შესავალი
საქართველომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თაობაზე ერთიანი სტატისტიკის წარმოება 2020 წელს დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და უზენაესმა სასამართლომ საპილოტე რეჟიმში დაამუშავა 2020 წლის ბოლო სამ თვეში მომხდარი, ამ კატეგორიის დანაშაულთა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 2021 წლის 1 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. 2020 წლამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული მინიმალური ინფორმაცია (დაწყებული გამოძიებების, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირთა და გამამტყუნებელ განაჩენთა რაოდენობის შესახებ) ქვეყნდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) ვებგვერდზე.
საქართველო წევრია ფაქტობრივად ყველა იმ საერთაშორისო ხასიათის შეთანხმებისა თუ ხელშეკრულებისა, რომელიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ნორმებს შეიცავს. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესებულა საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციები გაუკეთებია. ფაქტობრივად, ყველა დოკუმენტი ახდენს ხაზგასმას დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვების მნიშვნელობაზე.
ნაშრომზე მუშაობის დროს ძირითადი საკითხების უკეთ შესწავლისა და სწორი სამართლებრივი შეფასების მიზნით გამოყენებულ იქნება ლოგიკური, ისტორიული, სისტემური კვლევის მეთოდები და პრობლემური ანალიზის მეთოდები. შესწავლილი და გაანალიზებული იქნება საკითხთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები.
ნაშრომის მიზანია გააანალიზოს შესაბამისი უწყებების მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემები და კონკრეტული დასკვნები გამოიტანოს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ყველაზე ხშირად სად ხდება ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენა; რომელი დისკრიმინაციის ნიშნით, რა კატეგორიის დანაშაულებს სჩადიან დამნაშავეები დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; როგორია სასამართლოს მიერ სსკ-ის 531-ე მუხლის გამოყენების მაჩვენებელი; ძირითად შემთხვევებში რა სახის სასჯელების გამოყენება ხდება ამ კატეგორიის დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა მიმართ და სხვა.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ცნება
თეორიასა და პრაქტიკაში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულს რამდენიმე სახელწოდება აქვს – დისკრიმინაციული დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის დანაშაული, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაული და სხვა. არსებითად, თითოეული ცნება ერთი შინაარსის მატარებელია, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი არის სიძულვილი, შიში, ზიზღი თუ სტერეოტიპული, მიკერძოებული დამოკიდებულება.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული ორ ელემენტს აერთიანებს – შეუწყნარებლობის მოტივი და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული. თუ რომელიმე ელემენტი არ არის სახეზე, გამოირიცხება დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის არსებობა.
სისხლის სამართლის კოდექსით (შემდგომში სსკ) გათვალისწინებული განზრახი დანაშაული – აქ მოიაზრება ნებისმიერი განზრახი დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ით. თუ ქმედება არ შეიცავს რომელიმე განზრახი დანაშაულის ნიშნებს, საუბარი ზედმეტია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე.
მეორე ელემენტი არის შეუწყნარებლობის მოტივი, იგივე სიძულვილის მოტივი, დისკრიმინაციული მოტივი და სხვა. აღნიშნული ტერმინები, ფაქტობრივად, ერთი და იმავე შინაარსის მატარებელი ცნებებია, ისინი შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც სინონიმები. ზოგადად, ტერმინი – სიძულვილით მოტივირებული დანაშაული – შეიძლება წარმოშობდეს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად აუცილებელია ამგვარი ქმედების ჩამდენს გააჩნდეს სიძულვილი დაცული ნიშნის მქონე ჯგუფისადმი, რომლის მიმართაც ახორციელებს დანაშაულებრივ ქმედებას. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული აუცილებლად სიძულვილის ელემენტის არსებობას არ მოითხოვს. სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციისთვის სიძულვილის განცდა/ქონა აუცილებელი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ამგვარი დანაშაული განიხილება, როგორც შეტყობინების, მესიჯის შემცველი დანაშაული დაცული ნიშნის მქონე ჯგუფის სხვა წევრების მიმართ, რომ ამ საზოგადოებაში მათ მიმართ მიმღებლობა არ არსებობს.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული სიძულვილის ენისგან განსხვავდება ისეთი ელემენტის არსებობით, როგორიც არის დანაშაული. მხოლოდ სტერეოტიპით თუ სიძულვილით მოტივირებული დამოკიდებულება ვერ გახდება სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. თუმცა აქ სიძულვილის ენა უნდა განვასხვავოთ სხვადასხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისგან, როდესაც მოწოდება ქმნის მისი განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, რაც უკვე გვაძლევს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების შემადგენლობას.
