შესავალი
თანამედროვე ქართულ სამართალში, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰუმანიზაციას, რადგან კანონის სიმკაცრე არ აღმოჩნდა გამოსავალი პრაქტიკაში შექმნილი სიტუაციისა. ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა ევროპულ და ამერიკულ სისხლის სამართალში, ამ მიდგომას ქართული სისხლის სამართალიც არ ჩამორჩება. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო წლებში განხორციელებულმა დემოკრატიულმა პროცესებმა, აგრეთვე, სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა თანამედროვე ქართულ სამართალში ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რასაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჰქვია. ეს უმთავრესად განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი თავისუფლების აღკვეთის როგორც რეალური, ისე ეფექტიანი ალტერნატივაა, რომელიც არ არის დაკავშირებული პირის საზოგადოების სრულ იზოლირებასთან და წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შეზღუდვის, ასევე, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებას. ე.ი. დანაშაულთან ბრძოლის სფეროში სახელმწიფო, იძულებითი მეთოდების გარდა, უკვე იყენებს დარწმუნების სხვა მეთოდებსაც, რომელიც ე.წ. „პოსტკრიმინალურ წამახალისებელ“ ნორმებშია მოწესრიგებული, როგორიცაა თუნდაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლები და სხვა.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, როგორც თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივა ქართულ კანონმდებლობაში უცხო არ არის და მისი შემოტანა/განვითარება მოხდა 1999 წელს. ამ ინსტიტუტის როგორც ალტერნატიული სასჯელის სახის დამკვიდრების შემდეგ გავიდა საკმაო პერიოდი და უკვე შეიცვალა გარკვეული მეცნიერული ანალიზი
რამდენად ეფექტიანია სასჯელის ეს სახე და რა შეიძლება განხორციელდეს მისი შემდგომი სრულყოფისა და დახვეწისათვის. გამომდინარე აქედან, უდავოა, რომ ხსენებული საკითხის მიმართ ინტერესი მუდმივია, რაც მეცნიერული კვლევის ეტაპზე საჭიროებს მოცემული სამართლებრივი მექანიზმების სწორ გააზრებას, ხოლო პრაქტიკულ საქმიანობაში გაზომვითი ოპერაციების ჩატარებას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, აგრეთვე, სასჯელის მიზნების მისაღწევად. დასახელებული თემას თეორიულთან ერთად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების პროცესში. გარდა ამისა, მოცემულ თემასთან დაკავშირებით თანამედროვე ქართული იურიდიული ლიტერატურა მეტად მწირია, რადგან ძირითადი აქცენტი გადატანილია დანაშაულის პრობლემატიკაზე და ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო შეხედულება - თუ რა შეიძლება გაკეთდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას არსებული სამართლებრივი პრობლემების მოგვარების გარშემო, ჯერ კიდევ არ არსებობს პასუხი კითხვაზე თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სამართლებრივი მექანიზმის სწორი გამოყენება ისე, რომ სასჯელის მიზნები ეფექტურად მიღწეული იყოს და თავიდან იქნას აცილებული ახალი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა და არარესოციალიზირებული პირის დაბრუნება საზოგადოებაში. ამას ემატება ისიც, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მთლად სახარბიელო არ არის და მოითხოვს შესაბამისი ცვლილებების შეტანას, გარდა ამისა, შეინიშნება სასამართლოს მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების „გადასინჯვასთან“ მიმართებით. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღემდე არ ხდება სტატისტიკური აღრიცხვა იმ თემებისა, რომლებიც ეხება იმ პირთა პენიტენციურ დაწესებულებაში შებრუნების საკითხს, რომლებიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭოებმა გაათავისუფლა და შეუცვალა სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით, ასევე, არ ხდება სტატისტიკური აღრიცხვა იმ პირების რომლებსაც სასამართლომ ძირითად სასჯელის სახედ განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ მიერ არ მოხდა შესრულება დაკისრებული მოვალეობების, ანდა მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ისევ დანაშაულის ჩადენას.
საკვლევი თემის მიზანია განისაზღვროს საზოგადოების სასარგებლო შრომის არსი და მნიშვნელობა, ჩამოყალიბებული იქნას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის როგორც თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გაანალიზდეს ლეგიმეტრიული ოპერაციების მნიშვნელობა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისას; ჩამოყალიბდეს - რამდენად შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნოს მხოლოდ ერთ კრიტერიუმს; დადგენილ იქნას რამდენად დასაშვებია სასამართლომ პირს ჩაუნაცლოს ერთი სახის კანონით გათვალისწინებული შეღავათი სხვა სახით, რომელიც დანიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ; გამოიკვეთოს სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკის განმაპირობებელი გარემოებები; დადგინდეს ძირითადი მეთოდები, რაც ხელს შეუწყობს მოცემული მექანიზმების ეფექტურ ფუნქციონირებას; გაანალიზებული იქნას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საპროცესო სამართლებრივი პრობლემები, მაგალითად, რამდენად შესაძლებელია აღსრულება დაკისრებული მოვალეობების და რამდენად ადეკვატურია მათი სახე კონკრეტულ პირის გარემოებებთან მიმართებით და ა.შ.
საკვლევი თემის ჰიპოთეზა: რამდენად ქმედითი სასჯელის სახეა და რა განაპირობებს მისი გამოყენების სამართლებრივ პრობლემებს.
კვლევის მიზნის მისაღწევად, ფორმულირებულია ამოცანა: მეცნიერთა მოსაზრებების შესწავლა და პრობლემურ თემებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემის გზით კვლევის მიზნის მიღწევა, ამასთან, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გამოკვლევა და რეკომედაციების გაცემა მოქმედი
კანონმდებლობის მოწესრიგება/სრულყოფის კუთხით. კვლევის საგნად გვევლინება იურიდიულ, სოციოლოგიურ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში არსებული მოსაზრებები საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის საკითხთან მიმართებით, ასევე, მისი გამოყენებისას წარმოშობილი პრობლემების მიზეზების გამოკვეთის, გამოვლენის სახეებისა და ფორმების შესახებ.
კვლევის ობიექტია - საზოგადოების სასარგებლო შრომის გამოყენებისას გამოვლენილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემები. ნაშრომში განხილული იქნება მოცემული თემის კრიტიკული მხარეების დამახასიათებელი ნიშნები და განმაპირობებელი ფაქტორები. თემის მეცნიერულ სიახლეზე საუბრისას ხაზი უნდა გაესვას შემდეგს:
- წინამდებარე სტატია საკვლევი თემის კომპლექსური შესწავლის პირველი ცდაა;
- სტატიაში ჩამოყალიბებული იქნება პოზიცია - რამდენად აქვს სასამართლოს უფლება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ცნოს იმ საფუძვლით, რომ მიუთითოს მხოლოდ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხი და გასცდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილ შეფასებით კრიტერიუმებს;
- დასაბუთებული იქნება სამართალზომელობითი და ნორმათშემოქმედებითი თვალსაზრისით, რამდენად გონივრულია სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის უმთავრესი დეტალის - გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტის - რეგულირება კანონქვემდებარე აქტით.
- შემოთავაზებულია იდეა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს დაემატოს სხვა სახის შეფასებითი ნიშანები, „შეფასებითი საზომები“;
- გაანალიზებული იქნება შეხედულება თუ რამდენად მიზანშეწონილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018
წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმებს დაემატოს დაზარალებულის პოზიცია;
- გაანალიზებული იქნება სისხლის საპროცესო სამართლებრივი პრობლემები, მაგალითად, სასამართლო გათავისუფლების მექანიზმის დანიშვნისას რამდენად მხედველობაში იღებს სასჯელის მიზნების მიღწევის საკითხს, რამდენად შესაძლებელია აღსრულება დაკისრებული მოვალეობების და რამდენად ადეკვატურია მათი სახე კონკრეტულ პირის გარემოებებთან დაკავშირებით;
- განხილული იქნება, თუ რამდენად მართებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო უარყოფით გადაწყვეტილებას ასაბუთებდეს მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით;
- შეფასებული იქნება ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების წესი და ა.შ.
