×

Cookie Consent

ციფრული იდენტიფიკატორი
შემოკლება
გამოცემა

ამ სტატიაში

    რეზიუმე - Journal Law and World

    Volume 8, Issue 1


    ქონებრივი დავების გადაწყვეტისას კონფიდენციალობის დაცვის ფარგლები მედიაციაში: რეალობა და გამოწვევები


    Affiliation: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის წევრი

    Abstract: Mediation is a process based on the interests of the parties, which increases the mediators rights to the extent permitted by the disputing parties. The story of the apple heart and rind related to mediation also seems to be easily understood, but, at the same time, it is considered to be a complex problem. In collective disputes, the right of the Minister of Labor, Health and Social Affairs to receive a report from a mediator comes in collision with the requirement of the normative act to the mediator to keep confidential all information entrusted to him during the mediation process. In fact, this regulation requires a change to specify clearly what type and amount of information a mediator is required to provide to a minister. Also in This work is explained the legitimate grounds for breach (break) of confidentiality. in the course of obligation to disclose information by another court decision, the court should only require the disclosure of information directly related to the case from the mediation participants. At the same time, the restriction that information should be disclosed only to an adequate and proportionate extent to a lawful purpose can be considered as a useful tool for the protection of a legitimate purpose – the confidentiality of information. Ultimately one of the important functions of a mediator for the successful completion of mediation in business disputes is to focus on the interests of the parties.

    Keywords: Mediation, Confidentiality, The Legitimate grounds for break of cinfidentiality and business disputes


    Language: GE / EN

    Download






    შესავალი

    მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, თანამედროვე მოვლენას არ წარმოადგენს. მას ღრმა ფესვები აქვს ისტორიაში. მედიაციასთან დაკავშირებული ვაშლის გულისა და ქერქის ამბავიც, თითქოს მარტივად აღიქმება, მაგრამ, ამავდროულად, ის კომპლექსური ხასიათის პრობლემას მოიაზრებს. საქმე ისაა, რომ მედიაცია ისტორიული, სოციალური, კულტურული და მოდერნისტული აზროვნების განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა. მოდავე მხარეთა ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, მათი რეალური მოთხოვნების გარკვევა და გაზრდილი სურვილებისა თუ ემოციების გარსის ზედაპირზე წამოტივტივება, კონფიდენციალობის დაცვა და, ამავდროულად, ნეიტრალიტეტის შენარჩუნება – ეს არის ხელოვნება, რომელსაც მედიატორის უნარ-ჩვევები ჰქვია. ბენჟამინ ფრანკლინმა თქვა: დრო ფულიაო. ამ ორმა სიტყვამ და კაპიტალისტურმა აზროვნებამ კიდევ უფრო გააღრმავა დავების მოგვარების მარტივი გზების ძიება. სწრაფად, ეფექტურად, ნაკლები ხარჯებითა და მშვიდობიანად, მაგრამ მიზანმიმართულად ქონებრივი დავების გადაწყვეტის ყველაზე კარგი საშუალებაა მედიაცია. მედიაციის მხარეები დავების მოგვარების არა მხოლოდ სწრაფ გზას, არამედ დაპირისპირებულ ინტერესთა თანხვედრის წერტილებს ეძებენ. მედიაციის შედეგი არაა „წაგება-მოგების“ მიღწევა, არამედ მხარეებს შორის დავის მომგებიანად და, ამავე დროს, მშვიდობიანად გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე, მედიაცია ქმნის მხარეებისთვის შესაძლებლობას, დავის მოგვარების შემდეგაც განაგრძონ საქმიანი ურთიერთობები.
    მედიაციაში კონფიდენციალობის დაცვის ფარგლების როგორც საკანონმდებლო საფუძვლების, ისე პრაქტიკის შესწავლა-სრულ ყოფამ შესაძლოა დახვეწოს კანონმდებლობა, შეამციროს დარღვევების რაოდენობა, საიდუმლო სფეროთა ხელყოფისას შეუწყოს ხელი შემთხვევის იდენტიფიცირებასა და პოზიტიური გავლენა მოახდინოს პრაქტიკაში მხარეთა შორის ქონებრივი დავების ეფექტიანად გადაწყვეტაზე.

    1. მედიაცია და ქონებრივი დავები

    1.1. კონფიდენციალობის მნიშვნელობა ქონებრივ დავებში

    ქონებრივია ურთიერთობა, რომელიც წარმოიშობა სუბიექტებს შორის ქონებრივ სიკეთეებთან დაკავშირებით. არამატერიალური ქონებრივი სიკეთეებია მოთხოვნები და უფლებები.
    რაც შეეხება არაქონებრივ დავას, ის უნდა განიხილებოდეს ქონებრივი დავის საპირისპირო მოვლენად. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია პირადი უფლებების ხელყოფის შემთხვევების დროს არამატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც მასტიმულირებელი ხასიათისაა და მიყენებული ზიანის კომპენსატორულ-სატისფაქციურ ფუნქციებს ასრულებს. ჩემი მოსაზრებით, მედიატორის როლი ასეთ დავებში მინიმალიზებულია, რადგან ის უფრო ფსიქოლოგიის სივრცეში შეიჭრება და დაკარგავს თვითმიზანს. ქონებრივი დავების ერთ-ერთი სახეა საოჯახო ქონებრივი დავები, რომლებშიც ასევე გამოიკვეთება მედიაციის დადებითი თავისებურებები. მედიატორს აქვს უფლება, მხარეებთან ერთობლივად ჩანიშნულ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდეს მათ ცალკე 10-15 წუთით, რომ განმუხტოს სტრესული და ნევროზული გარემო. ბიზნესი ინგლისური სიტყვაა და მოგების მიღებისკენ მიმართულ საქმიანობას ნიშნავს, რომლის გარემო სამართლებრივი და ეკონომიკური რეგულაციებით დატვირთული სივრცეა. ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესია შექმნას ისეთი ეფექტური სამართლებრივი ჩარჩო, რომ ბიზნესისთვის მიმზიდველი იყოს. ბიზნეს სამართალი ცალკე კლასიკური დარგის სახეობა არ არის და რამდენიმე სამართლის დარგს აერთიანებს.
    მედიაციის პროცესის პრინციპთაგან დამოუკიდებელ პრინციპად განიხილება კონფიდენციალობა, რომელიც სხვადასხვა სპეციფიკით გვხვდება ქონებრივ და არაქონებრივ დავებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჯერ დასადგენია კონფიდენციალობის არსი და თავისებურებები, კონფიდენციალურ სფეროთა წრე მედიაციაში, შემდეგ კი – ქონებრივი დავის ცნება, მისი განსხვავება არაქონებრივი დავისგან და ქონებრივი დავების გადაწყვეტის სპეციფიკური ნიშნები მედიაციაში. ესე იგი, უნდა განისაზღვროს მედიაციის სფეროში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით კონფიდენციალობის დაცვის კონტექსტში.
    ცალკე აღსანიშნავია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი კონფიდენციალობის პრინციპის შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძვლებისა და მედიატორის მიერ ინფორმაციის გამჟღავნების გამონაკლისი შემთხვევების შესახებ. დასაფიქრებელია, რომ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ერთ-ერთი მხარის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის მედიაციამდე ფლობის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, რაც ავტომატურად კონფიდენციალობის პრინციპის დაცვის ვალდებულებისგან გარკვეულწილად ანთავისუფლებს მხარეს. თუმცა, კანონში არ არის აღნიშნული მედიაციის დაწყების შემდგომ ამ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება მხარეს ერთმევა თუ არა. როცა საქმე ეხება ქონებრივ დავებზე მედიაციას, უფრო კონკრეტულად მედიაციას ბიზნესისთვის, კონფიდენციალობის პრინციპი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ნაშრომში კონფიდენციალობის პრინციპის განხილვის დროს შეხვდებით მის საციცოხლოდ აუცილებლობის განმამტკიცებელ მიზეზებს:
    • ეფექტური მედიაცია მოითხოვს გულწრფელობას;
    • მოდავეების მიმართ სამართლიანობა მოითხოვს კონფიდენციალობას
    • შუამავალი როგორც ფაქტობრივად, ისე მხარეების აღქმაში უნდა იყოს ნეიტრალური;
    • კონფიდენციალობა ბევრისთვის არის სტიმული აირჩიოს მედიაცია, რომ არ გამოფინონ საჯაროდ „ჭუჭყიანი საცვლები“;
    • მედიაციის პროგრამების დაცვის გარანტია გასაჯაროვებისგან და შევიწროვებისგან.
    ამ მიზეზებმა შესაძლებელია დაგვანახოს ეროვნულ კანონმდებლობაში ლეგიტიმური შეზღუდვების პარალელურად კონფიდენციალობის პრინციპის უკეთესად დაცვის აუცილებლობა.
    გარდა ამისა, მედიაციის ინსტიტუტი კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის დროს, რადგან ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ადამიანთა შორის ურთიერთობების უმეტესობა, მათ შორის დავის გადაწყვეტა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. ეს კიდევ უფრო საინტერესოა მედიაციის პროცესის კონფიდენციალობის დაცვის კუთხით, მით უფრო, როცა ინტერნეტით სარგებლობისას დიდია კერძო ინტერესთა ხელყოფის საფრთხე.
    ვფიქრობ, მედიაციის ხასიათი ყველაზე კარგად სწორედ ქონებრივი დავების დროს გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში მედიატორი იწყებს ნელ-ნელა კვანძების გახსნას, მოზაიკის აწყობას, პრობლემების ჩაღრმავებას, მათ სიბრტყეზე ამოტანას, მხარეების სურვილების გამიჯვნას და მათი ახირებებისგან განცალკევებას. ამის პარალელურად მედიატორი ცდილობს სტრესის განეიტრალებას და
    ორივე მხარის მომზადებას იმისათვის, რომ ერთად მივიდნენ კონსესუსამდე. ზუსტად აქ ნდობის ფაქტორი, რომელიც მხარეებს კონფიდენციალობის ხარისხის არსებობიდან უჩნდებათ, საქმის მორიგებით დასრულების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

