შესავალი
ადამიანს ყოველდღიურად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, ხვდება უცხო სიტუაციაში და წამოჭრილი პრობლემის გადასაწყვეტად მცირე დრო აქვს, რაც ამ პროცესს ემოციურ ელფერს სძენს. ამ დროს ზოგიერთი რაციონალურ ნაბიჯებს დგამს, ზოგი კი იმპულსურად მოქმედებს. ორივე მათგანის ქცევას საფუძვლად უდევს პიროვნუ- ლი თრეიტები, რომელიც ყველა ადამიანის შემთვევაში სიტუაციის აღქმისა და ქცევითი გამოვლინებების უნიკალურობას მოიაზრებს. მიუხედავად ადამიანის უნიკალურობისა და მის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი გარემოს მრავალფეროვნებისა, უცხო, სტრესულ გარემოზე საპასუხო რეაქციის რაობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზოგადი და სამართლებრივი განათლების ხარისხზე და გამოცდილებაზე, რომელიც წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტის ერთგვარ რესურსს წარმოადგენს.
საზოგადოება ქმნის ნორმებს, რათა იწინასწარმეტყვეოს, აკონტროლოს და დაიცვას ადამიანთა ინტერესები. სამართლის დამცავი როლის პერსპექტივიდან, კანონი წარმოადგენს პოტენციური მსხვერპლის დაცვის უზრუნველმყოფ ეფექტურ ინსტრუმენტს. სამართლის ნორმები საზოგადოების ცივილიზაციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. სახელმწიფო მმართველობის უმთავრესი მიზანს კი წარმოადგენს - მის ხალხს ესმოდეს კანონი, სამართლის ნორმა და აცნობიერებდეს მის მნიშვნელობას.
სახელმწიფოში არსებული სამართლის კულტურა განაპირობებს საზოგადოების ცხოვრების ხარისხს და წარმოადგენს კანონიერი ქმედებებით, რეალობითა და შესაძლებლობებით მიღწეულ განვითარების დონეს. თავისუფლების განცდას, უსაფრთხოების გარანტსა და საზოგადოებაში არსებულ სამართალ პასუხისმგებლობას. სამართლის კულტურის ნაწილია სამართალშეგნება, თუმცა, სამართლის კულტურა უფრო ზოგადია, საზოგადოებაში გაბატონებულ რეალობას ასახავს. სამართალშეგნება კი დინამიური პროცესია, გულისხმობს გაბატონებული კანონების მნიშვნელოვნობის ინტერნალიზაციას და მოიცავს კანონის შინაარსის ფსიქოლოგიურ გაგებას. რაც შეეხება სამართლის კულტურას, ის უფრო კონსერვატიულია, მხოლოდ საჯარო სამართალდაცვის ფაქტებისგან შედგება და არ გულისხმობს ინდივიდუ- ალურ კოგნიციებს, რაც ამ კანონის საჯარო გაგებას აყალიბებს.
ბავშვთა დაა მოზარდთა სამართალშეგნება თანამედროვე საზოგადოების გამოწვევაა, რამეთუ მასზეა დამოკიდებული სამართალკულტურის ჩამოყალიბება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების განცდა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის და წარმატებულობის დონე. სამართალშეგნება ადამიანის ქცევის რეგულატორია, უფლებების გაგების და მათი აღსრულების წინაპირობაა, მაშინ, როდესაც სამართალშეგნების დეფორმაციული გამოვლინება, სამართალდარღვევა საზოგადოების უსაფრთხოებას აყენებს რისკის ქვეშ და მასთან გასამკლავებლად საზოგადოებაში არსებობს სამართალდარღევევის პრევენციის სამი დონე.
თანამედროვე სამყაროში, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცვლილებების ფონზე ახალგაზრდობასა და უფროს თაობებს შორის ღირებულებათა დიდი სხვაობაა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. საზოგადოების განვითარებისთვის მომავალ თაობაზე ზრუნვა უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, რამეთუ მათი სოციალიზაცია, მათი ღირებულებები საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ
მოწყვლადია. სახელმწიფომ საზოგადოებასთან ერთად უნდა უზრუნველყოს მომავალი თაობაზე ზრუნვის პროცესში მისი სწორი სოციალიზაცია, სამართლებრივი აღზრდა, სამართალცნობიერებისა და სამართალშეგნების ჩამოყალიბება. რაც მხოლოდ წარმატებული საგანმანათლებლო პოლიტიკის დასახვა-განხორციელებით არის მიღწევადი.