1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ჩამოყალიბებისა და განვითარების მოკლე ისტორიული რაკურსი, არსებული პრაქტიკა და მისი შედარებით - სამართლებრივი დახასიათება
1.1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის არსი
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა აბსოლუტურ შესაბამისობაშია შრომის დეფინიციასთან, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამ შემთხვევაში შრომა წარმოადგენს არა ნებაყოფლობით ღონისძიებას, არამედ ის არის სასჯელის ერთ-ერთი სახე. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს დასჯის ჯანსაღ ალტერნატიულ ღონისძიებას, რომელსაც სარგებელი მოაქვს როგორც მსჯავრდებულისათვის, ისე საზოგადოებისათვის და სახელმწიფო ხელისუფლებისათვის. სასჯელის ეს სახე არის ხარჯთეფექტური და ეხმარება სახელმწიფოს - დაზოგოს ხარჯი. მსჯავრდებულს ევალება შეასრულოს გარკვეული სამუშაო უფასოდ პრობაციის ოფიცრის ზედამხედველობის ქვეშ. მთავარი მიზანი არის ის, რომ დამნაშავემ გაიაზროს ჩადენილი დანაშაული და პასუხი აგოს ამისთვის. გარდა ამისა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს კონკრეტული მსხვერპლი.
„წევრი სახელმწიფოებისადმი ევროსაბჭოს პრობაციის წესების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის CM/Rec (2010) 1 რეკომენდაციის 47-ე პუნქტის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არის საზოგადოებრივი სასჯელის სახე ან ღონისძიება, რომელიც გულისხმობს პრობაციის ორგანოს მიერ საზოგადოების სასარგებლოდ უსასყიდლოდ შრომის აღსრულების ორგანიზებას და მასზე ზედამხედველობას, სამართალდამრღვევის მიერ მიყენებული ზიანის რეალური ან სიმბოლური ანაზღაურების სახით. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას არ უნდა ჰქონდეს დამამცირებელი ხასიათი და პრობაციის ორგანოები უნდა შეეცადნენ ისეთი სამუშაოს მოძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის უნარ-ჩვევების განვითარებას და მის სოციალურ ჩართულობას. თავისი არსით სასჯელის ეს სახე წარმაოდგენს რესტიტუციის ფორმას, მისი დამსჯელობითი ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ მსჯავრდებულს გარკვეული ვადით უზღუდავს თავისუფლებასა და ართმევს დროს.
1.2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის წარმოშობა და განვითარება
სასჯელის ამ სახემ დროის მრავალ გამოცდას გაუძლო. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სათავეა 1920 წლის საბჭოთა ხელისუფლების პირმშო კოლექტიური სამუშაოები თავისუფლების აღკვეთის გარეშე. გერმანიაში იგი პირველად 1892 წელს ლისტის სისხლის სამართლის პოლიტიკის ამოცანებში იქნა მოხსენიებული. 1895 წელს კი გერმანიის იურისტთა კავშირმა იურისტების 23-ე კონფერენციაზე მიაქცია მას ყურადღება. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ევროპის ქვეყნებიდან პირველად 1971 წელს შვეიცარიაში არასრულწლოვანთა სისხლის სამართალში გამოიყენეს. 1972 წლიდან სასჯელის ეს სახე დაინერგა ინგლისსა და უელსში, ხოლო შემდეგ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შემოღებული იქნა ნიდერლანდებში 1981 წელს, დანიაში, საფრანგეთში და ირლანდიაში 1982 წელს, ხოლო ნორვეგიაში - 1984 წელს. დღეს თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფოს კანონმდებლობა იცნობს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და მას მიაკუთვნებს, როგორც საზოგადოებრივ სანქციებსა და ღონისძიებებს. სკანდინავიის ქვეყნებმა (დანიის გარდა) საზოგადოების სასარგებლო შრომა 90-იანი წლებისათვის შემოიღეს.
ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში მოკლევადიანი თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სხვადასხვა სახით გამოიყენება. ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებში ეს სანქციით გათვალისწინებული სასჯელია. სასჯელის ეს სახე ნებაყოფლობითია. თუ პირმა არ იმუშავა, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით შეეცვლება. იგი, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კონკრეტულად დანიშნული სასჯელის სუროგატიც, ანუ სასჯელი დაინიშნოს და შემდეგ კონკრეტულად დანიშნული სასჯელი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით შეიცვალოს. მოსამართლე ჯერ გამოიტანს თავისუფლების აღკვეთის შესახებ განაჩენს, შემდგომ კი ამ სასჯელს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით შეცვლის. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც პირს თავისუფლების აღკვეთა ენიშნება. ლუქსემბურგში, დანიასა და შვედეთში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სანქციის დამოუკიდებელი ფორმა კი არა, არამედ სანქციებთან, ჯარიმასა და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული ვალდებულებაა. შვედეთში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სანქციის დამოუკიდებელი ფორმა კი არაა, არამედ ვალდებულებაა სანქციის ისეთ ფორმასთან, როგორიცაა დამცავი ზედამხედველობა, რომელიც გამოიყენება ახალგაზრდა დამრღვევღა მიმართ მოკლევადიანი და საშუალო ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ნორვეგიაში კი გამოიყენება არა მხოლოდ როგორც სანქცია, არამედ როგორც ვალდებულება არასრულწლოვანთა პირობითი მსჯავრისას.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა პირველად გამოყენებული იქნა აშშ-ში 1966 წელს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლთა მიმართ, შემდგომ კი იგი ყველა შტატში დაინერგა, შემდეგ გავრცელდა ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკაში. დღესდღეობით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აშშ-ის ყველა შტატში გამოიყენება ან როგორც დამოუკიდებელი სასჯელი, ან ვალდებულება პირობითი მსჯავრისას, ანდა თავისუფლების აღკვეთის ან ჯარიმის ალტერნატივა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ყოველი დღე ჯარიმის ოდენობას ამცირებს.
საქართველოში კი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა კანონმდებლობაში გაჩნდა 1999 წლიდან, როდესაც მიღებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა დიდი ხნის განმა'>ვლობაში ის იყო ე.წ. „მკვდარი ნორმა“. მისი ეფექტური გამოყენება კი დაიწყო 2011 წლის 11 მარტიდან საკანონმდებლო ცვლილებების გატარების შემდეგ. დღევანდელი მდგომარეობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გამოიყენება არა მარტო, სასჯელის სახით, არამედ, როგორც განრიდების ერთ-ერთი პირობა.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შესაძლებელია დანიშნულ იქნას ხუთ შემთხვევაში, კერძოდ:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი ნორმა სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას;
2. როცა მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ამ სასჯელს ნიშნავს დამატებითი სასჯელის სახედ;
3. საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, როდესაც ძირითადი სასჯელის სახედ ინიშნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლი სასჯელის სახედ არ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე;
5. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ, თუმცა ეს არ ეხება მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულებსა და უვადო თავისუფლება აღკვეთილ პირებს.
აქ საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ12 გეთიაშვილი, გ., (2016). საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის არსი, თედო ნინიძე - 65, საიუბილეო კრებული, სამართლის ჟურნალი N2, გვ. 231.
13 დავითაძე, მ., (2018). საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და მისი კანონისმიერი შეზღუდვები, სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები, N3, თბილისი, გვ. 82.
14 ივანიძე, მ., (2016). ალტერნატიული სასჯელები, სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი), თბილისი, გვ. 470.
სის 73-ე მუხლით, პატიმრობის კოდექსის მე-40, 41-ე და 43-ე მუხლებით, ასევე „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესით. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და პატიმრობის კოდექსი კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საკითხს მხოლოდ ზოგადად არეგულირებს, საკითხის მნიშვნელოვან დეტალებს, ისეთი, როგორიცაა, შეფასების კრიტერიუმები და დასაბუთების საზომი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის N320 ბრძანება. ამ შემთხვევაში ლოგიკურად ისმება კითხვა: რამდენად მიზანშეწონილია სამართალზომელობითი თვალსაზრისით, მინისტრის ბრძანებით სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია.