    1.2. ქონებრივი დავების წრე და მათთვის დამახასიათებელი თავისებურებები

    ქონებრივი დავის მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსის მიხედვით, ქონებრივი დავა არის ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული დავა, რაც გულისხმობს, რომ დავა არის ფინანსური სარგებლის მიღებაზე ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, ეს სიკეთე მატერიალიზებული თუ არამატერიალიზებული სახით გვევლინება. ქონებრივი დავების წრე შედგება: საოჯახო, სანივთო, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, საკორპორაციო, სამეწარმეო-სავაჭრო და სხვა დავებისგან. ქონებრივია სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობები. სანივთო სამართალი არეგულირებს პირთა სანივთოსამართლებრივ რეჟიმს ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე. მას ახასიათებს უვადოობის ნიშანი, ხოლო ვალდებულებითი ურთიერთობა აწესრიგებს პირებს შორის ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულებების საფუძველზე და კონკრეტულ პირებს შორის. ამ შემთხვევაში წარმოშობილი მოთხოვნა ეხება ქონებრივ ინტერესს. მაგალითად, ის შეიძლება ნივთის ფლობასთან იყოს დაკავშირებული. ბიზნესურთიერთობის წარმოშობის ყველაზე გავრცელებული ფორმად შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულება. ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი საერთოა ყველა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებისთვის. რაც შეეხება საოჯახო სამართალის წიაღიდან წარმოშობილ დავებს, ამ საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნის I კარის, მესამე თავი, სადაც აღნიშნულია მეუღლეების უფლებები და მოვალეობები.

    2. კონფიდენციალობის არსი და კონფიდენციალურ მონაცემთა წრე

    2.1. კონფიდენციალობის არსი და თავისებურებები

    მედიაციის პროცესში მედიატორი მხარეებს აცნობს კონფიდენციალობის დაცვის პირობებსა და საფუძვლებს. კონფიდენციალობის ფონზე საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები განიხილება გულღიად და სიღრმისეულად, მხარეები მსჯელობენ და ამხელენ მათთვის საიდუმლო ინფორმაციას, რადგან იციან, რომ მედიაციის დროს გამჟღავნებული ინფორმაცია არ იქნება მათ წინააღმდეგ გამოყენებული. კონფიდენციალობის პრინციპს ახასიათებს თავისებურებები და ეს გამოიხატება მისი შეზღუდვის ფარგლებში. იმისდა მიუხედავად, რომ მედიატორები უმეტესად აკეთებენ ფართო განცხადებებს და ამტკიცებენ, რომ მედიაციაში ყველაფერი კონფიდენციალურია, მედიაციის მარეგულირებელი ნორმები სხვა რეალობას იძლევა. კონფიდენციალობის შეთავაზების ამგვარი მარტივი გზა არ უწყობს ხელს მხარეთა თვითგამორკვევას. მხარეთა თვითგამორკვევისთვის აუცილებელია მათ იცოდნენ – თუ რა დოზით გასცენ ინფორმაცია, რა ფორმით იურთიერთონ, ნდობის რა მაშტაბი ქონდეთ. როდესაც უგულებელყოფილია იურიდიული ინფორმაციის მიწოდება, მხარე არა საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად დგავს ნაბიჯებს, არამედ მოტყუებით. მედიაციაში ინფორმირებული თანხმობა არის ზუსტად თვითგამორკვევის საფუძველი და ამავდროულად ეხება კონფიდენციალობის პრინციპსაც. მიუხედავად იმისა, რომ მედიაცია რეკლამირებულია, როგორც მხარეთა კონფიდენციალობის დაცვა, ის აბსოლუტურ იმუნიტეტს ვერ იძლევა. თუ მხარეთა უმეტესობა ამჯობინებს, რომ ყველაფერი, რაც გამოაშკარავდება მედიაციის პროცესში საიდუმლოდ დარჩეს, მაშინ მედიატორმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს იმ გამონაკლისი შემთხვევების შესახებ, რომელიც კანონით ავალდებულებს მედიატორს გაამჟღავნოს ინფორმაცია.

    2.2. კონფიდენციალურ მონაცემთა წრე

    კონფიდენციალური ინფორმაციით დაცულია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მედიაციის პროცესში გახდა ცნობილი ან თვითონ ამ პროცესმა გამოამჟღავნა. კონფიდენციალობის შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის დროსაც კი, ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით უნდა იყოს გამჟღავნებული, რის თაობაზეც შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება. ამასთან ერთად ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით იმგვარად, რომ ინფორმაციის კონფიდენციალობა მაქსიმალურად იყოს დაცული გარეშე პირებისაგან. ასეთმა შეფასებითმა კომპონენტებმა შესაძლებელია ახალი საფრთხეები წარმოშვას კონფიდენციალობის მაღალი ხარისხით დაცვის მიმართ. საინტერესოა რამდენად სწორია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე10 მუხლის მე-7 პუნქტში არსებული ჩანაწერი განუსაზღვრელი ვადით კონფიდენციალობის დაცვის მოვალეობაზე. მედიაციის პროცესში მხარეებმა შეიძლება ვერ გათვალონ სამომავლოდ რა ინფორმაციის შენახვა სურთ და რა ინფორმაცია შეიძლება განზრახ თუ უნებლიედ გასაჯაროვდეს. აქედან გამომდინარე, წინასწარ წერილობით მათი კონფიდენციალურად შენახვის ვადაზე არ შეთანხდნენ. დროთა განმავლობაში ინფორმაცია, რომელიც აღარ არის კონფიდენციალური ხასიათის შეიძლება თავად ინფორმაციის მფლობელი მხარის ან მედიაციაში მონაწილე რომელიმე პირის მიერ გასაჯაროვდეს დაუფიქრებლად, ხოლო ამან წარმოშვას თავისთავად პრობლემები კონფიდენციალობის დარღვევის ნაწილში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მართებული იყოს გერმანული მოდელის შესაბამისად, ქართულ კანონმდებლობაშიც ჰპოვოს სამომავლოდ ასახვა ჩანაწერმა: მედიაციის დასრულების შემდგომ, ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურად შენახვის ლეგიტიმური ინტერესი აღარ არსებობს და ისედაც ყველასთვის ცხადი და დაუფარავია აღარ ექცევა კონფიდენციალობის დაცვის ფარგლებში.

    3. კონფიდენციალობის დაცვის მოვალეობით შებოჭილი სუბიექტები

    3.1. მხარეები და მხარეების წარმომადგენლები

    მხარეებს აქვთ უფლება, თავიანთი შეხედულებისამებრ აირჩონ მედიატორი. მედიაციის ინიციატორ მხარეს შეუძლია წერილობითი მოწვევა გაუგზავნოს მეორე მხარეს მედიაციის გზით დავის გადაწყვეტის თაობაზე. მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს მოწვევა ან უარი თქვას მასზე. მხოლოდ და მხოლოდ ორივე მხარის ნებაყოფლობითი თანხმობის შემდგომ იწყებენ მხარეები წესების დადგენას და მედიატორის შერჩევას. კერძო მედიაციის დროს, მედიაციის შესახებ შეთანხმების დადების შემთხვევაში, კონფიდენციალობის პრინციპი ბოჭავს მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირებს, აქედან გამომდინარე, უმჯობესია მხარეებთან, წარმომადგენლებსა და მედიატორთან ერთად ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ მესამე პირებმაც, რომლებიც ჩართულნი იქნებიან მედიაციის პროცესში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოდავე მხარეები ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ საინტერესონი, ჰქონდეთ პოზიციები, რომლების გაზიარება და შეჯერება ორივე მხარის ინტერესშია. ეს დაეხმარება მედიატორს დღის წესრიგის დაგეგმვაში და მედიაციის პროცესის ეფექტურად წარმართვაში. მხარეები ასევე, უნდა დაუკვირდნენ მედიაციისგან განცალკევებულ მათ ურთიერთობებს, თუ ეს ურთიერთობები ისევ გრძელდება. წარმომადგენელმა, მხარესთან ერთად, უნდა შეარჩიოს საქმისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების მედიატორი. ასევე, მხარეების წარმომადგენელებს უნდა შეეძლოთ: ა) მედიაციის პროცესში გაჟღერებულ პირობებზე მუშაობა; ბ) შეთანხმების აქტის შედგენა და სამართლებრივად განმარტვა; გ) მედიაციის შეწყვეტა მისი არაეფექტურობის და უპერსპექტივობის შემთხვევაში.