კვლევის ინტერესს წარმოადგენს სამართალშეგნების ჩამოყალიბება-ჩამოუყალიბებლობაზე ზეგავლენისუნარიანი ფაქტორების იდენტიფიცირება. ინტერესის დასაკმაყოფილებლად დაიგეგმა სოციალურ კონტროლზე, მის გამოვლინებასა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გარემოებების თეორიული განხილვა და სამართალშეგნების ჩამოყალიბებაზე მოქმედი გარემოებების თემაზე არსებული ლიტერატურის ანალიზი. შედეგად, განისაზღვრა სამართალშეგენების დეფორმაციული გამოვლინების სავარაუდო მიზეზები და სამართალშეგნების ჩამოსაყალიბებლად შემუშავდა რეკომენდაციები.
სოციალური კონტროლი
ლამბერტი და მისი კოლეგები (Lambert et. Al., 2011) აღნიშნავენ, რომ სოციალური ნორმების დაცვის დასარეგულირებლად საზოგადოება მიმართავს კონტროლის სხვადასხვა ფორმას. არსებობს ფორმალური და არაფორმალური ნორმები, რომელთა დაუცველობაც სხვადასხვა სასჯელს ითვალისწინებს. კონტროლი შეიძლება იყოს პროაქტიური და რეაქტიური: პროაქტიურია კონტროლი, როდესაც კონტროლირდება ქცევის განხორციელება/განუხორციელებლობა, ხოლო რეაქტიურია კონტროლი, როდესაც უკვე განხორციელებულ ქცევაზე ხდება რეაგირება. ეს შეიძლება იყოს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური სანქცია. საზოგადოება ორივე ხერხს მიმართავს, აქტიურად ადევნებს თვალყურს მის წევრებს, რომ არ იქნეს ნორმა დარღვეული (პროაქტიური კონტროლი) და ახალისებს მათ, ვინც არ/აღარ არღვევს ნორმას და სჯის მათ, ვინც დაარღვია (რეაქტიური კონტროლის პოზიტიური და ნეგატიური გამოვლინება). წახალისება, ისევე როგორც დასჯა, შეიძლება იყოს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური. მაგ. ჯილდო, ჯარიმა ფორმალური კონტროლის სახეებია, ხოლო საზოგადოებაში კარგი რეპუტაცია, მადლობა, ღიმილი, სტიგმატიზაცია კი არაფორმალური კონტროლის გამომჟღავნების ფორმები.
როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სოციალური კონტროლის ფორმები არის ძირითადად რეაქტიური, მათ შორისაა: სამართლებრივი უკუკავშირი დარღვევაზე; სამართლებრივი მეთვალყურეობა; საჯარო აზრის მართვა და დასაქმების შეზღუდვა. აქ იგულისხმება: ე.წ რეიდები, დაკავებები; სამეთვალყურეო კამერების არსებობა; მედია საშუალებების და მედია კონტენტის მართვა და დასაქმების ეტაპზე აპლიკანტის კრიმინალური წარსულის გადამოწმების პროცედურები.
სოციალური კონტროლის პროაქტიურ ფორმაზე, უმეტესწილად, ის საზოგადოებაა პასუხისმგებელი, რომელშიც იზრდება ბავშვი და სოციალიზაციის პროცესში ითვისებს სწორი და არასწორი ქცევების ფორმას. იმისათვის, რომ სოციალიზაციის პროცესში ადამიანს ჩამოუყალიბდეს სამართალშეგნება, აუცილებელია პიროვნებამ ირწმუნოს ამ ნორმების
აუცილებლობა და მოახდინოს მათი ინტერნალიზაცია, რაც გულისხმობს ატიტუდის ჩამოყალიბებისა და ქცევის კონფორმულობას. გარდა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პრო და რეაქტიური კონტროლის ფორმებისა, საზოგადოებრივი ქცევის მაკონტროლებლად გვევლინება: კორპორაციები, რომლებიც შედგებიან გარკვეული ნიშნით დაკავშირებული ადამიანებით, ქმნიან საზოგადოებრივი აზრს და თავის მხრივ, პრო და
რეაქტიურად აკონტროლებენ საზოგადოებაში არსებულ ტრენდებს.
საზოგადოებრივი მოძრაობები, მართალია, არ ახორციელებენ პირდაპირი კონტროლის ფორმებს, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანად ახერხებენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას როგორც პრო, ისე რეაქტიური ღონისძიებებით, უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, პრო და რეაქტიურად ახდენენ სოციალური აზრისა და ქცევის ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი “In Como Parentis”, მშობლების მსგავსად შვილის სოციალიზაციაზე პასუხის მგებლად გვევლინება.
- ფორმალური და არაფორმალური კონტროლისათვის საზოგადოებას სჭირდება ნორმა. ის, რითიც საზოგადოება წევრს აკისრებს ვალდებულებას/მოვალეობას შეასრულოს ისინი. ნორმის ეფექტიანობისთვის აუცილებელია, რომ ის იყოს:
- დროული - მის დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს დროულად;
- ადეკვატური - მის დარღვევაზე რეაგირება უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სახეს;
- და უტყუარი, გარდაუვალი - მის დარღვევაზე რეაგირება უნდა იყოს გარანტირებული.