მაგალითად, პაპუნა გურული მიიჩნევს, რომ მიზანშეუწონელია პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითის უმთავრესი დეტალი - გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი - რეგულირდებოდეს კანონქვემდებარე აქტით. იგი წერს:
„სასჯელის მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია როგორც სასჯელის დანიშვნის, ასევე მისი აღსრულების ეტაპი. ამ უკანასკნელის დროს უნდა განხორციელდეს კონტროლი სასჯელის ეფექტიანობაზე და დადგინდეს ორი რამ: 1. ხომ არ არის სასჯელის მიზნები უკვე მიღწეული? 2. ხომ არ შეუწყობს ხელს სასჯელის მიზნების მიღწევას მისი მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა?“ ჩნდება კითხვა - თუკი სასჯელის დანიშვნა წესრიგდება სისხლის სამართლის კოდექსით, რატომ უნდა მოხდეს მისი ეფექტიანობის შემოწმება კანონქვემდებარე აქტზე დაყრდნობით? ბუნებრივია, კანონი მიღებამდე შემოწმების ბევრად უფრო რთულ და მრავალსაფეხურიან გზას გადის და მისდამი ნდობის ხარისხიც ბევრად მაღალია. მით უფრო, რომ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება“, თავისი არსით მხოლოდ საორგანიზაციო (ადმინისტრაციული) დოკუმენტია და მისთვის მნიშვნელოვანი სისხლისსამართლებრივი საკითხის მინდობა საკითხის მნიშვნელობის დაკნინებაზე მიუთითებს.
მართალია, ერთი მხრივ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს „თამასის დაწევის“ ტენდენციას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი რეგულირებული სისხლის სამართლის კოდექსით იქნება თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გაწერილი, ყველა შემთხვევაში სავალდებულო ძალა ექნება. გამომდინარე აქედან, ადგილობრივი საბჭო ვერც ერთ შემთხვევაში გასცდება დადგენილ მოთხოვნებს, არც ერთ შემთხვევაში მას არ ექნება უფლებამოსილება - უარყოს ან შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე კრიტერიუმი შესაბამისად, შედეგის თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება უფრო ფორმალურ სახეს მიიღებს. გარდა ამისა, მინისტრის ბრძანება გამოცემულია პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის,
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის N3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ე.ი. ინდვიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ემყარება ნორმატიული აქტის საფუძვლებს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიღების კუთხითაც არაა ნაკლები პროცედურები გასავლელი, სანამ სამართლებრივი აქტი სრულყოფილ სახეს მიიღებს და თვითნებური გაწერაც კონკრეტული სამართლებრივი საკითხის ვერ მოხერხდება.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილია 5 კრიტერიუმი, რომელთა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, აქ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ლეგიმეტრიული მიდგომა საერთოდ უკუაგდო კანონმდებელმა, თუმცა უნდა გაგვახსენდეს, რომ საბჭოს ამით არ ეძლევა შეუზღუდავი უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი ნორმატიული საფუძვლის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, მით უფრო, როცა არსებობს გასაჩივრების უფლება, რომელიც სულაც არაა ძნელი.
ასევე, გასაანალიზებელია, რამდენად ამომწურავადაა გაწერილი ყველა შეფასებითი ნიშანი, არის თუ არა აუცილებელი ერთ-ერთი სავალდებულო კრიტერიუმი იყოს თავისუფლება აღკვეთილ პირთან მიმართებით დაზარალებულის პოზიცია, ვინაიდან, დამნაშავისა და დაზარალებულის ურთიერთობის გარკვევას უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, უპირველესად იმიტომ, რომ ამით ხელი არ შეეწყოს შურისძიების ნიადაგზე ახალი დანაშაულის ჩადენას. ვფიქრობ, ამ ფაქტის სწორი გაზომვა თავისთავად გულისხმობს ლეგიმეტრიის გამოყენებას, სადაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ფაქტიც, რომ ხშირია შემთხვევები როცა დაზარალებულები, პიროვნული შუღლიდან გამომდინარე, არ გასცემენ თანხმობებს მსჯავრდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონის თაობაზე და სურთ ამ გზით სამაგიერო მიუზღვონ, გარდა ამისა, არის ფაქტები, როცა იძულებითი ან გარკვეული მატერიალური სარგებლის გაცემით ხდება სასურველი დოკუმენტის მიღება, ამგვარი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ვფიქრობ, ლოგიკურად იბადება კითხვა: უპრიანი ხომ არ იქნება დაზარალებულის პოზიცია, როგორც არასავალდებულო სახელმძღვანელო სტანდარტის სახით იყოს მხედველობაში მიღებული განმხილველი ორგანოს მხრიდან? ჩემი პასუხი ამ კითხვაზე დადებითია, ადგილობრივი საბჭო მისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, ისეც არ უკუაგდებს მოცემულ კონცეპტს.
იგივე მიდგომა შეიძლება გამოვიყენოთ
ზეპირი მოსმენის ჩატარების სავალდებულო კრიტერიუმის განსაზღვრის თაობაზეც, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში გაცემულია რეკომენდაცია გაიწეროს ნორმა, რომელიც პირდაპირ დაავალდებულებს საბჭოს მსჯავრდებულის ზეპირ მოსმენაში მიწვევას. მიმაჩნია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მიზანშეუწონელია, იმიტომ, რომ ჯერ ამით ხდება საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილების დარღვევა, მისივე შინაარსიდან გამომდინარე, ამასთან, ყველა სავალდებულო კრიტერიუმი მოსალოდნელია ატარებდეს ზოგად ხასიათს, რომელთა გათვალისწინება დაუწერელი ნორმების საფუძველზეც ხდება. ასევე, ყველა პირთა მიმართ ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარება შეუძლებელიცაა, აგრეთვე, აზრს მოკლებული, რადგან არის შემთხვევები, როცა წარმოდგენილი შუამდგომლობა და საქმის მასალები დამატებითი შეკითხვების გაჩენას სულაც არ საჭიროებს.
ლეგიმეტრიული მიდგომის გამოყენების საჭიროება თვალნათლივ ჩანს, მსჯავრდებულთა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების შემთხვევებში, თავისუფლებააღკვეთილ პირთა საქმისწარმოების პროცედურებთან მიმართებით. დადგენილი პრაქტიკის გამო, პატიმრები ყოველთვის ვერ სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული საშეღავათო მექანიზმებით, კერძოდ, თუკი მსჯავრდებულს უარყოფითი გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, საბჭოში მისი საქმის ხელახალი განხილვა სასამართლო პროცესის დასრულებამდე ვერ ხერხდება, მიზეზი კი მათი სრული პირადი საქმეების დედნების სახით გადაგზავნაა მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოში, რის გამოც დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვეღარ გზავნის შესაბამის შუამდგომლობას (დახასიათებას).
ამ შემთხვევაში გამოდის ისე, რომ მსჯავრდებულს უწევს არჩევანის გაკეთება კანონით გარანტირებულ უფლებებს შორის გაასაჩივროს საბჭოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ არ გაასაჩივროს და ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმით ხელმეორედ დადგენილ ვადაში. მიმაჩნია, რომ საჭიროა რეგულაცია, რომელიც აღმოფხვრის დასახელებულ პრობლემას და არ დააბრკოლებს კანონით განსაზღვრული საშეღავათო მექანიზმების ჯეროვან ფუნქციონირებას.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომ თავისუფლების აღკეთის ეფექტური და რეალური ალტერნატივაა საქართველოში ამაზე მეტყველებს როგორც ზემოხსენებული დებულებები, ასევე, თუნდაც ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ადასტურებს მოცემული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, თუნდაც ის შემთხვევა, როცა ადგილი აქვს ადგილობრივი საბჭოების მიერ მსჯავრდებულის მიმართ დარჩენილი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებო შრომით შეცვლას, მოვიყვანოთ არგუმენტად 2022 წლის სტატისტიკური მონაცემები: 117 მსჯავრდებულს 12 თვის განმავლობაში შეეცვალა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით , აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ის მომენტი, რომ ზოგადად მოცემულ საკითხს საბჭო იხილავს მსჯავრდებულების წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ე.ი., მათი სურვილის შესაბამისად. მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე არ ხდება სტატისკური მონაცემების დათვლა იმ პრინციპით, რომელიც პირდაპირ აღწერს, თუ რა მოიტანა მისმა გამოყენებამ, რამდენი შემობრუნდა ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში, მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებს არც მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, რომელიც ძირითად სასჯელის სახედ უნიშნავს საზოგადოებისათვის სასარეგბლო შრომას და არ იყენებს უფრო მკაცრ სასჯელის სახეს, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, გამომდინარე აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჭიროა მოხდეს სტატისტიკური აღრიცხვა დასახელებული პრინციპის შესაბამისად, რათა გაანალიზდეს რამდენად ქმედითი სასჯელის სახეა, რამდენად მომგებიანი და ხომ არ მოუტანია მის გამოყენებას ერთგვარი წაგება თუნდაც სასჯელის მიზნების მიუღწევლობის კუთხით. როგორც ვხედავთ, მსოფლიო მასშტაბით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის იმპლემენტაცია სხვადასხვა გზით მიმდინარეობს. მისი დანერგვა და გამოყენება დამოკიდებულია სახელმწიფო მოწყობაზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე ზოგადად დანაშაულის და დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, ქვეყანაში არსებულ რესურსებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
1.3 სასამართლო პრაქტიკა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის -
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხთან მიმართებით ხშირია შემთხვევები როცა მოსამართლეს არ აქვს დასაბუთებული კანონით გათვალისწინებული შეღავათის დანიშვნის მიზანშეწონილობა, ასევე, არგუმენტაცია იმისა, რომ ეს სასჯელი ადეკვატური, თანაზომიერი და პროპორციულია განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების.