    3.2. მედიატორი, მესამე პირები

    მედიატორის კომპეტენციის შესაბამისობა საუკეთესო სტანდარტებთან არ არის საკმარისი მედიაციის წარმატებულად მართვისათვის, აუცილებელია მედიატორს განვითარებული ქონდეს გარკვეული უნარ-ჩვევები, მაგალითად: ალტერნატიული გზების ძიების უნარი, შეკითხვების საფუძველზე საჭირო ინფორმაციების მიღების უნარი, ნეიტრალური მესამე პირის სტატუსის ქვეშ აუცილებელი საკითხების წამოჭრის უნარი. მედიატორს შეუძლია გამოიყენოს პერიფრაზირების საშუალება, რაც მისცემს შესაძლებლობას, მხარეებს სხვა რაკურსით დაანახოს სიტუაცია ან ფაქტები და შედეგად მხარეებს შეეცვალოთ ქცევის მანერა. პერიფრაზირების მიზანია: აგრესიული გარემოს ტრანსფორმირება მეგობრულ სიტუაციად და მცდელობა მხარეები პოზიციონირების ეტაპიდან გადავიდნენ საკუთარი ინტერესების წარმოჩენაზე. ძლიერი ემოციური ფონის არსებობისას, მხარეებს ხანდახან პრობლემა ან პრეტენზია მიუღებელი და აბსოლუტურად მოუგვარებადი ჰგონიათ, აქაც მედიატორს შეუძლია პრეტენზიის ფორმულირების შეცვლით, მხარეს დაანახოს, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, თუ მისი სურვილი იქნება. გერმანული სამართლის მიხედვით, მედიაციაში მხარეების და მედიატორის გარდა შეიძლება მონაწილეობდნენ მესამე პირები, მაგალითად მედიატორის თანაშემწეები, რომელთაც აქვთ ვალდებულება არ გაამჟღავნონ მედიაციის პროცესში გამხელილი ინფორმაცია, თუმცა მხარეების თანხმობით მესამე პირებად ჩართული ექსპერტები ან მეზობლები არ არიან შებოჭილნი ამ ვალდებულებით. ქართული კანონმდებლობით მედიაციაში მონაწილეებს ეკრძალებათ სასამართლოზე მედიაციის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება. ესე იგი უნდა ვივარაუდოთ, რომ მესამე პირებზეც მოქმედებს ზოგადი წესი: მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად მათ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ უნდა ქონდეთ. თუმცა, ამ საკითხზე კონკრეტულ ჩანაწერს მედიაციის შესახებ კანონში ვერ ვნახავთ. ასევე, ბუნდოვანია მედიაციის დასრულების შემდგომ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებაში მედიატორსა და მხარეების მოხსენიებით მესამე პირებიც არის თუ არა საქართველოს კანონის „მედიაციის შესახებ“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტში ნაგულისხმები და ეს აშკარად პრობლემას წარმოშობს. ჩემი მოსაზრებით, უმჯობესია აღნიშნულ პუნქტის ჩანაწერში მესამე პირებიც გათვალისწინებული იყოს. მითუმეტეს, რომ მესამე პირად შრომით დავებში შეიძლება მოიაზრებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. მინისტრს კი კოლექტიურ დავებზე დანიშნული მედიაციის დროს საკმაოდ ფართო უფლებამოსილება აქვს.

    4. ბიზნეს მედიაცია და საერთაშორისო აქტები

    4.1. მედიაციის წარმატებით დასრულების შესახებ რეკომენდაციები

    როცა საუბარი ეხება ბიზნესმედიაციას, ეფექტური მედიაციის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს ინტერესებზე დაფუძნებული ვაჭრობის ტიპის შუამავლობა. ინსტიტუციური კომერციული მედიაცია არის სასამართლოს გარეშე კერძო მედიაციის პროცესი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მედიაციისთვის ჩვეულ მახასიათებლებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ის ნაკლებად გამოიყენება უცხოური საწარმოების მიერ. საგულისხმოა ბიზნესმედიაციის წარმატებით დასრულების რეკომენდაციები:
    • მედიაციის პროცესის კრეატიულობა, (ექსპერტების მოწვევა მხარეების თანდასწრებით);
    • მედიაციაში ცოტა ხალისის შეტანა. მედიაციის პროცესში უმეტესწილად დაძაბული და ემოციური ფონი ჭარბობს, მით უმეტეს, დამღლელია, როცა ეს პროცესი საათობით გრძელდება. აქედან გამომდინარე, ცოტა იუმორი და სიცილი წაადგება მედიაციის პროცესს;
    • მოთმინება, მოდავე მხარეების პრობლემების ყურადღებით მოსმენა. შეთავაზება-მოთხოვნის ტემპი შეიძლება სიტუაციის უარესად დაძაბვის საფუძველი გახდეს, ამიტომაც უმჯობესია, როდესაც მხარეები აგრძელებენ პროდუქტიულ დისკუსიას
    • საქმის რეალისტურად შეფასება და მოქნილობა;
    • მედიაცია არ არის სასამართლო პროცესი. დავებს ერთმანეთისგან საკითხის სირთულე განასხვავებს. შეიძლება მცირედი იქნეს მოგებული და უფრო მეტი დაკარგული, ვიდრე ეს სასამართლოს მედიაცია არ არის სასამართლო პროცესი. დავებს ერთმანეთისგან საკითხის სირთულე განასხვავებს. შეიძლება მცირედი იქნეს მოგებული და უფრო მეტი დაკარგული, ვიდრე ეს სასამართლოს
    • კლიენტზე მორგებული პროცესის დიზაინის შექმნა. თუ ბიზნეს დავაში ბევრი მხარეა, დაყავით სეგმენტებად. აუცილებელია ყველა მხარის მოსმენა ცალ-ცალკე, თუ ემოციური ფონი ჭარბობს;
    • მიზნების იდენტიფიცირება – მედიატორს უნდა შეეძლოს დახმარება გაუწიოს მხარის წარმომადგენელს ან თავად მხარეს დავის შეთანხმებით დასრულების ვარიანტების ფართო სპექტრის დაგეგმვაში და მოგვარების გზების დანახვაში, ასევე, მედიაციის მიმდინარეობისას წინასწარ შედეგების განსაზღვრაში.
    2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო ჩიხში შეიყვანა, უამრავი კომერციული ურთიერთობები შეჩერდა მხარეების ბრალეულობის გარეშე, აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს სასამართლოები ემზადებიან პანდემიის შედეგად წარმოქმნილი იურიდიული საქმეების ცუნამისთვის, ხოლო ბიზნესისთვის მთავარია გადაურჩეს ამ გლობალურ ეკონომიკურ ვარდნას, რაც დამოკიდებული იქნება დავების დროულ და კომერციულად გონივრულ გადაწყვეტაზე, ამის ეფექტურ ინსტრუმენტად კი მედიაცია შეიძლება ჩავთვალოთ.
    ონლაინ მოსმენების ჩატარების დეტალური პროტოკოლები თითქმის უნივერსალურად იქნა შემუშავებული როგორც სასამართლოების, ასევე საარბიტრაჟო ინსტიტუტების მიერ, რომლებიც ფოკუსირებულია სამართლიანობაზე, ეფექტურობაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაზე, კონფიდენციალობაზე და კიბერუსაფრთხოებაზე. ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ „Covid-19 პანდემიის გლობალური გავლენა კომერციული დავების გადაწყვეტაზე პირველ წელს“ სტატიისთვის გამოკითხულ იურისდიქციებში პანდემიის საპასუხოდ მიღებული კანონმდებლობა ძირითადად ორიენტირებულია საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. პანდემიის პერიოდში ბევრი დაინტერესებული მხარე სულ უფრო მეტად იყენებდა როგორც, ინოვაციურ ციფრულ ტექნოლოგიას, ასევე, დაგეგმარების და ხარჯების მოქნილობას. ინოვაციური ციფრული ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება დავების გადაწყვეტისთვის, მოიცავს დოკუმენტების მართვას, ბლოკჩეინს და ვიზუალური აღქმის ინსტრუმენტებს (სახის ამოცნობის ტექნოლოგიების, რადარის, სინათლის გამოვლენისა და დიაპაზონის (LIDAR) და ულტრაბგერითი სენსორების ჩათვლით).

    4.2. მედიაციის კონფიდენციალობის და ავტონომიის საკითხი უნსიტრალის მოდელური კანონის მიხედვით

    საერთაშრისო ვაჭრობის ხელშეწყობის, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მოდერნიზებისა და უნიფიცირების მიზნით შეიქმნა საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისია – უნსიტრალი. უნსიტრალი, თავისი მანდატის შესაბამისად, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ამ ჩარჩოს შემუშავებაში, რათა გაგრძელდეს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის პროგრესული ჰარმონიზაცია და მოდერნიზაცია საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენებით. 2018 წელს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ხაზი გაუსვა მედიაციის მნიშვნელობას. გაეროს ანსამბლეის რეზოლუციაში მოდელური კანონის შესახებ, აღნიშნულია, მედიაციის სასარგებლო მხარეები, რომელიც დაკავშირებულია მართლმსაჯულების განტვირთვასთან, დაძაბულობის აღმოფხვრასთან და სასამართლო დავისგან განსხვავებით კომერციული ურთიერთობების გაგრძელების შანსთან. საერთაშორისო სავაჭრო კონსილიაციის შესახებ მოდელური კანონის პირველი მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი ეხმარება მოდავე მხარეებს დავა გადაწყვიტონ მეგობრულად, თუმცა მას არ აქვს უფლება აღნიშნული მოითხოვოს მხარეებისგან. საყურადღებოა მოდელური კანონის მე-8 და მე-9 მუხლები. მე-8 მუხლი არეგულირებს კონკრეტულად მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციის გამჟღავნების საკითხს, რომლის თანახმად როდესაც მედიატორი/მომრიგებელი ერთ-ერთი მხარისგან დავის შესახებ იღებს ინფორმაციას, მას აქვს უფლება ამ ინფორმაციის არსი გაამჟღავნოს მორიგების ნებისმიერი სხვა მხარისთვის. თუმცა, როდესაც მხარე მომრიგებელს/მედიატორს კონფიდენციალობის პირობის დათქმით რაიმე ინფორმაციას აწვდის, ეს ინფორმაცია მედიაციაში მონაწილე სხვა მხარესთან არ უნდა გამჟღავნდეს. მე-9 მუხლი არეგულირებს ზოგადად კონფიდენციალობის საკითხს რომლის თანახმად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან, კონსილიაციასთან/მედიაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამჟღავნების ვალდებულება დადგენილია კანონით ან აუცილებელია მორიგების აღსრულების მიზნისთვის. ამგვარად აშკარა პატარა განსხვავება გვხვდება დავის არსის გამჟღავნების და ზოგადად კონფიდენციალობის პრინციპით დაცულ ინფორმაციას შორის.

