით ვაჭრობა და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ოუფენ სორსი, რაც ნიშნავს, რომ შეგვი ძლია ამ ბიტკოინის ბლოქჩეინის კოდი ვნა ხოთ და შემდეგ ავაწყოთ იგივენაირი ნების მიერი კრიპტოვალუტა.
    რაც შეეხება დახურულ ბლოქჩიენს, ჯერჯერობით იგი ხშირად არ გვხვდება, მის გა მოყენებას კომპანიები მომავალში აპირებენ. დახურული ბლოქჩიენი მეწარმეობის ბიზნე სის მაგალითის საფუძველზე განვიხილოთ. ვთქვათ, ვაწარმოებთ, პირობითად, ტრაქტო რებს. ვიცით, რომ ეს პროცეს მრავალფაზია ნია. ამ პროცესისთვის კომპანიები დახურულ ბლოქჩეინს გამოიყენებენ, სადაც მარტივად შეეძლებათ ნახონ, სად არის ესა თუ ის ნაწი ლი, რა ფაზაშია და რა ფაზები დარჩა გასა ვლელი. ჯერჯერობით, მისი დაყენებისაგან კომპანიები თავს იკავებენ, ვინაიდან იგი ძა ლიან ძვირი ტექნოლოგიაა და, ზოგადად, მსოფლიოში მისი აწყობის არცთუ ისე ბევრი სპეციალისტი არსებობს. უნდა აღინიშნოს
    რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ბლოქჩეინის გამოყენებით მიწის რეგისტრაცია დაიწყო. სწორედსაჯარო რეესტრმა ჩაუყარა მას საფუძველი.„იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენებისკუთხით ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა, 2016წელს მან პირველი საცდელი პროექტი დანერგა, რამაც გაამართლა, ხოლო 2017 წლიდანსაჯარო რეესტრი Bitfury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს, რაც საცდელი პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედე-ბას, ბლოქჩეინისა და სმარტ-კონტრაქტებისდანერგვას ითვალისწინებს“.

    ბლოქჩეინ ტექნოლოგიის საკანონმდებლო რეგულირება

    ისევე, როგორც ნებისმიერი განვითარება დი ტექნოლოგია, ბლოკჩეინი და მისი გამოყე ნება ქმნის ახალ გამოწვევებს რეგულირების თვალსაზრისით. ჩვენი მარეგულირებელი სისტემების სამომავლო მიზანშეწონილობის უზრუნველყოფა მთავრობისთვის მთავარი გამოწვევაა, ზოგადად, რეგულირებაზე რომ ვისაუბროთ, აუცილებელია იგი განვმარტოთ ასეთი ფორმით: ბლოკჩეინის სისტემები მუ შაობს მხარეთა ურთიერთქმედების ხელშე საწყობად. მრავალ ბლოკჩეინ სისტემაში ეს მხარეები ინკოგნიტოდ რჩებიან და მათი გა მოყენებისთვის არ სჭირდებათ დამოწმებული პირადობა. ზოგიერთ ბლოკჩეინ სისტემაში ითხოვენ გარიგების მონაწილე მხარეთა ვი ნაობის გამხელას, მაგრამ მხარეები შეიძლე ბა ანონიმური დარჩნენ სხვა მომხმარებლე ბისთვის. ეს ხელს შეუწყობს თაღლითობისა თუ კიბერდანაშაულის შემცირებას და გაზ რდის საქმიანობის დიაპაზონს, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლოკჩეინი.
    როდესაც ბლოკჩეინ სისტემას სჭირდება გადამოწმებული პირადობები, მას შეუძლია შექმნას პირადობის გადამოწმების საკუთარი მეთოდი ან ჰქონდეს დამოწმებული პირადო ბის საიმედო მიმწოდებლებისგან წვდომა. ეს სისტემები ახორციელებს სხვისი პირადობის გადამოწმებას და შემდეგ შეუძლია დაადა სტუროს, რომ პირმა დაადასტურა მათი პირა დობა ბლოკჩეინ სისტემაში. ეს საშუალებას მისცემს ბლოკჩეინ სისტემას, დაადასტუროს პირების პირადობის ნამდვილობა და, საჭი როების შემთხვევაში, გადასცეს გადამოწ მებული პირადი ინფორმაცია ტრანზაქციის სხვა მხარეებს. პირის იდენტიფიკაციასთან ერთად, ასევე, აუცილებელია კონფიდენცი ალურობის დაცვა, რაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ბლოქჩეინის შემთხვევაში. ამაში ის იგულისხმება, რომ დეიდენტიფიკაციისა და ფსევდონიმების გამოყენება სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დავიცვათ ბლოკჩეინის მომხმარებლის კონფიდენცია ლურობა, რადგან თუ ბლოკჩეინზე არსებული ეს იდენტიფიკატორები დაუკავშირდებიან მათ უკან მდგომ რეალურ ადამიანებს, მათი ყველა გარიგება და მონაცემები შეიძლება საჯაროდ ნახონ ბლოკჩეინის წიგნზე (ჟურ ნალზე).