დისკრიმინაციის ნიშნის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შეფასდეს ე.წ. „მიდევნების” საკითხი. თუ გამოძიების ეტაპზე არ გამოიკვეთება დანაშაულის ჩადენის მოტივი, სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანო მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოტივზე ვერ იმსჯელებს, ისევე, როგორც სასამართლო ვერ იმსჯელებს განაჩენის დადგენის დროს მოტივზე, როგორც სსკ-ის 531 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობაზე, თუ ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ იქნება ამაზე მითითებული.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგირების პროცესი არის ერთიანი ჯაჭვი, რომლის ერთი რგოლის „ჩავარდნა“ გულისხმობს მოტივის გამორიცხვას და შემთხვევის შეფასებას, როგორც „ჩვეულებრივი” დანაშაულისა.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე სახელმწიფოს მიერ სტატისტიკის წარმოების ვალდებულება
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თაობაზე სტატისტიკის წარმოების ვალდებულება ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტსა თუ ანგარიშში. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის (ECRI) (შემდგომში – ეკრი) მიერ საქართველოსთვის შედგენილ რეკომენდაციებზე. კომისიამ 2016 წელს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ და მოუწოდა სახელმწიფოს – ყურადღება გაემახვილებინა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, როგორიც არის სტატისტიკის წარმოება. რეკომენდაციის თანახმად:
- სახელმწიფომ უნდა შექმნას მონაცემთა ერთიანი ბაზა, სადაც სრულად იქნება აღნუსხული ინფორმაცია იმ დანაშაულების შესახებ, რომლებიც ჩადენილია დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
გარდა ეკრის რეკომენდაციებისა, მსგავსი კატეგორიის სტატისტიკის წარმოების თაობაზე სახელმწიფოს აკისრებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო). მინისტრთა საბჭოს 2009 წლის (9/09) გადაწყვეტილება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ და ყოვლისმომცველ დოკუმენტად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფოთათვის დაკისრებული შემდეგი ვალდებულება:
- შეაგროვონ და გაასაჯაროვონ მონაცემები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ, მათ შორის ისეთი მონაცემები, როგორიცაა: გამოძიების დაწყების, პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობის, გამოყენებული სასჯელების შესახებ და სხვა.
სწორედ აღნიშნული რეკომენდაციების გამოძახილი იყო 2020 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, გენერალურ პროკურატურასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოების და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის (შემდგომში მემორანდუმი) გაფორმება. მემორანდუმი ითვალისწინებს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მონაცემთა ერთიანი და სრულყოფილი სისტემის შექმნასა და 2021 წლიდან პროაქტიულ გამოქვეყნებას.
ფაქტობრივად, აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს ქვეყნისთვის პირველ პრეცედენტს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვისა და გასაჯაროების კუთხით.
თანამშრომლობის მემორანდუმი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ
2020 წელს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს: „შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის შემუშავებისა და გამოქვეყნების სფეროში მემორანდუმის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობის პრინციპის, სტანდარტისა და წესების განსაზღვრა“. ასევე, „შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზის, ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის შემუშავებისა და გამოქვეყნების წესების განსაზღვრა“.
მემორანდუმი ავალდებულებს მხარეებს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული კონკრეტული სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გამოქვეყნებას. პროცედურის თანახმად: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა და უზენაესი სასამართლო წელიწადში ორჯერ, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა (31 ივლისის და 31 იანვრისა), ერთმანეთს აწვდიან საანგარიშო პერიოდში მემორანდუმის დანართით განსაზღვრული მონაცემების საწარმოებლად საჭირო ინფორმაიას, რის შემდეგაც უწყებები ახორციელებენ აღნიშნული მონაცემების შესწავლა – შედარებას და დამუშავებას. ამ პროცედურების გავლის შემდგომ აღნიშნული სამი უწყება წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 20 თებერვლისა, მთელი წლის (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) სტატისტიკურ მონაცემებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე აწვდის საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, აღნიშნული მონაცემები არაუგვიანეს 1 მარტისა გამოაქვეყნოს სტატისტიკის ეროვნული სამახურის ვებგვერდზე.