    5. კონფიდენციალობის დარღვევის ლეგიტიმური საფუძვლები

    5.1. კონფიდენციალობა – რელატიური თუ აბსოლუტური სიკეთე?

    სამოქალაქო უფლება სამოქალაქო კანონმდებლობით მინიჭებული ძალაუფლებაა, რომ დაცულ იქნეს კერძო პირთა ინტერესები. კონფიდენციალობის დაცვის უფლებაც სუბიექტის უფლებაა, მაგრამ იმისათვის, რომ დადგინდეს მისი ხასიათი, აუცილებელია აბსოლუტური და რელატიური კატეგორიების განხილვა. ფილოსოფიური დისციპლინის ონტოლოგიის ფუნდამენტურ კატეგორიებად ითვლება აბსოლუტურისა და რელატიურის კატეგორიები. აბსოლუტური თავის თავში მოიაზრებს მარადიულობას, სხვა მოვლენისგან დამოუკიდებელ არსებობას. რაც შეეხება რელატიურობას, მას სიტყვა „შეფარდებითი“ შეესატყვისება. ონტოლოგიური აზრით, რელატიურობა განიმარტება, როგორც სხვაზე დამოკიდებული. შესაბამისად, რელატიურ მოვლენას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. ფაქტობრივად სწორედ ეს ფილოსოფიური საწყისებია რელატიურ და აბსოლუტურ უფლებაში ასახული. რელატიური უფლების მახასიათებელია ის, რომ კონკრეტულ პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა. მაგალითად, მას საფუძვლად უდევს ხელშეკრულება. აბსოლუტურ უფლებებს მიეკუთვნება პირადი უფლებები და ასევე არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე ბატონობის იგივე საკუთრების უფლება, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ხოლო, რელატიურ უფლებებს მიეკუთვნება მოთხოვნები და აღმჭურველი უფლებები. მოთხოვნები და აღმჭურველი უფლებები სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხშირად გვხვდება და ეკონომიკური სივრცის განუყოფელი ნაწილია. ამ კუთხით, კონფიდენციალობა მოდავე მხარეების ურთიერთობაზე ცალმხრივად ზემოქმედების საშუალებაა და ის კონკრეტული სიტუაციიდან, კერძოდ, კონფიდენციალობის შეთანხმების ფარგლებში რელატიურ მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, მაგრამ, მეორე მხრივ, კონფიდენციალობას, როგორც აბსოლუტურ სიკეთეს არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა ეროვნული კანონმდებლობით, ნებისმიერი ინფორმაცია მედიაციის პროცესში განდობილი განუსაზღვრელი დროით ექვემდებარება დაცვას.

    5.2. კონფიდენციალობის დარღვევის ლეგიტიმური საფუძვლები

    ა. სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან არას-რულწლოვანი საუკეთესო ინტერესების და-ცვა

    სიცოცხლე ადამიანის უზენაესი ღირებულებაა, რომლისგანაც გამომდინარეობს თავისუფლება, ადამიანის გონებრივი განვითარება და ადამიანური ბედნიერება. სიცოცხლის უფლება თავად ადამიანის ბუნებრივ არსებობას იცავს და ამავდროულად სხვა ადამიანური სიკეთეებით სარგებლობის წინაპირობას ქმნის. მედიაციის პროცესში კოფიდენციალურობის ბეჭედ დასმული ინფორმაციის გამჟღავნებას შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში სამართლებრივ-ლეგიტიმური გამართლება ქონდეს. საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“ კონფიდენციალობის დარღვევას გამართლებულად ცნობს, თუ მისი მიზანია სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. მიზანი უნდა იყოს აშკარა, ამ სიკეთების დაცვა იმ მომენტისთვის (აწმყოში) უნდა იყოს საჭირო, საფრთხე უნდა იყოს რეალური და არა ჰიპოთეტური. ლეგიტიმური საჯარო მიზნის მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ლეგიტიმური საჯარო მიზნის არარსებობის დროს ნებისმიერი ჩარევა ადამიანის უფლებაში თვითნებურ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას, მედიაციის პროცესში წარმოებული კომუნიკაცია ვერ მოექცევა პრივილეგიის საფარქვეშ, თუ ეს ეხება ბავშვის/მოზარდის დაცვას. ყურადღება უნდა გამახვილდეს, მედიაციის უნიფიცირებულ აქტზე, რომლის თანახმად, მიუხედავად გამონაკლისებისა რის საფუძველზეც მედიატორი ვალდებულია, უარი თქვას კონფიდენციალობის პრივილეგიაზე, მედიატორი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სადავო საკითხზე მოდავე პირებს შორის მედიაციის პროცესის ჩატარების, დასრულების, მასში მხარეთა მონაწილეობის და მორიგების შესახებ მშრალი ინფორმაციის გაცემით იმ ორგანოებისთვის, რომლებმაც შეიძლება ამ მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის ბედი გადაწყვიტონ. საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას და შეფასებისას მხედველობაში მიიღება ოჯახურ გარემოში მისი განვითარების უფლების რეალიზება, სოციალური მახასიათებლები, მისი მოსაზრებები, თანასწორობის და ძალადობისგან დაცვის უზრუნველყოფა. საინტერესოა, თუ როგორ არის დაცული ბავშვის და ასევე, მშობლის ინტერესები ფლორიდის შტატის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ოფიციალურ სახელმძღვანელოში, რომლის თანახმად, დავის ალტერნატიულად გადაწყვეტის პროცესში ბავშვის, ბავშვის მშობლების ან ბავშვის კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებების დასაცავად, ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიერ კონფიდენციალურად დაცულია ჩანაწერები და მოხსენებები ბავშვის მიტოვების ან ბავშვზე ძალადობის შესახებ, ასეთი ტიპის ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე და მხოლოდ კანონით განსაზღვრული სუბიექტებისთვის.

    ბ. სამედიაციო მორიგების დასადასტურებლად; ნებაყოფლობით შესასრულებლად ან იძულებით აღსასრულებლად

    კონფიდენციალობის დარღვევის ლეგიტიმური საფუძვლები – სამედიაციო მორიგების დასადასტურებლად, ნებაყოფლობით ან იძულებით შესასრულებლად, სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე – აშკარად დაგვანახებს, რომ ყველა კონფიდენციალური კომუნიკაცია არ არის პრივილეგიით დაცული, ხოლო ყველა პრივილეგირებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური. თუმცა, პრივილეგია და კონფიდენციალობა არ არის აბსოლუტური ხასიათის სიკეთეები და გამონაკლისების არსებობა მიმართულია საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად. კონფიდენციალობა მედიაციაში უსაფრთხო გარემოს ერთ-ერთი წინაპირობაა, როგორც მხარეებისთვის ასევე, მედიატორისთვის. თუმცა, ეს კონკრეტული გამონაკლისი „ბლანკეტური“ წესი, რაც მედიატორს ავალდებულებს დაარღვიოს კონფიდენციალობის პრინციპი სამედიაციო მორიგების აღსრულების მიზნით, გარკვეულწილად თავად მედიატორისთვის ქმნის რისკებს. სამედიაციო მორიგების აღსასრულებლად კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღვანების მომენტში მედიატორი არ უნდა გადავიდეს მოწმის პოზიციაში. დღეის მდგომარეობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმპერატიული ჩანაწერის თანახმად, მედიაციის პროცესში მონაწილე პირი მოწმედ არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში. ეს ჩანაწერი და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად ინფორმაცია გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამჟღავნებულ იქნეს მხოლოდ მიზნის პროპორციულად და ადეკვატურად, ისე რომ მაქსიმალურად დაცული იყოს გასაჯაროვებისგან – მედიატორის ნეიტრალობის და მისი პროფესიის დაცვისთვის შექმნილი ფარია. მედიაციაში კონფიდენციალობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის სასამართლო გადაწყვეტილებებიდან საინტერესოა, 2002 წელს სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლის სინტია კოჰენის გამოუქვეყნებელი მოსაზრება. ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მედიატორი პირველი ინსტანციის სასამართლოზე გამოძახებულ იქნა, იმასთვის რომ დაემოწმებინა მხარეებს შორის შედგა თუ არა შეთანხმება და წარედგინა შესაბამისი მასალები, ხოლო საქმის განმხილველმა მოსამართლემ მედიატორის მოწმედ გამოძახება გაამყარა არგუმენტით, რომ კონფიდენციალობის პრივილეგიით სარგებლობენ მხარეები და არა მედიატორი. აქედან გამომდინარე, თუ მხარეები უარს ამბობენ კონფიდენციალობით ინფორმაციის დაცვაზე ან მათი ქმედების შედეგად საჭიროა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, მედიატორი ვალდებულია, სასამართოლოში მისცეს ჩვენება. ეს გადაწყვეტილება მედიატორმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციოს ერთ-ერთმა მოსამართლემ განმარტა, რომ მხარეები შეთანხმდებიან თუ არა კონფიდენციალობის დაცვაზე, ეს ვერ იქნება მიზეზი აიძულონ მედიატორი გამოაშკარავოს საჯაროდ მედიაციის პროცესში წარმოებული კომუნიკაცია. ასეთი იძულებითი ჩვენება, თუნდაც ის გამოსადეგი იყოს მოსამართლისთვის გადაწყვეტილების მიღებისთვის, ეწინააღმდეგება კანონმდებლის განზრახვას, რომ დაცულ იქნეს მედიაციის პროცესი და მედიატორის ნეიტრალურობა. ამის საპირისპიროდ შეიძლება მოყვანილ იქნეს თურქეთში იმპლემენტირებული მედიაციის სამართალი და სამოქალაქო დავების შესახებ ნორმატიული აქტის მეხუთე მუხლი, რომლის თანახმად, მედიატორს ანიჭებს უფლებამოსილებას გამოვიდეს სასამართლოზე მოწმის სტატუსით თუ ამასთან დაკავშირებით მხარეების წერილობითი თანხმობა არსებობს. საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხი შეიძლება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საგანი გახდეს, ეს კითხვის ნიშანს ბადებს, მხარეს შესაძლებლობა ხომ არ ეძლევა მოითხოვოს მედიატორისგან სასამართლოში სამედიაციო მორიგების დასადასტურებლად მეტი მოცულობით ინფორმაცია გაამჟღავნოს. ამასთან ერთად თუ დავუკვირდებით „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს, მედიაციის მონაწილე მხარებმა კონფიდენციალობის მუხლით დაცული ინფორმაცია არ შეიძლება გამოიყენონ სასამართლოში. მაგრამ თუ მხარეებს შორის ინფორმაციის არაკონფიდენციალობის შესახებ წერილობითი შეთანხმება იარსებებს, ინფორმაცია ხომ ლოგიკურად აღარ იქნება კონფიდენციალობის მუხლის დაცვის ქვეშ და ამ შემთხვევაში არის კი შესაძლებელი ასეთი ინფორმაციის სასამართლოში გამოყენება? ვფიქრობ, ამ კუთხითაც უმჯობესია ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფა.