სასამართლო პრაქტიკის ანალიზით დადგინდა, რომ მოსამართლეები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს ყურადღებით არ იკვლევენ დამნაშავის პიროვნების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად შეძლებს ის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებას. მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის 1/491-20 განაჩენით, როცა დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და გ.ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 4-წლიან პირობით მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით. პრობაციის ბიუროში აყვანის დროს, როდესაც პრობაციის ოფიცერი მას უხსნიდა სასჯელის მოხდის წესს და პირობებს, გ.ვ.-მ განაცხადა, რომ უჭირდა მხედველობა, და რამდენიმე დღეში წარადგინა სათანადო ცნობა, რომლითაც გაირკვა, რომ მსჯავრდებულს 2019 წლიდან მინიჭებული ჰქონდა მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი. გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ მან სასჯელის არსის თაობაზე ინფორმაცია მიიღო პრობაციის ბიუროში და მისთვის, როგორც საპროცესო შეთანხმების დადებისას, ისე სასამართლო განხილვის დროს, არავის განუმარტავს სასჯელის არსი და არ უკითხავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ განაჩენშიც მითითებულია, რომ საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული სასჯელი არის კანონიერი. თუმცა მიმაჩნია, რომ სახეზე გვაქვს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის და საქმის პროკურორისათვის დაბრუნების კანონიერი საფუძველი. სასამართლო განაჩენების ანალიზმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ხარვეზები, რომელიც ამ სასჯელის გამოყენებას ახლავს საქართველოში საპროცესო შეთანხმების დადებისას. რაც შეეხება ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გასაჩივრების მექანიზმს, იგი წარმოდგება შემდეგნაირად: ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების შიდა უწყებრივ გასაჩივრებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო წესით გასაჩივრება. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის სარჩელს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლო ამოწმებს აქტის კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. სასამართლოს პრაქტიკაში ხშირად შევხვდებით მოსაზრებას, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანშეწონილობა. სასამართლო ამოწმებს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება შეიცავს თუ არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს,< ასევე, გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და აღნიშნულ თემასთან მიმართებით მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან შესაბამისობას. კვლევის პროცესში გამოიკვეთა ის მომენტიც, რომ პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღება, ამის განმაპირობებელი ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ ხდება გათვალისწინება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების - დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის სიმძიმის. გამომდინარე აქედან, არის შემთხვევები, როცა არარესოციალიზებული მსჯავრდებულის გათავისუფლება ხდება.
საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გ.ბ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და ახალი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით. საქმე მდგომარეობდა შემდეგში: ო. ა. 05.11.2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 3301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. ო.ა. დანაშაულის ხასიათი მდგომარეობდა შემდეგში: სოციალურ ქსელ „Facebook-ში“ რეგისტრირებული იყო
„Ruh abbas - ო.ა.“ სახელით. 2016 წლის აპრილის დასაწყისში მთიან ყარაბაღში განახლდა საომარი მოქმედებები და სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის უკიდურესად დაიძაბა ვითარება. 2016 წლის 4 აპრილს, ო.ა. სოციალურ ქსელ „Facebook-ში“ პირად გვერდზე აზერბაიჯანულ ენაზე საჯაროდ გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი: „საქართველოდან მთიან ყარაბაღის სომხებისგან გათავისუფლების მიზნით საბრძოლოდ წასვლა ვისაც გინდათ ადვილ გზას გთავაზობთ, სომხეთის თბილისში არსებული საელჩო დაიპყროთ და ელჩის მეთაურობით სუყველა საელჩოს თანამშრომლები მძევლად უნდა აიყვანოთ. ოკუპანტი სომხების ჯარი მთიან ყარაბაღიდან რომ გავიდეს, 24 საათი მიეცით, ეს ყველაზე სადა და ოპტიმალური გზა არის“. 2016 წლის 8 აპრილს, იმავე პირად გვერდზე, გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი: „ყარაბაღის სომეხი ოკუპაციისგან გათავისუფლდა თუ გვინდა, თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან მხარდასაჭერად სიარული კი არა, ოკუპანტი სომხეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს და სომხეთის დროშა უნდა დაიწვას. ასეთ სერიოზულ საკითხში მოდით გულახდილები ვიყოთ“. აღნიშნული მოწოდებებით, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების პირობებში, შეიქმნა საქართველოში ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე. 2022 წლის 06 ივნისს ადგილობრივმა საბჭომ განიხილა ო.ა.-ს შუამდგომლობა დარჩენილი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლაზე და მას შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა, რის საფუძველიც გახდა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, 06 ივნისის გადაწყვეტილება ო.ა.-მ გაასაჩივრა სასამართლოში, სადაც მსჯავრდებულს სარჩელი დაუკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მოცემული არგუმენტი არაა საკმარისი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისთვის, ჯერ ერთი იმიტო, რომ აქ ყურადღება ნამდვილად მისაქცევია თუ რა გარემოებაში და ვითარებაშია განხორციელებული დანაშაული, რა სიმძიმისაა და რა მოსალოდნელი შედეგების მქონე, გარდა ამისა, საბჭოს მსჯელობა მართებულადაა დამყარებული დანაშაულთან მიმართებით და რეალურად ვერც გასცდებოდა დებულებით დამტკიცებულ კრიტერიუმს შეფასების განხორციელებისას, ასევე, კანონმდებლობა არ აკისრებს უპირობო ვალდებულებას, დანიშნული სასჯელის შესაბამისი ნაწილის მოხდის შემთხვევაში, აუცილებლად გაათავისუფლოს მსჯავრდებული, აგრეთვე, როგორც ჩანს, სასამართლოს მხრიდან არ იქნა მხედველობაში მიღებული, თუ რამდენად ადეკვატურია რეალურად მოხდილი სასჯელი ჩადენილ ქმედებასთან.
კვლევის პროცესში შევნიშნე, რომ არის ისეთი შემთხვევები მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, როცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს აბათილებს და საბჭოს ხელახლა განსახილველად უბრუნებს დასაბუთების ნაწილს ამყარებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის გადაწყვეტილების მისაღებ სახელმძღვანელო სტანდარტში სულაც არ არის მოცემული და არც შეფასებით კრიტერიუმს წარმოადგენს. ასეთია, მაგალითად, შემდეგი საქმე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის
19 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული გასამართლებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საბჭოს მიერ მსჯავრდებულს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. სასამართლომ გაიზიარა ადგილობრივი საბჭოს პოზიცია დანაშაულის ხასიათთან მიმართებით, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასამართლო განმარტავს, რომ ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს საკითხის შეფასებისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის გამოკვლევას, ურთიერთშეპირისპირებას და მათი პრიორიტეტების დადგენას. სასამართლოს მოსაზრებით, გადაწყვეტილება მოქცეული უნდა იყოს დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ საბჭოს მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გააჩნია ცალკეული კრიტერიუმების შეფასების უფლებამოსილება, რომელიმე მათგანისთვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს მის უფლებას უარყოს ან/და შეფასების მიღმა დატოვოს რომელიმე მათგანი. აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს შეფასებით შეიცავს მსჯელობას მხოლოდ ჩადენილი ქმედებისთვის კანონით დადგენილი ზოგადი მახასიათებლების შესახებ, რაც ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით თავად მსჯავრდებულის დამოკიდებულების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საბჭოს ტიპური დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით საკითხის შეფასებად. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს არ შეუფასებია მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში. ვფიქრობ, ეს არგუმენტი არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს, რადგან მოცემულ შეფასებით ნიშანს არ ითვალისწინებს არცერთი კრიტერიუმი.