გამონაკლისს წარმოადგენდა საპილოტე რეჟიმში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის 2020 წლის ბოლო სამი თვის ერთიანი ანგარიშის გამოქვეყნების ვალდებულების განსაზღვრა, რომელიც უწყებებმა შეასრულეს და 2021 წლის პირველ მარტს გამოქვეყნდა პირველი სტატისტიკის ანგარიში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.
აღნიშნული მემორანდუმი დანართების სახით დეტალურად განსაზღვრავს იმ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების ვალდებულებას, რაც გათვალისწინებულია თითოეული უწყებისთვის. დანართით ცალ-ცალკეა განსაზღვრული – რა ინფორმაციას აგროვებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა და უზენაესი სასამართლო, თუმცა ამ მემორანდუმით არ არის გათვალისწინებული წარმოებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის ვალდებულება.
ფაქტობრივად, აღნიშნული მემორანდუმი არის მშრალი სტატისტიკური მონაცემი, რომლის გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება აუცილებელია, რათა სრულყოფილად შეფასდეს ეკრის და ეუთოს რეკომენდაციების შესრულების საკითხი. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ კომიტეტი დადებითად აფასებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის წარმოების ახალ სისტემას, თუმცა მოუწოდებს სახელმწიფოს ეს მექანიზმი გააუმჯობესოს სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკური კომპონენტის გაძლიერების გზით.
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის 2020 (ოქტომბერი-დეკემბერი) წლის ერთიანი ანგარიშის მონაცემები
2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და უზენაესმა სასამართლომ ერთიანი სტატისტიკის მემორანდუმის დანართით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემები მიაწოდეს. მიწოდებული მონაცემები დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებულ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 2020 წლის ბოლო სამ თვეში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი სულ 246 სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა.
გრაფიკი 1
გრაფიკი 2
გრაფიკი 1 ასახავს მოცემული 246 სისხლის სამართლის საქმიდან ქმედებათა კვალიფიკაციის მონაცემებს (იხ. გრაფიკი 1.).
აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი გამოიკვეთა ისეთი კატეგორიის დანაშაულებში, როგორებიცაა: დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (სსკ-ის 137-138-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული), დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (სსკ-ის 143-ე, 150-ე, 1501-ე, 151-ე, 1511-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული), საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული (სსკ-ის 177-ე, 187-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული) და სხვა, თუმცა ამ კატეგორიის დანაშაულების ხვედრითი წილი გაცილებით ნაკლებია და ძირითად შემთხვევაში ერთ ან რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს მოიცავს.
სასამართლო პრაქტიკაზე დამყარებული აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ისეთ თეორიულ კომპონენტს, როგორიც არის გარემოება, რომ ამ დანაშაულის ჩადენა შეიძლება სსკ-ით გათვალისწინებული ნებისმიერი განზრახი დანაშაულის სახით. ამასთან, საყურადღებოა, რომ ცხრილში მოყვანილია კვალიფიკაცია, რომელიც ეძლევა ქმედებას გამოძიების დაწყების მომენტში, შესაბამისად, შესაძლოა გამოძიების მიმდინარეობისას ან დასრულების შემდეგ მოხდეს კვალიფიკაციის შეცვლა.
ტერიტორიულ განფენილობასთან დაკავშირებით (იხ. გრაფიკი 2.) ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკე ითვლის საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის მიერ გამოძიება დაწყებულ საქმეებს, ამის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნულ დეპარტამენტებს არ აქვთ კონკრეტული ტერიტორიული ერთეული დაქვემდებარებაში, მათი საგამოძიებო ქვემდებარეობა განსხვავებულად არის მოწესრიგებული, რაც განაპირობებს განსხვავებული აღრიცხვიანობის წარმოებას, რაზეც მითითებულია გამოქვეყნებულ ანგარიშში შენიშვნების სახით.