ეს ყველაფერი ეხმარება საზოგადოებს წევრებს სამართალშეგნების ჩამოყალიბებაში, საზოგადოების წევრებს შორის პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში და მომავალი თაობის სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობით საზოგადოების კეთილდღეობის მნიშვნელოვან განმაპირობებლად გვევლინება. ,
სამართლის ნორმა, როგორც უსაფრთხოების გარანტი
სოციალური კონტროლის უზრუნველსაყოფად, ადამიანები ახდენდნენ არასასურველი ქმედების კრიმინალიზაციას, ქმნიან ნორმებს; ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად კი, ადგენენ სასჯელს, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა თეორიული ახსნა და მიზნობრიობა ჰქონდა. სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს გარკვეულ ქცევათა შეზღუდვას, რომელთა დარღვევაც განიხილება დანაშაულად და იწვევს სასჯელს ან სხვა სისხლის სამართლებრივი ღონისძიების დაწესებას. მაშასადამე, სისხლის სამართალი წარმოადგენს კანონთა კრებულს, რომელიც აწესებს გარკვეული ქცევის ფორმებს, ახდენს არასა- სურველი ქმედების კრიმინალიზაციას (რათა არ მიადგეს ზიანი საზოგადოებრივ დაცულობასა და კეთილდღეობას) და აკრძალულ ქცე- ვაზე საპასუხოდ, ადგენს სასჯელის შესაბამის ფორმებს.
კრიმინალიზაცია არის პროცესი, რომელიც ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი ცენზურით, ადგენს საჯარო უმართლობებს, რომლებიც უნდა იქნას აცილებული და აწესებს შესაბამის სასჯელის ფორმებს განხორციელებულ უმართლობებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს მზა ფორმულები, რითიც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ კონკრეტულ სიტუაციაში,
თუმცა, წარმოადგენს რანჟირების საზღვრებს, რომელნიც იძლევიან პოტენციური დანაშაულებრივი ქმედების შეფასების არეალს.
სასჯელის გამოყენება იხსნება ორი მიზეზით. პირველი იმით, რომ სისხლის სამართალი ორიენტირებულია დანაშაულის პრევენციაზე, რასაც, მომავალი არასასურველი ქცევის/ ზიანის თავიდან ასაცილებლად, დანაშაულის საპასუხოდ სასჯელის დაწესებით ახორციელებს. მეორე ახსნა კი, დაუმთავრებელი, უშედეგო დანაშაულის (დანაშაულის მცდელობის) დასჯადობას მორალურ ბრალეულობას უკავშირებს და თვლის, რომ ვინაიდან პირს სურდა განეხორციელებინა აკრძალული ქცევა, მიუხედავად არდამდგარი შედეგისა, მაინც იმსახურებს დასჯას.
სასჯელი ყოველი საზოგადოებრივი სისტემის განუყრელ ინსტიტუტს წარმოადგენს, თუმცა, მას სხვადასხვა საფუძვლითა და სხვადასხვა სახით იყენებს საზოგადოება. სასჯელის არსის სწორი გაგება უკავშირდება სისხლის სამართლის ლეგიტიმაციას და გულისხმობს სახელმწიფოს მიერ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მათ განხორციელებასა და გამა- რთლებას.
სასჯელის თეორიული ახსნა, პიროვნებისა და საზოგადოების, წარსულისა და მომავლის ფოკუსი, განაპირობებს სასჯელის მიზნებსა და იმ ორიენტირს, რისთვისაც სასჯელის შეფარდება არის გამართლებული. მაგ. სასჯელის სამართლიანობის აღდგენის მიზანი, აბსოლუტური თეორიის მსგავსად, მხოლოდ წარსულ ქმედებაზე საპასუხო რეაქციას გულისხმობს და ხაზს უსვამს კანონისა და საზოგადო ნორმის უზენაესობასა და მათი დაცვის აუცილებლობას. დანაშაულის პრევენცია სასჯელს შედარებით ფართო რაკურსში ხედავს და მისი დაკისრების მიზნად ახალი დანაშაულის თვიდან აცილებას სახავს, რაც წარსულზე ფოკუსირებიდან - საზოგადოების სამომავლო დაცულობაზე ინაცვლებს და ამით უფრო ჰუმანური და თანამედროვე საზოგადოებისთვის მეტად მისღები ხდება. და ბოლოს,
სასჯელის რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზანი აჯამებს სამართლიანობის აღდგენასა და პრევენციას, რამეთუ გულისხმობს არარესოციალიზირებული (დამნაშავე) პირის საზოგადოებაში რეაბილიტირებულ/რესოციალიზებულ წევრად დაბრუნებას, რითიც კანონის დაცვას, სამართალშეგნების ჩამოყალიბებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და შედეგად, საზოგადოების დაცულობას უზრუნველყოფს.