აგრეთვე, საინტერესოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე პ.ჟ.-ს სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაუკმაყოფილდა სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლაზე და დასაბუთებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭოს მხრიდან სრულყოფილად არ იქნა გამოკვლელული პ.ჟ.-ს რესოციალიზაციის საკითხი. საბჭოს მიერ ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმეზე წარსულში დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე ყურადღების გამახვილებით საკითხის გადაწყვეტა, მისი დადებითად მიჩნეულ კრიტერიუმებთან სათანადო შეპირისპირების გარეშე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერებასა და კანონშეუსაბამობას ეჭქვეშ აყენებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სასამართლომ უკვე მიზანშეწონილობის კუთხით გააკეთა შესაბამისი არგუმენტაცია და არ გაითვალისწინა მისივე უფლებამოსილება, გარდა ამისა, ძირითადი დასაბუთება დააფუძნა ისეთ კონცეპტზე, რომელსაც საბჭოების სახელმძღვანელო სტანდარტი არ ითვალისწინებს, ამასთან, არ მიიღო მხედველობაში რიგი გარემოებები: ის, რომ არაერთგზის მსჯავრდებული ნასამართლევია; არ გაითვალისწინა როგორც მოქმედი ნასამართლობა ასევე გაქარწყლებული; ყურადღება არ მიაქცია რამდენჯერ და რა სიმძიის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, არაფრად მიიჩნია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირის მიმართ წარსულში გამოყენებული იქნა საკანონმდებლო შეღავათი და იგი გათავისუფლდა ამნისტიით, თუმცა მან მაინც ჩაიდინა ახალი დანაშაული. აქ ხომ უნდა გაეთვალისწინებინა ისიც, რომ კვლავ დიდი ალბათობა იყო პ.ჟ.-ს მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, ამიტომ, ვფიქრობ მოცემული დასაბუთება სასამართლოს მხრიდან ალოგიკურია, საბჭოს გადაწყვეტილება რეალურად მოქცეულია დებულებით დაწესებულ ჩარჩოებში და არ არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა არაერთი ფაქტორი და კიდეც ახსნა ამგვარი შედეგის მიღების კანონზომიერება.
აღსანიშნავია, ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო იშვიათად ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მიღებულ გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების სამართლებრივ შეფასებაში ძირითადად მითითებულია საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასება და სამართლებრივი საფუძვლიანობა. ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის №3/6450-19 გადაწყვეტილების ცვლილება, რომლითაც მსჯავრდებულის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლასთან დაკავშირებით. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის ხელახლა განხილვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლაზე შესაძლოა გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში, თუმცა ასეთი პრაქტიკა ამ ეტაპზე არ არსებობს.აქვე დასასრულს, საილუსტრაციოდ მინდა მოვიყვანო ერთადერთი პრეცედენტი,
როდესაც მოსამართლემ საბჭოს მიერ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეცვალა სხვა სახის სამართლებრივი ღონისძიებით, კერძოდ, პირობით ვადამდე გათავისუფლებით. სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი გახდა პრობაციის ბიუროს უფორსის მიმართვა, რასაც დაეთანხმა დ.გ. წარდგინება დაფუძნებული იყო იმაზე, რომ დ.გ. პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, სულ ნამუშევარი ჰქონდა 1203 საათი და მოსახდელად დარჩენილი 254 საათი, ამიტომ აღნიშნული პირის მიერ გამოვლენილი ქცევა გახდა საფუძველი იმისა, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მას ჩანაცვლებოდა პირობით ვადამდე გათავისუფლებით. კერძოდ, გამოსაცდელ ვადად დაუდგინა სასამართლომ 1 თვე და 22 დღე. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ 72-73-ე, საქართველოს სსსკ-ის 291 მუხლებით და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართვეოს კანონის 21-ე მუხლით. მოცემული შემთხვევა ნამდვილად მოსაწონია და წარმოადგენს სხვა მსჯავრდებულთათვის მამოტივირებელ საშუალებას, გარდა ამისა, მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობ ფაქტორს.
1.4 საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შედარებით - სამართლებრივი დახასიათება
საზღვარგარეთის ქვეყნების მოქმედი კანონომდებლობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასაბუთოთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სხვადასხვა სახითა და ფორმით გამოიყენება და თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივას წარმოადგენს, რომლითაც სასჯელის მიზნები მიიღწევა. მოცემულ პოზიციას გავამყარებ ქვემოთ მოცემული მაგალითებით, რომლებიც ეხება საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე სამართლებრივ საკითხებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნასთან დაკავშირებით.
ესპანეთში სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მასთან წინასწარი თანხმობით. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხასიათი გამომდინარეობს კრიმინალური ქმედების ხასიათიდან. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს არაანაზღაურებადი სამუშაო, სულ ცოტა 31 დღიდან 180 დღემდე ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, ან 1 დღიდან 30 დღემდე კი სამართალდარღვევებისათვის. მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს მაქსიმუმ 8-საათიანი არაანაზღაურებადი სამუშაო ერთ დღეში. თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ესპანეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოთხოვნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პირობებთან დაკავშირებით მსგავსია. ესპანეთში არ არის სპეციალური სამსახური (მაგ: პრობაციის შესაბამისი ორგანო), რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ალტერნატიული სასჯელების აღსრულების ზედამხედველობაზე. კომპეტენტური ადმინისტრაციული სამსახური ან ცენტრი (ძირითადად შრომითი ცენტრი) არის ორგანო, რომელიც სთავაზობს მსჯავრდებულს ცალკეულ სამუშაოს ზოგიერთი დაწესებულება რეგულარულად აცნობებს მოსამართლეს (ზემდგომ მოსამართლეს), ასრულებს თუ არა მსჯავრდებული თავის მოვალეობას და ასევე სხვა პირობებს დაკისრებული სასჯელის ფარგლებში. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სათანადოდ შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს ამ სასჯელის გაუქმება. დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შეუსრულებლობა ნიშნავს მაგალითად, თუ მსჯავრდებული მის სამუშაოზე საკუთარი ნებით არ გამოცხადდა, სულ ცოტა 2 დღის განმავლობაში ან მსჯავრდებული არ ასრულებს პასუხისმგებელი პირის მიერ გაცემულ ბრძანებებს. ასევე, არის შემთხვევა, როცა დაკისრებული სამუშაოს შესრულების აქტივობა მსჯავრდებულის მხრიდან აშკარად დაბალია. ასეთ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებული შესაძლებელია დარჩეს იგივე ცენტრში ან გაიგზავნოს სხვა ცენტრში. სასამართლომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მსჯავრდებული არ აკმაყოფილებს სასჯელის მოთხოვნებს.
საფრანგეთში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1983 წლის 10 ივნისის კანონიდან დღემდე მოქმედებს. იგი ორი სახისაა:
1. ავტონომიური, ანუ ინგლისურის მსგავსი; 2. ან პირობითი სასჯელის ერთ-ერთი ფორმაა გამასწორებელი რეჟიმითურთ. ე.ი. საუბარია პირობით სასჯელზე, რომელსაც ემატება საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულების ვალდებულება. ორივე შემთხვევაში მუშაობის ხანგრძლივობა 40-240 საათია. მისი განხორციელების მაქსიმალური ვადაა 18 თვე. ეს სასჯელი ვერ დაეკისრება, თუ ბრალდებული უარს ამბობს მის შეფარდებაზე ან არ ესწრება სხდომას.