გრაფიკი 3
რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე გამოკვეთილ დისკრიმინაციის ნიშნებს, სურათი შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. გრაფიკი 3).
ამავე ანგარიშში მითითებულია საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზე, რომლის თანახმადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 95 ადამიანის მიმართ, რომელთაგან ყველა იყო მამრობითი სქესის და 18 წელს მიღწეული ან უფრო მეტი ასაკის. აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულში დაზარალებულად ცნობილ იქნა 98 ადამიანი, საიდანაც 6 იყო მამრობითი სქესის, 92 კი – მდედრობითი სქესის, დაზარალებულად ცნობილ პირთაგან მხოლოდ ერთი იყო არასრულწლოვანი, 91 პირის ასაკობრივი კატეგორია მერყეობდა 18-დან 60 წლამდე და 6 პირი იყო 60 წელზე მეტის.
აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა და უზენაესი სასამართლო დისკრიმინაციის ერთ ნიშანში – რასაში, მოიაზრებენ ისეთ მომიჯნავე ნიშნებს, როგორებიცაა: რასა, კანის ფერი, ენა, მოქალაქეობა, ეთნიკური და ეროვნული კუთვნილება და წარმოშობა. შესაბამისად, როდესაც მითითებულია რასის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების რაოდენობაზე, მასში შეიძლება მოიაზრებოდეს ნებისმიერი აღნიშნული ნიშანი.
გრაფიკი 4
გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული შემდეგი სტატისტიკური მონაცემები შეეხება პირთა პასუხისმგებლობის საკითხს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიხედვით (იხ. გრაფიკი 4)
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მკვლელობის ორ ფაქტზე მოახდინა პირის პასუხისგებაში მიცემა.
შინაგან საქმეთა საიმინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დაწყება უფრო ხშირად ხდება ოჯახში ძალადობის, ძალადობის ან სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით. ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის მონაცემები შედარებით შეესაბამება ერთმანეთს. გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული მონაცემების თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ყველაზე ხშირად სსკ-ის 1261 მუხლით ხდება.
სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების კუთხით, დისკრიმინაციის კონკრეტული ნიშნის გამოკვეთის მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. გრაფიკი 5).
გრაფიკი 5
გრაფიკი 6
მოცემული სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ძირითად შემთხვევებში დანაშაულის ჩადენა ხდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. თუმცა აღსანიშნავია, რომ გამოძიების ეტაპზე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირების გარდა, დიდია პოლიტიკური ან სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის შემთხვევები, ასევე დიდია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (შემდგომში სოგი) ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა, მაშინ როდესაც გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი ერთ სისხლის სამართლის საქმეშიც არ არის გამოკვეთილი. აღნიშნული საკითხი ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებთ, თუ რა გარემოებები უშლის ხელს გამოძიებადაწყებულ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ნიშნით შეუწყნარებლობის იდენტიფიცირებული მოტივის ასახვას პროკურორის მიერ გამოტანილ ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ტერიტორიული განფენილობა გამოიყურება შემდეგნაირად (იხ. გრაფიკი 6.).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას არცერთ საქმეზე არ მიუღია განრიდების, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება, გამოძიების შეწყვეტის თაობაზე კი მხოლოდ ხუთ შემთხვევაში იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ისიც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძვლით (ოთხი საქმე), ან იმ საფუძვლით, რომ პირი არ იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული (ერთი საქმე).
გენერალური პროკურატურა აწარმოებს ინფორმაციას ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სოციალური კავშირის შესახებ (იხ. გრაფიკი 7.).
გრაფიკი 7
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებულ სტატისტიკურ ინფორმაციას. საანგარიშო პერიოდში საქართველოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში ჯამში შევიდა 107 საქმე, განხილულ იქნა 64 საქმე. განხილული საქმეების ტერიტორიული განფენილობა არის შემდეგი (იხ. გრაფიკი 8.).