სამართალშეგნება და მისი გამოვლინებები
სამართალშეგნება საზოგადეობრივი ცნობიერების სახეა და წარმოადგენს ინდივიდების მიერ კანონის სუბიექტურ აღქმას, მის ემოციებს და დამოკიდებულებას კანონის შინაარსის მიმართ. არსებობს, ასევე, საჯარო სამართალშეგნება, რომელიც საჯარო დამოკიდებულებაა სამართლის გაგებისა და სამართლის ფსიქოლოგიის მიმართ. სამართლისა- დმი საჯარო დამოკიდებულება აფორმირებს ინდივიდუალურ სამართალშეგნებას ისევე, როგორც ცალკეული ინდივიდების სამართა- ლშეგნება განაპირობებს საჯარო სამართლის გაგებასა და დაცვას. საჯარო სამართალშეგნება საზოგადოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც რამდენიმე ელემენტისგან შედგება:
- კოგნიტური ფუნქცია - რაც გულისხმობს კანონის გაგებას;
- წინასწარმეტყველების ფუნქცია - რაც გულისხმობს ადამიანის გამოცდილებასა და მოლოდინებს კანონის დაცვა/ დაუცველობის თანმდევ შედეგებზე;
- მარეგულირებელი ფუნქცია - კანონის გაგებაზე დაყრდნობით პიროვნებას თავად აძლევს ქცევის არჩევნის შესაძ- ლებლობას
- და კომუნიკაციური ფუნქცია - რომელიც სამართალშეგნების ჩამოყალიბება-ჩამოუყალიბებლობას განიხილავს, როგორც საზოგადოების წევრების კონკრეტულ ქცევაზე საპასუხოდ, მიღებულ სოციალურ უკუკავშირს.23
კრავჩენკოს (kravchenko, 2021) აზრით, სამართალშეგნება არის არამხოლოდ კანონის შინაარსის გაგება და კანონიერი ფასეულობების ქონა, არამედ ამ კანონის მნიშვნელოვნობის წვდომა, რაც სამართალშეგნების ღერძს წა- რმოადგენს. მოზარდების სამართალშეგნების ჩამოყალიბებეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და სხვა სოციალური პროცესები, რომლებსაც მოზარდი სოციალიზაციის პროცესში გადის. მართალია ინდივიდუალური სამართალშეგნება პირდაპირ არ აყალიბებს სამართლის საჯარო გაგებას, თუმცა, მნიშნელოვნად არეგულირებს სამართლებრივი ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ფაქტორებსა და ადამიანის ქცევებს. ის წარმოადგენს სოციალურ და სამართლებრივ რეალობაში ადამიანის ჩართვის აუცილებელ წინაპირობას და უზრნველყოფს სოციალური ნორმების, სოციალური გამოცდილებების, სამართლის კულტურის ჩამოყალიბებას. ეს კი თავის მხრივ, ქმნის, სამოქალაქო საზოგადოებას და საზოგადოების განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
სამართალშეგნების დეფორმაცია სოციალური ფენომენია, რომელიც სამართლის პოზიტიური გაგების საპირისპიროდ, გულისხმობს საზოგადოებაში არსებული ნორმებისადმი უარყოფით და/ან ნიჰილისტურ დამოკიდებულებას, რაც ხშირად კრიმინალურ ქცევაში იჩენს თავს. სამართალშეგნების დეფორმაცია და მისი გამოვლინებები დაკავშირებულია სამართალშემეცნების და სოციალური პასუხისმგებლობის არარსებობასთან, რაც განათლების დაბალი დონით არის განპირობებული. სწორედ სამართალგანათლებაა პასუხისმგებელი ნორმების მნიშვნელობის გააზრებაში, საზოგადოებრივი დისციპლინის და საჯარო სამართალ კულტურის ჩამოყალიბებაში
სამართალშეგნების დეფორმაციული გამოვლინებების, დანაშაულის პრევენციისთვის, ხასანოვიჩის (Khasanovich, 2021) აზრით, რამდენიმე ხერხს: სამართალშეგნების,სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება, რაც სოციალური აქტივობების შეთავაზებითა და მათში ჩართვით ხორციელდება; საჯარო დასამოქალაქო პირების ზეგავლენით, ვისი აზრიც ავტორიტეტულია და საზოგადოების სწორი იფნორმირებულობა, სამართლებრივიპროცესების გასაზიარებელი საინფორმაციო გზების შექმნა და მოზარდებში სამართალწიგნიერების გაზრდა.