სლოვაკეთში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა მერყეობს 40-დან 300 საათამდე ვადით. იგი შეიძლება დაენიშნოს პირს იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მსჯავრდებულს უფლება არა აქვს შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს რაიმე ანაზღაურება. გარდა იმისა, რომ დამნაშავე ექვემდებარება გარკვეული სამუშაოს შესრულებას, იგი ასევე ექვემდებარება სხვადასხვა მოვალეობასა და შეზღუდვას. ერთ-ერთი ამ პირობათაგანი, რომელიც დამნაშავემ უნდა შეასრულოს, არის ის, რომ იგი უნდა ეწეოდეს „წესიერ (მოწესრიგებულ) ცხოვრებას“. ასეთი პირებისათვის დაწესებულია გარკვეული აკრძალვები, მაგალითად - კონკრეტული ადგილების მონახულება; ასეთია სპორტული სანახაობები, სათამაშო ადგილები; აგრეთვე, იმ ადგილის მონახულება, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი. ასეთი პირებისთვის აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, აგრეთვე, იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისთან ერთადაც ჩაიდინა დანაშაული. ხშირად ასეთი პირებისთვის აკრძალულია მინიმუმ 5 მეტრის მანძილზე დაზარალებულის სახლთან მიახლოვება; მანვე გამოსაცდელი ვადის პერიოდში უნდა აანაზღაუროს ზარალი; ვალდებულია, დატოვოს ის სახლი ან ბინა, სადაც ჩადენილი აქვს კანონდარღვევა; ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამებში - პრობაციისა და მედიაციის თანამშრომლის
მეთვალყურეობის ქვეშ; პირი ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი და დაფაროს ვალები; გარკვეულ შემთხვევებში პირი ვალდებულია დაზარალებულს პირადად ან საჯაროდ მოუხადოს ბოდიში; ასეთი პირი ვალდებულია გაიაროს სამედიცინო მკურნალობა; მოვალეა, დაესწროს საგანმანათლებლო ტრენინგებს გამოსაცდელი ვადის პერიოდში ან მიიღოს მონაწილეობის გადამზადების კურსში და ა.შ. სლოვაკეთში N. 528/2005 - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების აქტი შეიცავს სპეციალურ დებულებას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების შესახებ.
ბელგიაში საზოგადოებისთვის საშიშროების შინაარს გამოხატავს ე.წ. კომუნიტარული სასჯელები, რაც პატიმრობის ალტერნატივად არსებობს, თუმცა სასჯელის ეს სახე წარმატებით ვერ სარგებლობს. მაგალითისთვის მოჰყავთ სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება ლოთობაში ბრალდებული სტუდენტის შესახებ, რომელმაც არ ისურვა სამი წლის მანძილზე ემუშავა ახალგაზრდობაში ალკოჰოლიზმის გავრცელების ინფორმაციაზე. თუმცა ბელგიურ კანონმდებლობაში ამ სასჯელის წარუმატებლობა დაკავშირებულია სათანადო სოციალური სამსახურის არარსებობასთან. მსგავსი მდგომარეობაა კანადაშიც. აქ ეს სასჯელი გაერთიანდა პრობაციასთან და, მაგალითად, მოსამართლე დამნაშავეს ავალებს დახმარება გაუწიოს ლტოლვილების დამცველ ასოციაციას. სასამართლოები აქ კომუნიტარული სამუშაოების რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებად ითვლება.28
გერმანული სისხლის სამართალი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას განიხილავდა ჯარიმის გადახდის შესაძლებლობის არქონისა და სურვილის არქონის დროს გადასახდელი ჯარიმის დაფარვის საშუალებას. 1986 წლიდან გერმანული კანონმდებლობით, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოიყენება ჯარიმის სანაცვლო თავისუფლების აღკვეთა მოგვიანებით ფედერალური მიწების მთავრობებს მიენიჭათ უფლება, რომ პროკურატურისთვის მიეცათ შესაძლებლობა,
მსჯავრდებულს დართონ ნება - ჯარიმის სანაცვლო თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების გზით მოიხადოს მაშასადამე, აღნიშნული სახის შრომა გამოიყენება არა როგორც სასჯელის დამოუკიდებელი სახე, არამედ, როგორც ჯარიმის სანაცვლო თავისუფლების ღკვეთის მოხდის საშუალება. მართალია, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს თავის გადაწყვეტილებაში, მაგრამ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის შესავალი კანონის 293ე პარაგრაფის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა იყოს უსასყიდლო. აღნიშნული სამუშაო არ წარმოშობს იმ უფლებებს და მოვალეობებს, რაც მუშასა და დამქირავებელს შორის არსებობს შრომითი ხელშეკრულების შედეგად. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება გერმანულ ლიტერატურაში კამათს იწვევს კონსტიტუციასთან მისი შესაბამისობის თვალსაზრისით. კერძოდ, აქ მხედველობაშია ის კონსტიტუციური ნორმა, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ შრომა თავისუფალია და იძულებითი შრომა აკრძალულია. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასჯელის მოსახდელად შესრულებული სამუშაო იძულებით შრომას არ განეკუთვნება, ამას ადასტურებს თუნდაც სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლი, პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლი და ა.შ. მაშასადამე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გერმანიაში სასჯელის სახე კი არა, არასაპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებული ვალდებულებაა, ამიტომაც გერმანიის სისხლის სამართლის ლიტერატურაში მიმდინარეობს დისკუსია მისი სასჯელად შემოღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. შემოთავაზებულია სასჯელის ახალი სახე - ჯარიმისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის კომბინაციის სახით. ამ სასჯელის დანიშვნისას პირი ვალდებული იქნება ან ფულადი ჯარიმა გადაიხადოს, ანდა თავისი შრომით შესაბამისი თანხა დროში განწილვადებურად აანაზღაუროს. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის ერთ-ერთ ძირითად სასჯელად შემოღებას ეწინააღმდეგება გერმანიის ძირითადი კანონის მე-12 მუხლში მითითებული იძულებითი შრომის აკრძალვა. ამიტომაც გერმანულ სისხლის სამართალში ჯერჯერობით ეს საკანონმდებლო ცვლილება მოსალოდნელი არაა. გასათვალისწინებელია, ასევე, შვეიცარიის მაგალითიც, სადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სისხლისსამართლებრივ სანქციად ჩამოყალიბებამ მისი გამოყენების სტატისტიკა გააუარესა.
ალტერნატიული სასჯელის უპირატესობის მეტად მკაფიოდ წარმოსაჩენად სამართლებრივად რელევატურია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების პრაქტიკის განხილვა აშშ-ის მაგალითზე, ვინაიდან იგი წარმატებით ახორციელებს აღნიშნული ალტერნატიული სასჯელის ეფექტიანგამოყენებას. კერძოდ, იუვენალური იუსტიციის სისტემა აქტიურად იყენებს პრობაციის ინსტიტუტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოიცავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გარკვეულ შემთხვევაში კი ეს უკანასკნელი, როგორც საპატიმრო სახის სასჯელის ალტერნატივა, დამოუკიდებლადაც გამოიყენება. მაგალითად, კანადაში მოცემული სასჯელი გაერთიანებულია პრობაციასთან, რის შედეგადაც მოსამართლე გარკვეულ შემთხვევაში დამნაშავეს ავალებს ლტოლვილების ასოციაციისათვის კონკრეტული დახმარების გაწევას. სასამართლოები საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოებს რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებად თვლიან. იგივე მიდგომაა აშშ-შიც. მაგალითად, არიზონას შტატში, პრობაციის გაძლიერებული მეთვალყურეობის პირობებში არასრულწლოვანმა პრობაციის ისეთი პირობების მორჩილად დაცვასთან ერთად, რომლებსაც მიეკუთვნება სავალდებულო საშუალო განათლების მიღება და მკურნალობის სავალდებულო კურსის გავლა, უნდა აღასრულონ, ასევე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მასზე მეთვალყურეობის განხორციელებით, სულ მცირე 32 საათი ყოველკვირეულად. აშშ-ში მდგომარეობა იცვლება შტატების მიხედვით. ზოგიერთი შტატის კანონი ჩამოთვლის პირობებს ან მოსამართლე ამ თვალსაზრისით თავისუფალია, ხოლო სხვა შტატებში მოსამართლე საქმეს გადასცემს პრობაციის კომიტეტებს. ამერიკის ადვოკატთა გაერთიანება მხარს უჭერს ზუსტი პირობების არსებობას, იმგვარი მოვალეობების დაკისრების ჩათვლით, რომლებიც მოიცავს სამედიცინო დახმარების გავლას, დანაშაულის შედეგების გამოსწორებას, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განსაზღვრული ადგილიდან გაუსვლელობის მოვალეობას. ამერიკელი მკვლევარების მიერ რეციდივთან ბრძოლის საკითხებში დადებითი დასკვნა კეთდება ალტერნატიული სასჯელების ისეთი სახეების გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორებიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განმახორციელებელი პროგრამები. ამ მხრივ, მიზანშეწონილია, გამოიყოს აშშ-ში არსებული ალტერნატიული სასჯელის შემდეგი სახეები - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, სამუშაოს შესასრულებლად გათავისუფლებისა და შაბათკვირის სასჯელის პროგრამები, რომელთაგან მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გამოიყენება როგოც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ, რამდენადაც სამუშაოს შესასრულებლად გათავისუფლებისა და შაბათ-კვირის სასჯელის პროგრამებში არ არის მითითებული მათში არასრულწლოვან დელიკვენტთა შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ამგვარად, მართებულია, ყურადღება გამახვილდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სპეციფიკაზე აშშ-ის მიხედვით, სადაც აღნიშნული ალტერნატიული სასჯელი ყველაზე ხშირად დამატებითია სხვა სასჯელზე. ძირითადად, იგი სასჯელად გამოიყენება ე.