საანგარიშო პერიოდში სულ განხილულ იქნა 64 საქმე, 68 პირის მიმართ. 56 საქმეზე განხორციელდა არსებითი განხილვა, 3
საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, 4 საქმეზე შეწყდა წარმოება, ხოლო ერთი საქმე დაუბრუნდა პროკურორს განრიდების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 50 პირის მიმართ, ყველა მათგანი იყო მამრობითი სქესის, 18 წელს ზევით, ხოლო გამამართლებელი განაჩენი დადგა 5 პირის მიმართ. ძირითად შემთხვევაში პირი მსჯავრდებულად იქნა ცნობილი ოჯახური დანაშაულისთვის (სსკ-ის 1261 მუხლით (22 შემთხვევაში), 111 ,151 მუხლით (11 შემთხვევაში))
გრაფიკი 8
გრაფიკი 9
დისკრიმინაციის ნიშანთან მიმართებით კი სტატისტიკური მონაცემები არის შემდეგი (იხ. გრაფიკი 9.).
მსჯავრდებულ პირთა მიმართ გამოყენებულ სასჯელებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. გრაფიკი 10.).
ანგარიშის თანახმად საანგარიშო პერიოდში სულ 31 საქმე იქნა იდენტიფიცირებული, სადაც გამოყენებული იქნა სსკ-ის ზოგადი ნაწილის 531 -ე მუხლის პირველი ნაწილი, საიდანაც გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი გამოყენებულ იქნა – 24 საქმეში, გენდერული იდენტობა – 3, სექსუალური ორიენტაცია – 3, რასა – 1 საქმეში.
გრაფიკი 10
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის 2020 (ოქტომბერდეკემბერი) წლის ერთიანი ანგარიშის ანალიზის შედეგები
სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის შემუშავება უკვე არის ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა მხოლოდ მშრალი სტატისტიკური მონაცემები საქმის ნახევარია, აუცილებელია ამ მონაცემების გაანალიზება და მიღებული შედეგების გამოყენება.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესს აქვს თავისი ვადები. სავსებით შესაძლებელია, რომ გამოძიების დაწყებიდან მალევე არ მოხდეს შედეგის დადგომა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე „დაიკარგა“. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 246 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება და გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულად ცნო 95 პირი, არ ნიშნავს, რომ სხვა საქმეებზე შედეგი არ დადგება, ისევე როგორც, სასამართლოს მიერ 50 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება არ ნიშნავს იმას, რომ იმავე პერიოდში პროკურატურის მიერ ბრალწაყენებულ საქმეებზე შედეგი არ დადგება. შედეგი შეიძლება დადგეს სულ სხვა საანგარიშო პერიოდში, მაგალითად. საქმის სასამართლოში შეტანიდან 6 ან მეტი თვის შემდეგ, აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საქმეზე წარმოების დროში მიმდინარე პროცესი.
სტატისტიკის ანგარიშის ანალიზის ძირითადი მიგნებები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
- დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ფაქტზე გამოძიება უმეტეს შემთხვევაში (54% შემთხვევაში) იწყება ოჯახური დანაშაულისთვის;
- გამოძიების დაწყების ტერიტორიული განფენილობის ხვედრითი წილი ძირითადად (81% შემთხვევაში) მოდის თბილისზე, აჭარაზე, ქვემო ქართლსა და იმერეთზე. აღნიშნული ოთხი რეგიონი სტატისტიკური მონაცემების თანახმად არის ის ტერიტორიული ერთეულები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ფაქტებზე გამოძიების დაწყება;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხშირად გამოკვეთილი დისკრიმინაციის ნიშანი იყო გენდერის ნიშანი (72% შემთხვევაში), შემდეგ – პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ნიშანი (15% შემთხვევაში), შემდეგ – სოგი ნიშანი (5% შემთხვევაში) და შემდეგ – რასის (5% შემთხვევაში) ნიშანი. მოცემულ ჩამონათვალში პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნის ამ რაოდენობით არსებობა განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში, 2020 წლის ბოლო კვარატალში, საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც არჩევნებთან და პოლიტიკურ შეხედულებასთან დაკავშირებულ არაერთ ფაქტზე მოხდა გამოძიების დაწყება და არსებობდა დანაშაულის პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის ინდიკატორი;
- საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 95 პირის მიმართ, ყველა (100%) მათგანი იყო მამრობითი სქესის და სრულწლოვანი. რაც გვაძლევს დასკვნის საშუალებას, რომ ამ კატეგორიის დანაშაულებს ძირითადად სჩადიან სრულწლოვანი მამრობითი სქესის მქონე პირები;
- საანგარიშო პერიოდში დაზარალებულად ცნობილ იქნა 98 ადამიანი, მათგან უმრავლესობა, 92 პირი (94%) იყო მდედრობითი სქესის, მხოლოდ 6 პირი (6%) იყო მამრობითი სქესის. ამასთან, დაზარალებულთა უმრავლესობა, 97 პირი (99%) იყო სრულწლოვანი და მხოლოდ ერთი პირი იყო არასრულწლოვანი. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია გვაძლევს შესაძლებლობას დასკვნისთვის, რომ ამ კატეგორიის დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად არიან სრულწლოვანი მდედრობითი სქესის მქონე პირები;
- გამოძიების დაწყების მსგავსად, პირთა პასუხისგებაში მიცემა ძირითად შემთხვევაში (88%) ხდება ოჯახური დანაშაულისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს (72% შემთხვევაში) და გენერალური პროკურატურის მონაცემები (92% შემთხვევაში) თანხვედრაშია დისკრიმინაციის ნიშანთან მიმართებით, ორივე უწყების მონაცემის თანახმად ყველაზე ხშირად დანაშაულის ჩადენა ხდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული მონაცემები მსგავსია ტერიტორიული განფენილობასთან მიმართებითაც, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ძირითად შემთხვევაში (80% შემთხვევაში) ხდება შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ქვემო ქართლი და დასავლეთი საქართველო;
- ბრალდებული და დაზარალებული ძირითად შემთხვევაში (89% შემთხვევაში) ოჯახის წევრები არიან და, ფაქტობრივად, უმრავლეს შემთხვევაში (79% შემთხვევაში) მეუღლე არის დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ამსრულებელი;
- დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულთა დიდი ნაწილის ჩადენა ხდება შემდეგი მოცემულობით: მამაკაცის (ქმრის) მიერ ქალის (ცოლის) მიმართ გენდერის ნიშნით ოჯახში ძალადობის ფაქტზე;
- ამ კატეგორიის საქმეებზე განრიდება, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყება ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა არ ხდება;
- გამოძიების შეწყვეტა დანაშაულის ნიშნების არარსებობის, ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობის საფუძვლით ხდება და ისიც ძალიან მცირე შემთხვევაში (5% შემთხვევაში);
- სასამართლო აქტიურად იხილავს ამ კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა დიდი წილი (75%) მაინც მოდის შემდეგ რეგიონებზე: თბილისი, იმერეთი, ქვემო ქართლი;
- სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოში უმეტესად (92% შემთხვევაში) განიხილება არსებითი განხილვის წესით, გამამართლებელი განაჩენი დგება ძალიან მცირე (8%) შემთხვევაზე;
- ამ კატეგორიის დანაშაულზე ყველა მსჯავრდებული პირი არის მამაკაცი;
- დამნაშავე პირები ძირითადად (74% შემთხვევაში) მსჯავრდებულები არიან ოჯახური დანაშაულისთვის;
- დისკრიმინაციის ნიშანთან მიმართებით საქართველოს გენერალური პროკურატურის და უზენაესი სასამართლოს მონაცემები თანხვედრაშია და ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან თუ მოტივს ბრალდების მხარე არ მიუთითებს საქმეში, სასამართლო თავისი ინიციატივით ამ მოტივს ვერ „დაუმატებს“ და ვერ დაუმძიმებს ბრალდებულს მდგომარეობას. შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენების დაყენება ძირითადად ხდება გენდერის ნიშნით (76% შემთხვევაში) შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ საქმეებზე და შემდეგ მოდის სექსუალური ორიენტაციისა (12% შემთხვევაში) და გენდერული იდენტობის (6% შემთხვევაში) ნიშანი;
- სასამართლო ამ კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სასჯელის სახით უმრავლეს შემთხვევაში (56% შემთხვევაში) იყენებს პირობით მსჯავრს, თუმცა საკმაოდ ხშირია (34% შემთხვევაში) თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენების შემთხვევები;
- მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლომ დიდწილად (62% შემთხვევაში), 31 საქმესთან მიმართებით, გამოიყენა სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოების შეფასების საშუალება. აქაც უმრავლეს (77%) შემთხვევაში გამოყენებულ იქნა გენდერის ნიშანთან მიმართებით.