    ეს არის საკითხი, რომელიც განიხილა ვს სტანდარტიზაციის სამუშაოების ნაწილს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგა ნიზაციაში (ISO). ბლოკჩეინის სისტემები უზ რუნველყოფენ დაცვას კრიპტოგრაფიისა და მონაწილეთა კონსენსუსის საშუალებით, ცენტრალური ორგანოს საჭიროების გარე შე. ბლოკჩეინის წიგნების მონაცემები უც ვლელია, რაც ნიშნავს, რომ მათი შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია მაშინაც კი, თუ რაიმე არასწორი ან თაღლითურია. ამიტომ აუცი ლებელია სისტემების დანერგვა მონაცემთა სიზუსტის მაქსიმალურად გაზრდისა და თა ღლითობის თავიდან ასაცილებლად. ბლო კჩეინის მომხმარებლებს სჭირდებათ ნდობა იმის შესახებ,
    • თუ საიდან მოდის მონაცემები ბლოკჩე-ინში (ანუ მისი წარმოშობა)
    • რომ მონაცემები ზუსტია, ყოველგვარი შემთხვევითი ან განზრახ შეცდომების გარეშე (მისი მთლიანობა);
    • რომ არსებობს შესაბამისი სისტემები მონაცემთა შეყვანის სამართავად
    ამ ამოცანის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა იმის კლასიფიკაცია, თუ რამდენად სანდოა მონაცემთა წყარო. საიმედო წყაროებიდან მიღებული მონაცემები შეფასებულია, როგო რც მაღალი დონის, ნაკლებად საიმედო წყა როებიდან მიღებული მონაცემები კი – დაბა ლი დონის სანდოობის მქონე. მიუხედავად სახელწიფოსა და ბლოქჩეინის ურთიერთო ბებში დადებითი ძვრებისა, ამ სფეროში ისევ მრავალი გადაუჭრელი პრობლემაა, რომე ლიც საშუალებს არ იძლევა გადავიდეთ კრიპ ტოგარემოსადმი სარეგულაციო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ერთ-ერთი მთავარი სირთუ ლე, როგორც უკვე აღინიშნა, ბლოქჩეინში ფინანსური ტრანზაქციების ანონიმურობაა და სანამ პროექტების შემმუშავებლები ფინა ნსური ნაკადების დეანონიმიზაციის რეგულა ტორებისათვის მისაღებ ფორმებს შემოგვთა ვაზებენ და, ასევე, მსგავსი ქსელების წევრთა იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ ინფრა სტრუქტურებს შექმნიან, სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე საუბარი ზედმეტია. იმისგან დამოუკიდებლად, ბლოქჩეინ ტექნოლოგია რამდენად ჩაითვლება პროგრესულად, ერო ვნული მთავრობები არ იჩქარებენ მისი მასო ბრივი დანერგვისა და გამოყენების მხარდა ჭერას, ყოველ შემთხვევაში იმ მომენტამდე მაინც, სანამ მასზე აგებული პროექტები დააკ მაყოფილებს სტანდარტულ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომელსაც ჩვეულებრივ ფინან სური ინდუსტრიის წევრები უყენებენ. როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნეთ, ბლო ქჩეინი უნიკალური ტექნოლოგიაა თავისი არსით და შესაძლებლობებით, რაზეც ძა ლიან ბევრი რამ მეტყველებს. ბლოქჩეინ ტექნოლოგიის რეგულირების საკითხი საი ნტერესო და საკამათოა არა მხოლოდ საქა რთველოში, არამედ ამერიკასა და ევროპის მასშტაბით. მისდამი დიდი ინტერესიდან გა მომდინარე, უპრიანი იქნება განვიხილოთ იგი არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე, არამედ მსოფლიოში არსებულ რეგულაციებსაც გადავხედოთ; ვნახოთ, სად როგორ ხდება მისი რეგულირება და რამდენად მა რტივია ეს პროცესი.
    ბლოკჩეინ ტექნოლოგიის არსში გარკვე ვისთანავე იბადება კითხვა – როგორ შეი ძლება გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე მისი რეგულაცია და საერთოდ შესაძლებე ლია კი ეს? ბლოქჩეინ ტექნოლოგიებთან და კავშირებული ახალი რეგულაციებისა თუ კა ნონების მიღება საკმაოდ რთულ პროცესთან არის დაკავშირებული. მთავარი პრობლემა გასაგებია: წარმოუდგენელია ერთი სახელ მწიფოს მხრიდან ისეთი სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება, რომელიც მის ფარგლებს სცილდება როგორც არსით, ასე ვე მისი ფაქტობრივი მდგომარეობით. ნათე ლია, რომ ახალი ინტერნეტ ტექნოლოგიების გაჩენამ სრულიად შეცვალა თანამედროვე სამართლის გაგება. ამიტომ ბლოქჩეინ რე გულაციებზე საუბარი მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება.
    ბლოქჩეინ ტექნოლოგიების გაჩენის მთა ვარი მიზანი მაინც კრიპტოგრაფიული ვა ლუტის შემოღებაა. ცნობილია, რომ თანა მედროვე კრიპტოვალუტების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ბლოქჩეინ ტექნოლო გიებს იყენებს. შესაბამისად, ბლოქჩეინის სა მართლებრივი რეგულირება მთლიანად ან ნაწილობრივ უკავშირდება ბიტკოინის, ეთე რიუმის, და სხვა, არსით მსგავსი თუ ოდნავ განსხვავებული, კრიპტოვალუტების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულ შეზღუდ ვებსა თუ რეგულაციებს.
    განვიხილოთ ბლოქჩეინ ტექნოლოგიის რეგულირების საკითხი როგორც საქართვე ლოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, რათა შევძლოთ ნახვა და გაანალიზება, თუ რას ენიჭება უპირატესობა სხვა ქვეყნებში, რა არის მათი მთავარი სათქმელი და მიზა ნი, რის გამოც კარგი იქნება ბლოქჩეინ ტექ ნოლოგიის საკანონმდებლო დონეზე რეგუ ლირება. დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მიწის რეგის ტრაცია მოახდინა აღნისნული ტექნოლოგი ით და ფაქტია, რომ ამან გაამართლა. დიდი ხანია, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა სახელწიფომ თავი და იმკვიდროს, როგორც ლიდერმა ქვეყანამ სა ხელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში, ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
    2016 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ მა სააგენტომ, ტექნოლოგიური განვითარე ბის სამომავლო გეგმის შესაბამისად, ბლო კჩეინის სისტემის კვლევა დაიწყო. კვლევის წამოწყების ინიციატივა მონაცემების უსა ფრთხოების დაცვის უზრუნველყოფით იყო განპირობებული. ამ პერიოდისათვის როგო რც ყველა სტრუქტურაში, არსებული მონაცე მების დაცვა აქაც ტრადიციული კიბერუსაფ რთხოების ზომებით ხდებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში გახშირებული კიბერშეტევების გამო, რომელიც მიმართული იყო როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წინააღმდეგ, საჯარო რეესტრმა საჭიროდ მიიჩნია მოეძებ ნა ისეთი გზა, რომელიც შეამცირებდა აღნიშ ნულს და კიბერშეტევის რისკები იქნებოდა პრაქტიკულად განულებული; ასევე, ეზრუნა თავისი მონაცემების ავთენტურობის დასა ცავად უფრო ნაკლებად ცენტრალიზებული, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდების დანერგვაზე.