    გ. მედიაციის დაწყებამდე ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულების შესრულება (შეზღუდულად გამჟღავნება)

    მედიაციის დაწყებამდე ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად ერთ-ერთმა მხარემ შესაძლებელია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მედიაციის მიმდინარეობის პროცესში გახდა ცნობილი. მედიაციის დაწყებამდე ნაკისრი ვალდებულება მხარეს შეიძლება ჰქონდეს გარეშე პირის მიმართ, რომელიც მედიაციაში საერთოდ არ მონაწილეობს. მაგალითად თუ ბიზნეს სუბიექტი მედიაციის პროცესში გაიგებს, რომ მიმდინარე წელს სესხის გადაფარვის შედეგად მომგებიან მდგომარეობაში ჩადგება, ვიდრე სესხის ყოველთვიური დაფარვით, შეუძლია მედიაციის პროცესიდან მიღებული ეს ინფორმაცია მაქსიმალურად შევიწროებული სახით გააჟღეროს სხვა პირებთან ან სესხის გამცემთან (გამსესხებელთან) კონსულტაციისას, რომ შეძლოს ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულების შესრულება.

    დ. ინფორმაციის გამჟღავნების აუცილებლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიებისთვის

    განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიებისთვის აუცილებელი კონფიდენციალობის დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობაა, მედიაციის პროცესში დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველი ფაქტების გამოვლენა. ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად ამ დროს ინფორმაცია მაქსიმალურად მწირი მოცულობით უნდა გამჟღავნებულ იქნეს და შესაბამის მხარეს წინასწარ უნდა ეცნობოს აღნიშნულის თაობაზე. სხვა სპეციფიურ დეტალებზე „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ყურადღებას არ ამახვილებს, მაგალითად: უკვე ჩადენილ დანაშაულს, სამომავლოდ დაგეგმილ დანაშაულს თუ ორივეს გულისხმობს კანონმდებელი. თუ გადავხედავთ საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილს, კონფიდენციალობა შესაძლებელია დაირღვეს მაშინ თუ სახეზეა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველი ფაქტები მაგალითად: დანაშაულის დაგეგმვის, მისი ჩადენის ან განხორციელების მცდელობის, კრიმინალური ქმედებების დაფარვის ან ძალადობის არსებობის თავისებურებები. ამ შეთხვევაში გონივრული ეჭვის არსებობას დიდი მნიშნველობა აქვს, ეს კი ნიშნავს, რომ დანაშაულის ნიშნები რეალურად უნდა ჩანდეს გამჟღავნებულ ინფორმაციაში.

    ე. მედიაციის დაწყებამდე ან საჯარო სივრციდან მიღებული კონფიდენციალობის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია

    კონფიდენციალობის მიზანია მხარეების ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებული შიში შეამციროს, რომ უკეთესად აღქმადი გახდეს პრობლემა და თავად მხარეებმა შეძლონ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. თუ არ მოხდება რეალური ინფორმაციების გაცვლა, დაირღვევა კეთილსინდისიერების პრინციპი და საბოლოოდ მედიაცია არ იქნება ეფექტური. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ მედიაციის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია მედიაციის პროცესში გამხლელი ინფორმაცია რომელიმე მხარის მიერ ან გასაჯაროვდეს ან ბოროტად იქნეს გამოყენებული, რადგან კონფიდენციალობა არ ეხება ისეთ ინფორმაციას, რომელიც მხარისთვის ცნობილია მედიაციის დაწყებამდე ან შეიძლება მიიღოს სხვა დასაშვები გზით. ეს ჩანაწერი კომერციულ ურთიერთობებში მყოფ ბიზნეს სუბიექტებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა აქ საყურადღებოა ფაქტი, რამდენად შეუწყო ხელი მედიაციის პროცესმა ერთ-ერთ მხარეს მეორე მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოაშკარავებაში (იგულისხმება: რა უნდა ყოფილიყო ეს ინფორმაცია და სად მოეძებნა).

    ვ. ინფორმაციის გამცემი პირის სამართლებრივი ინტერესის დასაცავად

    მედიაციის პროცესიდან წარმოშობილი სამართლებრივი ან სადისციპლინო დავის დროს პირს, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული სამართლებრივი დავა, აძლევს საშუალებას გაამჟღავნოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას. მედიაციაში მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან კონფიდენციალურად დატოვონ მედიაციის პროცესში გამოვლენილი ინფორმაციები. განასხვავებენ ე.წ. „შიდა“ და „გარე“ კონფიდენციალურ ინფორმაციას. ინფორმაციის შიდა წრეში კონფიდენციალობის დაცვის დროს, ანუ როდესაც ხდება მხარესა და მედიატორს შორის განმარტოებით ინფორმაციის გაცვლა, კონფიდენციალობის დაცვა აკისრია მედიატორს. აქედან გამომდინარე, მედიატორის საქმიანობა შეიძლება დაეფუძნოს (ა) ღია კომუნიკაციის ან (ბ) კონფიდენციალობის მიდგომებს. ღია კომუნიკაციის დროს ინფორმაცია კონფიდენციალობის პრინციპით არის დაცული არა მედიაციის სხვა მონაწილეებისგან, არამედ გარეშე მესამე პირებისგან, ეს კი გულისხმობს, რომ მედიაციაში მონაწილე პირებმა (ექსპერტებმა, მხარეებმა, დამხმარე პერსონალმა), რომელთათვის ცნობილია ეს ინფორმაცია, არ უნდა გაამჟღავნონ განდობილი ინფორმაცია მესამე პირებთან. მედიაციაში ღია კომუნიკაციის დროს ექსპერტებს შეიძლება გარკვეული დოზით მიეწოდოთ ინფორმაცია, ხოლო თუ მოდავე მხარე აყენებს მედიატორის პასუხისმგებლობას ღია კომუნიკაციაში მონაწილე პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნების გამო, მედიატორს საკუთარი პოზიციის დასაბუთებისთვის, შეუძლია ღია კომუნიკაციიდან რელევანტური ინფორმაციის გამჟღავნება მის წინააღმდეგ მიმდინარე დავისას. ამ ფორმით მედიატორს შეეძლება საკუთარი ინტერესების დაცვა.
    კონფიდენციალური ინფორმაციის უფლებამოსილი პირისათვის ან ორგანოსათვის გამჟღავნება მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით უნდა მოხდეს, ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალობა მესამე პირისაგან. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს პროპორციულობას, გულისხმობს, რომ ნებისმიერი უფლების შემზღუდველი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. დასახული ლეგიტიმური მიზნის – პირადი ხასიათის ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის – გამოსადეგ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს ჩანაწერი: კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობა

    ზ. სასამართლოს ან სხვა სავალდებული იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილებით ინფორმაციის გამჟღავნება

    აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს ეძლევა უფლება, ნებისმიერი კანონიერი მიზეზით მოსთხოვოს მედიაციაში მონაწილეებს მედიაციის პროცესში გამხელილი ინფორმაციის გამჟღავნება. ეს წესი კონფიდენციალობის პრინციპის მაღალ სტანდარტს ეჭვქვეშ აყენებს, რადგან მისი ფორმულირება ზოგადი ხასიათისაა. თუმცა, თუ დავყრდნობით ჩვეულებითი სამართლიდან მედიაციის კუთხით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას, კონფიდენციალობის პრივილეგიის მოთხოვნის დროს სასამართლოებმა უნდა გამოიყენონ ოთხნაწილიანი ტესტის შეფასება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიის თანახმად – ზიანი, რომელიც მიადგებათ მხარეებს კომუნიკაციების გამჟღავნების შედეგად, უნდა იყოს უფრო დიდი, ვიდრე გამჟღავნების შედეგად მიღებული სარგებელი სასამართლოსთვის. აქედან გამომდინარე, ყველა მოსამართლემ უნდა იცოდეს, რომ მედიაციაში კონფიდენციალობის პრინციპის დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

    6. კონფიდენციალობის დაცვის მოვალეობის დარღვევა და მისი იურიდიული შედეგები 6.1. კონფიდენციალობის დარღვევის არსი და გამოვლენის ფორმები

    შრომითი ურთიერთობა იწყება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თანასწორობისა და ნების თავისუფალი გამოვლენის შესაბამისად იდება. კონფიდენციალობის პრინციპის არალეგიტიმურად დარღვევის საფრთხე შეიძლება დავინახოთ შრომის კოდექსის ჩანაწერში, რომლის თანახმად, მინისტრს აქვს უფლება მედიატორს მოსთხოვოს დავასთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენა. მაშინ, როცა ყველა შიდა კომუნიკაცია კონფიდენციალობის ფარის ქვეშ არის, დამსაქმებელი ამ შემთხვევაში ხვდება სიტუაციაში სადაც საფრთხე ექმნება მის კომერციულ საიდუმლოებებს და მის რეპუტაციას. ბიზნეს სუბიექტები ურთიერთობენ და პაექრობენ ერთმანეთში, ამიტომაც მათთვის არსებითია რომ მათი კომერციული საიდუმლოებები არ გასაჯაროვდეს. აქედან გამომდინარე, მინისტრის უფლებამოსილება გამოითხოვოს ანგარიში გარკვეულწილად კოლიზიაში მოდის საქართველოს შრომის კოდექსის 63-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, რომლითაც დაცულია კოლექტიური დავის კონფიდენციალობა და მედიატორს ვალდებულს ხდის არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ მედიაციის პროცესში გახდა ცნობილი. მედიატორმა უნდა შეეცადოს მხარეთა ინტერესები, საჭიროებები გამოკვეთოს და ორივე მხარისთვის აღქმადი გახადოს, ამ მიზნით მხარეებთან განცალკევებული შეხვედრები დგება. განცალკევებული შეხვედრების ერთ-ერთი ამოცანა შეიძლება იყოს შეთავაზების გაკეთების ორგანიზება, კერძოდ, კი, განცალკევებული შეხვედრის შემდგომ მედიატორი მეორე მხარეს აცნობებს ინფორმაციას ან შეთავაზებას. ამ მომენტში, საფრთხის ქვეშ დგება შიდა კონფიდენციალობის სტანდარტი, რადგან მედიატორის მიერ მეორე მხარისთვის ინფორმაციის გაზიარებისას შეიძლება დაუფიქრებლად და არამიზანმიმართულად რომელიმე მხარის სტრატეგიული და საკვანძო ინფორმაციის გადაცემა მოხდეს. მხარის მიერ მეორე მხარისთვის სპეციალურად არასწორი ფაქტების განდობა, რა თქმა უნდა, ართულებს დავას და კითხვას ბადებს, ზოგადად ყალბი ინფორმაცია ექცევა თუ არა მედიაციის კონფიდენციალობის დაცვის ქვეშ? თუ მივყვებით ზოგად წესს, მედიაციაში განდობილი ყველა ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვით სარგებლობს, თუმცა არის მოსაზრება ეთიკურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ თუ მხარისთვის ცნობილია მეორე მხარის მიერ განდობილი ინფორმაციის სიყალბის თაობაზე, ეს ინფორმაცია არ ექცევა კონფიდენციალობის დაცვის ქვეშ. ამისდა მიუხედავად, არაკეთილსინდისიერი მოდავე მხარის სასამართლოზე გამოაშკარავების მიზეზით მედიაციის პროცესში საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვება, ვერ ჩაითვლება კონფიდენციალობის დარღვევის ლეგიტიმურ საფუძვლად დღეის მდგომარეობით არსებული ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით.

    6.2. კონფიდენციალობის დარღვევის იურიდიული შედეგები

    მედიაციის პროცესი, რომ წარმატებულად ჩატარდეს აუცილებელია, რომ მხარეები „გაიხსნან“, რაც გამომდინარეობს მედიაციის არაფორმალური ხასიათიდან, რომელიც მხარეებს აძლევს საშუალებას თავისუფლად ისაუბრონ ფაქტების, ინტერესების, ემოციებს და შესაძლებლობების შესახებ. ბიზნეს სუბიექტებს შორის მედიაციის დროს ორივე მხარემ შეიძლება საიდუმლო და მათთვის პოტენციურად საფრთხის შემცველი არასახარბიელო ინფორმაცია გაამჟღავნონ იმ იმედით, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად კონფიდენციალური დარჩება. ისეთი ტიპის კომერციული დავების დროს, როცა დავა მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდ თანხებზე, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია მესამე პირისთვის არ გახდეს ცნობილი მედიაციის პროცესის დეტალები, რადგან შეიძლება გარკვეული ინფორმაციის გამჟღავნებამ მათ რეპუტაციას და საქმიან ურთიერთობებს (აწმყოში არსებულს და სამომავლო საქმიან ურთიერთობებს) დიდი ზიანი მიაყენოს. არასამართლიანი შედეგის პირდაპირი ადრესატი მედიაციის პროფესიული საზოგადოებაა, რომლის ამოცანაა ადამიანებში მედიაცია დანახულ იქნეს როგორც დავის გადაწყვეტის მოთხოვნადი და ეფექტური საშუალება. მედიაციის დროს კონფიდენციალობის პრივილეგიით დაცული განცხადებები და შეთავაზებები უნდა იქნეს ისე გადამუშავებული, რომ არ მოხდეს მათი გამჟღავნება, ხოლო ზიანის მიყენებისას ის უნდა ანაზღაურდეს. საბოლოო ჯამში კონფიდენციალობის დარღვევის იურიდიულ შედეგში შეიძლება ვიგულისხმოთ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა. კონფიდენციალობის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც მორალური ზიანი, ასევე, ქონებრივი ზიანი. მაგალითად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შედეგად თუკი ხელყოფილია მისი საქმიანი რეპუტაცია, მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზოგ ქვეყანაში კონფიდენციალობის დარღვევა უფრო მძიმე შედეგს იწვევს, როგორიცაა 6 თვემდე პატიმრობა და მედიატორთა რეესტრიდან ამოშლა.