სამართალშეგნების ჩამოყალიბება
ჩუა და ენგელის (Chua და Engel, 2019) აზრით, მოზარდის სამართალშეგნების ჩამოყალიბებაზე სამი რამ ახდენს გავლენას:
1. მსოფლმხედველობა - მათი სოციალური ურთიერთობები საზოგადოებაში;
2. ადამიანის სოციალური როლის გაგება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის დონე;
3. აღქმები - საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების მათეული ინტერპრეტაცია, სამართალზე, წარმატებაზე, სიკეთესა და კეთილდღეობაზე და მათ გაკეთებული დასკვნები, რომელიც გამომდინარეობს მათივე მსოფლმხედველობის სპექტრიდან და გარემოში მიმდინარე მოვლენების, მათ მიერ აღქმული ინფორმაციის მათეული ინტერპრეტაციი- დან.28
მოზარდებში სამართალშეგნებას აქვს რამდენიმე ფუნქცია:
- მარეგულირებელი - რაც მათ ქცევას განაპირობებს;
- თელეოლოგიური - რაც ადამიანის ქცევის მიზნებს განსაზღვრავს;
- ტრანზაციული - მოტივების ჩამოყალიბება და პრაქტეოლოგიური ფუნქცია - კანონთან მიმართებაში არსებული დამოკიდებულებების გამოხატულება.
მათგან განსაკუთრებული როლი თელეოლოგიურ ფუნქციას უკავია, რა დროსაც ხდება მოზარდის სამიზნე ქცევების იდენტიფიცირება. ის, თავის მხრივ, იყოფა კოგნიტურ და ქცევით ფუნქციებად და შედგება ლოგიკური, ემოციური და ნებელობით ქცევებისგან.
აღნიშნული სამი ასპექტი დამოკიდებულია თავის მხრივ:
1. ადამიანის იდენტობაზე - როგორ აღიქვამს ის საკუთარ თავსა და საზოგადოებას;
2. ჰეგემონიაზე - უმრავლესობის მმართველობის მიდგომაზე, რა დროსაც კანონის უზენაესობას აყალიბებს სწორედ კანონის დარღვევაზე, კანონის დარღევევით ნაგულისხმევი რეაქტიული სოციალური კონტროლის უტყურობა
3. და მობილიზაციაზე - რაც გულისხმობს კანონის საზოგადოებისთვის სარგებლიანობის ხარისხს. სამართალშეგნების ჩამოყალიბების პროცესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებაში არსებული ნორმების გამოყენებითობაზე, სარგებლიანობასა და მათ ჩამოყალიბება/შექმნაში საზოგადოების შეტანილ წვლილზე.
კრავჩენკო (kravchenko, 2021) სამართალშეგნების ჩამოყალიბების ორ გზაზე საუბრობს: ზოგადი და განცალკევებული. ზოგადი გაგებით სამართლის სოციალიზაცია და სამართალშეგნების ჩამოყალიბება საერთო მიზნებს ემსახურება, სამართალშეგნების ჩამოყალიბების განცალკევებული გზა კი ზოგადი სოციალიზაციის პროცესისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, თუმცა, ზოგადი სოციალიზაციის საერთო მიზნებს ემსახურება (მაგ: როცა ბავშვი სწავლობს, რომ ტყუილი ცუდია და ეს მას ეხმარება - არ ჩამოყალიბდეს მატყუარად).
ტერეშენკო და მისმაკოლეგები(Tereschenko et. al., 2020) თავის კვლევაში სამართალშეგნების არსებობით განპირობებულ ფაქტორებზე
აკეთებენ აქცენტს. მათი აზრით, რაც უფრო სამართალშეგნებულია მოქალაქე, მით მეტია მისი განათლების მიღებისკენ სწრაფვა. ისინი განათლების დონე განიხილავენ, როგორც სამართაცნობიერების ჩამოყალიბების წინაპი- რობაა და ასევე, სამართალშეგნების მნიშვნელოვან, განმაპირობებელ ფაქტორს. აქედან გამომდინარე, ავტორები ასკვნიან, რომ საჯარო და საზოგადო მოღვაწეების საქმიანობის ძირითადი აქცენტი სწორედ განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაზე უნდა გაკეთდეს.