    სწორედ ბლოკჩეინი თავისი უნიკალური შესაძლებლობებით არის ერთ-ერთი ასეთი მეთოდი, მისი თანაბარუფლებიანი (peer-to peer) და დეცენტრალიზებული სტრუქტურის წყალობით. გამომდინარე აქედან, დღის წეს რიგში დადგა ბლოკჩეინის სისტემით უძრავი ქონების რეგისტრაციის საკითხი. იდეა მდგო მარეობს იმაში, რომ ყოველი გარიგების შე სახებ ჩანაწერის ბლოკჩეინის საჯაროდ ხელ მისაწვდომ სისტემაში განთავსებით საჯარო რეესტრი შეძლებს უჩვენოს გარიგების მონაწილე მხარეებს, რომ:
    1. ის ქონება, რომლის რეგისტრაციაც სურდათ, ნამდვილად დარეგისტრირ და ბლოქჩეინ სისტემაში (რაშიც იგუ ლისხმება დამოუკიდებელი და განაწილებული მონაცემთა სისტემა, რისი დადასტურებაც მოხდება ახალი ჩა ნაწერების გაჩენით, ეს ჩანაწერი არ იქნება ჩვეულებრივი იმ გაგებით, რომ ჩვეულებრივ ამონაწერში ამოდის პი რების მონაცემები, ხოლო ბლოქჩეინის ამონაწერის შემთხვევაში ამოვა 32-ციფრიანი ჰეშ კოდი, რომელსაც ზუსტად ისეთივე სამართლებრივი ძალა აქვს, როგორც სტანდარტულ ამონაწერს);
    2. ასევე უნდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტსაც, რომ საჯარო რეესტრის მხრიდან შეუძლებელია რაიმე მონაცემების შეცვლა, რადგან ნებისმიერი ქმედება, რომე ლიც დავალების სახით არ აქვს სისტე მას მიცემული, ავტომატურად აისახება ბაზაში.
    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი დაარსდა 2004 წელს და ქვეყანაში ახალი, წარმატებული რეგისტრა ციის სისტემის შექმნის მიზეზი გახდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართვე ლოში უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისკენ. ამასთან, მას სერიოზუ ლი პრობლემები მემკვიდრეობით გადაეცა. რთულმა ვითარებამ აუცილებელი გახადა მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირ ვალე, უსაფრთხო და ერთიანი რეგისტრაციის სისტემის შექმნა. ამ მიზნით განხორციელდა ყოვლისმომცველი ცვლილებები და რეფო რმები სააგენტოში ოთხი ძირითადი მიმართუ ლებით: საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ად მინისტრაციული და ტექნოლოგიური. აქცენტი გაკეთდა რეგისტრაციის პროცედურების გა მარტივებაზე თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით. იუსტიციის სამინისტრო და საჯარო რეე სტრის ეროვნული სააგენტო (NAP) ყოველ თვის ინოვატორები იყვნენ, შესაბამისად, საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლი ოში, რომელმაც დაიწყო ბლოქჩეინ ტექნო ლოგიის გამოყენება საჯარო სერვისებში და ჯერჯერობით იგი იყენებს მას ქონების რე გისტრაციაში. ბევრი ქვეყანა იწყებს ბლო ქჩეინ ტექნოლოგიის შესწავლას კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, მაგრამ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რე იტინგში მოწინავე 5 ქვეყანას შორის არის და წამყვანი პოზიცია აქვს კორუფციის აღ ქმის ინდექსის მიხედვით. ინფორმაცია სა ქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქონების საკუთრების შესახებ არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ინფორმაცია ქონების, მესაკუთრის, ტერიტორიის, საჯარო სამართლის შეზღუდვების შესახებ და ა.შ. აისახება ამონაწერში, რომელიც მათი მთავარი პროდუქტია და რომელიც ხელმი საწვდომია მათ ვებგვერდზე. საჯარო რეე სტრის ამონაწერის მიმართ არსებობს სის რულისა და ნამდვილობის პრეზუმფცია, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაცია სანდოა და ამ ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება ყველა იურიდიული საქმიანობა პიროვნები სა და მისი საკუთრების უფლებების მიმართ და სხვა ორგანიზაციები ასევე იყენებენ ამო ნაწერს, როგორც საკუთრების ან სხვა უფლე ბების დამადასტურებელი საბუთს.
    მას შემდეგ, რაც 2016 წელს განხორციე ლებულმა საცდელმა პროექტმა გაამართლა, 2017 წლიდან საჯარო რეესტრი მეორე ეტაპს იწყებს, რაც საცდელი პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას და სმარტ-კონტრაქტე ბის დანერგვას ითვალისწინებს სმარტ-კო ნტრაქტები კი ბლოქჩეინის გარეშე წარმოუ დგენელია. ასე რომ, თუ ადრე ინფორმაცია საკუთრების შესახებ აბსოლუტურად დაცული იყო ქვეყნის შიგნით, NAPR-ს სურდა, ეს უფრო მეტად დაეცვა საერთაშორისო დონეზე. რა თქმა უნდა, ცენტრალურ სერვერებზე მთე ლი ამ ინფორმაციის შენახვა და მათი ვებგ ვერდზე განთავსება არის დაცვის გარანტია, მაგრამ იმისა გამო, რომ გვინდოდა უსაფრ თხოების უფრო მაღალი დონე გვქონოდა, არჩეულ იქნა Blockchain ტექნოლოგია. არსე ბულ სისტემაზე 2017 წლის 20 თებერვლიდან 2,5 მილიონზე მეტი ამონაწერი უკვე „გაგზა ვნილია“ Blockchain სისტემაში, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ამონაწერს აქვს საკუთარი უნიკალური ჰეშ კოდი. სპეციალური კოდი (Hash) იქმნება თითოეული ამონაწერისთვის, რომელიც ეხება მხოლოდ არსებულ დოკუმე ნტს. ზუსტად ეს კოდი ეგზავნება Blockchain-ს. იდენტური ჰეშები Blockchain of Bitcoin-სა და NAPR ვებსაიტზე ადასტურებს სათაურის ნამ დვილობას.