წ. თეთრსაყელოიანი (white-collar) კრიმინალების, არასრულწლოვანი დელინკვენტებისა და მათ მიმართ, ვისაც არ ჩაუდენია სერიოზული დანაშაული. ქართული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისადაც, აღნიშნული არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაშია შესაძლებელი, რაც გარკვეულწილად, საკანონმდებლო ხარვეზადაა მიჩნეული, ვინაიდან
ნაკლებად მძიმე დანაშაულზე საქმეების დიდი ნაწილი საპროცესო შეთანხმებით მთავრდება. ისევ დავუბრუნდეთ აშშ-ს, სადაც, უნდა აღინიშნოს, რომ დამნაშავეთა მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შემთხვევაში მათი განაწილება ხდება ისეთ სამთავრობო ან კერძო არაკომერციულ სააგენტოებში, რომელთა საქმიანობაც მიმართულია ისეთი საქმიანობის შესრულებისაკენ, როგორიცაა - პარკების დასუფთავება, გზისპირა ნაგვის შეგროვება, საექთნო საქმეებში შესაბამისი დაწესებულებების დახმარება. საერთაშორისო დონეზე დასაქმების ადგილთან და დამსაქმებლის პროფილთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს. ნიუ ჯერსიში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მისჯილი შესაძლებელია დასაქმდეს როგორც საჯარო დაწესებულებაში, ისე კერძო არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციაში. როგორც ვხედავთ, სამუშაოების ჩამონათვალი აშშ-ში საკმაოდ ფართოა. დამატებით შეიძლება ჩამოითვალოს, ასევე, შემდეგი სამუშაოები: პარკებისა და სკვერების დასუფთავება, საგანამათლებლო პროგრამებზე დასწრება, პრეზენტაციის მომზადება დანაშაულის ნეგატიური ასპექტების შესახებ, სკოლის მოსწავლეებთან საუბარი - თუ რატომ არის მავნე ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, საწარმოში დასაქმება, სარემონტო სამუშაოების წარმოება, ქალაქის კედლებზე უხამსი ნახატების წაშლა, ქველმოქმედებისთვის გაწეული შრომა, სამართლის შესწავლა, ტუტორირება გაუწიოს ბავშვებს, ქალაქის ღარიბ უბნებში იმუშაოს მშენებლობაზე, დაეხმაროს მოხუცებს, მოუაროს ცხოველებს თავშესაფარში, მიიღოს სასწრაფო სამედიცინო სამსახურისა და სხვა სამაშველო სამსახურის მიერ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობა, იზრუნოს ქალაქის კეთილმოწყობისთვის, აკრიფოს ფოთლები, შეკრიჭოს ბალახი, გაწმინდოს ფანჯრები, დაასუფთაოს სადარბაზოები, დადგას და შემდეგ
დემონტაჟი გაუკეთოს საშობაო დეკორაციებს, იმუშაოს ორგანიზაციაში, რომელიც ინფორმირებას უკეთებს მკერდის კიბოს შემთხვევებს, იმუშაოს წყლის კონსერვაციისთვის. როგორც ინტერნაციონალური გამოცდილება გვიჩვენებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის ხელსაყრელი სისხლისსამართლებრივი ღონისძიებაა. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით ჯერ კიდევ დგას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების რაოდენობის პრობლემა, ვფიქრობ, გარდა საჯარო სექტორისა, კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს სასჯელის ამ სახის აღსრულების პროცესში, რადგან გაზრდილი დასაქმების არეალი მსჯავრდებულს გაუჩენს დასაქმების რეალურ პერსპექტივას, რომელიც რესოციალიზაციის გზაზე უდავოდ ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ამასთან, განსხვავება მდგომარეობს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების კომპეტენციაში, გარდა ამისა, სამუშაოს შესრულების სახის განმსაზღვრელ პირებშიც, ვინაიდან სამუშაოს შესრულების სახეს საქართველოში განსაზღვრავს პრობაციის ეროვნული სააგენტო.
დასკვნა
როგორც ვხედავთ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიულ სახეს წარმოადგენს და ქართული კანომდებლობისთვის უცხო არ არის, სასამართლო პრაქტიკამ და განვლილმა პერიოდმა აშკარად, მთელი სიცხადით წარმოადგინა სასჯელის ამ სახის დადებითი და კრიტიკული სახეები, რომელიც წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნა ზოგად სამართლებრივი დახასიათებით.
პრაქტიკული და სამეცნიერო მასალების შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად მიმაჩნია ჩამოაყალიბდეს რამდენიმე დებულება, რომელიც წინამდებარე თემასთან მიმართებით არსებული ხარვეზების ნოვატორულ გადაწყვეტას მოიცავს:
- საჭიროა, სასამართლოს მხრიდან როცა ხდება სარჩელის განხილვა ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის თაობაზე მხედეველობაში იქნას მიღებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმები - დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის სიმძიმე, რადგან ადგილი არ ჰქონდეს არარესოციალიზებული მსჯავრდებულის გათავისუფლებას;
- სასურველია, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის საკითხის განხილვისას პირს, რომელსაც დააკისრებს ამ სახის სასჯელს გამოიკვლიოს მისი ჯანმრთელობის მდგომარება და სხვა პიროვნული მახასიათებლები;
- სამართალზომელობითი თვალსაზრისით, პრობლემას არ წამოარდგენს მინისტრის ბრძანებით წესრიგდებოდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა;
- დაზარალებულის პოზიცია, როგორც არასავალდებულო სახელმძღვანელო სტანდარტის სახით იყოს მხედველობაში მიღებული განმხილველი ორგანოს მხრიდან;
- მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პირდაპირ დაავალდებულებს საბჭოს მსჯავრდებულის ზეპირ მოსმენაში მიწვევას - მიზანშეუწონელია, იმიტომ, რომ ჯერ ამით ხდება საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილების დარღვევა, ასევე, ყველა პირთა მიმართ ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარება შეუძლებელიცაა, აგრეთვე, აზრს მოკლებული, რადგან არის შემთხვევები, როცა წარმოდგენილი შუამდგომლობა და საქმის მასალები დამატებითი შეკითხვების გაჩენას სულაც არ საჭიროებს;
სუფლების პრობლემები თანამედროვე ქართულ სამართალში, სამაგისტრო ნაშრომი, თბილისი, გვ. 68. 39 იქვე, გვ. 72.
- სავალდებულოა, განმხილველ ორგანოთა მხრიდან მოხდეს სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და წარმოება, იმ პრინციპით, რომელიც პირდაპირ წარმოაჩენს მოცემული მექანიზმის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებს, თუნდაც პირის პენიტენციურ დაწესებულებაში შემობრუნების ჭრილში და სხვა;
- შედარებით - სამართლებრივი ანალიზის საშუალებით შეგვიძლია დავასკნათ, რომ ყველა ქვეყანაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ხელსაყრელი სისხლისსამართლებრივი ღონისძიებაა, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივას წარმოადგენს. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჯერ კიდევ დგას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების რაოდენობის პრობლემა, ამასთან, განსხვავება მდგომარეობს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების კომპეტენციაში, გარდა ამისა, სამუშაოს შესრულების სახის განმსაზღვრელ პირებსა და ორგანოებში;
- ჩატარებული კვლევის საფუძველზე დასკვნის სახით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასჯელის ამ სახის, ზოგადად ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა უდავოდ დიდია.