საზოგადოებაში სამართალშეგნების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით, კანონის სწორი გაგებით და სოციალური კონტრაქტის დადებით, კანონის უზენაესობის ჩამოყალიბება. იმისათვის, რომ კანონი იყოს უზენაესი და საზოგადოების წევრებს მისი დაცვის აუცილებლობის სწამდეთ, უნდა იყოს გარანტირებული ნორმის არსებობის რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ:
- კანონი უნდა იყოს ცხადი, რათა მარტივად იქნეს აღქმული მისი სოციალური მნიშვნელობა;
- კანონი უნდა იყოს გამოყენებადი და ადამიანის დაცვაზე ორიენტირებული;
- კანონის დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მის დაუცველობაზე საპასუხო სასჯელი კი გარანტირებული;
- კანონის დაცვა უნდა იწვევდეს არა დისკომფორტს, არამედ უსაფრთხოების განცდას
- და ბოლოს, სამართალშეგნების ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა სამართალცნობიერების ამაღლება განათლების ყველა საფეხურზე, განსაკუთრებით მოზარდების ასაკობრივ ჯგუფში.
შეჯამება
განხილული ლიტერატურის საფუძველზე, სოციალური კონტროლი განიხილება, როგორც საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობა. სოციალური კონტროლი შეიძლება იყოს პროაქტიური - რაც გულისხმობს მისი წევრების უსაფრთხოების უზრუნველსყოფად უმართლობების დადგენას, მომავალი თაობის სწავლებას და რეაქტიური - როდესაც დაწესებულ უმართლობაზე საპასუხოდ ხდება სასჯელის შეფარდება. პროაქტიური კონტროლის დროს, საზოგადოებაში ნორმის ჩამოყალიბების ეტაპზე, ამ ნორმის დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ნორმა იყოს ქმედითი, საჭირო და გამოყენებადი, მისი დაცვის მნიშვნელოვნობა კი გააზრებული. რეაქტიური სოციალური კონტროლის ეტაპზე კი, უმართლობაზე დაწესებული სასჯელი უნდა იყოს უტყუარი, დროული და ადეკვატური.
პროაქტიური სოციალური კონტროლის განხორციელებისას ხშირია მოზარდების მხრიდან დაწესებული უმართლობის განხორციელების მცდელობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი დაბალი განათლება, ნორმის არაეფექტიანობა და ზოგადად, სამართალშეგნების არარსებობაა. ამ დროს სახელმწიფოს და საზოგადოების პასუხისმგებლობაა - იზრუნოს მოზარდზე, ხელი შეუწყოს მის სწორ სოციალიზაციას და ჯერაც ვერჩამოყალიბებული სამართალშეგნების ფორმირებას შეუწყოს ხელი. მაშინაც კი, თუ პროაქტიურმა კონტროლმა და მხარდაჭერამ ვერ გაამართლა და განხორციელდა სამართლებრივი უმართლობა, სახელმწიფო მიმართავს რეაქტიური კონტროლის ფორმას და უფარდებს სასჯელს, რომლის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, დანაშაულის პრევენცია და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს კი მისი სამართალშეგნების ჩამოყალიბებით ხდება მიღწევადი.
დასკვნა/რეკომენდაცია
აღნიშნული თეორიული მასალის ანალიზით გვსურდა სამართალშეგნების ჩამოუალიბებლობაზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიცირება. განხილული ლიტერატურაზე დაყრდნობით, ვასკვნით, რომ მოზარდების
სამართალშეგნების ჩამოუყალიბებლობაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:
- როდესაც ნორმის დაცვის აუცილებლობა არ არის გააზრებული;
- როდესაც ნორმა არაეფექტიანი და ან არაგამოყენებადია;
- როდესაც ნორმის დაუცველობაზე დაწესებული სასჯელი არ არის დროული, უტყუარი და ადეკვატური;
- როდესაც საზოგადოებაში არ არსებობს სამოქალაქო მოძრაობები, ავტორიტეტული საჯარო და კერძო პირები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც თავის საგანმანათლებლო საქმიანობაში სამართლის დაცვის აუცილებლობაზე უსვამენ ხაზს (ახალისებენ ან მხარს უჭერენ სამართლის კულტურის განვითარებას);
- ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე, მოზარდებში სამართალშეგნების ჩამოსაყალიბებლად, კვლევის შედეგები იძლევა რეკომენდაციების საშუალებას:
- დანაშაულის პრევენციის პირველ დონეზე საზოგადოებამ რეკომენდირებულია იზრუნოს სამართალშეგნების ჩამოყალიბების მიზნით ზოგად და სამართლებრივ განათლებაზე;
- მოზარდებში სამართალშეგნების ჩამოუყალიბებლობის შემთხვევაში, პრევენციის მეორე დონეზე, იზრუნოს სამართლის უზენაესობის განმტკიცებასა და დანაშაულის რისკის შემცირებაზე
- და მაშინაც კი, როცა კრიმინალური ქმედება განხორციელდა, დანაშაულის პრევენციის მესამე დონეზე იზრუნოს სამართლის აღდგენაზე, ისე რომ გარდა მსხვერპლისთვის სარგებლის დადგომისა, მოხდეს დამნაშავის რესოციალიზაცია.