    კონცეფციის პირველი ეტაპის დასრულე ბის შემდეგ, NAPR გადავიდა Blockchain მიმართულების მე-2 ეტაპის განხორციელებაზე, რომელსაც TRUSTcontracts ეწოდება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა და 2017 წლიდან გახდა ცნობილი, რომ საჯარო რეესტრი უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებდა, რომელიც ნების მიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და უზრუნველყოფს განხორციელებული ტრა ნზაქციების დაცულობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას. პროცესი არის ელექტრო ნული, რაც გულისხმობს ადამიანური რესურ სის ჩაურევლობას, რაც თავისთავად მის და ცულობასა და ხელმისაწვდომობას მოიცავს. ტრანზაქცია, რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება, ხორციელდება ელექტრონული წე სით, რომელიც რამდენიმე ადგილასაა დაცუ ლი“. საჯარო რეესტრი ბლოკჩეინში ოფიცია ლური ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ მონაცემებს გადააგზავნის, რითიც განხორცი ელებული ტრანზაქციის ნამდვილობასა და უტყუარობას დაადასტურებს. ამონაწერის შე სახებ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწ მება ნებისმიერ დაინტრესებული პირისთვის იქნება შესაძლებელი.
    ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალი ზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბა ზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია რო გორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათი ათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმი ერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.
    საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საქა რთველოში ბლოკჩეინის და მსგავსი განაწილებული ტექნოლოგიების შესახებ ცნო ბიერება ჯერ კიდევ დაბალია, როგორც იურისტებისა და კანონშემოქმედების წრეებ ში, ასევე, სამთავრობო უწყებებსა და ზოგა დად საზოგადოებაში. შესაბამისად, გონიერი კონტრაქტების პროექტის განსახორციელებ ლად აუცილებელი სამართლებრივი ბაზის მოსამზადებელი გეგმა უნდა იყოს მარტივი და გასაგები, ეფუძნებოდეს ქართული კანონმდებლობის მთავარ პრინციპებს და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მოქმედებდეს არსებული კანონების, რეგულაციების გამო ყენებითა და უწყებების ჩართულობით. საჯარო რეესტრისთვის განსაკუთრებული ინტერესის შემცველია შემდეგი სამართლებ რივი საკითხები:
    • მხარეების იდენტიფიცირება და საკუთრების უფლების დადასტურება;
    • ქმედუნარიანობა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დაცვა;
    • იმ საკითხებზე მუშაობა, რომელიც განეკუთვნება დახურული კატეგორიის საქმეებს (მაგალითად, შვილად აყვანა);
    • მომხმარებელთა დაცვა,
    • პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომაზე;
    • დავების მოგვარება.
    ასევე კარგი იქნება ვისაუბროთ დავებზე, რომლიც შეიძლება წარმოიშვას როგორც სტანდარტული ხელშეკრულების (რომელ საც სამოქალაქო კოდექსში ვხვდებით), ასე ვე ბლოქჩეინისა და გონიერი კონტრაქტების გამოყენების შემთხვევაში. დავიწყოთ იმით, რომ სტანდარტული კონტრაქტის შემთხვევა ში მხარეებს უწევთ იმის მტკიცება, თუ რაზეა კონკრეტული დავა და რა შედეგამდე უნდათ მისვლა. გონიერი კონტრაქტის შემთხვევაში კი ზოგჯერ იმის მტკიცებაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, საერთოდ არის თუ არა სა დავო კონკრეტული საკითხი ან რა ნაწილში. რაც შეეხებბა უცხოურ პრაქტიკას, ბლოქჩეი ნი ბევრად აქტუალურია. საქართველოსთან შედარებით, საზღვარგარეთ ამ სისტემას იყე ნებენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა Amazon, google და სხვ. მაგალითად, ბრიტანეთი დიდ პოტენცია ლს ხედავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. 2016 წელს ბრიტანეთის მთავრობის უფროსმა მრჩეველმა სამეცნიერო საკითხებში წარა დგინა მოხსენება, სადაც საუბარი იყო ტექ ნოლოგიის პოტენციალსა და მნიშვნელობაზე როგორც კერძო, აგრეთვე საჯარო სექტორში. პირველ რიგში, ამ ტექნოლოგიის გამოყენე ბით სახელმწიფოს შეუძლია თავისი სერვისე ბი უფრო ეფექტური და მოქალაქეებისათვის
    ხელმისაწვდომი გახადოს, აგრეთვე, ხელიშეუწყოს განვითარებაში სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მცირე თუ უკვე ფეხზე მდგარ ბიზნესს. ბრიტანეთის სახელმწიფოს ციფრული სერვისები მუშაობს იმაზე, რომ პროცესებში გამოყენებულ იქნას ბლოკჩე ინ ტექნოლოგიები. სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ დანერგოს ამ სახის ტექნო ლოგიები, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ისეთი პრობლემები, როგორიცაა: მასშტაბურობა, პირადი მონაცემების დაცულობა და გასაა ზრებელია სოციალური თუ ეთიკური შედეგე ბი, ფინანსური საკითხები. აშშ-შიც აქტიურად მიმდინარეობს ბლო კჩეინ ტექნოლოგიების დამკვიდრება და ხელ შეწყობა, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ლობისტური ჯგუფები. „ბლოკჩე ინის ასოციაცია“ წარმოადგენს ბლოკჩეინის ტექნოლოგიით დაკავებული ბიზნესებისა და ინვესტორების ინტერესების დამცველ ლო ბისტურ ორგანიზაციას ვაშინგტონში, რომ ლის დამფუძნებლებიც წამყვანი კრიპტოვა ლუტების ბირჟები და ინვესტორები არიან. ბლოკჩეინის ასოციაციის მთავარი მიზანია, გახდეს ვაშინგტონში პოლიტიკის საკითხებ ში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის საუკეთესო ლობისტური ორგანიზაცია. ასოციაციის პირ ველი პრიორიტეტი აშშ-ის საგადასახადო კო დექსით კრიპტოვალუტების დაბეგვრის საკი თხებზე განათლების გავრცელებაა (mybitcoin. ge). შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტები დიდ ყურადღებას იქცევს როგორც ფედერა ლურ, ასევე შტატების მთავრობებში. ფედერა ლური მთავრობის ძირითადი აქცენტი გა კეთდა ადმინისტრაციულ და სააგენტოების დონეზე, ფედერალურმა სააგენტოებმა და პო ლიტიკურმა სახეებმა შეაქეს ეს ტექნოლოგია როგორც აშშ-ის სამომავლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. აშშ-ს ესაჭიროება წამყვანი როლი შეინარჩუნოს ტექნოლოგიის განვითარებაში. ბევრმა სააგენტომ აღიარა გადაჭარბებული რეგულირების საფრთხე და მოუწოდებს მთავრობას – მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოეთში ტექნოლოგიაში ინვესტიციების განხორციელებას. რამდენიმე შტატის წა რმომადგენლობისაგან იყო შეთავაზება, რომ მიეღოთ კანონები, რომლებიც გავლენას მო ახდენდა კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე, უმეტესწილად, საქმიანობა ხორციელდება საკანონმდებლო ორგანოებ ში. ზოგადად, სახელმწიფო დონეზე რეგული რების ორი მიდგომა არსებობს. ზოგიერთმა ქვეყანამ სცადა ტექნოლოგიის პოპულარი ზაცია ძალიან ხელსაყრელი რეგულაციების მიღებით, კრიპტოვალუტის გათავისუფლებით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კანონ მდებლობისგან ან ფულის გადაცემის წესდე ბისგან. ამ სახელმწიფოებს იმედი აქვთ, რომ გამოიყენებენ ინვესტიციებს ტექნოლოგიაში ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებისა და საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობე სების მიზნით.