დასკვნა
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულს ახასიათებს შემდეგი ძირითადი ნიშნები: მისი ჩადენა ხდება დიდ რეგიონებში (თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი, აჭარა), ამსრულებლები არიან მამაკაცები, მეუღლეები, რომლებიც ძალადობენ ცოლებზე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის სახით ძირითად შემთხვევებში გამოიყენება პირობითი მსჯავრი.
მოცემული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოიკვეთა:
- დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ფაქტებზე რეაგირების განმახორციელებელი პირების და უწყებების გადამზადება; მათი ცნობიერების, მგრძნობელობის და ინფორმირებულობის გაზრდა აღნიშნული კატეგორიის მქონე ფაქტებზე რეაგირების განხორციელების საკითხებთან (დისკრიმინაციის ნიშნებთან, დანაშაულის კატეგორიებთან და სხვა) დაკავშირებით;
- ერთიანი სტატისტიკური ანგარიშის ანალიტიკური ნაწილის მომზადება, რათა უფრო ნათლად წარმოჩინდეს კონკრეტული საკითხის ბუნდოვანი ნაწილები (მაგალითად, სოციალური კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის ან დისკრიმინაციის სხვა ნიშნით ან რასის ნიშნით დისკრიმინაციის ქვეშ რა შემთხვევები იქნა მოაზრებული, რატომ არის ამდენად დიდი სხვაობა გამოძიების დაწყების რიცხვსა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა რიცხვს შორის, რა განაპირობებს ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულში ამ კატეგორიის დანაშაულის დაუფიქსირებლობას (რეალურად არ ხდება ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენა თუ გამოვლენის ან იდენტიფიცირების პრობლემასთან გვაქვს საქმე), რა მიზეზები განაპირობებს შედეგის დაყენების დროში გაწელვას (მტკიცებულებების ნაკლებობა, ხანდაზმულობა, პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობა, დაზარალებულის მხრიდან თანამშრომლობის სურვილის ნაკლებობა თუ სხვა), სასამართლო რომელი ინდიკატორების, მტკიცებულებების საფუძველზე იღებს გამამტყუნებელ განაჩენს, რა გამოწვევებს აწყდება გამომძიებელი, პროკურორი თუ მოსამართლე კვალიფიკაციის განსაზღვრის დროს და სხვა). ანალიტიკური ნაწილი დაეხმარება უწყებებს როგორც პრობლემის უკეთ წარმოჩენაში, ისე ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი მექანიზმის დანერგვაში;
- უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერება, რაც ასევე გულისხმობს ერთიან სტანდარტებსა და ხედვებზე ჩამოყალიბებას.
აღნიშნული მიგნებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, უფრო მაღალი იქნება ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი. ამავდროულად, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანას დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პოლიტიკის განხორციელებაში.
ბიბლიოგრაფია:
ქართული ლიტერატურა:
- დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში, 2020 წლის ოქტომბერი – დეკემბერი, 2021;
- ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, მოხსენება საქართველოს შესახებ, 2016;
- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2021 წლის 2 დეკემბრის №73235/12 გადაწყვეტილება;
- თანამშრომლობის მემორანდუმი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ, 2020;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, ბოლო რედაქციის თარიღი: 31.12.2021.
უცხო-ენოვანი ლიტერატურა:
- ეუთოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება N9/09, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ეუთოს მინისტრთა საბჭო, ათენი, 2009;
- ეუთო, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრაქტიკული მზამკვლევი, ეუთოს გამოცემა, ვარშავა, პოლონეთი, 2009;
- ეუთო, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკა, 2020.