40 იქვე, გგ. 66.
ბიბლიოგრაფია:
ქართული ლიტერატურა:
- Collective of authors, (2016). Trends of Liberalization of Criminal Legislation in Georgia, Tbilisi.
- Davitadze M., (2018). The Use of Socially Beneficial Labor and its Legal Limitations, Current Issues of Criminal Law, N3, Tbilisi.
- Gelashvili M., (2020). Problems of Release from Serving the Sentence in the Modern Georgian Law, Master's degree paper, Tbilisi.
- Getiashvili G., (2016). The Essence of Work Useful to Society, Tedo Ninidze - 65, Jubilee Collection, Law Journal N2.
- Gotua Z., (2001). General Part of Criminal Law, Tbilisi.
- Guruli P., (2017). Parole from Serving a Sentence - a Legitimate Understanding, Law and the World Journal.
- Ivanidze M., (2016). Alternative Punishments, Criminal Law, General Part, Tbilisi.
- Kherkheulidze I., (2014). Probation Institute - a Tool for Ensuring the Reintegration of Juvenile Osffenders (comparative analysis of the criminal justice approach of Georgia and the USA), Mzia Lekveishvili 85, Anniversary collection, Tbilisi.
- Kherkheulidze I., (2020). Community Service - One of the Best Agents of Resocialization of Juvenile Offenders Among Non-Custodial Punishments, Tbilisi.
- Pradel J., (1999). Comparative Criminal Law, Tbilisi.
- Shalikashvili M., (2014). Research on Alternative Punishments in Georgia, Mzia Lekveishvili - 85, Anniversary Collection, Tbilisi.
უცხოური ლიტერატურა:
- Abadinsky H., (2009). Probation and Parole, Theory and Practice, NJ.
- Branham L., Krantz S., (1997). The Law of Sentencing, Corrections, and Prisoners, Rights, MINN.
- Haney C., (2005).Reforming Punishment, PSYCHOLOGICAL LIMITS TO THE PAINS OF IMPRISONMENT.
- Klaus J., (1998). Handbook on Probation Services, Rome/London.
- Kubinik., (2002). Strafen und ihre Alternativen im zeitlichen Wandel, Berlin.
- Stojkovic S., Lovell R., (1992). Corrections, An introduction, Anderson pub, Cincinnati, Ohio.
- Tobiasova L., (2007). Development And Construction of the European Legal System, Alternative Penalties, Bratislava.
- Van Kalmthout A., Durnescu I., (2011). European Probation Service Systems, CEP.
ნორმატიული მასალები:
- Criminal Code of Georgia.
- Criminal Procedure Code of Georgia.
- Administrative Procedure Code of Georgia.
- Juvenile Justice Code of Georgia.
- Imprisonment Code of Georgia.
- Order N320 of the Minister of Justice of Georgia dated August 7, 2018.
რეკომენდაციები:
- Recommendation CM/Rec (2010)1 of the Committee of Ministers to member states on the Council of Europe Probation Rules.
- Special Report of the Public Defender of Georgia, The Practice of Parole and Substitution of the Unpaid Part of the Sentence with a Lighter Punishment in Georgia, (2019). Tbilisi.
ინტერნეტ საიტები (ვებ გვერდები):
- Link [Last seen 29.03.2023].
- Dünkel F., (2013)Gemeinnützige Arbeit, What Works? Deutschland, S:4. https://tri.swisscovery.slsp.ch/discovery/fulldisplay?docid=alma991001086529705532&context=L&vid=41SLSP_TRI:ISDC&lang=fr&search_scope=ISDC&adaptor=Local%20Search%20Engine&tab=ISDC&query=sub,exact,Arbeit,AND&mode=advanced&offset=40 [Last seen 29.03.2023].
- Link [Last seen 19.11.2022].
- Link [Last seen 05.01.2023].
- Link [Last seen 06.01.2023].
- Link
- Link [Last seen 29.03.2023].
- Link [Last seen 29.03.2023].
სასამართლოს გადაწყვეტილება:
- Verdict of Gori District Court of November 24, 2020 on case 1/491-20.
- Decision No. 3/3769-20 of Tbilisi City Court of September 24, 2020.
- Decision No. 3/541-22 of Tbilisi City Court of September 21, 2022.
- Decision No. 3b/295-19 of the Tbilisi Court of Appeal dated September 11, 2019.
სქოლიო:
- Abadinsky, H., (2009). Probation and Parole, Theory and Practice, NJ, p. 336.
- Recommendation CM/Rec(2010)1 of the Committee of Ministers to member states on the Council of Europe Probation Rules.
- Branham, L., Krantz, S., (1997). The Law of Sentencing,Corrections, and Prisoners, Rights, MINN, p. 151.
- Pradel, J. (1999). Comparative Criminal Law, Tbilisi, p. 436.
- Kubinik. (2002). Strafen und ihre Alternativen im zeitlichen Wandel, Berlin, p. 568.
- Link [Last seen 29.03.2023]
- Van Kalmthout, A., Durnescu, I. (2011). European Probation Service Systems, CEP, pp. 26-27.
- Dünkel, Gemeinnützige Arbeit, What Works? p.4. Link
- Kubinik. (2002). Strafen und ihre Alternativen im zeitlichen Wandel, Berlin, p. 572.
- Klaus, J. (1998), Handbook on Probation Services, Rome/ London, p. 15.
- Link [Last seen: 19.11.2022].
- Getiashvili, G., (2016).The Essence of Work Useful to Society, Tedo Ninidze - 65, Jubilee Collection, Law Journal N2, p. 231.
- Davitadze, M., (2018). The Use of Work Useful to Society and its Legal Limitations, Current Issues of Criminal Law, N3, Tbilisi, p. 82.
- Ivanidze, M., (2016). Alternative Punishments, Criminal Law (general part), Tbilisi, p. 470.
- Guruli, P., (2017). Parole from Serving a Sentence - a Legitimate Understanding, Law and the World, N6, p. 57.
- Ibid. pp. 52-53.
- Special Report of the Public Defender of Georgia, The Practice of Parole and Substitution of the Unpaid Part of the Sentence with a Lighter Punishment in Georgia, (2019). Tbilisi, p. 56.
- Link [Last seen 05.01.2023].
- Klaus, J. (1998). Handbook on Probation Services, Rome/London., p. 17.
- Verdict of Gori District Court of November 24, 2020 on case 1/491-20.
- Decision No. 3/3769-20 of Tbilisi City Court of September 24, 2020.
- Decision No. 3/541-22 of Tbilisi City Court of September 21, 2022.
- Decision No. 3b/295-19 of the Tbilisi Court of Appeal dated September 11, 2019.
- Tobiasova, L., (2007). Development And Construction of the European Legal System, Alternative Penalties, Bratislava, p. 274.
- Collective of authors. (2016).Trends of Liberalization of Criminal Law in Georgia, Tbilisi, p. 343.
- Pradel, J., (2003). Comparative Criminal Law, ed. "Sani",pp. 437-438.
- Tobiasova, L., (2007). Development And Construction of the European Legal System, Alternative Penalties, Bratislava, pp. 273-274.
- Haney, C., (2005). Reforming Punishment, PsychologicalLimits to the Pains of Imprisonment, ,,Amer Psychological Assn’’, p. 7.
- Link[Last seen 06.01.2023].
- Link[Last seen 01.12.2022].
- Pradel, J., (1999).Comparative Criminal Law, Tbilisi, p. 437.
- Link[Last seen 02.12.2022].
- Stojkovic, S., Lovell, R., (1992). Corrections, An introduction, Anderson pub, Cincinnati, Ohio, p. 475.
- Shalikashvili, M., (2014). Research on Alternative Punishments in Georgia, Mzia Lekveishvili - 85, Anniversary Collection, Tbilisi, p. 106.
- Kherkehulidze, I., (2014). Probation Institute - a Tool for Ensuring the Reintegration of Juvenile Offenders (a comparative analysis of the criminal justice approach of Georgia and the USA), Mzia Lekveishvili - 85, Anniversary Collection, Tbilisi, p. 195.
- Abadinsky, H., (2009). Probation and Parole, Theory and Practice, New York, p. 336.
- Link [Last seen 04.01.2023].
- Gelashvili, M. (2020). Problems of Exemption from Serving the Sentence in Modern Georgian law, master's thesis, Tbilisi, p. 68.
- Ibid., p. 72.
- Ibid, p. 66.