კერძოდ კი, კვლევას აუცილებლად მიაჩნია:
- სახელმწიფო და საზოგადოებრივ დონეზე დაისახოს სამართლის საგანმანათლებლო პრიორიტეტები (მოხდეს სამართალცნობიერების გაზრდა, სამართლის პოპულარიზაცია);
- ნორმის შემუშავება გაზიარებისას, ხაზი გაესვას მისი დაცვის მნიშვნელოვნობას;
- ნორმის დაუცველობაზე საპასუხოდ დაწესებული სასჯელი იყოს უტყუარი, დროული და ადეკვატური.
ბიბლიოგრაფია:
Georgian language literature:
- Dvalidze I. (2013), General Part of Criminal Law, Punishment and Other Criminal Consequences of Crime, Meridian, Tbilisi. (In Georgian)
- Lekveishvili M., Todua N., Mamulashvili G., (2011), Private Part of Criminal Law, Meridian, Tbilisi. (In Georgian)
Foreign language literature:
- Cable Sh., (2019). Social Movements and Social Control, The Handbook of Social Control, 1st ed.By Deflem M., John Wiley Sons. Ltd.
- Chua L., J., Engel D., M., (2019). Legal Consciousness Reconsidered, Annual Review of Law and Social Science, Vol. 15.
- Dehnad V., (2017). A Proactive Model to Control Reactive Behaviors, World Journal of Education, 7 (4).
- Hakim M., H., (2016). Legal Protection Versus Legal Consciousness (The Changing Perspective in Law and Society Research, Al-Bankari, HLM, 15(1).
- Hallevy G. (2013) The Right to Be Punished, Springer-Verlag Berlin Heidelberg, DOI: Link
- Keiler J., Panzavolta M., Roef D., (2014 ) Hage J., Akkermans B., (eds.) Introduction To Law, Springer International Publishing Seitzerland.
- Khasanovich A., SH. (2021). The Role of Legal Consciousness and Legal Culture in Official Prevention, Web of Scienrist: International Scientific research Journal, 2(5).
- Kolber A., J., (2013). Against Proportional Punishment, Vanderbilt Law Review, 66(4).
- Kravchenko O., V., (2021). Legal Consciousness and Forms of its Deformation, Journal of Legal, Ethical and Regulatory Issues, 24(1).
- Lambert E., Karuppannan J., Jiang Sh., Pasupuleti S., Bhirarasetty J., (2011). Correlates of Formal and Informal Social Control on Crime Prevention: An Exploratory Study among University Students, Andhra Pradesh, India, Asian Journal of Criminology, 7(3), Link
- Mischenko E., V., Kriskovets T., N., Lopanova A., P., Mushanova I., V., Inalkaeva K., S., Shulga T., I., Ivanova A., V., (2021). Student Youth Legal Consciousness: Formation Problems and Prospects, Current Context of Education and Psychology in Europe and Asia, 9(3),Link
- Pevtsova E., (2013), The functions of legal awareness of children and young people, Acta Universitatis George Bacovia. Juridica, 2 (2).
- Tereshchenko E., A., Kovalev V., V., Trofimo M., S., Zasseev D., A., (2020). Legal Consciousness as a Facor Promoting The Achievement of Educational Objectives and the Realization of The Right to Education by Individuals and Collectives, Rev. Tempos Espaços Educ., 13(32),Link
- Yi L., Li L., (2022). Effective Strategies to Promote the Cultivation of Public Legal Consciousness from the Perspective of Social Psychology, Journal of Environmental and Public Health, vol.22,Link
Web Sources:
- Banks E., (2018). The Purpose of Punishment, Criminal Justice Ethics, Sage Publications, Sagepub.com, Link [Last seen 25.02.2023].
- Shevchenko A., Y., Kudin S., V., Loshchykhin O., M., Fatkhudinov V., H., (2021). The Principle of In- evitability and the Institution of Exeption From Legal Liability: Aspects of the Relationship; Link [Last seen 21.11.2022).
სქოლიო:
- Dehnad V., (2017), A Proactive Model to Control Reactive Behaviors, World Journal of Education, 7(4), p. 24.
- Hakim M., H., (2016), Legal Protection Versus Legal Consciousness (The Changing Perspective in Law and Society Research, Al-Bankari, HLM, 15(1)), p. 57.
- Yi L., Li L., (2022), Effective Strategies to Promote the Cultivation of Public Legal Consciousness from the Perspective of Social Psychology, Journal of Environmental and Public Health, vol.22, p. 1, Link
- of its Deformation, Journal of Legal, Ethical and Regulatory Issues, 24(1), pp. 8-9.