    ასეთი მიდგომის მაგალითია ვაიომინგის შტატი (აშშ), სადაც ცოტა ხნის წინ საკანონ მდებლო ორგანომ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ახალი ტიპის ბანკის ან სპეცია ლური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესე ბულების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ახალი ტიპის ბანკი იმოქმედებს როგორც თა ვისუფლების აღკვეთის, ასევე ფიდუციარული შესაძლებლობების შესაბამისად და მიზნად ისახავს, რომ ბიზნესმა უსაფრთხოდ და კანო ნიერად შეძლოს ციფრული აქტივების დაცვა. კოლორადოს შტატმა მიიღო ორპარტიული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კრიპ ტოვალუტა თავისუფლდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების რეგულაციიდან. ოჰა იო გახდა აშშ-ის პირველი შტატი, რომელმაც დაიწყო გადასახადების მიღება კრიპტოვა ლუტით. ოკლაჰომში წარადგინეს კანონპრო ექტი, რომლის თანახმად, კრიპტოვალუტის გამოყენება, შეთავაზება, გაყიდვა, გაცვლა და მისი მიღება ხდება ფულადი ღირებულების ინსტრუმენტად მის სამთავრობო უწყებებში; მეორე მხრივ, აიოვამ შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც უკრძალავს სახელმწიფო და პოლიტიკურ ქვედანაყოფებს კრიპტოვალუ ტების სახით გადასახადის მიღებას. არიზო ნაში მიღებულია კანონპროექტი, რომელიც ცნობს ბლოკჩეინის ხელმოწერებს და ჭკვიან კონტრაქტებს. მისი მიზანია ბლოკჩეინზე და ჭკვიან კონტრაქტებზე ხელმოწერების დაფიქ სირება – თვითგამორკვევის კოდების ნაწილი სახელმწიფო კანონის შესაბამისად. კერძოდ, კანონპროექტი მიზნად ისახავდა ამ ტიპის ჩანაწერების გაკეთებას „ელექტრონულ ფორმა ტად და ელექტრონულ ჩანაწერად“. ტექსტში განმარტებულია, რომ „ ხელმოწერა, რომელიც უზრუნველყოფილია ბლოკჩეინის ტექნოლო გიით, ითვლება ელექტრონულ ფორმად და წარმოადგენს ელექტრონულ ხელმოწერას. ჩანაწერი ან კონტრაქტი, რომელიც უზრუნ ველყოფილია ბლოკჩეინის ტექნოლოგიით, ითვლება ელექტრონულ ფორმად და წარმო ადგენს ელექტრონულ ჩანაწერს“. კანონი გა რკვეულწილად ასახავს ვერმონტში გასულ წელს მიღებულ ზომას, რომელიც ბლოკჩე ინის მონაცემებს სასამართლოში მისაღებს გახდის. არიზონას კანონის მსგავსად, ვერმო ნტის კანონპროექტიც ფოკუსირებული იყო მონაცემებზე, რომლებიც ბლოკჩეინზე მიბმუ ლი „ფაქტი ან ჩანაწერი“ იქნებოდა. როგო რც ირკვევა, ამერიკა მაქსიმალურად არის ჩართული, რომ განავითაროს ახალი ტექნო ლოგია, დანერგოს სიახლეები და გაუმარტი ვოს მოსახლებას სხვადასხვა ტიპის მომსახუ რება, შესაბამიად ქვეყანა იზრდება როგორც ეკონომიკური, ასევე განვითარების კუთხი თაც. რაც შეეხება ევროპას, კრიპტოვალუტის ევროპული ბაზარი მუდმივად ვითარდება და იზრდება. ევროკავშირის მიდგომა ბლოქჩე ინის მიმართ ძალიან პოზიტიურია და ემხრო ბა მის განვითარებას, რის გამოც გადაწყდა რომ შექმნილიყო ოფიციალური კანონმდებლობა, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა ბლოქჩეინის რეგულირება. ამავდროულად, ევროკაშირმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც მოწოდებულია სხვადა სხვა მიზნების მისაღწევად. მაღალ დონეზე, ევროკავშირს სურს მხარი დაუჭიროს ევრო პაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის „ოქროს სტანდარტს“, რომელიც მოიცავს ევროპულ იდეალებს და მის სამართლებრივ და მარეგუ ლირებელ ჩარჩოს. ბლოკჩეინის „ოქროს სტანდარტი“ რამ დენიმე პუნქტისაგან შედგება:
    1. გარემოს მდგრადობა – ბლოკჩეინის ტექნოლოგია უნდა იყოს მდგრადი და ენერგოეფექტური;
    2. მონაცემთა დაცვა – Blockchain ტექნოლოგია უნდა შეესაბამებოდეს და, სადაც ეს შესაძლებელია, მხარს უჭერდეს ევროპის მონაცემთა დაცვისა და კონ ფიდენციალურობის მკაცრ რეგულაცი ებს;
    3. ელექტრონული იდენტურობა – ბლოკჩეინის ტექნოლოგია პატივს სცემს და უნდა შეესაბამებოდეს ევროპის ელექტრონული იდენტურობის ჩარჩოს განვი თარებას. ეს მოიცავს ელექტრონული ხელმოწერის რეგულაციებთან შესაბა მისობას, როგორიცაა EIDAS, აგრეთვე გონივრული, პრაგმატული დეცენტრა ლიზებული და თვით სუვერენული პირა დობის ჩარჩოს მხარდაჭერა;
    4. იბერ უსაფრთხოება – ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უნდა შეეძლოს უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოების მაღალი დონე;
    5. ურთიერთქმედება – ბლოკჩეინები უნდა იყვნენ თავსებადი ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან არსებული მემკვიდრეობითი სისტემებით.