სქოლიო:
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- OSCE/ODIHR (2020). Hate Crime Reporting, 2020, https://hatecrime.osce.org/georgia [Last Seen: 13 May, 2022]
- Universal Declaration of Human Rights (1948), European Convention on Human Rights (1999), International Covenant on Civil and Political Rights (1994), International Covenant on Economic, Social and Cultural Rights (1994), Convention on Discrimination in Labor and Employment (1960), and etc.
- OSCE/ODIHR (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 16, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- OSCE/ODIHR, (2010) Hate Crime Caws a Practical Guide, ODIHR Publishing, Warsaw, Poland, 2009, p. 17, https://www.osce.org/files/f/documents/3/e/36426.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- Criminal Code of Georgia, Articl 2391 , date last edited: 31.12.202.
- Coe (2016). European Commission Against Racism and Intolerance, Report on Georgia, 2016, § 48, https://rm.coe.int/fourth-report-on-georgia-georgian-translation-/16808b5775 [Last Seen: 13 May, 2022]
- OSCE Ministerial Council (2010). Decision No. 9/09 on Combating Hate Crimes, OSCE Ministerial Council, Athens, 2009, p. 1, https://www.osce.org/cio/40695 [ Last Seen: 13 May, 2022]
- OSCE Ministerial Council (2010). Decision No. 9/09 on Combating Hate Crimes, OSCE Ministerial Council, Athens, 2009, pp. 2-3, https://www.osce.org/cio/40695 [ Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia (2020). Memorandum of Cooperation on Collection of Data on Crimes Committed on Crounds of Intolerance With Discrimination Basis and Publishing a Joint Report, 2020; https://www.geostat.ge/media/35290/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98--GEO.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia (2020). Memorandum of Cooperation on Collection of Data on Crimes Committed on Crounds of Intolerance With Discrimination Basis and Publishing a Joint Report, 2020; 2, Articl 1.1. https://www.geostat.ge/media/35290/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98--GEO.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2020). Memorandum of Cooperation on Collection of Data on Crimes Committed on Crounds of Intolerance With Discrimination Basis and Publishing a Joint Report, 2020; 2, Articl 1.2. https://www.geostat.ge/media/35290/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98--GEO.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- The appendix sets out an obligation for each agency to collect what kind of statistics it will collect, for example the Ministry of Internal Affairs collects information: what article launched an investigation into a crime of intolerance, where it took place, or what sign of discrimination was identified. The General Prosecutor's Office collects data on how many persons have been found guilty or victimized for crimes of intolerance on the grounds of discrimination, under what article and so on. While the Supreme Court collects statistics related to the sentencing, how many persons have been convicted, for which offense, for which offense of discrimination, and so on.
- National Statistics Office of Georgia, (2020). Memorandum of Cooperation on Collection of Data on Crimes Committed on Crounds of Intolerance With Discrimination Basis and Publishing a Joint Report, 2020; PP. 2-3, https://www.geostat.ge/media/35290/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98--GEO.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- European Court of Human Rights (2021, 2 December). Decision № 73235/12 of the Committee of Ministers of the Council of Europe, 2 December of 2021, https://hudoc.exec.coe.int/eng#{%22EXECIdentifier%22:[%22CM/Del/Dec(2021)1419/H46-14E%22]} [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 3 https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 3, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- It should be noted that in Criminal Cases Initiated During the Reporting Period in Other Territorial Units, the Motive of Intolerance on the Grounds of Discrimination was not Identified. National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 3, [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 3, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 3, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, pp. 4-20, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 3, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 4, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 4, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13.05.2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, pp. 4-5, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 5, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13.05.2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, pp. 5-8, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 12, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 13, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13.05.2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 14, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, pp. 15-16, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13.05.2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, pp. 15-16, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 19, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13.05.2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 20, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]
- National Statistics Office of Georgia, (2021, March). Joint Report of Data on Crimes Committed on Grounds of Intolerance With Discrimination Basis, October-December 2020, 2021, p. 7-8, https://www.geostat.ge/media/36779/diskriminaciis-nishnit_2020_IV.pdf [Last Seen: 13 May, 2022]