- Kravchenko O., V., (2021), Legal Consciousness and Forms 5 Pevtsova E., (2013), The functions of legal awareness of children and young people, Acta Universitatis George Bacovia. Juridica, 2(2), p. 1.
- Kravchenko O., V., (2021), Legal Consciousness and Forms of its Deformation, Journal of Legal, Ethical and Regulatory Issues, 24(1), p. 2.
- Mischenko E., V., Kriskovets T., N., Lopanova A., P., Mushanova I., V., Inalkaeva K., S., Shulga T., I., Ivanova A., V., (2021). Student Youth Legal Consciousness: Formation Problems and Prospects, Current context of education and psychology in Europe and Asia,9(3), p. 7, Link
- Lambert E., Karuppannan J., Jiang Sh., Pasupuleti S., Bhirarasetty J., (2011). Correlates of Formal and Informal Social Control on Crime Prevention: An Exploratory Study among University Students, Andhra Pradesh, India, Asian Journal of Criminology, 7 (3), p.240, Link
- Cable Sh., (2019). Social Movements and Social Control, The Handbook of Social Control, 1st ed. By Deflem M., John Wiley & Sons. Ltd, p. 122-124.
- Cable Sh., (2019). Social Movements and Social Control, The Handbook of Social Control, 1st ed. By Deflem M., John Wiley & Sons. Ltd,p. 129.
- Ibid., p. 131.
- Banks E., (2018). The Purpose of Punishment, Criminal Justice Ethics, Sage Publications, Sagepub.com, Link [Last seen 25.02. 2023].
- Kolber A., J., (2013). Against Proportional Punishment, Vanderbilt Law Review, 66 (4), p. 1142.
- Shevchenko A., Y., Kudin S., V., Loshchykhin O., M., Fatkhudinov V., H., (2021). The Principle of Inevitability and the Institution of Exeption From Legal Liability: Aspects of the Relationship, Link [Last seen 21.11.2022].
- Yi L., Li L., (2022), Effective Strategies to Promote the Cultivation of Public Legal Consciousness from the Perspective of Social Psychology, Journal of Environmental and Public Health, vol.22, p. 10, Link
- Mischenko E., V., Kriskovets T., N., Lopanova A., P., Mushanova I., V., Inalkaeva K., S., Shulga T., I., Ivanova A., V., (2021), Student Youth Legal Consciousness: FormationProblems and Prospects, Current Context of Educationand Psychology in Europe and Asia, 9(3), pp. 1-2, Link
- Lekveishvili M., Todua N., Mamulashvili G., (2011). Private Part of Sikh Law, Meridian, Tbilisi, p. 3.
- Keiler J., Panzavolta M., Roef D., (2014). Hage J., Akkermans B., (eds.) Introduction To Law, Springer International Publishing Seitzerland, pp. 121-22, DOI 10.1007/978-3-319-06910-4.
- Ibid., p. 142.
- Dvalidze I., (2013). General Part of Criminal Law, Punishment and Other Criminal Consequences of Crime, Meridian, Tbilisi.
- Hallevy G.( 2013) The Right to Be Punished, Springer-Verlag Berlin Heidelberg, p. 37, DOI: 10.1007/978-3- 642-32388-1
- Yi L., Li L., (2022). Effective Strategies to Promote the Cultivation of Public Legal Consciousness from the Perspective of Social Psychology, Journal of Environmental and Public Health, vol. 22, p. 1,Link
- Kravchenko O., V., (2021). Legal Consciousness and Forms of its Deformation, Jurnal of Legal, Ethical and Regulatory Issues, 24, pp. 10-12.
- Ibid., pp. 8-9.
- Khasanovich A., SH. (2021). The Role of Legal Consciousness and Legal Culture in Official Prevention, Web of Scienrist: International Scientific research Journal, 2 (5), pp.575-576.
- Chua L., J., Engel D., M., (2019). Legal Consciousness Reconsidered, Annual Review of Law and Social Science, Vol. 15, p. 3.
- Pevtsova E., (2013). The functions of legal awareness of children and young people, Acta Universitatis George Bacovia. Juridica, 2 (2), p. 4.
- Kravchenko O., V., (2021). Legal Consciousness and Forms of its Deformation, Journal of Legal, Ethical and Regulatory Issues, 24(1), p. 1.
- Tereshchenko E., A., Kovalev V., V., Trofimo M., S., Zasseev D., A., (2020), Legal Consciousness as a Factor Promoting The Achievement of Educational Objectives and the Realization of The Right to Education by Individuals and Collectives, Rev. Tempos Espaços Educ., 13(32) pp. 15-16,Link
- Yi L., Li L., (2022). Effective Strategies to Promote the Cultivation of Public Legal Consciousness from the Perspective of Social Psychology, Journal of Environmental and Public Health, vol.22, pp. 4-5, Link