    6.3. რეალობა და გამოწვევები

    მედიატორის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ნდობა ხელს უწყობს კომერციულ დავებში მედიაციის განვითარებას. თუმცა, როცა ეროვნული კანონმდებლობა კონფიდენციალობის დარღვევის ლეგიტიმური საფუძვლების საკმაოდ მსუყე ჩამონათვალს ადგენს, საფრთხე ექმნება კომერციულ დავებში მედიაციის ინტეგრირებას. დარღვევის ერთ-ერთ საფუძველი – სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებით ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება – ზოგადი ხასიათის ჩანაწერია. თუმცა, კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ მხოლოდ საქმესთან პირდაპირ დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება უნდა მოითხოვოს და შემოიფარგლოს საქმესთან დაკავშირებული მასალებით. რაც მთავარია მოსამართლემ კონფიდენციალობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის და სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სარგებლის შეპირისპირება უნდა შეძლოს. აქვე აღსანიშნავია, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის უფლებამოსილი პირისათვის ან ორგანოსათვის გამჟღავნების დროს არსებული შეზღუდვა, რომ ინფორმაციის გამჟღავნება მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით უნდა მოხდეს, დასახული ლეგიტიმური მიზნის – პირადი ხასიათის ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის – გამოსადეგ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან პროპორციულობის პრინციპის განმარტება ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკის თანახმად გულისხმობს: სახელმწიფოს მიერ სამართლიანი ბალანსის დადგენას, იმ სახით რომ დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს.
    როგორც ჩანს, ეროვნული კანონმდებლობით ყველა მედიატორს ევალება, მხარეებს აცნობოს კონფიდენციალობის შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძვლების შესახებ, თუმცა მედიაციის აბსოლუტური იმუნიტეტის შესახებ საზოგადოებაში შექნილმა მითებმა შეიძლება აზარალოს მხარე, რაც გამოიხატება მხარის მიერ ინფორმაციის გაუაზრებლად გამხელაში. მედიატორი უნდა იყოს აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მედიაციის მხარეებმა გააზრებულად მიიღეს გადაწყვეტილებები. ასევე, არსებითად მნიშვნელოვანია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით მედიაციაში მყოფ მონაწილეებს კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება დაეკისროთ. ბიზნესსუბიექტთა შიში მედიაციის დროს მესამე პირებისთვის კომერციული საიდუმლოების გამჟღავნების თაობაზე შეიძლება შემცირდეს იმის გათვალისწინებით, რომ კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევის ლეგიტიმური საფუძვლების და ფარდობითი ცნებების (ადეკვატური და პროპორციული მოცულობა) არსებობის მიუხედავად, ეროვნული კანონმდელობა ითხოვს გამჟღავნებული ინფორმაციის მაქსიმალურად დაცვას მესამე პირისგან. ამდენად, კონფიდენციალობის პრინციპი არ სარგებლობს აბსოლუტური იმუნიტეტით და მედიაციის თავისუფალი სივრციდან გამომდინარე, შეიძლება ლეგიტიმური შეზღუდვების გარდა, კანონმდებლობაში გაუწერელი ფაქტობრივი გარემოების დადგომის შედეგად დაირღვეს. კონფიდენციალობაზე უარის თქმა მხარეებს შეუძლიათ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ისინი ხელმოწერით დაადასტურებენ და, აქედან გამომდინარე, მედიაციის პროცესში ერთმანეთისთვის განდობილი ინფორმაცია შესაძლებელია სასამართლოში მტკიცებულებად
    იქნეს გამოყენებული. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ეს ვერ გახდება საფუძველი, მედიატორს სასამართლოში მხარეებმა მოსთხოვონ ამ ინფორმაციის შესახებ ჩანაწერების წარდგენა. რადგან ამ კონტექსტში ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ფარგლები არ არის მკაცრად გაწერილი, უმჯობესია მედიატორმა თავი დაიზღვიოს და მედიაციის დასრულებისთანავე კომუნიკაციის შედეგად მიღებული მასალები გაანადგუროს, ხოლო თუ მასალების განადგურების ვალდებულება მედიატორს კანონით დაევალება ვფიქრობ აღნიშნულ სიტუაციაში კონფიდენციალობის პრინციპის დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი იმოქმედებს. ასევე, მხარის მიერ მედიაციის დაწყებამდე ან სხვა კანონის შესაბამისი საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის ლეგიტიმურ საფუძვლად განსაზღვრა კომერციულ ურთიერთობებში მყოფ ბიზნეს სუბიექტებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა აქ საყურადღებოა ფაქტი, რამდენად შეუწყო ხელი მედიაციის პროცესმა ერთ-ერთ მხარეს მეორე მხარისთვის სტრატეგიული მნიშნვნელობის მქონე ინფორმაციის გამოაშკარავებაში (იგულისხმება: რა უნდა ყოფილიყო ეს ინფორმაცია და სად მოეძებნა). კონფიდენციალური ინფორმაციის უფლებამოსილი პირისათვის ან ორგანოსათვის გამჟღავნების დროს არსებული შეზღუდვა, რომ მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით უნდა მოხდეს ინფორმაციის გამჟღავნება დასახული ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრს გადაეცა 422 საქმე. 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ბიზნეს დავებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ვალდებულებით სამართლებრივი 28 დავა; შრომითი სამართლებრივი – 27 დავა; ასევე, სასეხო და მიკროსაფინანსო 33 მიმდინარე დავა ფიქსირდება მედიაციის ცენტრში. განხილულ საქმეთაგან მორიგების მაჩვენებელია 60-70%, ხოლო განსაკუთრებით წარმატებული შედეგები აქვს მიკროსაფინანსო, შრომითი, კომერციული და საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს.

    დასკვნა

    სამართლიანობა ინტერესთა ბალანსის შენარჩუნების საუკეთესო ხერხია, მითუმეტეს, მედიაცია აძლევს მხარეებს საშუალებას, საკუთარი გადმოსახედიდან დანახული სამართლიანობის ჭრილში მიიღონ ერთობლივი ნებაყოფლობითი და სასურველი გადაწყვეტილება. თუმცა, მხარეების მიერ სამართლიანობის განსხვავებულმა აღქმამ, რომელიც შეიძლება რომელიმე მხარისთვის ყველა მეთოდის გამოყენებით გამარჯვებასთან ასოცირდებოდეს, დააზარალოს კეთილსინდისიერი მხარე, რადგან სასამართლოში მედიაციის პროცესში განდობილ ინფორმაციას საკუთარი ვარაუდების დასაბუთებისთვის ვერ გამოიყენებს. კონფიდენციალობა სამართლებრივ-ფილოსოფიურ ჭრილშიც გარკვეულ ჰიბრიდს წარმოადგენს. ეროვნული კანონმდებლობით დროში მისი განუსაზღვრელობა აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას მოგვაგონებს, ხოლო, მედიაციის ურთიერთობის სპეციფიკა და თანდევი პროცესი, რომელიც პირებს აძლევს საშუალებას, მოსთხოვონ ერთმანეთს ინფორმაციის დაცვა კონფიდენციალობის პრინციპით, აშკარად რელატიური ხასიათის მატარებელია. ერთი მხრივ, „მედიაციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლი მხარეების წერილობითი შეთანხმებით უშვებს ვარიანტს, რომ დავის მხარეებმა საერთოდ წერილობით უარი თქვან კონფიდენციალობაზე, მეორე მხრივ, კი – მედიატორის ვალდებულება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ამ დროს – საერთოდ არ არის კანონით გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს მედიაციის შემდგომ გა
    ნუსაზღვრელი ვადით კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება. მედიაციის პროცესში მხარეებმა შეიძლება ვერ გათვალონ, სამო მავლოდ რა ინფორმაცია შეიძლება გახდეს უსარგებლო და ამან წარმოშვას თავისთა ვად პრობლემები კონფიდენციალობის დარ ღვევის ნაწილში. ეს შემთხვევა კი პირდაპირ დაკავშირებული ხდება კონფიდენციალობის დარღევის ლეგიტიმურ საფუძველთან კერ ძოდ, მედიაციაში მონაწილე მხარეების მიერ კონფიდენციალობის დარღვევად არ ჩაით ვლება თუ ინფორმაცია საჯარო სივრცეში მო ხვდა სხვაგვარი საშუალებით.
    კოლექტიურ დავებში მინისტრის უფლება, მედიატორისგან მიიღოს ანგარიში გა რკვეულწილად მოდის კოლიზიაში ჩანა წერთან, სადაც მედიატორი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურად ყველა ინ ფორმაცია, რომელიც მისთვის განდობილი გახდა მედიაციის პროცესში. ვფიქრობ, სა მომავლოდ საქართველოს შრომის კოდექს ში უმჯობესია დაემატოს 63ე მუხლს კიდევ ერთი პუნქტი, სადაც იქნება განსაზღვრული მკაფიოდ, თუ რა სახის ინფორმაციის/ანგა რიშის მიწოდების ვალდებულება აქვს მედი ატორს შრომის, ჯანმრთელობის და სოცია ლური დაცვის მინისტრისთვის და რა დოზით უნდა ასახოს მედიაციის პროცესში მიღებუ ლი ინფორმაცია ანგარიშში, ისე რომ არ დაირღვეს კონფიდენციალობის პრინციპი. ამასთან ერთად, აუცილებელია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუ ხლის მე-2 პუნქტით მედიაციაში მყოფ მო ნაწილეებს კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება დაეკისროთ (როგორც მედი აციის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდგომ), რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ნაგულისხმევია კონფიდენციალობის და ცვის ზოგად წესში.
    ასევე მნიშნველოვანია, გაანალიზდეს სამი ჩანაწერი:
    1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩაწერილი ტექსტი, რომლის თანახმად, მედიატორს არ აქვს უფლება სასამართლოზე გამოვიდეს მოწმის სტატუსით;
    2. მედიაციის შესახებ კანონის მე-10 მუ ხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ, წერილობითი შეთანხმებით კო ნფიდენციალობის პრინციპით დაიცვან განსაზღვრული ინფორმაცია ან საერთოდ უარითქვან მასზე;
    3. მედიაციის შესახებ კანონის მე-10 მუ ხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მე-10 მუხლით დაცული ინფორმაცია არ შეიძლება იქნეს გა მოყენებული სასამართლოში.
    ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გასაჯაროვებაზეც მხარეები შეთანხმდებიან წერი ლობით, აღარ ჩაითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად. ეს გვაძლევს საფუძველს ვი ვარაუდოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია აღარ ექცევა მედიაციის შესახებ კანონის მე 10 მუხლის დაცვის ქვეშ, რის შედეგადაც სასამართლოზე ამ ინფორმაციის გამოყენება არ ჩაითვლება კონფიდენციალობის დარღვე ვად. მითუმეტეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გვხვდება ჩანაწერი, რომ სასამა რთლო მტკიცებულებად არ მიიღებს მედია ციის პროცესში განდობილ ინფორმაციას თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან ამ საკითხზე. თუმცა, რადგან ეს ვარაუდია, უმჯობესია, „მედიაციის შესახებ“ კანონის მე 10 მუხლის მე-2 პუნქტში გაკეთდეს აღნიშვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული წესი ეხება იმ ინფორმაციას, რომლის კონფიდენციალობის ან გასაჯაროვების საკითხზე მხარეები დამა ტებით წერილობითი ფორმით არ არიან შეთა ნხმებულნი, თუმცა ეს წესი ან განსხვავებული შეთანხმება მხარეებს შორის არ ავალდებუ ლებს მედიატორს, გაასაჯაროვოს მასთან და ცული ინფორმაცია.
    საბოლოო ჯამში ბიზნესდავების მედიაციის წარმატებულად დასრულებისთვის მედია ტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ფოკუსირება მოახდინოს მხარეების ინტერე სებზე და შეძლოს მათი გამიჯვნა მხარეების პოზიციებისგან. მედიატორმა უნდა შეძლოს ბიზნეს ურთიერთობებში ემოციური ფონის მოხსნა და ინტერესებზე დაფუძნებული მედი აციის პროცესად გარდაქმნა, ისე რომ არ და ირღვეს კონფიდენციალობის პრინციპი.