    2020 წლის 10 იანვარს ევროკავშირმა ხელი მოაწერა ანტიფულის გარეცხვის შესახებ მე-5 დირექტივას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრიპტოსერვისები და კრიპტოვალუტები რეგულირდება და კონტროლქვეშაა. ევროკავშირის SAMLD გვთავაზობს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჰქონდეთ შექმნილი ცენტრალური მონაცემთა ბაზა, რომელშიც იქნება კრიპტომომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ფულის დაზ ვერვის ერთეულების კურატორული საფულის მისამართები. აქვე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუ ცილებელია ბლოქჩეინისა და სმარტ-კონ ტრაქტების საკანმდებლო რეგულირება. ეს სიტუაცია განვიხილოთ ნიდერლანდების კანონმდებლობის მაგალითზე. როგორც ვი ცით, ნიდერლანდური სახელშეკრულებო სამართლის ნორმები მოქმედებს ჭკვიანი კონტრაქტების მიმართ. ნიდერლანდების სა მოქალაქო კოდექსის (DCC) მე-6:217 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება ფორმდება შე თავაზებით და მისი მიღებით. იმის დასადგე ნად, შეიქმნა თუ არა ხელშეკრულება, ყოველ თვის უნდა გაითვალისწინოთ – მხარეების ქმედებას რა იურიდიული შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ზოგადად, ნიდერლანდების კანონი არ საჭიროებს რაიმე სპეციფიკურ ფორმა ლობებს ხელშეკრულების ფორმირებისთვის: ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს კომპიუტე რულ კოდექსში ბლოკჩეინზე, როგორც ჭკვი ანი კონტრაქტების შემთხვევაში. ამრიგად, ნიდერელანდების საკონტრაქტო სამართალი პრინციპში აღიარებს ჭკვიან კონტრაქტებს, როგორც „კონტრაქტებს“ და, შესაბამისად, ასკვნის, რომ ჭკვიანი კონტრაქტების მოქმე დების უზრუნველსაყოფად დამატებითი რეგუ ლაცია არ არის საჭირო. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლოქჩეინი მსოფლიოს მასშტაბით ვი თარდება და მეტად საინტერესო ხდება, რასა კვირელია ყველგან სხვადასხვანაირად ხდე ბა მისი რეგულირება და გამოყენება, ასევე, ყველა ქვეყნის პრაქტიკა თავისთავად საი ნტერესო და გასათვალისწინებელია. ბლო ქჩეინის დანერგვითა და საკანინმდებლო რეგულირებით, შეგვიძლია ბევრ საინტერესო და დახურულ თემებზე მუშაობა, ბლოქჩეინის მეშვეობით შეგვიძლია განვახორციელოთ როგორც სასამართლო, ასევე, ნებისნიერი სახის პრაქტიკა, როგორც ჩვეულებრივი, ასე ვე, განსაკუთრებული და დახურული გატეგო რიის საქმეების მიმართაც.

    ბლოქჩეინი და სმარტ-კონტრაქტები

    ამ ტექნოლოგიასთან მიმართებაში, მეცნიერების აზრი ორად იყოფა: ზოგს დადებითი პოზიცია აქვს, ზოგს, პირიქით, – უარყო ფითი. ნაწილი ფიქრობს, რომ იგი ბოლომდე სრულყოფილი არ არის, გამომდინარე იქი დან, რომ კომპიუტერული პროგრამაა და სრულიად უმნიშვნელოდაც რომ აირიოს რაიმე, მთლიანად იცვლება დავალება, მისი აგებულებიდან გამომდინარე, რადგა ნაც, როგორც ვიცით, პროგრამა, რომელიც ბლოქჩეინით იწერება, მათემატიკურ ალგო რითმს წარმოადგენს და სრულიად დასაშვე ბია, გაიპაროს რაიმე სახის შეცდომა; მეო რე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბლოქჩეინი არის ძალიან უსაფრთხო და, პრაქტიკულად, შეუძლებელია მას რაიმე სახეს ხარვეზი ან პრობლემა ჰქონდეს. ამ ნაწილში უპრიანი იქნება განვიხი ლოთ როგორც ბლოქჩეინი, ასევე, გონიე რი კონტრაქტები ცალ-ცალკე და ვნახოთ – სად და როგორ იკვეთება ისინი ერთმა ნეთთან. პირველ რიგში, განვიხილოთ, რას ნიშნავს ბლოქჩეინი და როგორ იკვეთება იგი გონიერ კონტრაქტებთან მიმართებაში. ბლოკჩეინი არსებითად არის ჩანაწერების განაწილებული მონაცემთა ბაზა, ყველა გა რიგების ან ციფრული მოვლენის საჯარო წიგნი (ჟურნალი), რომლებიც შესრულებუ ლია და ნაწილდება მონაწილე მხარეებს შორის, თითოეული გარიგება საჯარო წიგნ ში (ჟურნალში) დასტურდება, სისტემაში მონაწილეთა უმრავლესობის თანხმობით. ბლოკჩეინი შეიცავს გარკვეულ და გადა მოწმებად ჩანაწერს ოდესმე განხორციე ლებული თითოეული გარიგების შესახებ. ბიტკოინი, დეცენტრალიზებული peer-to peer ციფრული ვალუტა, არის ყველაზე პო პულარული მაგალითი, რომელიც იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას. რაც შეეხება
    სმარტ-კონტრაქტებს, ისინი კომპიუტერული პროტოკოლებია, რომლებიც ასრულებენ კოდის წინასწარ განსაზღვრულ წესებს: სახელშეკრულებო პირობები ჩართულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, ზოგადად ბლოკჩეინზე (თუმცა ჭკვიანი კონტრაქტები სულაც არ უნდა იყოს დაფუძნებული ბლოკჩეინზე). ჭკვიანი კონტრაქტების შეცვლა შეუძლებელია რეტროაქტიული გზით და ავტომატურად შეასრულებს ან განახორციე ლებს იურიდიულ შეთანხმებებს (ანუ ხელშემკვრელი მხარეების ან მესამე მხარის თანამშრომლობის ჩარევის გარეშე) ბლოკჩეინზე ჩაწერის შემდეგ. ჭკვიანი კონტრაქტი შეიძლება მხოლოდ ახდენდეს არსებული „ტრადიციული” ხელშეკრულების გარკვეული პი რობების ავტომატურ შესრულებას, მაგრამ ის ასევე შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ხელშეკრულების დადების მტკიცებულებად (ანუ ჭკვიანი ხელშეკრულება თავად განსაზღვრავს იურიდიულ ურთიერთობას ხელშე მკვრელ მხარეებს შორის). ჭკვიანი კონტრაქტების ერთ-ერთი მთა ვარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი ყოველთვის შესრულდება ისე, როგორც არის დაშიფრული, მხარეთა ან მოსამართლის მონაწილეობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხელშეკრულების შეუსრულებლო ბის შანსებს. მისი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ჭკვიანი კონტრაქტების ბლოკჩეინზე განთავსების შემდეგ, მათი შეცვლა შეუძლებელია – მაშინაც კი, თუ მხარეები მოგვიანებით შეთანხმდებიან ან კანონი მოითხოვს ხელშეკრულების შეცვლას ან გაუქმებას – გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჭკვიანი კონტრაქტის შეცვლის ვარიანტი შეიქმნა, როგორც ორიგინალი კოდი. ამასთან, შესაძლებელია ბლოკჩეინზე განთავსდეს ჭკვიანი კონტრაქტის განახლებული ვერსია, რომე ლიც გამოყენებული იქნება ძველი ვერსიის ნაცვლად. შესაბამისად, ჭკვიანი კონტრაქტები თვითრეგულირებადი კონტრაქტებია, რომ ლებიც შეიცავენ მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობებს. ხელშეკრულების პი რობები იწერება კოდში. ჭკვიანი კონტრაქტი ხორციელდება Ethereum ბლოკჩეინის დეცე ნტრალიზებულ პლატფორმაზე. ჭკვიანი კონტრაქტი სტანდარტული ხელშეკრულების მსგავსია; თითოეულ მხარეს აქვს თავისი ვალდებულებების კომპლექსი, გარდა ჭკვი ანი კონტრაქტებისა, ვალდებულებები წე რია კომპიუტერულ კოდში. როგორც ვიცით, ჭკვიანი კონტრაქტები იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას (დეცენტრალიზებული წიგ ნი), რაც თვითნებურად ხორციელდება, რი თაც აღმოფხვრის ყოველგვარი დამატებითი დადასტურების საჭიროებას. ჭკვიანი კო ნტრაქტების გამოყენება რეალურ პრაქტი კაში კონტრაქტის მხარეებს საშუალებას მისცემს, მოახდინონ დახურვის პირობების სერიის კოდიფიკაცია. თითოეული მხარე მიუთითებს თითოეული პირობის დაკმაყო ფილებაზე ცალმხრივად, მეორე მხარის ინდივიდუალური კომუნიკაციის გარეშე. მას შემდეგ, რაც ყველა დახურვის პირობა დაკ მაყოფილდება, ჭკვიანი კონტრაქტი თავი სით შესრულდება

    დასკვნა

    სტატიაში განხილული განხილული სა კითხები წარმოადგენს სმარტ-კონტრაქტში გამოყენებული ბლოქჩეინ ტექნოლოგიის არსსა და სამართლებრივი პრობლემების რეგულირების ანალიზს. აღნიშნული საკი თხების საკანონმდებლო რეგულირება და მათი გამოყენება პრობლემატურია არა მხო ლოდ საქართველოში, არამედ მსოფლი ოს ბევრ ქვეყანაში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სმარტ-კონტრაქტების გამოყე ნებით მხარეებს შეეძლებათ, შექმნან ერთი ანი ქსელი, რომლითაც ხორციელდება მო ნაცემების გადაცემა შუამავლების გარეშე, რაც თავისთავად უზრუნველყოფს კონფი დენციალურობის დაცვას და ინფორმაციის გაჟონვისაგან თავის არიდებას. სტატიაში განვიხილეთ როგორც ბლოქჩეინი, ასევე გონიერი კონტრაქტები, მათი როლი და საჭიროება თანამედროვე რეალობაში. აღ სანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ვი თარდება და გადადის ცხოვრების ახალ სტილზე, რაც ბუნებრივია, ცვლილებს იწვე ვს ყველა სფეროში. ბლოქჩეინი მსოფლიო ში ერთ-ერთ რევოლუციურ მოვლენად ით ვლება, კერძოდ, მასზე საუბრობენ, რომ იგი არის მეოთხე ტექნიკური რევოლუციის ნა წილი, რაზეც თითქმის არავინ დავობს. მეც ნიერები და ამ დარგში მოღვაწენი ამტკიცე ბენ, რომ ბლქჩეინ ტექნოლოგია უზარმაზარ გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე მო მდევნო წლებსა თუ ათწლეულებში. ბლოქჩე ინისა და სმარტ-კონტრაქტების განხილვის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი: გარიგების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დაწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ მიერ ბლო ქჩეინ ტექნოლოგიით განხორციელებული პროცედურა თუ გარიგება იქნება ნამდვილი და უსაფრთხო. ამის თქმის შესაძლებლო ბას ისიც იძლევა, რომ ჰეშ კოდი, რომელსაც ეს ტექნოლოგია შეიცავს, არის უნიკალური 32-ციფრიანი კოდი და არ მეორდება არცე რთი სხვა ოპერციის დროს, შესაბამისად, მისი შეცვლა ან გატეხვა წარმოუდგენელია (სტანდარტული კონტრაქტი). ასევე, სტატიაში განხილულია ბლოქჩე ინის და გონიერი კონტრაქტების რეგული რება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპისა და ამერიკის მაგალითზე, რაც ნა მდვილად საინტერესოა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ტექნოლოგია საქართველ ში 2016 წლიდან არსებობს და საკმაოდ დიდი გზა გაიარა. ბლოქჩეინისა და სმარტ – კონტრაქტების არსებობა ნამდვილად შეც ვლის სამყაროს და გადაიყვანს ცხოვრების ახალ ეტაპზე, სადაც ყველაფერი ბევრად მარტივი და უსაფრთხო იქნება, თუმცა გა სათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბლოქჩეინი დასარეგულირებელია საკანო ნმდებლო დონეზე, რათა უკეთ მოხდეს მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გაღ რმავება და შესწავლა. ასევე უნდა აღინიშ ნოს, რომ საქმე გვაქვს მათემატიკურ ალგო რითმთან, კომპიუტერულ პროგრამასთან და რისკი იმისა, რომ რაიმე შეცდომა შესაძლოა მოხდეს – მაინც არსებობს. კერძოდ, ერთმა უმნიშვნელო შეცდომამაც კი შეიძლება საე რთოდ შეცვალოს გარიგება და მოახდინოს მისი სრული კოლაფსი, რადგან, როგორც ვიცით, როდესაც ბლოქჩეინით ხდება სმა რტ-კონტრაქტების დადება, მასვე ეძლევა დავალება, რომელიც ჩატვირთულია პროგ რამულად და განსაზღვრულია – რას რა უნდა მოყვეს იმისათვის, რომ ხელშეკრულებამ მიიღოს დასრულებული ფორმა, ერთი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, პროგრამა ვეღარ განახორციელებს შე მდეგ ეტაპს, რაც ნიშნავს, რომ კონტრაქტი ვერც დაიდება და შესაბამისად ვერც შესრუ ლება.

    BIBLIOGRAPHY:

    1. Tsikhilov, A., (2020). Blockchain, Principles and Fundamentals, Tbilisi, p. 6. (In Georgian)
    2. Gabisonia, Z., (2019). Georgian-German Journal of Comparative Law, #3, p. 7, http://lawjournal. ge/index.php/3-2019> (In Georgian)
    3. Vardanadze, N., (2020). Legal regulation of blockchain, MA thesis, p. 90. (In Georgian)
    4. Nozadze. A., (2021). Starting conditions and perspectives of using "blockchain" technology in Georgian business. Scientific Analytical Journal, Publisher: Institute of Free Economics and Business. (In Georgian)
    5. Mamaladze, L., (2019). Economic Problems in Georgia and Other Post-Communist Countries and Solutions, Blockchain Technology: International Experience and Georgia. "ECONOMY – XXI CENTURY", p. 304. http://conferenceconomics.tsu.ge/doc/2019%20-%20Internet%20Conference.pdf> (In Georgian)
    6. National Agency of Public Registry, (February 20, 2015). The public registry begins the second phase of the introduction of blockchain technology. https://napr.gov.ge/p/1508> (In Georgian)
    7. Tezelashvili, S., (2021). The Legal Nature of Smart Contracts. Law and World, 7(5), 165-175. https://doi.org/10.36475/7.5.11> (In Georgian)
    8. Iansiti, M., and Lakhani, K. R., (2022). The Truth About Blockchain. Harvard Business Review. https://hbr.org/2017/01/the-truth-about-blockchain> (In English
    9. Crosby, M., Nachiappan, Pattanayak, P., Verma, S. & Kalyanaraman, V., (2 june, 2016), AIR Applied Innovation Review, Issue 2, p. 7, http://scet.berkeley.edu/wp-content/uploads/AIR-2016-Blockchain.pdf> (In English)
    10. Higgins, S., (Sep 11, 2021). Arizona Governor Signs Blockchain Bill Into Law, https://www.coindesk.com/>; https://www.coindesk.com/arizona-governor-signs-blockchain-bill-law> (In English)
    11. Haverfield, W., (January 27, 2020). The Intersection of Blockchain and M&A: Smart Contracts in a Closing. https://www.walterhav.com/the-intersection-of-blockchain-and-masmart-contracts-in-a-closing> (In English)
    12. Clifford chance, (April 2018), BLOCKCHAIN, WHAT IT IS AND WHY IT’S IMPORTANT, p 2. https://www.cliffordchance.com/content/dam/cliffordchance/briefings/2019/12/blockchain-april-2018.pdf> (In English)
    13. Australian government department of industry science, energy and resources 2019, (February, 2020). THE NATIONAL BLOCKCHAIN ROADMAP, Progressing towards a blockchainempowered future, p. 15-16, https://www.industry.gov.au/sites/default/files/2020-02/ national-blockchain-roadmap.pdf> (In English)
    14. Global Legal Insights, Blockchain & Cryoto Currency Regulation, 2021. USA, https://www.globallegalinsights.com/practice-areas/blockchain-laws-andregulations/usa> (In English)
    15. The Economic Times, (1 February, 2022). Blokchain Strategy. https://economictimes.indiatimes.com/industry/banking/finance/8-best-cryptocurrency-to-invest-in-for-february-2022/articleshow/89294758.cms [Date of last acees: 01.02.2022]
    16. Stibbe, (30 Oct, 2019). The Research and Documentation Centre of the Dutch Ministry of Justice and Security (WODC) has recently published the report "Blockchain and the law", Blockchain and the law – Regulation for smart contracts on the way. https://www.stibbe.com/en/news/2019/october/blockchain-and-the-law---regulation-for-smart-contracts-on-the-way> (In English)
    17. Tezelashvili, S., (2021). The Legal Nature of Smart Contracts. Law and World, 7(5), 165-175. https://doi.org/10.36475/7.5.11>
    Publication Fee
    Editor in Chief
    Publishing Language

    dealSeal