    BIBLIOGRAPHY:

    Georgian normative material

    1. Civil Procedure Code of Georgia, 14/11/1997, https://matsne.gov.ge/ka/document/view/29962?publication=149 [Last seen: 30 November, 2021]
    2. Civil Code of Georgia, 26/06/1997, 786, https://www.matsne.gov.ge/ka/document/ view/31702?publication=115 [Last seen: 7 December, 2021
    3. Law of Georgia on Mediation, 18/09/2019, 4954-Iს, Article 10.
    4. The Code of the Rights of the Child, 20/09/2019, 5004-Iს, Article 5.
    5. Labour Code of Georgia, 17/12/2010, 4113-რს.
    6. Constitutional Court of Georgia II-60, No3/1/512 Judgment in the case of "Danish
    7. citizen Heike Kronkvist v. Parliament of Georgia", 26/06/2012.
    8. Explanatory card on the draft law of Georgia on Mediation, registration N07-2/319/9, 2017, 9.
    9. Constitutional Court of Georgia II-28, No3/1/752 Decision on the case “(NNLE) " Green Alternative "v. Parliament of Georgia", 14/12/2018
    10. Constitutional Court of Georgia I Panel, No1/4/693,857 Judgment in the case of NNLE “Media Development Fund” and NNLE “Institute for Development of Freedom of Information” against the Parliament of Georgia, 7/06/2019, https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1268 [Last seen: 7 December, 2021]
    11. Tbilisi City Court, Response to Citizen Irina Batiashvili, N2-4118/4363203, 13/12/2021.
    12. Tbilisi City Court, N2-4118/4363203, 13/12/2021.

    Georgian literature

    1. Adeishvili Q., The Role of the Confidentiality in the Mediation Process, Journal “Alternative Dispute Resolution-Yearbook“, special edition, 2018-2019, 54, 65.
    2. Batiashvili I., The right to life – the white garment of the Constitution, Faculty of Law and International Relations of Georgian Technical University Journal, “Lawyer”, N9, 2020, 95
    3. Beridze Q. Divorce, Child and Family Mediation, The Importance of Mediation and Development Perspectives in Georgia, Tb., Ilia state University, 2021, 74.
    4. Beradze S., Specificity of Confidentiality Protection in Mediation Process, Journal “Alternative Dispute Resolution-Yearbook“, Winning articles in the National Competition for Mediation Articles,2017, 50.
    5. Bichia M., Legal Regime of Confidentiality Protection in the Mediation Process and Its Meaning, Journal "Law and World", 6(2), 2020, 194-196.
    6. Bichia M.,The Georgian Model of Compensation of Non-property Damage for Violating Personal Rights in Line with European Standards, TSU “Journal of Law”, N1, 2017, 16, 23.
    7. Bichia M., Bichia M.,Methodological Issues of Public Legal Relations, TSU “Journal of Law”, N1-2, თბ., (2010), 82, 84, 85-86.
    8. Gurieli A., Judge as a mediator, Journal "Law and World", Tb., N11, 2019, 47.
    9. Tvauri R., Standard of Binding by Confidentiality Principle in Mediation Process, Journal “Alternative Dispute Resolution-Yearbook“, 2015, 27, 28, 31
    10. Todua M., Willems H., Law of Obligation, Tb., Georgian young lawyers, 2006, 7-9.
    11. Kalandadze D.,The Principle of the Confidentiality in the Mediation Process and Georgian Legislative Reality, Journal “Alternative Dispute Resolution-Yearbook“, special edition, 2018-2019, 36, 37
    12. Steven M. Austermiller, Delaine R. Swenson, Alternative dispute resolution Georgia: A textbook of essential concepts, Tb., (2014), 150, 162-163
    13. Supreme Court of Georgia, Practical Recommendations for Judges of Common Courts on Civil Procedure Law, Tb., (2010), 14.
    14. Commentary on the Civil Code, Book I, Property Law, Editor-in-Chief: Chanturia L., Tb., (2017), 42, 54-55.
    15. Chanturia L., General Part of Civil Law, Tb., Law, 2011, 4-5.
    16. Takashvili S., The Importance of Mediation as a Form of Alternative Dispute Resolution in the Process of Collective Labor Dispute Discussion and Settlement, Journal “Alternative Dispute Resolution-Yearbook“, 2014, 48
    17. Qatamadze D., Stress identified in the mediation process and ways to reduce it, The Importance of Mediation and Development Perspectives in Georgia, Tb., Ilia state University, 2021, 68-69
    18. Kandashvili I., Judicial and Non-Judicial Forms of Alternative Dispute Resolution on the Example of Mediation in Georgia, Tb., Publishing world of lawyers, 2019, 191-192, 203-204, 103.
    19. Chitashvili N., Fair Settlement as Basis for Ethical Integrity of MediationJ ournal “Alternative Dispute Resolution-Yearbook“, special edition, 2016, 13, 21.
    20. Tsuladze A., Comparative Analysis of Georgian Judicial Mediation, Tb., Publishing world of lawyers, 2017, 28,176-277, 180-183, 84, 86-88, 89, 51-52, 138-140, 161, 142.
    21. Kharaishvili A., Georgian Business Law Guide and Practical Exercises, Tb., (2019), 95.

    Foreign language normative material

    1. United Nations General Assembly, Resolution on Model law on international commercial mediation and international settlement agreements resulting from me dation of the united nations commission on international law, Seventy-third ses sion, Distr: General, 3 January 2019, A/RES/73/199 https://digitallibrary.un.org/record/1659029?ln=en#record-files-collapse-header [Last seen: 28 November, 2021]. (In English)
    2. Resolution of United Nations General Assembly, Model law on international commercial conciliation of the united nations commission on international trade law, Annex model law on international commercial conciliation of the united nations commission on international trade law, fifty-seventh session, distr: General, 24 January 2003, A/RES/57/18, https://undocs.org/A/RES/57/18 [Last seen: 28 November, 2021]. (In English)
    3. United Nations Office at Vienna, A guide to UNCITRAL (basic facts about the United Nations Commission on International Trade Law), English, Publishing and Library Section, January 2013. (In English)
    4. Erskine White et al v. Susan A. Holton, dba Gabriel Ames Associates, Superior Court No. 927915E, Oct.4, 1993. (In English)

    Foreign language literature

    1. Brooker P., Mediation law journey “through institutionalism to juridification”, routledge, Britain, 2013, 255. (In English)
    2. Burge K., Boston Globe, 2002, https://archive.boston.com/globe/spotlight/abuse/ stories2/080602_chancellor.htm [Last seen: 8 December, 2021]. (In English)
    3. Chan Ch. H., Peter Ch., Mediation Operations for Resolving Commercial Disputes in China, Journal "Revista Chilena de Derecho", Vol. 41, N1, 2014, 153. (In English)
    4. Dursun A., The principle of confidentiality in mediation and the role of confidentiality in commercial mediation, Afro Eurasian studies journal, Vol. 6, Issue 1&2, 2017, 23. (In English)
    5. Freedman L. Prigoffs M., Confidentiality in Mediation: The Need for Protection, Journal on dispute resolution, Vol 2:1, 1986, 37-38. (In English)
    6. Gibson K., Confidentiality in mediation: a moral reassessment, Journal of dispute resolution, Vol. 1992, N1, Art.5, 29. (In English)
    7. Hadiati M., Tampi M. M., The Benefit Values of Settling Business Disputes by Means of Mediation in Indonesia, In: “Proceedings of the Arbitration and Alternative Dispute Resolution International Conference (ADRIC 2019)”, Atlantis Press, 2020, 17-19. (In English)
    8. Holzberg R., 10 tips for a successful mediation, Connecticut law tribune, Pullman Comley, 2013, 1-4. (In English)
    9. erome B., Mediation confidentiality: who, what, where, when, how?, Massachusetts dispute resolution service, https://www.mdrs.com/faqs/mdrs-articles/mediation-confidentiality-who-what-where-when-how/ [Last seen: 8 December, 2021]. (In English)
    10. Kerwin J., "How Mediation Works When Both Parties Agree They Need Help Re solving the Dispute. How does mediation work in a lawsuit or other dispute?, the Program on Negotiation at Harvard Law School, 06/12/2021., https://www.pon.harvard.edu/daily/mediation/navigating-the-mediation-process/[Last seen: 7 De-cember, 2021] (In English)
    11. Oberman S., Confidentiality in Mediation: an application of the right to privacy, Ohiostate journal on dispute resolution, Vol 27:3, 2012, 541, 550-551. (In English)
    12. Office of the state courts administrator, Supreme Court of Florida, the Florida dis-pute resolution center’s adr resource handbook, 2020, 25. (In English)
    13. etunic L. F., Act Deux: Confidentiality Adter the Florida Mediation Confidentialityand Privacy Act, „Nova Law Review“, Volume 36, Issue1, 2011, 83. (In English)
    14. Brown K., Confidentiality in mediation: status and implications, Journal of disputeresolution, Vol. 1991,Iss. 2, 319, 315. (In English)
    15. Alexander N., Mediation: the new normal?, 4.12. 2020, 245. (In English)
    16. State v. Castellano, 460 So. 2d 480 (Fla. Dist. Ct. App. 1984), https://casetext.com/case/state-v-castellano. [Last seen: 7 December, 2021] (In English)
    გამოქვეყნების საფასური
    მთავარი რედაქტორი
    გამოქვეყნების ენა

    dealSeal